„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 2528
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 12/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.04.001.003.865
  • Word
2528
12/01/2010
სსმ, 2, 12/01/2010
010.190.020.04.001.003.865
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) 12911 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატის შერჩევის მიზნით იწყებს კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რის შემდეგაც არა უგვიანეს 2010 წლის 12 იან­ვრისა საქართველოს პრეზიდენტი შეარჩევს და ცესკოს წარუდგენს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატს.

3. არა უგვიანეს 2010 წლის 14 იანვრისა ცესკოს სხდომას თავმჯდომარის ასარჩევად იწვევს და მის არჩევამდე თავმჯდომარეობს ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) კომისიის უხუცესი წევრი. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას ფარული კენჭისყრით იღებენ ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრები (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ 4 ხმისა. ცესკოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ განკარგულებას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 12 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 12 იანვარი.

№2528–რს