ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ

ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 816
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.05.001.000.230
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
816
27/06/1997
პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
300.280.000.05.001.000.230
ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღებით! თქვენ ეცნობით არა საბოლოო რედაქციას. საბოლოო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (10/12/2015 - 02/03/2016)

საქართველოს კანონი

ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის  მოქმედების სფერო, მიზნები და ამოცანები

1. ეს კანონი აწესრიგებს ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას და ურთიერთობებს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვის, ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობის, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების სფეროებში და უზრუნველყოფს საქართველოს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად. ეს კანონი არ ვრცელდება წყლის ზედაპირული ან მიწისქვეშა ობიექტიდან წყლის ამოღებაზე ან/და მოპოვებაზე, ბუნებრივი გაზის ძებნა-ძიებაზე, მოპოვებაზე, დამუშავებასა და დაგროვებაზე, ბუნებრივი გაზის მწარმოებელსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობებზე, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანზიტზე საქართველოს ტერიტორიის გავლით. საქართველოს ტერიტორიის გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვრცელდება ამ კანონის მხოლოდ ის დებულებები, რომლებიც პირდაპირ და უშუალოდ ეხება და აწესრიგებს ელექტროენერგიის ტრანზიტსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. კანონის მიზანია:

ა) კონკურენციის განვითარების საფუძველზე და არსებული არაკონკურენტული ბაზრის რეგულირების მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოს საქართველოს წყალმომარაგების, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებისა და ტარიფების სისტემების ჩამოყალიბება და ამ საფუძველზე წყალმომარაგების, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების განსახორციელებლად გაწეული, ეკონომიკურად მიზანშეწონილი ხარჯების ზუსტი ასახვა ტარიფების სისტემებში;

ბ) შექმნას ყველა კატეგორიის მომხმარებლის სტაბილური ელექტრომომარაგებისათვის, ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის და სასმელი წყლით მომარაგებისათვის საჭირო სამართლებრივი საფუძველი;

გ) ხელი შეუწყოს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარგების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით;

დ) ხელი შეუწყოს ჰიდროენერგეტიკული, სხვა განახლებადი, ალტერნატიული და ბუნებრივი გაზის ადგილობრივი რესურსების უპირატეს გამოყენებას.

3. კანონის ამოცანაა:

ა) დააკისროს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკის დარგში, მათ შორის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში, სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა, ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შექმნა და მიღება;

ბ) განსაზღვროს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტისა და ექსპორტის, ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირებისა და განაწილების, ასევე მომხმარებელთა საქმიანობისა და ურთიერთობების რეგულირების ძირითადი პრინციპები საჯაროობისა და თანასწორობის საფუძველზე და ამ მიზნით შექმნას ენერგეტიკის დარგის მარეგულირებელი დამოუკიდებელი სისტემის ჩამოყალიბების სამართლებრივი საფუძვლები;

გ) ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის გაზრდას;

) უზრუნველყოს კონკურენციის განვითარება საქართველოს ელექტროენერგეტიკულ და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე;

ე) უზრუნველყოს საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებისა და ტარიფების სისტემების ჩამოყალიბება და მათ საფუძველზე შექმნას სატარიფო რეგულირების სამართლებრივი ბაზა, რომელიც დაიცავს მომხმარებელს მონოპოლიური ტარიფებისაგან და ამავე დროს ხელს შეუწყობს ენერგეტიკული დარგის გრძელვადიან ფინანსურ მდგრადობასა და განვითარებას;

ვ) დააკისროს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სასმელი წყლის მიწოდების და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის სფეროში სატარიფო რეგულირება.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1124-სსმI, №13, 12/04.2005წ., მუხ.77

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5466-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.378

საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №92-სსმI, №13, 16.07.2008წ., მუხ.104

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4395-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 52 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

    მუხლი 2. განმარტებები

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობა – გადამცემი ქსელის ექსპლუატაცია გადამცემი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღების პუნქტიდან მიწოდების პუნქტში ტრანსპორტირების მიზნით;

ბ) გადამცემი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადამცემი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს. გადამცემი ქსელი მოიცავს 110 კილოვოლტზე მაღალი ძაბვის გადამცემ საშუალებებს, მათ შორის, ქვესადგურებსა და ელექტროგადამცემ ხაზებს, აგრეთვე ძაბვის სხვა საფეხურის იმ გადამცემ ქსელებსა და შესაბამის ქვესადგურებს, რომლებიც საგანგებოდ აღინიშნება გადაცემის ლიცენზიაში, გამოიყენება ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის; ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიას ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო; გადამცემი ქსელი, გადამცემი ქსელის ყველა ნაწილი სავალდებულოა, სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით გადაეცეს გადამცემი სისტემის ოპერატორს ოპერირების უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი და ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ერთი და იგივე პირია;

გ) გამანაწილებელი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამანაწილებელი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიწოდების პუნქტებსა და მომხმარებელს. გამანაწილებელი ქსელი მოიცავს 0,4-3,3-6-10-35-110 კილოვოლტი ძაბვის ქსელებს, გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა. ამავე ტერმინით აღინიშნება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი, რომელიც მოიცავს 1,2-0,6-0,3-0,005 მპა წნევის გაზსადენებს;

დ) ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა – ორი ან ორზე მეტი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მიწოდების პუნქტიდან (გადაცემის ლიცენზიატისა და ელექტროენერგიის მწარმოებლის მფლობელობაში არსებული ორი ან ორზე მეტი ქვესადგურიდან) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და მიღებული ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებზე რეალიზაცია (განაწილება), აგრეთვე ელექტროენერგიის გატარება;

ე) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის საქმიანობა – ლიცენზიატების და მომხმარებლების ტექნიკური მართვა მიწოდებისა და მოხმარების სტაბილური რეჟიმის უზრუნველსაყოფად და საქართველოსა და სხვა ქვეყნის (ქვეყნების) ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის განხორციელება. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ დისპეტჩერიზაციის საქმიანობის ერთი ლიცენზიის გაცემა;

ვ) კომისია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

ზ) ლიცენზია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გადაწყვეტილების საფუძველზე პირისთვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული, ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება;

თ) ლიცენზიის მფლობელი (ლიცენზიატი) – პირი, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებული აქვს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება;

ი) მიღების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადაცემის ან/და განაწილების ლიცენზიატი გადამცემ ან/და გამანაწილებელ ქსელში მიიღებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას წარმოების ან/და სხვა გადაცემის ლიცენზიატის ან/და სხვა განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელიდან და სხვა ქვეყნის ენერგოსისტემისაგან ელექტროენერგიის იმპორტის ჩათვლით, ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემაში მიიღებს ბუნებრივ გაზს, იმპორტის ჩათვლით;

კ) მიწოდების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადაცემის ან/და წარმოების ლიცენზიატი გადამცემი ან/და წარმოების ქსელიდან მიაწოდებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას განაწილების ლიცენზიატს, პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა ქვეყნის ენერგოსისტემას, ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემიდან მიაწოდებს ბუნებრივ გაზს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს, პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა ქვეყნის ტრანსპორტირების სისტემებს;

1) მომხმარებელი – პირდაპირი მომხმარებელი ან საცალო მომხმარებელი, აგრეთვე პირი, რომელიც წყალმომარაგების სისტემიდან მოიხმარს სასმელ წყალს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის;

ლ) პირდაპირი მომხმარებელი – პირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელიდან „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესებისა და პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხოლო ბუნებრივ გაზს – ტრანსპორტირების სისტემიდან, და რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი;

მ) რეგულირების საფასური – „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გადასახდელი;

ნ) ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობა – წარმოების საშუალების მიერთება გადამცემ, გამანაწილებელ ან/და მომხმარებლის ელექტრულ ქსელებთან და ელექტროენერგიის მიწოდება (ან მისი მიწოდებისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფა) გადამცემ, გამანაწილებელ ან მომხმარებლის ელექტრულ ქსელში, აგრეთვე ამ ელექტროენერგიის გაყიდვა;

ო) ექსპორტიორი – პირი, რომელიც მიწოდების პუნქტში ყიდის ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) საქართველოს ფარგლებს გარეთ;

პ) იმპორტიორი – პირი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარედან ერთ ან ერთზე მეტ მიღების პუნქტში მიიღებს და გაყიდის ან/და თვითონ მოიხმარს ელექტროენერგიას (სიმძლავრეს);

ჟ) (ამოღებულია);

რ) (ამოღებულია);

ს) (ამოღებულია);

ტ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“ – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს:

ტ.ა) ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებას;

ტ.ბ) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის საქმიანობებს;

ტ.გ) პირდაპირი ხელშეკრულებების, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს;

ტ.დ) პირდაპირი ხელშეკრულებების დადებისა და ძალაში შესვლის პირობებს;

ტ.ე) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, გატარების, განაწილების საქმიანობასთან, ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფასთან, ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტთან, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატისა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საკუთარი საჭიროებისთვის მოხმარებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს;

ტ.ვ) ამ კანონით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, კვალიფიციური საწარმოებისთვის ელექტროენერგიის წარმოების, მოხმარების, იმპორტისა და ექსპორტის განსხვავებული პირობებისა და პროცედურების დადგენას;

ტ.ზ) სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის (გადადინებისათვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის სპეციალური აუქციონის გარეშე ათვისების პროცედურებსა და პირობებს;

ტ.თ) სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის (გადადინებისათვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის ათვისებისთვის სპეციალური აუქციონის პრინციპებს და პირობების განსაზღვრის წესს;

ტ.ი) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენისა და შესრულების წესებს;

ტ.კ) საბალანსო ელექტროენერგიის ფასის განსაზღვრის წესსა და პირობებს;

ტ.ლ) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ფაქტობრივი დანაკარგების, მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანზიტის დროს, განსაზღვრის წესს;

ტ.მ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის სტატუსის მინიჭების საფუძვლებსა და კრიტერიუმებს, სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ტესტირების წესს;

ტ.ნ) საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიული სიტუაციის დროს ელექტროენერგიის იმპორტისა და მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიისას ელექტროენერგიის ექსპორტის წესს;

ტ.ო) ამ პუნქტით განსაზღვრულ ურთიერთობებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს;

) (ამოღებულია);

) „ბუნებრივი გაზი“ ან „გაზი“ _ ნახშირწყალბადები, რომლებიც 1.2 მპა წნევასა და 200C ტემპერატურაზე აირად მდგომარეობაშია და რომელთა თბური შემცველობაა არანაკლებ 31.8მჯ/მ3 (7600 კკალ/მ3);

) „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემა” ან „ტრანსპორტირების სისტემა“ _ ყველა მილსადენი, საკომპრესორო სადგური, საზომი სადგური და სხვა მოწყობილობა, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის, მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2 მპა-ზე მეტ წნევაზე სამუშაოდ, აკავშირებს მიღების პუნქტს მიწოდების პუნქტთან და რომელთაც ფლობს ან მართავს ან/და ექსპლუატაციას უწევს ტრანსპორტირების ლიცენზიატი. ტრანსპორტირების სისტემა მოიცავს ყველა მილსადენს და მოწყობილობას, რომელიც მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2 მპა-ზე მეტ წნევაზე სამუშაოდ, საკომპრესორო სადგურების, საზომი სადგურებისა და სხვა მოწყობილობების ჩათვლით, რომლებიც მითითებულია ტრანსპორტირების ლიცენზიაში;

ღ) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობა – ტრანსპორტირების სისტემის ექსპლუატაცია ტრანსპორტირების სისტემის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიღების პუნქტიდან მიწოდების პუნქტში ტრანსპორტირების მიზნით;

ყ) ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა – ერთი ან მეტი მიწოდების პუნქტიდან ბუნებრივი გაზის მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და მიმწოდებლის მოთხოვნით ბუნებრივი გაზის მომხმარებლების მომარაგება კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში;

შ) მიმწოდებელი – პირი, რომელიც იძენს ბუნებრივ გაზს და ყიდის მას სხვა მიმწოდებლებზე ან/და მომხმარებლებზე;

ჩ) სამინისტრო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

ც) ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის, გატარების და ტრანსპორტირების ტექნიკურ, კომერციულ და ფინანსურ ურთიერთობებს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის ბალანსების შედგენისა და შესრულების წესებს;

ძ) ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა – ორი ან ორზე მეტი მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის (ელექტროენერგეტიკული სისტემების ნაწილის) ერთიანი პარამეტრებით, სინქრონული მუშაობის პროცესი, რომლის მიზანია ენერგოსისტემების მდგრადობის უზრუნველყოფა. ამავე ტერმინით განისაზღვრება ორი ან ორზე მეტი მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის (ელექტროენერგეტიკული სისტემის ნაწილის) ასინქრონული მუშაობის პროცესი;

წ) (ამოღებულია);

ჭ) საიმედოობის სტანდარტები – გადაცემის ან ტრანსპორტირების ლიცენზიატის შესაძლებლობა, დააკმაყოფილოს სისტემის მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნები, მიუხედავად მუშაობის პირობების ცვლილებისა. აღნიშნული სტანდარტი შეიძლება აისახოს შესაბამის ნორმატიულ აქტში, აგრეთვე შესაბამის ლიცენზიებში;

ხ) ხელშეკრულების მხარის საიმედოობის სტანდარტი – მოთხოვნა, რომ დისპეტჩერიზაციის ან ტრანსპორტირების ლიცენზიატი და ხელშეკრულების სხვა მხარე ვალდებული იყვნენ ადეკვატურად ასახონ მათი მოსალოდნელი დატვირთვა და ცვლილებები ისე, რომ არ გამოიწვიონ გაუმართლებლად ზედმეტი ხარჯების წარმოქმნა ხელშეკრულების მხარეების მიმართ. აღნიშნული სტანდარტი შეიძლება აისახოს შესაბამისი ბაზრის წესებში, ასევე შესაბამის ლიცენზიებში;

ჯ) დერეგულირება – ამ კანონიდან გამომდინარე, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წარმოების ლიცენზიატისათვის ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისათვის ლიცენზიისა და ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის უფლების მინიჭება, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის, ასევე ახალი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ქსელების აშენების შემთხვევაში, შესაბამისად ტრანსპორტირების ან განაწილების ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის უფლების მინიჭება;

1) ნაწილობრივი დერეგულირება – ამ კანონიდან გამომდინარე, ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე წარმოების ლიცენზიატისათვის ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისათვის ლიცენზიის გარეშე და ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის უფლების მინიჭება, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის, ასევე ახალი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ქსელების აშენების შემთხვევაში, შესაბამისად ტრანსპორტირების ან განაწილების ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის უფლების მინიჭება;

ჰ) საგანგებო მდგომარეობა – „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სიტუაცია;

1) „ბაზრის წესები“ – „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“ და „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები“;

2) „მიწოდებისა და მოხმარების წესები“ – „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ და „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები;

3) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატებს, წარმოების ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებსა და, მეორე მხრივ, საცალო მომხმარებელს შორის განაწილების ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს;

4) ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს მიმწოდებელს, განაწილების ლიცენზიატს ან/და საცალო მომხმარებელს შორის განაწილების ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს;

5) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური – ელექტროსადგური, რომლის საპროექტო სიმძლავრე არ აღემატება 13 მეგავატს. ამასთანავე, ამ ტერმინით, კონტექსტიდან გამომდინარე, აღინიშნება პირი, რომელიც ფლობს და ექსპლუატაციას უწევს აღნიშნულ ელექტროსადგურს;

6) საცალო მომხმარებელი – პირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის ან განაწილების ქსელიდან, ხოლო ბუნებრივ გაზს – განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან, მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის და არ არის პირდაპირი მომხმარებელი;

7) პირდაპირი ხელშეკრულება – ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება ელექტროენერგიის საბითუმო მყიდველსა და გამყიდველს (კვალიფიციურ საწარმოებს) შორის, რომლის მიხედვით განისაზღვრება შესასყიდი ელექტროენერგიისა და სიმძლავრის რაოდენობა, ფასი, ვადა, პირობები და ხარისხობრივი მაჩვენებლები და რომელიც სათანადო წესით რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ;

8) საბალანსო ელექტროენერგია – კვალიფიციური საწარმოების მიერ შესყიდული ან/და გაყიდული ელექტროენერგია (სიმძლავრე), რომლითაც ხდება მყიდველთა და გამყიდველთა ფაქტობრივი საჭიროების დაკმაყოფილება, მათ შორის, პირდაპირი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის სახელშეკრულებო მოცულობების დაბალანსება;

9) გარანტირებული სიმძლავრე – გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ უზრუნველყოფილი სიმძლავრე, რომელიც ემსახურება ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობას, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებას და რომლის ოდენობასაც თითოეული გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა;

10) კვალიფიციური საწარმო – წარმოებისა და განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებელი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, რომლებიც ამ კანონისა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში, აგრეთვე პირი ამ კანონის 24 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

11) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (შემდგომ – ბაზრის ოპერატორი) – სააქციო საზოგადოება „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ (საიდენტიფიკაციო კოდი №205170036) ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც კვალიფიციური საწარმოების მოთხოვნათა დაკმაყოფილების (დაბალანსების) მიზნით ყიდულობს და ყიდის საბალანსო ელექტროენერგიასა და გარანტირებულ სიმძლავრეს, აგრეთვე ასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

12) გრძელვადიანი ტარიფი – წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული ან ზღვრული ფასი, რომელიც დადგენილია არანაკლებ 3-წლიანი პერიოდისთვის;

13) გარანტირებული სიმძლავრის წყარო – ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირებისა და საჭირო მინიმალური გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული თბოელექტროსადგური ან თბოელექტროსადგურები (წარმოების ლიცენზიატი ან წარმოების ლიცენზიატები), რომელსაც/რომლებსაც გაჩერებული მდგომარეობიდან ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაცია შეუძლია არა უმეტეს 24 საათისა და სიმძლავრის აღება – არა უმეტეს მომდევნო 12 საათის განმავლობაში. საქართველოს მთავრობა ასევე განსაზღვრავს შესაბამისი წყაროს მიერ ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდს;

14) გატარება – გადაცემის მომსახურების გარდა, განაწილების ან წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან პირდაპირი მომხმარებლის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადატანა წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექტრულ ქსელამდე, აგრეთვე ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ბუნებრივი გაზის გადატანა;

15 ) წყალმომარაგების საქმიანობა – სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაცია, მომხმარებლებისათვის სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება კონკრეტული წყალმომარაგების სისტემის/სისტემების ფარგლებში ;

16) სასმელი წყალი – სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისი ხარისხის წყალი;

17) წყალარინება – ჩამდინარე წყლის გატარება და გამწმენდი ნაგებობების საშუალებით დასაშვებ ნორმამდე გაწმენდა;

18) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემა – წყლის მიღების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ქსელის (მილსადენები, რეზერვუარები, ღია და დახურული არხები, საჭიროების შემთხვევაში სატუმბავი სადგურები და სხვა) ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება წყლის მომხმარებლისათვის სასმელი წყლის მისაწოდებლად;

19) სასმელი წყლის მიწოდება – წყლის მომხმარებლისათვის სასმელი წყლის მიწოდება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით.

20) სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს;

21 ) სასმელი წყლის ხარჯვის ნორმა – წყალმომარაგების ტარიფის გაანგარიშებისას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ თითოეული წყალმომარაგების ლიცენზიატისათვის ინდივიდუალურად განსაზღვრული ერთ სულ მოსახლეზე სასმელი წყლის ნორმა, რომელიც აისახება წყალმომარაგების ტარიფში;

22) განახლებადი ენერგიის წყაროები – არაწიაღისეული, მდგრადი ენერგიის ყველა წყარო, რომელიც წარმოიშობა, მაგრამ არ შემოიფარგლება: ბიო- და ჰიდროენერგიებით, გეოთერმული, მზის, ქარისა და ზღვის (მათ შორის, დინებების, ტალღების და თერმული) ენერგიებით;

23) ქსელის წესები − კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს გადაცემის ქსელის წესებს და განაწილების ქსელის წესებს. ქსელის წესები მოიცავს გადაცემისა და განაწილების ქსელების მართვის და ამ ქსელებით სარგებლობის პროცედურებს, პირობებს, პრინციპებს, სტანდარტებს და ამ ნაწილში განსაზღვრავს შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობებს;

24) ტრანზიტის დამკვეთი − პირი, რომელსაც ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან გაფორმებული აქვს ამ კანონის 414 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება;

25) გადამცემი სისტემის ოპერატორი – ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, რომელსაც ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატებთან გაფორმებული აქვს სათანადო ხელშეკრულება მათი კუთვნილი გადამცემი ქსელის ოპერირებისა და განვითარების დაგეგმვის უფლებამოსილების ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის გადაცემის შესახებ და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5466-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.378

საქართველოს 2008 წლის 7 მარტის კანონი №5803-სსმI, №6, 25.03.2008წ.,მუხ.15

საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №92-სსმI, №13, 16.07.2008წ., მუხ.104

საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1558-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ.138

საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3162-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.208

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3349-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.213

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3295-სსმI, №37, 14.07.2010წ., მუხ.226

 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4065-სსმI, №72, 22.12.2010წ., მუხ.437

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4395-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №486 5 -ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 52 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის  12  დეკემბრის კანონი №2933 - ვებგვერდი, 23.12.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 10  დეკემბრის კანონი  №4587  - ვებგვერდი, 22.12.2015წ.

 

თავი II. სახელმწიფო პოლიტიკა ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 3. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება

1. სამინისტრო შეიმუშავებს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფს მათ განხორციელებას . ამ ამოცანის გადაწყვეტის პროცესში სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ენერგეტიკის დარგში განვითარების მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტების, აგრეთვე მათზე დაფუძნებული ენერგეტიკული სექტორის პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ბ) ენერგეტიკის დარგში რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი ინვესტიციებისა და საკრედიტო რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა, აგრეთვე სახელმწიფო ინვესტირების განხორციელება;

გ) ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების ოპტიმალურად წარმართვისა და ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე ამ დარგებში ობიექტების კონსერვაციისა და ლიკვიდაციის სტრატეგიისა და წესების შემუშავება;

დ) ენერგეტიკის დარგში საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობა, დარგის ტექნიკური და ეკონომიკური მდგომარეობის მონიტორინგი;

ე) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის გაზრდის ღონისძიებათა ერთიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;

ვ) ენერგეტიკის დარგში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საკონსტრუქტორო და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ინვესტიციებისა და საკრედიტო რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა, აგრეთვე სახელმწიფო ინვესტირების განხორციელება;

ზ) ენერგეტიკის დარგში ბუნების დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, პროგრამების შემუშავებისას და განხორციელებისას ეკოლოგიური ასპექტების ოპტიმალურად გათვალისწინება;

თ) ლიცენზიატებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებსა და უცხო ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებს შორის ურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა, აგრეთვე ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში ტრანზიტისა და ექსპორტ-იმპორტის ურთიერთობების ხელშეწყობა;

ი) საგანგებო მდგომარეობისთვის ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება;

კ) ენერგეტიკის დარგის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიის განსაზღვრა, რეკომენდაციების შემუშავება, ასევე მომხდარი ავარიებისა და სხვა ტექნიკურ გაუმართაობათა მიზეზების შესწავლა და სათანადო დასკვნების მომზადება;

ლ) ენერგეტიკული რესურსების მოპოვების გაფართოების, განახლებადი (ალტერნატიული) ენერგიის წყაროების უპირატესი ათვისების, ენერგოეფექტიანი ღონისძიებების ხელშეწყობა, რომლებიც დაკავშირებულია წარმოების ეფექტიანობის გაზრდასთან;

მ) (ამოღებულია).

2. სამინისტროს ფუნქციებს არ მიეკუთვნება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში მესაკუთრის, მარეგულირებელი და ოპერატიულ-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება.

3. სამინისტრო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით ასევე ამტკიცებს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსს;

ბ) ბუნებრივი გაზის ბალანსს;

გ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებს“;

დ) „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებს“;

ე) ენერგეტიკული ობიექტების, მოწყობილობებისა და დანადგარების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის ნორმებსა და წესებს;

) საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმას საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე .

4. ენერგეტიკულ დარგში სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დერეგულირების ან ნაწილობრივი დერეგულირების თაობაზე.  

5.(ამოღებულია ).

6. ენერგეტიკული ობიექტების დაცვის ზონები, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფები, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრები, დაცვის ზონებში მოქმედი შეზღუდვები და სამუშაოთა წარმოების პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1124-სსმI, №13, 12/04.2005წ., მუხ.77

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №92-სსმI, №13, 16.07.2008წ., მუხ.104

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3349-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.213

საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1291  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

საქართველოს 2014 წლის  12  დეკემბრის კანონი №2933 - ვებგვერდი, 23.12.2014წ.

     მუხლი 31 . მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები

1. სამინისტრო უფლებამოსილია საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები.

2. სამინისტრო უფლებამოსილია ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

3. სამინისტრო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს მის მიერ შექმნილი ან მასთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ელექტრონულ ასლს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ დოკუმენტს.

5. სამინისტროს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5644 - ვებგვერდი, 09.01.2012წ.  

მუხლი 32. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა

1. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შემუშავების მიზანია გადამცემი ქსელის საიმედოობა, უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება, ელექტროენერგიის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა და ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ქსელის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა.

2. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა შეიცავს:

ა) ინფორმაციას ელექტროენერგიის არსებული და სამომავლო (საპროგნოზო) მოთხოვნისა და მიწოდების შესახებ;

ბ) გონივრულ პროგნოზებს ელექტროენერგიის წარმოების, მიწოდების, მოხმარების და სხვა ქვეყნებთან ელექტროენერგიის გაცვლის მოცულობების შესახებ;

გ) ინფორმაციას გადამცემი ქსელის იმ ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც უნდა აშენდეს ან გაძლიერდეს მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ინვესტიციების განხორციელების კონკრეტული ვადების მითითებით;

დ) ინფორმაციას გადაწყვეტილი ინვესტიციების შესახებ და იმ ახალი ინვესტიციების იდენტიფიცირებას, რომლებიც უნდა განხორციელდეს მომდევნო 3 წლის განმავლობაში;

ე) ინფორმაციას ახალი გენერაციის ობიექტების (მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების) ქსელში ინტეგრირების შესახებ;

ვ) ინფორმაციას ახალი გენერაციის ობიექტების ინტეგრაციის მიზნებისათვის მომავალი ქსელის თითოეული კვანძის გამტარუნარიანობის შესახებ;

ზ) დასაგეგმარებელი ელემენტების ძალოვანი აპარატურის შერჩევის მიზნებისათვის მოკლე შერთვის დენების განსაზღვრას;

თ) ინფორმაციას გენერაციის ობიექტების შიდა ქსელის განვითარების შესახებ.

3. ეკონომიკის, ფინანსებისა და სტატისტიკის სფეროებში მოქმედი სახელმწიფო უწყებები და დაწესებულებები, ენერგეტიკის დარგში არსებული ორგანიზაციები სამინისტროს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწვდიან ინფორმაციას, მონაცემებსა და პროგნოზებს, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შემუშავებისას.

4. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის პროექტს ყოველწლიურად, მომდევნო 10 კალენდარული წლისათვის შეიმუშავებს/განაახლებს გადამცემი სისტემის ოპერატორი ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატებთან შეთანხმებით (ეს პროცესი აგრეთვე მოიცავს ყველა საჭირო კვლევისა და შეფასების ჩატარებას). აღნიშნული გეგმის პროექტი შემუშავების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი წლის 1 ოქტომბრისა, ეგზავნება სამინისტროს და კომისიას. კომისია საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის პროექტს მიღებიდან 1 თვის ვადაში განიხილავს და სამინისტროს წარუდგენს თავის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ამ გეგმის პროექტის შესახებ.

5. სამინისტრო საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის პროექტს და წარმოდგენილ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს განიხილავს კომისიასთან, გადამცემი სისტემის ოპერატორთან და ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატებთან ერთად. სამინისტრო საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, არაუგვიანეს შესაბამისი წლის დასრულებისა უზრუნველყოფს საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის დამტკიცებას.

6. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში რიგგარეშე ცვლილების შეტანა შესაძლებელია გეგმის დამტკიცებისათვის ამ მუხლით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით. აღნიშნულ გეგმაში შესატანი რიგგარეშე ცვლილების პროექტის შემუშავება და განსახილველად წარდგენა შეიძლება კალენდარული წლის ნებისმიერ დროს.

7. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა შესასრულებლად სავალდებულო აქტია. აღნიშნული გეგმის შესრულებისათვის პასუხისმგებელი არიან გადამცემი სისტემის ოპერატორი და ელექტროენერგიის გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატები, აგრეთვე გეგმაში ქსელის ცალკეული კომპონენტების განვითარებისათვის განსაზღვრული, ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სამართალსუბიექტები.

8. ელექტროენერგიის გადაცემის ყველა ლიცენზიატი ვალდებულია საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის საფუძველზე ყოველწლიურად შეიმუშაოს და გადამცემი სისტემის ოპერატორს შესათანხმებლად წარუდგინოს ყოველ მომდევნო 3 კალენდარულ წელზე გათვლილი სამუშაოების პროგრამა. აღნიშნული პროგრამის შემუშავების, გადამცემი სისტემის ოპერატორთან განხილვისა და შეთანხმების წესი განისაზღვრება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“.

9. ამ მუხლის თანახმად დამტკიცებული საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმით განსაზღვრულ, ყოველი მომდევნო 3 კალენდარული წლის განმავლობაში განსახორციელებელ ინვესტიციებს გადამცემი სისტემის ოპერატორი და ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატები შესათანხმებლად წარუდგენენ კომისიას. აღნიშნული ინვესტიციების განხორციელებას მონიტორინგს უწევს კომისია.

10. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შესრულებას აკონტროლებს სამინისტრო.

საქართველოს 2014 წლის  12  დეკემბრის კანონი №2933 - ვებგვერდი, 23.12.2014წ.

 

თავი III. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5466-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.378

     მუხლი 4. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სტატუსი და ფუნქციები

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომ – კომისია) არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე.

2. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, კომისიის დებულება და სხვა საკანონმდებლო აქტები.

3. კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს კომისიის დებულებას, სტრუქტურას და საშტატო განრიგს

4. კომისიას ენიჭება საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიების გაცემის, აგრეთვე ლიცენზიატების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, ბაზრის ოპერატორისა და მიმწოდებლების საქმიანობის რეგულირების, მათ შორის, ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის, უფლება.

5. კომისიის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების, აგრეთვე წყალმომარაგების ლიცენზირების წესებისა და პირობების დადგენა, ლიცენზიების გაცემა, მათში ცვლილების შეტანა და მათი გაუქმება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და ლიცენზირების წესების შესაბამისად;

ბ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, გატარების, იმპორტისა და მოხმარების, ბაზრის ოპერატორის მომსახურების, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, გატარების, მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების, სასმელი წყლის მიწოდების და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის ტარიფების, აგრეთვე გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენა და რეგულირება, გარდა ავტოგაზგასამართ სადგურებში რეალიზებული ბუნებრივი გაზის ტარიფებისა, ამ კანონის, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად;

გ) ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

დ) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიების პირობების დაცვის კონტროლი და დარღვევისათვის კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

ე) ენერგეტიკაში სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზება და კოორდინაცია;

ვ) (ამოღებულია) ;

ზ) (ამოღებულია) ;

თ) წყალმომარაგების ტარიფის დადგენა;

ი) სასმელი წყლის ხარჯვის ნორმების განსაზღვრა.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5466-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.378

საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1558-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ.138

საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3162-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.208

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3349-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.213

საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №486 5 -ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1 594 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

     მუხლი 5. კომისიის სამართლებრივი აქტები

1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – დადგენილებას. კომისიის დადგენილებით მტკიცდება:

ა) კომისიის დებულება;

ბ) ადმინისტრაციული წარმოების დებულება;

გ) სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები;

დ) რეგულირების საფასურის ოდენობა და გაანგარიშების წესი;

ე) ლიცენზირების წესები;

ვ) მიწოდებისა და მოხმარების წესები;

ზ) ტარიფების მეთოდოლოგია;

თ) ტარიფები (მათ შორის, ზღვრული);

ი) ნორმატიული დანაკარგების ოდენობა და გაანგარიშების წესი;

კ) ქსელის წესები.

2. ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ, ინდივიდუალურ, მათ შორის, დადგენილებიდან გამომდინარე, საკითხებზე კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.

3. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის სხდომაზე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ 3 წევრისა. კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ლიცენზიატების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მომხმარებლებისა და ბაზრის ოპერატორისათვის.

4. კომისიის თავმჯდომარე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს.

 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №317-სსმI, №21, 06.10. 2008წ., მუხ.150

საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3162-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.208

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3349-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.213

საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №486 5 -ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

    მუხლი 6 . კომისიის წევრები და წევრობის ვადები

1. კომისია შედგება 5 წევრისაგან. კომისიის წევრთა კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც კომისიის წევრებს ირჩევს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

2. კომისიის წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ამ კანონით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება.

3. კომისიის წევრი აირჩევა 6 წლით. კომისიის წევრი შეიძლება ხელახლა არჩეულ იქნეს 6-წლიანი ვადით. თუ კომისიის წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, საქართველოს პარლამენტი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ირჩევს კომისიის ახალ წევრს დარჩენილი ვადით.

4. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

  საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №317-სსმI, №21, 06.10. 2008წ., მუხ.150

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი № 837 – ვებგვერდი, 25 .07.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის   კანონი №1291  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 7. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა და თანამდებობიდან განთავისუფლება

1. კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება, თუ:

ა) ნებაყოფლობით გადადგა;

ბ) მის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

ე) დაარღვია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები ;

[ე) დაარღვია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები;  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

ვ) ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას;  

ზ) გარდაიცვალა.

2. კომისიის წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის წევრის გადაყენების თაობაზე გადაწყვეტილებას სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს საქართველოს პარლამენტი, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება ავტომატურად, შესაბამისი იურიდიული ფაქტის დადგომისთანავე.

3. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.  

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.83

საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის   კანონი №1291  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3388 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის კანონი  №4353  - ვებგვერდი,  11.11. 2015 წ.

    მუხლი 8. კომისიის თავმჯდომარე და მისი მოვალეობანი

1. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს კომისიის თავმჯდომარედ ასარჩევად წარუდგენს კომისიის ერთ-ერთი წევრის კანდიდატურას. პარლამენტი კენჭს უყრის წარმოდგენილ კანდიდატურას და სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, გადადგეს ამ თანამდებობიდან, მაგრამ დარჩეს კომისიის წევრად დარჩენილი ვადით. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის რომელიმე წევრს დააკისროს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება.

2. თავმჯდომარე უძღვება კომისიის სხდომებს, პასუხს აგებს კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას პროცედურული წესების დაცვაზე და მათ გამოქვეყნებაზე, აგრეთვე კომისიისა და მისი აპარატის ადმინისტრაციულ მართვაზე.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი № 837 – ვებგვერდი, 25 .07.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის   კანონი №1291  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

     მუხლი 9. კომისიის აპარატის თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება

კომისიას თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი. აპარატის თანამშრომელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომისიის წევრების უფლებამოსილება, გარდა ადმინისტრაციული მართვისა, თანაბრად ვრცელდება კომისიის აპარატის თანამშრომლებზე.

    მუხლი 10. კომისიის წევრის პოლიტიკური საქმიანობა

კომისიის წევრი ვალდებულია კომისიაში მუშაობის პერიოდში შეაჩეროს პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია კომისიაში და მის აპარატში პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან მათი სტრუქტურული ერთეულების შექმნა.

    მუხლი 11. კომისიის ძირითადი უფლება - მოვალეობანი

1. კომისია ვალდებულია თავის საქმიანობაში იხელმძღვანელოს ენერგეტიკის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ბუნების დაცვისა და სხვა სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით და მათ საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტებით. კომისია ასევე უფლებამოსილია გაითვალისწინოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროებში სახელმწიფოს მიერ დადებული გარიგებები და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

2. კომისია ვალდებულია, თავის სხდომებზე შესაბამის მხარეებს, მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, მისცეს თავიანთი ინტერესების დაუბრკოლებლად წარმოდგენის შესაძლებლობა.

3. კომისიის წევრს და აპარატის თანამშრომელს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ეძლევათ ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორის, მიმწოდებლისა და ბაზრის ოპერატორის იმ პერსონალთან და იმ დოკუმენტაციასთან შეუფერხებლად მუშაობის საშუალება, რომლებიც საჭიროა კომისიისთვის მინიჭებული ფუნქციების შესასრულებლად.

4. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია გადასინჯოს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მონაცემების სისწორე.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №92-სსმI, №13, 16.07.2008წ., მუხ.104

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3349-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.213

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

    მუხლი 12. კომისიის სხდომები . ინფორმაციის კონფიდენციალობა

1. კომისიის სხდომები საჯაროა. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები ქვეყნდება დადგენილი წესით.

2. კომისია ვალდებულია თავის მიერ დადგენილი ვადით შეინახოს სხდომის ოქმები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები. კომისიის წევრს უფლება აქვს დაუბრკოლებლად მიიღოს კომისიაში არსებული ინფორმაცია, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტაცია.

3. კომისიის ყველა დადგენილება და გადაწყვეტილება, ბრძანება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის. კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის წესს განსაზღვრავს კომისია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 13. კომისიის სხდომების წარმართვა

კომისია ვალდებულია ყოველი დადგენილების ან გადაწყვეტილების მიღებამდე აცნობოს დაინტერესებულ პირებს და მისცეს მათ კომისიის შესაბამის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა. კომისია უფლებამოსილია ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის მიზნით გამართოს დახურული სხდომები. კომისიის დახურულ სხდომაზე მიღებული დადგენილება და გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს.

    მუხლი 14 . პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

კომისია უფლებამოსილია ფიზიკურ ან იურიდიულ პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააკისროს პასუხისმგებლობა ამ კანონის ან კომისიის დადგენილების ან გადაწყვეტილების მოთხოვნათა დარღვევისათვის.

    მუხლი 15. გასაჩივრება

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1738-სსმI, №36, 11.07.2005წ., მუხ.225

    მუხლი 16. კომისიის შეხვედრები და კონსულტაციები მხარეებთან

კომისიის წევრების და აპარატის თანამშრომლების დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების წესებს განსაზღვრავს კომისია. ამ წესების მიხედვით, კომისიის წევრი ვალდებულია კონსულტაციების ჩატარების შესახებ წინასწარ წერილობით შეატყობინოს დაინტერესებულ მხარეებს და მისცეს მათ კონსულტაციებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

    მუხლი 17. ინტერესთა კონფლიქტი

1. კომისიის წევრთა მოქმედების შეზღუდვის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით.

[1. კომისიის წევრთა მოქმედების შეზღუდვის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების წესები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით.  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

2. აპარატის თანამშრომელს უფლება არ აქვს, ჰქონდეს რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი ქონებრივი და ეკონომიკური ინტერესი ბაზრის ოპერატორის ან რომელიმე ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორის ან მიმწოდებლის მიმართ, ან ეკავოს თანამდებობა რომელიმე მათგანის საწარმოში.  

3. აპარატის თანამშრომელს უფლება აქვს იყოს რომელიმე ლიცენზიატის, იმპორტიორის ან მიმწოდებლის მომხმარებელი, მაგრამ ლიცენზიატს, იმპორტიორს, ექსპორტიორს ან მიმწოდებელს არა აქვს უფლება, შესთავაზოს, ხოლო აპარატის თანამშრომელს – მიიღოს უფასო ან ფასდაკლებით მომსახურება რომელიმე მათგანისგან.

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.83

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის კანონი  №4353  - ვებგვერდი,  11.11. 2015 წ.

    მუხლი 18. პირადი უსაფრთხოება და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობა

1.აკრძალულია კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მიმართ ძალადობა, მუქარა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებით. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

2. კომისიის წევრს წევრობის ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო ხელს უწყობს დასაქმებაში.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 19. კომისიის ბიუჯეტი. რეგულირების საფასური

1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 1 ოქტომბრისათვის დაამტკიცოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასები და შემოსავლები. კომისია ყოველი წლის 15 სექტემბრისათვის ლიცენზიატებისგან, იმპორტიორებისგან და მიმწოდებლებისგან მიღებული მომავალი წლის საქმიანობის მოცულობის პროგნოზის საფუძველზე ადგენს რეგულირების საფასურს, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის მომავალი საბიუჯეტო წლისათვის დაგეგმილი ხარჯების დაფარვას. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი.

2. რეგულირების საფასური ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ამ ანგარიშზე არსებულ თანხებს განკარგავს მხოლოდ კომისია. კომისიის მიერ წლის განმავლობაში გამოუყენებელი თანხები გადაიტანება მომავალი წლის ანგარიშზე, რეგულირების საფასურის შესაბამისი შემცირებით. თუ რეგულირების საფასურით მიღებული შემოსავალი არ ფარავს კომისიის მიმდინარე დანახარჯებს, კომისია უფლებამოსილია აიღოს სესხი. ამ სესხისა და შესაბამისი პროცენტის გადახდა ხდება მომავალი წლის რეგულირების საფასურიდან. დასაშვებია კომისიის სარგებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სახსრების გამოყოფა და გრანტების მიღება.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 20. ფინანსური ანგარიშგება . რევიზია

1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 31 მარტამდე მოამზადოს და გამოაქვეყნოს გასული წლის ფინანსური ანგარიში, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასურიდან მიღებული თანხები და კომისიის მიერ ამ თანხების წლის განმავლობაში გამოყენება, აგრეთვე წლის განმავლობაში აღებული სესხები და კომისიის მიერ გამოყენებული სხვა თანხები. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა.

2. კომისიის ფინანსური საქმიანობის კონტროლს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები, მათ შორის, კომისიის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი აუდიტორი. კომისიის ფინანსური საქმიანობის შემოწმებამ არ უნდა გამოიწვიოს კომისიის მიმდინარე საქმიანობის შეჩერება ან შეფერხება.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 21. კომისიის ყოველწლიური ანგარიში

კომისია ყოველი წლის 31 მარტამდე ადგენს თავისი საქმიანობის შესახებ გასული წლის ანგარიშს, რომელსაც უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და სამინისტროს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

 

თავი IV. ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობა. ბაზრის ოპერატორი

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

    მუხლი 22. ელექტროენერგიითა და გარანტირებული სიმძლავრით საბითუმო ვაჭრობა

1. საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში საბითუმო ვაჭრობის საგანია ელექტროენერგია და გარანტირებული სიმძლავრე.

2. ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლება აქვთ კვალიფიციურ საწარმოებს, აგრეთვე გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებს შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილ შემთხვევებში, ხოლო გარანტირებული სიმძლავრით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლება – მხოლოდ კვალიფიციურ საწარმოებს. საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციას, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას და რეგისტრაციის გაუქმებას ახდენს ბაზრის ოპერატორი „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2004 წლის 15 ივნისის კანონი №122-სსმI, №14, 16.06.2004წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3349-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.213

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

    მუხლი 22 1 . ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობა

1. ელექტროენერგიის საბითუმო ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება პირდაპირი ხელშეკრულებით ან ბაზრის ოპერატორის მეშვეობით, პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით. ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს ბაზრის ოპერატორის წინადადების საფუძველზე ამტკიცებს კომისია.

2. ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების მხარეები ვალდებული არიან, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი ვადების, პირობებისა და პროცედურების დაცვით დაარეგისტრირონ პირდაპირი ხელშეკრულება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან. პირდაპირი ხელშეკრულება ძალაშია მხოლოდ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ რეგისტრაციის შემდეგ. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს, არ მოახდინოს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შეესაბამება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილ ვადებს, პირობებსა და პროცედურებს.

3. საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა ხდება მხოლოდ ბაზრის ოპერატორის მეშვეობით, როგორც პირდაპირი ხელშეკრულებებით, ისე პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით. ამ მიზნით ბაზრის ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან არეგისტრირებს პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს საბალანსო ელექტროენერგიის როგორც მყიდველებისათვის, ისე გამყიდველებისათვის.

4. ბაზრის ოპერატორი საბალანსო ელექტროენერგიას შეისყიდის ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და იმპორტიორისაგან. ბაზრის ოპერატორისაგან საბალანსო ელექტროენერგიას შეისყიდიან განაწილების ლიცენზიატი, ამ კანონის 495 მუხლით განსაზღვრული პირი/პირები, პირდაპირი მომხმარებელი, ექსპორტიორი, ელექტროენერგიის მწარმოებელი ელექტროსადგურის საკუთარი მოხმარების ნაწილში, ხოლო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში − დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი. კვალიფიციური საწარმო, რომელიც მიაწვდის ან მიიღებს საბალანსო ელექტროენერგიას, ითვლება შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულების მხარედ სტანდარტული პირობებით.

5. საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირება ხდება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესით.

6. ელექტროენერგიის გამყიდველის მოთხოვნის არსებობისას ელექტროენერგიის შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მისი საფასურის გადახდის უზრუნველყოფის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალების წარმოდგენის შემთხვევაში.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3349-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.213

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

    მუხლი 23. ბაზრის ოპერატორი

1. ბაზრის ოპერატორის ფუნქციებია:

ა) საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყიდვა-გაყიდვა პირდაპირი ხელშეკრულების ან პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების, აგრეთვე იმპორტსა და ექსპორტზე მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებით;

ბ) გარანტირებული სიმძლავრის ყიდვა-გაყიდვა ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესით;

გ) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის შესახებ ერთიანი ბაზის, მათ შორის, აღრიცხვიანობის ერთიანი რეესტრის, შექმნა და წარმოება;

დ) ამ კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით ელექტროენერგიის გამყიდველების, მყიდველების, მათ მიერ გაყიდული და შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობების განსაზღვრა და ანგარიშსწორებისათვის ინფორმაციის წარდგენა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესით;

ე) ამ კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. ბაზრის ოპერატორი, რომელიც დამოუკიდებლად ასრულებს ამ კანონით მინიჭებულ ფუნქციებს, ხელმძღვანელობს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით და სხვა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

3. კვალიფიციური საწარმოები და ტრანზიტის ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, ბაზრის ოპერატორს წარუდგინონ ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ბაზრის ოპერატორის ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად.

4. საქართველოში ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, ბაზრის ოპერატორსა და შესაბამის პირს შორის შეთანხმების შემთხვევაში ბაზრის ოპერატორი ვალდებულია შესაბამის პირთან გააფორმოს პირდაპირი ხელშეკრულება ახალი აშენებული ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ან/და გარანტირებული სიმძლავრის ნასყიდობის შესახებ იმ პირობებით, რომლებზედაც შეთანხმდნენ საქართველოს მთავრობა, ბაზრის ოპერატორი და შესაბამისი პირი. ასეთ შემთხვევაში, თუ ამ კანონის შესაბამისად ახალი ელექტროსადგურების მიმართ მიღებულია გადაწყვეტილება დერეგულირების თაობაზე, შესასყიდი ელექტროენერგიის ღირებულება განისაზღვრება საქართველოს მთავრობას, ბაზრის ოპერატორსა და შესაბამის პირს შორის გაფორმებული შეთანხმებით.

5. საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ბაზრის ოპერატორი ვალდებულია გააფორმოს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გაყიდვის (მიწოდების) ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და შესაბამის პირს შორის შეთანხმებული პირობებით და შეთანხმებულ ფასად.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №92-სსმI, №13, 16.07.2008წ., მუხ.104

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3349-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.213

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4065-სსმI, №72, 22.12.2010წ., მუხ.437

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

    მუხლი 23 1 . გარანტირებული სიმძლავრე

1. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის უზრუნველყოფა, ასევე საჭიროების შემთხვევაში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების დაბალანსება ხორციელდება ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული გარანტირებული სიმძლავრით.

2. გარანტირებული სიმძლავრე იმყოფება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულებაში. გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვალდებულია სიმძლავრე დაუქვემდებაროს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. გადაწყვეტილებას გარანტირებული სიმძლავრის წყაროს გამოყენებისა და მის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებების დატვირთვის მოცულობასა და მიზანშეწონილობაზე დამოუკიდებლად იღებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი. გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვალდებულია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნის შესაბამისად, განახორციელოს საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესითა და პირობებით.

3. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მზადყოფნა მოწმდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესითა და პირობებით. წარმოების საშუალებების ტესტირება სავალდებულოა წელიწადში ერთხელ მაინც, ასევე შეკეთების ან/და რემონტის ჩატარების შემდეგ, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ განსაზღვრულ შემთხვევებში. გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვალდებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს თავის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებების ტექნიკური შესაძლებლობებისა და პარამეტრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

4. გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობა ხდება მხოლოდ ბაზრის ოპერატორის მეშვეობით. ამ მიზნით ბაზრის ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან არეგისტრირებს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს როგორც გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისათვის, ისე გარანტირებული სიმძლავრის მყიდველი კვალიფიციური საწარმოებისათვის. გარანტირებული სიმძლავრის უზრუნველყოფის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს ბაზრის ოპერატორის წინადადების საფუძველზე ამტკიცებს კომისია.

5. ბაზრის ოპერატორი გარანტირებულ სიმძლავრეს შეისყიდის და, შესაბამისად, გარანტირებული სიმძლავრის საფასურს აუნაზღაურებს იმ თბოელექტროსადგურს, რომელიც შესაბამის პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულია გარანტირებული სიმძლავრის წყაროდ და რომლის მზადყოფნაც შემოწმებული და დადასტურებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესითა და პირობებით. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია ბაზრის ოპერატორს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მიაწოდოს ინფორმაცია გარანტირებული სიმძლავრის თაობაზე, შესაბამისი გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მითითებით.

6. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მიერ პირდაპირი ხელშეკრულებით ან ბაზრის ოპერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის წესი განისაზღვრება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“.

7. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს გარანტირებული სიმძლავრის საფასური არ აუნაზღაურდება:

ა) იმ შემთხვევაში, როცა გარანტირებული სიმძლავრის წყარო ელექტროენერგეტიკულ სისტემას ვერ უზრუნველყოფს გარანტირებული სიმძლავრის იმ ოდენობით, რომელიც დადგენილია საქართველოს მთავრობის მიერ;

ბ) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებების შეკეთების ან/და რემონტის პერიოდში;

გ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გარანტირებული სიმძლავრის საფასური არ ანაზღაურდება მანამ, სანამ ტესტირების შედეგად არ დადასტურდება გარანტირებული სიმძლავრე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ოდენობით.

9. ბაზრის ოპერატორისაგან გარანტირებულ სიმძლავრეს შეისყიდიან განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებლები და ექსპორტიორები, რომლებიც არიან ბაზრის ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულების მხარეები სტანდარტული პირობებით. განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებლები და ექსპორტიორები ვალდებული არიან, ბაზრის ოპერატორს აუნაზღაურონ გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისთვის გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური მათ მიერ მიწოდების პუნქტებში მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობის პროპორციულად. გადასახდელი თანხის დარიცხვას, ამოღებას და გარანტირებული სიმძლავრის წყაროებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს ბაზრის ოპერატორი ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

10. გარანტირებული სიმძლავრის წყარო არის ბაზრის ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულების მხარე სტანდარტული პირობებით და იგი ვალდებულია მზადყოფნაში იქონიოს თავის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებები გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფისათვის. პასუხისმგებლობა ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფისათვის ეკისრება შესაბამის გარანტირებული სიმძლავრის წყაროს.

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3349-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.213

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

    მუხლი 232. ელექტროენერგიის იმპორტი და ექსპორტი

1. ელექტროენერგიის იმპორტის ან ექსპორტის განხორციელება შეუძლია ნებისმიერ პირს; იმპორტისა და ექსპორტის განხორციელება ხდება პირდაპირი ხელშეკრულებებით.

2. (ამოღებულია).

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

5. ელექტროენერგიის იმპორტზე ხელშეკრულებების რეგისტრაციისას, სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია გამოუყენებლად დატოვოს ხაზის გამტარუნარიანობის გარკვეული მოცულობა (სარეზერვო სიმძლავრე).

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

    მუხლი 233. ელექტროენერგიის ბალანსები

1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსს, რომელიც მოიცავს ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების მაჩვენებლებს.

2. ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურად ფუნქციონირებისათვის წარმოების საშუალებებისა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდების წყაროების ყოველდღიურ და საათობრივ დაგეგმვას (საჭიროების შემთხვევაში – გადამოწმებას), საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბალანსისა და ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მოსალოდნელი რეჟიმებისა და რესურსების გათვალისწინებით, ახორციელებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი.

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

    მუხლი 234. ელექტროენერგიით ვაჭრობა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ

1. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური უფლებამოსილია ელექტროენერგია მიჰყიდოს:

ა) კვალიფიციურ საწარმოს;

ბ) საცალო მომხმარებელს.

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

 

თავი V. ლიცენზიები და ლიცენზირების წესები

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 24. ლიცენზიების გაცემა , სალიცენზიო საქმიანობა , გამონაკლისები

1. კომისია უვადოდ გასცემს ლიცენზიებს შემდეგ საქმიანობებზე:

ა) ელექტროენერგიის წარმოება;

ბ) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაცია;

გ) ელექტროენერგიის გადაცემა;

დ) ელექტროენერგიის განაწილება;

ე) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება;

ვ) ბუნებრივი გაზის განაწილება;

ზ) წყალმომარაგება.

2. ამ მუხლის მე-3 პუნქტით და ამ კანონის 24 1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აკრძალულია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ელექტროენერგიის წარმოება, დისპეტჩერიზაცია, გადაცემა და განაწილება, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება და განაწილება, აგრეთვე წყალმომარაგება.

3. პირი, რომელიც ელექტროენერგიას აწარმოებს მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის და არ არის მიერთებული გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელთან, არ ექვემდებარება ლიცენზირებას.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №486 5 -ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 10  დეკემბრის კანონი  №4587  - ვებგვერდი, 22.12.2015წ.

    მუხლი 241. ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის დროს ელექტროენერგიის წარმოების, მიღებისა და გაცემის სპეციალური წესი  

1. ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობას აგრეთვე განეკუთვნება, მაგრამ ლიცენზირებას არ ექვემდებარება ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, დადგენილი წესით წარმოების საშუალების ნებისმიერ ქსელთან მიერთება, ელექტროენერგიის მიწოდება ან/და გაყიდვა ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის დროს.

2. პირი, რომელსაც სურს განახორციელოს მის მფლობელობაში არსებული ელექტროსადგურის საცდელი გაშვება ან/და კომპლექსური გასინჯვა ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, ვალდებულია საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დასარეგისტრირებლად ბაზრის ოპერატორს წინასწარ წარუდგინოს სათანადო განაცხადი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის თანხმობა ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის შესახებ. ბაზრის ოპერატორის მიერ ელექტროსადგურის მფლობელი პირის დარეგისტრირების შემთხვევაში ეს პირი არის ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის ნაწილში კვალიფიციური საწარმო რეგისტრაციის თარიღიდან აღნიშნული პირის იმავე ელექტროსადგურის ნაწილში წარმოების ლიცენზიატად ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურად – კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრაციის თარიღამდე, მაგრამ არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა.

3. კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრირებული ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის დროს გამომუშავებული (სალტეზე გაცემა) ელექტროენერგია საბალანსო ელექტროენერგიაა.

4. ამ მუხლით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის დროს მიღებული ელექტროენერგია საბალანსო ელექტროენერგიაა და მასზე გადაიხდება ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ გათვალისწინებული ყველა გადასახდელი, რომლებსაც ელექტროენერგიის მიღებისას პირდაპირი მომხმარებელი იხდის.

საქართველოს 2015 წლის 10  დეკემბრის კანონი  №4587  - ვებგვერდი, 22.12.2015წ.

    მუხლი 25. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები

1. ლიცენზიის მისაღებად , „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების გარდა, ამ კანონში აღნიშნული ლიცენზიის მაძიებ ლმა სალიცენზიო განაცხადთან ერთად კომისიას უნდა წარუდგინო :

ა) წარმოების საშუალებების ფლობის ( ამ საშუალებებით სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) წარმოების საშუალებების ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები ;

გ) ძირითად საშუალებათა (აქტივების) ჩამონათვალი და საწარმოს შეფასების (აუდიტის) დასკვნა;

დ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვნა (საჭიროების შემთხვევაში);

ე) საქართველოს ელექტრულ ან ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის ტექნიკური პირობა (გარდა ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიისა);

ვ) მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისი ელექტრული ან ბუნებრივი გაზის ქსელის სქემა (გარდა ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიისა).

11 . წყალმომარაგების ლიცენზიის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების გარდა, ლიცენზიის მაძიებელმა სალიცენზიო განაცხადთან ერთად კომისიას უნდა წარუდგინოს:

ა) წარმოების საშუალებების ფლობის ( ამ საშუალებებით სარგებლობის ) დამადასტურებელი დოკუმენტები ;

) ძირითად საშუალებათა (აქტივების ) ჩამონათვალი და საწარმოს შეფასების ( აუდიტის ) დასკვნა .

2. (ამოღებულია – 21.06.2011, №4865).

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების გამცემი პირები განისაზღვრება ლიცენზირების წესებში.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №486 5 -ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6299 - ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 26. მოთხოვნები ლიცენზიების მიღებაზე , ლიცენზიების ვადები , მომსახურების შეწყვეტა

1. კომისია ლიცენზიას გასცემს მხოლოდ იმ ინდივიდუალურ მეწარმეზე ან სამეწარმეო იურიდიულ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებს.

2. სალიცენზიო მოწმობაში აღნიშნული უნდა იყოს სალიცენზიო განაცხადში მითითებული მომსახურების სახე, მომსახურების საშუალებების ადგილმდებარეობა და ტერიტორია, რომელზედაც გავრცელდება ლიცენზიის მოქმედება, ლიცენზიის გაცემის თარიღი, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის და ლიცენზიის გაუქმების პირობები.

3. ლიცენზიატს არა აქვს უფლება, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შეწყვიტოს, შეამციროს ან გაზარდოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეწყვეტა ან შემცირება ხდება მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო ან/და ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზით. აღნიშნული გამონაკლისების გარდა, მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების შემთხვევაში ლიცენზიატი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს განაცხადი მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე. კომისიისგან მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე თანხმობის მიღების შემდეგ ლიცენზიატი აბარებს სალიცენზიო მოწმობას. ასეთ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში ან გააუქმოს ლიცენზია.

4. სალიცენზიო და სატარიფო პირობებით არც ერთ ლიცენზიატს არ შეიძლება დაეკისროს ვალდებულება, გააგრძელოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, თუ მომსახურების მიმღები სხვა ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირი არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ან მომსახურების დამტკიცებულ პირობებს.

5. ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია კომისიას წარუდგინოს კომერციულ პირობებთან დაკავშირებული მონაცემები და ინფორმაცია, რომლებიც მოიცავს ბუნებრივი გაზის შეძენის ფასს, თუმცა შეიძლება არ შემოიფარგლებოდეს ამ ფასით. კომისიამ უნდა დაიცვას ფასებთან დაკავშირებული ყველა ამგვარი და სხვა ინფორმაციის კონფიდენციალობა, თუ ამას მოითხოვს კანონმდებლობა და მიმწოდებელი.

6. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია გასცეს ლიცენზია ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი და 11  პუნქტ ებ ით დადგენილი დოკუმენტაციის გარეშე, შემდგომ ლიცენზიატის მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენის პირობით.

7. იმ ლიცენზიატის მიერ, რომელზედაც ლიცენზია გაიცა ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გააუქმოს ლიცენზია ან/და ლიცენზიატს განუსაზღვროს დამატებითი ვადა დოკუმენტაციის წარმოსადგენად ან/და მის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3349-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.213

საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №486 5 -ვებგვერდი, 06.07.2011წ.

    მუხლი 27. ბაზრის ოპერატორის, ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მიმწოდებლის უფლება-მოვალეობები. ინფორმაციის მომზადება

1. ლიცენზიატი ვალდებულია დაიცვას ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები. კომისიისა და სამინისტროს სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა ბაზრის ოპერატორის, ლიცენზიატის, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მომხმარებლისათვის. კომისიის სამართლებრივი აქტები აგრეთვე სავალდებულოა წყალმომარაგების სექტორში არსებული მიმწოდებლებისა და მომხმარებლებისათვის.

11. კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა არის სალიცენზიო პირობების დარღვევა და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას, მათ შორის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებას.

2. ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატი, მიმწოდებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი ვალდებული არიან, შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედონ მინიმალური დანახარჯების პრინციპის შესაბამისად, ეკონომიკური ეფექტიანობის გათვალისწინებით.

3. ბაზრის ოპერატორი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი და ლიცენზიატი ვალდებული არიან, სამინისტროსა და კომისიას წარუდგინონ და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადონ, ხოლო წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) გასული წლის საქმიანობის ანგარიში;

ბ) მომავალი წლის სამუშაო გეგმა;

გ) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც კომისია ან სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №92-სსმI, №13, 16.07.2008წ., მუხ.104

საქართველოს 2010 წლის 1ოქტომბრის კანონი №3650-სსმI, №53, 11.10.2010წ., მუხ.336

საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №486 5 -ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

    მუხლი 28. ელექტროენერგიის აღრიცხვა, გაყიდვა, მრიცხველები

1. დადგენილი სტანდარტების, წესებისა და სხვა მოთხოვნების შესაბამისად, ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებული არიან, აღრიცხონ თავიანთ საშუალებებში გატარებული ელექტროენერგიის სრული რაოდენობა და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადონ. ბაზრის ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებული არიან, ხოლო კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს მრიცხველების ინსპექცია შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

2. ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების ურთიერთობები ხორციელდება სათანადო ხელშეკრულებების საფუძველზე, ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებით.

3. ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემა ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის დანახარჯს ზუსტად უნდა განსაზღვრავდეს. ელექტროენერგიის დანახარჯი ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში არის ელექტროენერგიის ხარჯი, რომელიც მოიცავს გადაცემის ლიცენზიატის მფლობელობაში მყოფი ქვესადგურის საკუთარ მოხმარებას, მოხმარებას ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის რეჟიმში ჩართვის პერიოდში და სინქრონიზაციისას აღრიცხული ელექტროენერგიის რაოდენობას, აგრეთვე დანაკარგს ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებში, ძალოვან, ვოლტდამმატ და გამზომ ტრანსფორმატორებში, მაკომპენსირებელ კოჭებში, მაშუნტირებელ რეაქტორებში, სინქრონულ კომპენსატორებსა და კონდენსატორთა ბატარეებში, აგრეთვე სხვა ტექნიკურ დანაკარგებს ელექტროგადამცემი ხაზის მუშა და უქმი სვლის რეჟიმებში.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

    მუხლი 29. დავები

ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №92-სსმI, №13, 16.07.2008წ., მუხ.104

საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №486 5 -ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

    მუხლი 30. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 31. ლიცენზიაში ცვლილების შეტანა. ლიცენზიის გაუქმება

ლიცენზიაში ცვლილების შეტანა ხდება მისი პირობების შესაბამისად, ხოლო გაუქმება – აღნიშნული პირობების, ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისათვის. სხვა შემთხვევებში ლიცენზიაში ცვლილების შეტანის ან ლიცენზიის გაუქმების უფლება კომისიას აქვს მხოლოდ ლიცენზიატის წინასწარი თანხმობით. ამასთანავე, კომისიას უფლება აქვს ლიცენზიაში ცვლილების შეტანისას ლიცენზიატს მოსთხოვოს პირველად ლიცენზიაში აღნიშნული პირობებისაგან განსხვავებული, მათ შორის, უფრო მკაცრი მოთხოვნების შესრულება.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 32. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

 

თავი VI. ლიცენზიები: მოთხოვნები და პირობები

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 33. წარმოების ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული წარმოების ლიცენზია უფლებას აძლევს ინდივიდუალურ მეწარმეს ან იურიდიულ პირს, აწარმოოს ელექტროენერგია და ელექტროენერგიის და/ან სიმძლავრის მიწოდების მიზნით მიუერთოს შესაბამისი საშუალებანი განსაზღვრულ მიღების პუნქტებში გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელს.

2. (ამოღებულია).

3. წარმოების ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა) (ამოღებულია) ;

ბ) ელექტროენერგიის რეალიზაციის ხელშეკრულების პირობების ან მომსახურების დამტკიცებული ფასების, ვადებისა და პირობების თანახმად უზრუნველყოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის წარმოების საშუალებების ხელმისაწვდომობა მიღების პუნქტში გადამცემი ქსელისა და მიერთებული საშუალებების უსაფრთხო, საიმედო, არადისკრიმინაციული და ეკონომიური დისპეტჩერიზაციის მიზნით;

გ) აკმაყოფილებდეს შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ, წარმოების საშუალებების ექსპლუატაციისა და გადამცემი და გამანაწილებელი საშუალებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნებს;

დ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

    მუხლი 34. გადაცემის ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული გადაცემის ლიცენზია უფლებას აძლევს იურიდიულ პირს, განახორციელოს გადაცემის მომსახურება გადამცემი ქსელის საშუალებით.

2. ლიცენზიაში აღნიშნული უნდა იყოს გადამცემი სისტემა, რომელიც ჩართული იქნება გადამცემ ქსელში, რომელსაც ექსპლუატაციას გაუწევს ლიცენზიატი, რაც გულისხმობს საშუალებებს მიღების პუნქტსა და მიწოდების პუნქტს შორის. თუ საჭიროა წარმოების ლიცენზიატის საშუალებების პირდაპირი მიერთება განაწილების ლიცენზიატის ან პირდაპირი მომხმარებლის საშუალებებზე, კომისიას უფლება აქვს, გადაცემის მომსახურების პარამეტრების დადგენის მიზნით მოითხოვოს მიღებისა და მიწოდების პუნქტების ურთიერთდაკავშირების განცალკევება გადამცემი ქსელის მინიმალური სექციით.

2 1. გადამცემი ქსელი , გადამცემი ქსელის ყველა ნაწილი სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით , ანაზღაურების ან სხვა კომპენსაციის მოთხოვნის გარეშე , გადაეცემა გადამცემი სისტემის ოპერატორს ოპერირების უფლებით , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი და ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ერთი და იგივე პირია . ხელშეკრულება გადამცემი ქსელის ოპერირებისა და განვითარების დაგეგმვის უფლებამოსილების ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის გადაცემის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა აწესრიგებდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის უფლებამოსილებებს გადამცემი ქსელის ოპერირებისას და გადამცემი ქსელის პერსპექტიული განვითარების დაგეგმვისას , აგრეთვე გადამცემი ქსელის მართვა - განვითარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გადამცემი სისტემის ოპერატორსა და ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატს შორის ურთიერთობის სხვა საკითხებს .

3. (ამოღებულია ).  

4.(ამოღებულია ).

5.(ამოღებულია).

6. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა) უზრუნველყოს გადამცემი ქსელის ფუნქციონირება შესაბამისი ნორმატიული აქტის შესაბამისად;

) შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

) შეიმუშაოს სათანადო ინსტრუქციები გადამცემი ქსელისა და მიერთებული საშუალებების უსაფრთხო, საიმედო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაკავშირებისა და ექსპლუატაციის შესახებ;

დ) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ე) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.

7. (ამოღებულია).

8. გადაცემის მომსახურება გაიწევა პირდაპირი ხელშეკრულების ან პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით. პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არ გამოიყენება ელექტროენერგიის ექსპორტთან ან/და ტრანზიტთან დაკავშირებული გადაცემის მომსახურებაზე. პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მოქმედებს, თუ კონკრეტულ კვალიფიციურ საწარმოსთან არ არის გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულების არარსებობა გამოწვეულია კვალიფიციური საწარმოს მიერ ხელშეკრულების პირობების ან კანონმდებლობის დარღვევით. გადაცემის მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს გადაცემის ლიცენზიატის წინადადების საფუძველზე ამტკიცებს კომისია.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3349-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.213

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის  12  დეკემბრის კანონი №2933 - ვებგვერდი, 23.12.2014წ.

    მუხლი 35. დისპეტჩერიზაციის ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული დისპეტჩერიზაციის ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს განახორციელოს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვა ცენტრალური და რეგიონალური სადისპეტჩერო სამსახურების საშუალებით.

2.(ამოღებულია).

3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა) უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირება, დააკმაყოფილოს ყველა შესაბამისი ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნები ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად, დამტკიცებული ბალანსებისა და შესაბამისი ნორმატიული აქტის მოთხოვნების თანახმად;

ბ) დაამონტაჟოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ყველა საშუალებას, რომლებიც აუცილებელია ენერგოსისტემის ოპერატიული მართვისა და ელექტრული მდგრადობის უზრუნველყოფისათვის, დაამუშაოს რეჟიმები და გამოიყენოს სათანადო სადისპეტჩერო ოქმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკული სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებას და ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მომხმარებლის მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებას შესაბამისი ნორმატიული აქტის თანახმად;

გ) იხელმძღვანელოს დამტკიცებული ბალანსებით, ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესითა და პირობებით უზრუნველყოს პირდაპირი ხელშეკრულების შესრულება, საბალანსო ელექტროენერგიითა და სისტემაში არსებული თავისუფალი სიმძლავრის გამოყენებით კვალიფიციური საწარმოების მოთხოვნის დაკმაყოფილება, მოახდინოს ელექტროენერგიის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა ან შეწყვეტა;

) შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

ე) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ვ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები;

ზ) აწარმოოს პირდაპირი ხელშეკრულებების ერთიანი ნუსხა;

თ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, ბაზრის ოპერატორს მიაწოდოს ინფორმაცია პირდაპირ ხელშეკრულებებში გასაყიდად დაფიქსირებულ ელექტროენერგიის რაოდენობაზე;

) უზრუნველყოს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით გადამცემი ქსელის მიღება ოპერირების უფლებით , საქართველოს კანონმდებლობით და ასეთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატის მიმართ ;

) უზრუნველყოს დამატებითი / სასისტემო მომსახურების ორგანიზება და ამ მომსახურების გაწევა ელექტროენერგიის ( სიმძლავრის ) ბაზრის წესებით დადგენილი წესით .

4. დისპეტჩერიზაციის მომსახურება გაიწევა პირდაპირი ხელშეკრულების ან პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით. პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არ გამოიყენება ელექტროენერგიის ექსპორტთან ან/და ტრანზიტთან დაკავშირებული დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე. პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მოქმედებს, თუ კონკრეტულ კვალიფიციურ საწარმოსთან არ არის გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულების არარსებობა გამოწვეულია კვალიფიციური საწარმოს მიერ ხელშეკრულების პირობების ან კანონმდებლობის დარღვევით. დისპეტჩერიზაციის მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წინადადების საფუძველზე ამტკიცებს კომისია. 

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3349-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.213

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის  12  დეკემბრის კანონი №2933 - ვებგვერდი, 23.12.2014წ.

    მუხლი 36. განაწილების ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული განაწილების ლიცენზია უფლებას აძლევს ინდივიდუალურ მეწარმეს ან იურიდიულ პირს, იყიდოს, გაატაროს, გაანაწილოს და გაყიდოს ელექტროენერგია.

2.(ამოღებულია).

3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

) საგანგებო პერიოდებში უზრუნველყოს ელექტროენერგიის გამოყოფილი ლიმიტების, დადგენილი რეჟიმების დაცვა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების უპირატესი ენერგომომარაგება, მათ მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის პირობით;

ბ) უზრუნველყოს მიღებული ელექტროენერგიისა და მომსახურების ღირებულების დროული, სრული და გარანტირებული ანაზღაურება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად. ამ დებულების დამრღვევ განაწილების ლიცენზიატს პასუხისმგებლობა ეკისრება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

) (ამოღებულია) ;

) გაუწიოს მომხმარებელს გამანაწილებელი მომსახურება, კომისიის მიერ დადგენილი წესების და ლიცენზიატის საინვესტიციო პროგრამის შესაბამისად;

ე) უზრუნველყოს თავისი ლიცენზიის მოქმედების სფეროში მომხმარებელთა ელექტროენერგიით (სიმძლავრით) უწყვეტი მომარაგება შესაბამისი გადახდის პირობით;

) შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს მომსახურების აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის და ელექტროენერგიის საფასურის მოკრების პროცედურები;

) შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

თ) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

) თავის სამუშაო ადგილზე უზრუნველყოს საზოგადოებისათვის შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა:

ი.ა) ლიცენზია და დამტკიცებული ტარიფები;

ი.ბ) მომსახურების დამტკიცებული პირობები, რომლებიც შეიცავს მომსახურების აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის და ელექტროენერგიის საფასურის მოკრების პროცედურებს;

ი.გ) ლიცენზიატის ფუნქციონირების სტანდარტების აღწერა, რომელიც შეიცავს ახალი მომხმარებლების მიერთების პირობებს.

კ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

    მუხლი 37. იმპორტიორი

1. იმპორტიორი ვალდებულია იმპორტის განხორციელების განმავლობაში იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსებისა და კომისიის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

2. იმპორტიორი ვალდებულია დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 38. ექსპორტიორი

ექსპორტიორი ვალდებულია ექსპორტის განხორციელების განმავლობაში იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შესაბამისად.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 39. ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი

ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ბ) დაამუშაოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები საგანგებო მდგომარეობაში ასამოქმედებლად ან აწარმოოს შესაბამისი მოლაპარაკებები და შეთანხმებები სხვა პირებთან ასეთ შემთხვევებში ბუნებრივი გაზის მიღებაზე;

გ) (ამოღებულია) ;

დ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №92-სსმI, №13, 16.07.2008წ., მუხ.104

    მუხლი 391 . წყალმომარაგების ლიცენზიატი

წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია :

) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ;

) განახორციელოს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაცია , სასმელი წყლის მიწოდება ან/ და წყალარინება ;

) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით უზრუნველყოს მომხმარებლისათვის საქართველოში მოქმედი სტანდარტების შესაბამისი ხარისხის სასმელი წყლის მიწოდება ;

) უზრუნველყოს სასმელი წყლის ხარისხის მუდმივი კონტროლი ;

) უზრუნველყოს წყლის ობიექტების სათანადოდ დაცვა და არ დაუშვას გარეშე პირების მიერ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე რაიმე სახის ზემოქმედება ან / და სასმელი წყლის დაბინძურება ;

) დაამუშაოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები საგანგებო მდგომარეობაში ასამოქმედებლად , ასევე აწარმოოს შესაბამისი მოლაპარაკებები და შეთანხმებები სხვა პირებთან ასეთ შემთხვევებში სასმელი წყლის მიწოდების თაობაზე ;

) საგანგებო პერიოდებში უზრუნველყოს სასმელი წყლის გამოყოფილი ლიმიტების , დადგენილი რეჟიმების დაცვა , განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების უპირატესი მომარაგება , მათ მიერ წყალმომარაგების საფასურის გადახდის პირობით ;

) უზრუნველყოს საზოგადოებისათვის შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა :

. ) დამტკიცებული ტარიფები ;

. ) მომსახურების დამტკიცებული პირობები ;

) შეიმუშაოს და კომისიასა და საზოგადოებას წარუდგინოს საინვესტიციო პროგრამა ;

) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური .

საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №92-სსმI, №13, 16.07.2008წ., მუხ.104

საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №486 5 -ვებგვერდი, 06.07.2011წ.

    მუხლი 40. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია (ტრანსპორტირების ლიცენზია)

1. კომისიის მიერ გაცემული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს განახორციელოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ტრანსპორტირების სისტემით.

2. ლიცენზიატმა უნდა განსაზღვროს შემოთავაზებული მომსახურებისათვის გამოსაყენებელი მარშრუტი, მილსადენები და სხვა მოწყობილობა, მიღებისა და მიწოდების პუნქტების ჩათვლით, რომლებიც გამოყენებული იქნება მის მიერ.

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია)

5. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან პირდაპირი მომხმარებლის ან გამანაწილებელი ქსელის მიერთება არ საჭიროებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის მოდიფიცირებას, როცა ბუნებრივი გაზის მიწოდების სისტემაზე ხორციელდება ისეთი მიერთება, რომელიც ახალი მიწოდების პუნქტამდე იწვევს მილსადენის, გაზგამანაწილებელი სადგურის, რეგულატორის, სარქვლის, აღრიცხვის კვანძის ან/და სხვა გაზომვის საშუალებების მიერთება-დამონტაჟებას.

6. ტრანსპორტირების ლიცენზიატი, ლიცენზიის პირობების თანახმად, ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

) განავითაროს და შეაკეთოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემა ისე, რომ დააკმაყოფილოს ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზიატის მოთხოვნები;

) შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

) შეიმუშაოს და განახორციელოს ყველა შესაბამისი მითითება ტრანსპორტირების სისტემისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების უსაფრთხო, საიმედო და შეუზღუდავი გამოყენებისათვის;

დ) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ე) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3349-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.213

    მუხლი 41. ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია (განაწილების ლიცენზია)

1. კომისიის მიერ გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს, ექსპლუატაცია გაუწიოს გამანაწილებელ ქსელს, გაანაწილოს და გაატაროს ბუნებრივი გაზი კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში.

2. (ამოღებულია).

3. განაწილების ლიცენზიატი, ლიცენზიის პირობების თანახმად, ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად და ლიცენზიატის საინვესტიციო პროგრამის მიხედვით;

ბ) შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს მომსახურების, აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის, აგრეთვე მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის პროცედურები;

გ) შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

დ) (ამოღებულია);

ე) თავის სამუშაო ადგილზე უზრუნველყოს საზოგადოებისათვის შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა:

ე.ა) ლიცენზია და დამტკიცებული ტარიფები;

ე.ბ) მომსახურების დამტკიცებული პირობები, რომლებიც შეიცავს მომსახურების უფლების შეძენისა და გაუქმების, აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის და მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის პროცედურებს;

ე.გ) ლიცენზიატის ფუნქციონირების სტანდარტების აღწერა, რომელიც შეიცავს ახალი მომხმარებლების მიერთების პირობებს;

ვ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1558-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ.138

 

თავი VI1 . ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 411. პარალელურ რეჟიმში მუშაობის მართვა და განხორციელება

1. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ბაზრის ოპერატორთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე უფლებამოსილია დადგენილი წესით გააფორმოს საქართველოს მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემების შესაბამის საწარმოებთან პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულებები.

2. (ამოღებულია).

3. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირება და ტექნოლოგიური მართვა ხორციელდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გაფორმებული პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებებისა და ნორმატიული აქტის თანახმად.

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4065-სსმI, №72, 22.12.2010წ., მუხ.437

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

    მუხლი 412. პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულება და ელექტროენერგიის სალდო-გადადინება

1. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის პერიოდში საქართველოსა და შესაბამის მეზობელ ელექტროენერგეტიკულ სისტემას შორის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება და მიღება ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დაიშვება მხოლოდ ბაზრის ოპერატორის ან სხვა უფლებამოსილი მეწარმე სუბიექტის მიერ დადგენილი წესით გაფორმებული ელექტროენერგიის ექსპორტის/იმპორტის (გაცვლის), ავარიული დახმარების, ტრანზიტის ან/და სხვა კომერციული ხელშეკრულებების მოქმედების (განხორციელების) შემთხვევაში, თუ ავარიული სიტუაციისთვის სხვა გამონაკლისი პირდაპირ არ არის დადგენილი „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“.

2. ბაზრის ოპერატორი ვალდებულია „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში გააფორმოს ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის ხელშეკრულებები მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის უფლებამოსილ მეწარმე სუბიექტთან ელექტროენერგიის იმ ფაქტობრივ გადადინებებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოწვეულია ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის დროს დაგეგმილი გრაფიკიდან გადახრებით.

 საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4065-სსმI, №72, 22.12.2010წ., მუხ.437

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის  12  დეკემბრის კანონი №2933 - ვებგვერდი, 23.12.2014წ.

    მუხლი 413. პარალელურ რეჟიმში მუშაობის სამართლებრივი სტატუსი

1. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოებული ურთიერთობა არ წარმოადგენს ელექტროენერგიის იმპორტს ან ექსპორტს და არ ექვემდებარება ცალკე ლიცენზირებას ან ნებართვის გაცემას.

2. (ამოღებულია).

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4065-სსმI, №72, 22.12.2010წ., მუხ.437   

    მუხლი 414. ელექტროენერგიის ტრანზიტი

1. საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელების მიზნით, ტრანზიტის განხორციელებით დაინტერესებული პირი ვალდებულია ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება გააფორმოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან.

2. ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებისას (განხორციელებაზე) რეგულირების საფასური არ გადაიხდება. ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფისას ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე არ ვრცელდება კომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი ტარიფები. ტარიფების ოდენობა განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

3. ელექტროენერგიის ტრანზიტის საფასური უნდა უზრუნველყოფდეს ყველა ხარჯის ანაზღაურებას, რომლებიც დაკავშირებულია ტრანზიტის უზრუნველყოფასთან. ამასთანავე, საქართველოს გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის ელექტროენერგიის დანაკარგები შეიძლება ანაზღაურდეს შესაბამისი ელექტროენერგიის (საკომპენსაციო ელექტროენერგია) მოწოდებითაც.

31. საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობა დაიანგარიშება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ გათვალისწინებული საანგარიშო პერიოდის (შემდგომ – საანგარიშო პერიოდი) განმავლობაში ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი და საქართველოს ტერიტორიიდან გატანილი ელექტროენერგიის თანხვდენილი ჯამური რაოდენობების გათვალისწინებით. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის ფარგლებში ცალკეული დღეების ან/და საათების განმავლობაში საქართველოში შემოტანილი და იმავე დროს საქართველოდან ტრანზიტის საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში გატანილი სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობები შესაძლებელია არ შეესაბამებოდეს ერთმანეთს. საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ ელექტროენერგიის ტრანზიტად ჩაითვლება საქართველოში შემოტანილი და საქართველოდან ტრანზიტის საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში გატანილი სატრანზიტო ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობების თანაბარი ნაწილები.

32. სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობის დაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებისას საქართველოს გადამცემ ქსელში დანაკარგების ასანაზღაურებლად „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად ტრანზიტის დამკვეთის მიერ დამატებით მოწოდებული ელექტროენერგია (საკომპენსაციო ელექტროენერგია), ასეთის არსებობის შემთხვევაში.

33. ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული სატრანზიტო ელექტროენერგიის მოწოდება-მიღების თაობაზე განაცხადები ცალკეული დღეების ან/და საათების მიხედვით შესაძლებელია მოიცავდეს ელექტროენერგიის საქართველოში შემოტანისა და იმავე დროს საქართველოდან ტრანზიტის საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში გატანის არათანაბარ რაოდენობებს იმ პირობით, რომ საანგარიშო პერიოდის დასრულებისას ტრანზიტად ჩაითვლება ჯამურად ტრანზიტის განხორციელების ფარგლებში შემოტანილი და გატანილი ელექტროენერგიის რაოდენობების თანაბარი ნაწილები და ამავდროულად დაკმაყოფილდება საქართველოსა და შესაბამისი მეზობელი ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის (ინტერკონექციის) შესახებ ხელშეკრულებების, აგრეთვე ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის სხვა აუცილებელი მოთხოვნები.

34. ტრანზიტის დამკვეთის მიერ ერთი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სატრანზიტო ელექტროენერგიის ორი ან მეტი ქვეყნიდან შემოტანის შემთხვევა, როდესაც ტრანზიტის საბოლოო დანიშნულების ქვეყანა ერთია, განიხილება, როგორც ერთიანი ტრანზიტი. ასეთ შემთხვევაში ტრანზიტის რაოდენობა განისაზღვრება ტრანზიტის ფარგლებში საქართველოში შემოტანილი ელექტროენერგიის რაოდენობების ჯამის გათვალისწინებით (მიუხედავად იმისა, ელექტროენერგიის ტრანზიტი განხორციელდა ერთი ქვეყნიდან თუ ორი ან მეტი ქვეყნიდან), ამ მუხლის 31–33 და 35 პუნქტებში აღნიშნული პირობების შესაბამისად.

35. კონკრეტული სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის (გადადინებისათვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან შემოტანილი ან/და საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში გატანილი ელექტროენერგიის სრულ რაოდენობაში სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობა/წილი დგინდება ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. (ამ მუხლის 31 35 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე)

4. ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფისათვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სარგებლობს გადაცემის ლიცენზიატების ქსელებითა და მომსახურებით, რისთვისაც დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატებს შორის ფორმდება ცალკე ხელშეკრულება, გადაცემის ლიცენზიატების ქსელებითა და მომსახურებით სარგებლობის საკომპენსაციო საფასურის ოდენობის მითითებით. თუ დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატებს შორის არ არის გაფორმებული ასეთი ხელშეკრულება, საკომპენსაციო საფასურის განსაზღვრა და გადახდა ხდება ბაზრის წესებით დადგენილი წესით.

5. გადაცემის ლიცენზიატის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის შემთხვევაში ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელების მიზნით იგი ვალდებულია ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა და გასწიოს გადაცემის მომსახურება.

6. ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ კანონით, რეგულირდება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით.

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის  12  დეკემბრის კანონი №2933 - ვებგვერდი, 23.12.2014წ.

 

თავი VII. ტარიფები

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 42. კომისიის უფლებამოსილება ტარიფის დადგენაში

1. კომისიას აქვს პროდუქციისა და მომსახურების ტარიფების, ფასების, ვადებისა და პირობების დადგენის შესახებ ლიცენზიატის, იმპორტიორის, ბაზრის ოპერატორისა და მიმწოდებლის მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და დამტკიცების, მოდიფიკაციის ან უარყოფის უფლება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. კომისია ვალდებულია, ამ კანონის 43-ე მუხლში აღნიშნული ტარიფის დადგენის პრინციპების გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკულ და წყალმომარაგების სექტორებში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების შესაბამისად, არსებული წესით დაადგინოს ტარიფები ან/და შეიტანოს ცვლილებები მოქმედ ტარიფებში. კომისია ასევე უფლებამოსილია გაითვალისწინოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროებში სახელმწიფოს მიერ დადებული გარიგებები და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

3. კომისია უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გადახედოს ტარიფებს, აგრეთვე დაადგინოს ზღვრული სამომხმარებლო ტარიფები. კომისიას უფლება აქვს, შესაბამისი ლიცენზიატისაგან, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისაგან, მიმწოდებლისაგან, იმპორტიორისაგან, ექსპორტიორისაგან ან/და ბაზრის ოპერატორისაგან მოითხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

4. ლიცენზიატი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, მიმწოდებელი, იმპორტიორი, ექსპორტიორი ან/და ბაზრის ოპერატორი ვალდებულია კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია წარადგინოს კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში და განსაზღვრული ფორმით.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3349-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.213

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

    მუხლი 43. ტარიფის დადგენის პრინციპები

1. კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგია და მის საფუძველზე დადგენილი ფასები და ტარიფები:

ა) იცავს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან;

ბ) შესაძლებლობას აძლევს ლიცენზიატებს, იმპორტიორებს, ბაზრის ოპერატორსა და მიმწოდებლებს, უზრუნველყონ განხორციელებული ინვესტიციის უკუგება გონივრულ ვადებში, დაფარონ თავიანთი მიმდინარე ხარჯები, რომლებიც მოიცავს ეკონომიკურად გამართლებულ ფასად შეძენილი საწვავის ღირებულებას, საექსპლუატაციო დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ხარჯებს, შრომის ანაზღაურებას, საბრუნავი კაპიტალის სახით და ინვესტიციისთვის აღებული სესხის პროცენტის გადასახადს, რეგულირებისა და ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურებს და სხვა დანახარჯებს. ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებებზე ამონაგებისა და ამორტიზაციის (ცვეთის) კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს (განაკვეთს), რომელიც საკმარისი უნდა იყოს რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად;

გ) ხელს უწყობს ლიცენზიატის, იმპორტიორის, ბაზრის ოპერატორის ან მიმწოდებლის ფინანსური ამონაგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის გაზრდის გზით მომსახურებაზე დანახარჯების შემცირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ლიცენზიატი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ბაზრის ოპერატორი ან მიმწოდებელი აკმაყოფილებს კანონმდებლობის ან/და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებს მომსახურების ხარისხზე;

დ) ხელს უწყობს ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდას ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში მოკლე და გრძელვადიანი ზღვრული ფასების დადგენით და ფასთა დინამიკის პროგნოზირებით, ელექტროენერგიის წარმოების შესაძლო სიჭარბის ან უკმარისობის გათვალისწინებით;

ე) (ამოღებულია);

ვ) ითვალისწინებს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა კატეგორიების პრიორიტეტების მიმართ, ამასთანავე, არ ზღუდავს ლიცენზიატის, იმპორტიორის, ბაზრის ოპერატორის ან მიმწოდებლის უფლებას, მოსთხოვოს მომხმარებელს თავისი მომსახურების საფასურის გადახდა, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში შეწყვიტოს მომსახურების გაწევა;

ზ) ითვალისწინებს სახელმწიფო პოლიტიკას სატარიფო შეღავათების სფეროში, იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვებელია მომხმარებელთა რომელიმე კატეგორიის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება ლიცენზიატის, იმპორტიორის, ბაზრის ოპერატორის, მიმწოდებლის ან მომხმარებელთა სხვა კატეგორიის ხარჯზე;

თ) ასახავს მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიის მომსახურების განსხვავებულ ღირებულებას.

2. ლიცენზიატის, იმპორტიორის, ბაზრის ოპერატორისა და მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯები იფარება მომხმარებელთა თითოეული კატეგორიისაგან მიღებული თანხებით, ამ კატეგორიის მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების პროპორციულად.

3. მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით სხვადასხვა სახის ტარიფის დადგენა შეიძლება პიკური სიდიდეების, საშუალო შეწონილი და ზღვრული სიდიდეების, საერთო მოხმარების სეზონურობის, მოხმარების სადღეღამისო ცვლილებების, მომსახურების ტიპის ან ანალოგიური პარამეტრების ასახვის მიზნით. ტარიფის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ინოვაციური სატარიფო მეთოდოლოგიები, რომლებიც ითვალისწინებს მოგების ინდექსაციას, ფასთა ინდექსაციასა და სხვა ფაქტორებს, თუ ასეთი მეთოდოლოგიების გამოყენება შეესაბამება ლიცენზიატების, იმპორტიორების, ბაზრის ოპერატორის, მიმწოდებლებისა და მომხმარებლების ინტერესებს.

4.(ამოღებულია).

5. საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების გათვალისწინებით კომისია უფლებამოსილია დაადგინოს გრძელვადიანი ტარიფები.

6. ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გატარების ტარიფები დგინდება ტარიფების მეთოდოლოგიით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

7. ელექტროენერგიის გატარების ტარიფები განისაზღვრება გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში იმ ელექტროენერგიის გატარებისათვის, რომელიც არ არის შესყიდული ელექტროენერგიის მომხმარებლის მიერ ამ გამანაწილებელი ქსელის მფლობელი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისაგან, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ახორციელებს თავის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის განაწილების სხვა ლიცენზიატის კუთვნილი ელექტროენერგიის გატარებას. გატარების ტარიფები იანგარიშება განაწილების ლიცენზიატის მიერ გატარების მომსახურებაზე გაწეული ხარჯებისა და გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საფუძველზე, რომლის შესახებაც განაწილების ლიცენზიატი კომისიას წარუდგენს შესაბამის განაცხადსა და დოკუმენტაციას საკუთარი ინიციატივით ან კომისიის მოთხოვნით.

8. ელექტროენერგიის გატარების ტარიფი აუნაზღაურდება ელექტროენერგიის განაწილების შესაბამის ლიცენზიატს.

9. ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის იმ რაოდენობაზე, რომელიც განკუთვნილია ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის მიერ საკუთარი მოხმარებისთვის ან საჭიროებისთვის, არ განისაზღვრება წარმოების ტარიფი.

10. (ამოღებულია).

11. თუ მეთოდოლოგია ან ამ კანონის შესაბამისად გამოცემული სხვა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სხვა წესს არ ითვალისწინებს, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატსა და იმპორტიორს უდგინდებათ ელექტროენერგიის გასაყიდი ტარიფის ზედა ზღვარი, ხოლო იმ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატს, რომელიც ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით“ მიჩნეულია ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მარეგულირებელ სადგურად, უდგინდება ამ კანონით გათვალისწინებული ფიქსირებული ტარიფი;

12.ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში გატარების ტარიფი დგინდება ტარიფების მეთოდოლოგიით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფი აუნაზღაურდება ბუნებრივი გაზის შესაბამის ლიცენზიატს.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1558-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ.138

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3349-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.213

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

    მუხლი 43 1 . გარანტირებული სიმძლავრის საფასური და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი

1. გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის (წარმოების ლიცენზიატისათვის) კომისია ადგენს გარანტირებული სიმძლავრის საფასურს და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს ამ კანონისა და ტარიფების მეთოდოლოგიის შესაბამისად.

2. გარანტირებული სიმძლავრის საფასური დგინდება ამ კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, საფასური უზრუნველყოფს გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ანაზღაურებას, რომლებიც მოიცავს სადგურის მზადყოფნის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ხარჯებს, შრომის ანაზღაურებას, საბრუნავი კაპიტალის სახით და ინვესტიციისთვის აღებული სესხის პროცენტის გადასახადს, რეგულირებისა და ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურს და სხვა ფიქსირებულ დანახარჯებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოებასთან, აგრეთვე მოიცავს კაპიტალდაბანდებებზე ამონაგებისა და ამორტიზაციის (ცვეთის) კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს (განაკვეთს).

3. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფში აისახება უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოებასთან დაკავშირებული დანახარჯები ამ კანონითა და ტარიფების მეთოდოლოგიით გათვალისწინებული წესით, გარდა გარანტირებული სიმძლავრის საფასურში ასახული ხარჯებისა.

4. გარანტირებული სიმძლავრის საფასურს განსაზღვრავს კომისია თითოეული გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის ყოველდღიურ განაკვეთზე (ბაზისზე).

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3162-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.208

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3349-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.213

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

    მუხლი 432. წყალმომარაგების ტარიფის დადგენის პრინციპები

1. კომისია წყალმომარაგების ტარიფს ადგენს ამ კანონის 43-ე მუხლით განსაზღვრული ტარიფის დადგენის პრინციპების შესაბამისად.

2. წყალმომარაგების ტარიფის დადგენისას კომისია უფლებამოსილია ტარიფი სასმელი წყლის მიწოდებასა და წყალარინებაზე დაადგინოს განცალკევებულად.

3. კომისია უფლებამოსილია სატარიფო განაცხადის საფუძველზე, წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემებისათვის დაადგინოს წყალმომარაგების ტარიფები თვითმმართველი ერთეულების მიხედვით.

საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5466-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.378

საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №486 5 -ვებგვერდი, 06.07.2011წ.

    მუხლი 44. ტარიფის დადგენის წესები

1. კომისია, ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, ტარიფის დადგენის საკითხების განხილვისას ატარებს ღია სხდომებს. კომისია სატარიფო განაცხადის განხილვისას და ტარიფის დადგენისას ეყრდნობა:

ა) დასაბუთებულ სატარიფო განაცხადს, რომელსაც ერთვის აუდიტორული და ფინანსური ინფორმაცია;

ბ) სატარიფო განაცხადის განხილვისა და შესაბამისი დადგენილების მიღების პროცედურებს;

გ) მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ ტარიფის დადგენის კომენტირების პროცედურებს;

დ) სატარიფო განაცხადის შეფასებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და მიღების პროცედურებს;

ე) რეგულირების საფასურის ფინანსური ანაზღაურების დადგენის პროცედურებს.

2. ტარიფის დადგენაზე ან/და ტარიფში ცვლილების შეტანაზე კომისიაში განაცხადის წარდგენის უფლება აქვთ ლიცენზიატს, იმპორტიორს, ბაზრის ოპერატორს, მიმწოდებელსა და პირდაპირ მომხმარებელს.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

    მუხლი 45. ტარიფის ამოქმედება და ტარიფის დადგენის ანაზღაურება

ტარიფი ძალაში შედის კომისიაში სატარიფო განაცხადის შეტანიდან 150 დღის განმავლობაში თუ იგი აკმაყოფილებს კომისიის მოთხოვნებს სატარიფო განაცხადის მიმართ. სატარიფო განაცხადის შემტანი ტარიფის დამტკიცების შემდეგ ანაზღაურებს კომისიის მიერ ტარიფის დადგენაზე გაწეულ მომსახურებას.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 46. ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა

1. ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა არის ლიცენზიატებისათვის სავალდებულო ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემა, რომელიც მოიცავს:

ა) ანგარიშთა გეგმას;

ბ) ანგარიშთა გეგმის გამოყენებისა და აღრიცხვის წარმოების ინსტრუქციებს;

გ) რეგულირების მიზნებისათვის წარსადგენი პერიოდული ანგარიშების ფორმასა და შინაარსს;

დ) ანგარიშგების პერიოდულობას;

ე) პირის მიერ ერთზე მეტი სალიცენზიო საქმიანობის ან/და სალიცენზიო საქმიანობასთან ერთად სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის საბუღალტრო აღრიცხვის განცალკევებულად წარმოების წესებს.

2. თუ პირი ფლობს ერთზე მეტ ლიცენზიას ან/და სალიცენზიო საქმიანობასთან ერთად ეწევა სხვა სამეწარმეო საქმიანობას, იგი ვალდებულია სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის მუხლების აღრიცხვა აწარმოოს განცალკევებულად, ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის შესაბამისად.

3. ერთიან საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემას ამტკიცებს კომისია.

  საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

 

თავი VII1 . ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და გამანაწილებელ ან წყალმომარაგების ქსელზე დაშვება; ახალი მომხმარებლის მიერთება

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3162-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.208

საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №486 5 -ვებგვერდი, 06.07.2011წ.

    მუხლი 461 . ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და გამანაწილებელ ან წყალმომარაგების ქსელზე დაშვება

1.  ელექტროენერგ ის განაწილების ან / და გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის საფასურად თავის ქსელში გაუტაროს ელექტროენერგია იმ პირებს , რომლებსაც ამ კანონით უფლება აქვთ , ელექტროენერგია გაყიდონ უშუალოდ ელექტროენერგიის მომხმარებლებზე .

2.  ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან / და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის საფასურად მომხმარებელს თავის ქსელში გაუტაროს ბუნებრივი გაზი .

3.  წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის საფასურად სხვა წყალმომარაგების ლიცენზიატს თავის ქსელში გაუტაროს სასმელი წყალი .

4.  თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის , ელექტროენერგიის , ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარებ ის ) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს , რომელიც არ არის განაწილების ან /და წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში , ქსელის ფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად , ვალდებულია , ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით , ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა . ამასთან ავე , ქსელის ფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა .

5.  ამ მუხლის მე - 4 პუნქტში მითითებული გატარების საფასურის გაანგარიშების წესები ელექტროენერგეტიკის , ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებისათვის დგინდება კომისიის დადგენილებით .

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №486 5 -ვებგვერდი, 06.07.2011წ.

    მუხლი 462. ახალი მომხმარებლის ქსელზე და წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური

კომისია ადგენს ახალი მომხმარებლის ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელზე, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურს, რომელიც აუნაზღაურდება შესაბამის ლიცენზიანტს ან/და მიმწოდებელს.

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3162-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.208

    მუხლი 463. საცალო მომხმარებლის მიერ გარე მომარაგების ქსელის შეცვლა ან ახალი ქსელის აშენება

საცალო მომხმარებლის მიერ გარე მომარაგების ქსელის შეცვლა ან ახალი ქსელის აშენება დასაშვებია მხოლოდ იმ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, ლიცენზიანტის ან მიმწოდებლის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების საფუძველზე, რომლის მფლობელობაში მყოფ ქსელზე ან წყალმომარაგების სისტემაზე არის მიერთებული მომხმარებელი. ტექნიკური პირობა ასევე უნდა გასცეს იმ მცირე სიმძლავრის ელექტრო -სადგურმა, ლიცენზიანტმა ან მიმწოდებელმა, რომლის ქსელზე ან წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებას აპირებს მომხმარებელი.

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3162-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.208

 

თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 47. კომისიის პირველი შემადგენლობის უფლებამოსილების ვადები

კომისიის პირველი შემადგენლობა ინიშნება შემდეგი წესით: პირველი წევრი _ 6 წლის ვადით, მეორე წევრი _ 4 წლის ვადით, ხოლო მესამე წევრი _ 2 წლის ვადით.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 48 (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

    მუხლი 49. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

    მუხლი 491. გარდამავალი დებულებანი

1. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2007 წლის 1 აგვისტომდე ძაბვების მიხედვით დაადგინოს ელექტროენერგიის გატარების ტარიფები კვალიფიციური საწარმოებისათვის მოქმედი განაწილების ტარიფის არანაკლებ 20%-ისა, ხოლო დანარჩენი მომხმარებლებისათვის – არა უმეტეს მოქმედი განაწილების ტარიფისა. ამ მუხლით დადგენილი ტარიფების გადასინჯვა ტარიფების მეთოდოლოგიის მიხედვით განხორციელდება შესაბამისი ლიცენზიატის სატარიფო განაცხადის საფუძველზე.

2. ამ კანონის 22-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ამოქმედდეს 2004 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს 2004 წლის 15 ივნისის კანონი №122-სსმI, №14, 16.06.2004წ., მუხ.48

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

    მუხლი 492. სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის დროებითი წესი

1. ელექტროენერგეტიკული სისტემის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის მიზნით, სისტემის კომერციული ოპერატორი გარანტირებული რეზერვის წყაროსთან სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე სრული მოცულობით შეისყიდის სიმძლავრის სასისტემო რეზერვს.

2. სიმძლავრის სასისტემო რეზერვი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულებაშია და გამოიყენება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების დასაბალანსებლად. ამასთანავე, რეზერვის წყარო (შესაბამისი ელექტროენერგიის მწარმოებელი) ელექტროენერგიას ყიდის მხოლოდ სისტემის კომერციულ ოპერატორთან შეთანხმებით.

3. განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი და ექსპორტიორი ვალდებული არიან აუნაზღაურონ სისტემის კომერციულ ოპერატორს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის საფასური ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესებით.

4. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნას ამოწმებს და ადასტურებს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ განსაზღვრული წესითა და პერიოდულობით.

5. თუ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნის შემოწმებისას არ დადასტურდება ამა თუ იმ რეზერვის წყაროდან წინასწარ განსაზღვრული სიმძლავრე ან/და სასისტემო რეზერვის მზადყოფნის შესაბამისი ხარისხი, სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ იმოქმედოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ინტერესებიდან გამომდინარე და გაუგზავნოს ხელშეკრულების მხარეებს სათანადო შეტყობინება. აღნიშნული გარემოება ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველია.

6. განაწილების ლიცენზიატისაგან, პირდაპირი მომხმარებლისა და ექსპორტიორისაგან სიმძლავრის სასისტემო რეზერვის საფასურის ამოღებასა და შესაბამისი კვალიფიციური საწარმოსთვის ანაზღაურებას ახდენს სისტემის კომერციული ოპერატორი.

7. ამ მუხლის მოქმედების ვადის ამოწურვა არ ათავისუფლებს მხარეებს ფინანსური ვალდებულების შესრულებისაგან.

8. ეს მუხლი მოქმედებს 2007 წლის 1 სექტემბრამდე.

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

    მუხლი 493. 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ აშენებულ ელექტროსადგურთა დერეგულირება

2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ აშენებული ყველა ელექტროსადგური, გარდა იმ თბოელექტროსადგურისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულია გარანტირებული სიმძლავრის წყაროდ, დერეგულირებულ იქნეს.

საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №92-სსმI, №13, 16.07.2008წ., მუხ.104

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

      მუხლი 49 4 . გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს წარმოების ტარიფის დადგენის დროებითი (გარდამავალი) წესი

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისათვის 2010 წლის 15 აგვისტომდე დაადგინოს:

ა) გარანტირებული სიმძლავრის საფასური ყოველდღიურ განაკვეთზე (ბაზისზე) ამ კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, საფასური უნდა უზრუნველყოფდეს გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ანაზღაურებას, რომლებიც მოიცავს სადგურის მზადყოფნის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ხარჯებს, შრომის ანაზღაურებას, საბრუნავი კაპიტალის სახით და ინვესტიციისთვის აღებული სესხის პროცენტის გადასახადს, რეგულირებისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასურს და სხვა ფიქსირებულ დანახარჯებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოებასთან, აგრეთვე მოიცავს კაპიტალდაბანდებებზე ამონაგებისა და ამორტიზაციის (ცვეთის) კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს (განაკვეთს);

ბ) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს წარმოების ტარიფი, რომელშიც აისახება უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოებასთან დაკავშირებული დანახარჯები, გარდა გარანტირებული სიმძლავრის საფასურში ასახული ხარჯებისა.

2. ამ მუხლით დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს წარმოების ტარიფის გადასინჯვა განხორციელდება ტარიფების მეთოდოლოგიის მიხედვით, ამ კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3349-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.213

    მუხლი 49 5 . ელექტროენერგიის მიწოდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესითა და პირობებით.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3349-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.213

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

    მუხლი 49 6 . ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების და დასუფთავების მომსახურების ერთიანი ადმინისტრირების ინტეგრირებული და კოორდინირებული უზრუნველყოფა

1. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების და დასუფთავების მომსახურება (შემდგომში – მომსახურება) და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდევინება ეფუძნება ადმინისტრირების ერთიან ინტეგრირებულ და კოორდინირებულ სისტემას (შემდგომში – ადმინისტრირების ერთიანი სისტემა) კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებით.

2. კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს ადმინისტრირების ერთიანი სისტემის გავრცელების არეალს (ტერიტორიულ ფარგლებს) და ამ სისტემით მომსახურების გამწევ პირებს. კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული მომსახურების გამწევი ერთ-ერთი პირი (შემდგომში – ადმინისტრატორი) ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით ახორციელებს მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის ადმინისტრირებას.

3. ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით მომსახურების ადმინისტრირება ხორციელდება ადმინისტრატორსა და მომსახურების გამწევ სხვა პირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეები ვალდებული არიან იხელმძღვანელონ მინიმალური ღირებულების პრინციპით და ხელშეკრულება გააფორმონ არადისკრიმინაციულ და სამართლიან საფუძველზე. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

4. ადმინისტრატორი ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით მომსახურების გაწევისას ვალდებულია ქვითარში ასახული ერთ-ერთი საფასურის ან/და მოსაკრებლის გადაუხდელობის ან არასრული გადახდის შემთხვევაში შესაბამის მომხმარებელს შეუწყვიტოს თავისი მომსახურების გაწევა, რაც არ არის ადმინისტრატორის მიერ მომხმარებლის წინაშე სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევა. ამასთანავე, მომსახურების გამწევი პირის მიერ ადმინისტრატორისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ინფორმაციის წარმდგენს.

5. მომსახურების გამწევი პირები ვალდებული არიან , უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების მუდმივი ჰარმონიზაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან.

საქართველოს 2010 წლის 1 ოქტომბრის კანონი №3650-სსმI, №53, 11.10.2010წ., მუხ.336

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 - ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 49 7 . წყალმომარაგების ტარიფის დადგენის დროებითი წესი

2021 წლის 1 იანვრამდე:

ა) ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინების ტარიფების დადგენაზე;

ბ) კომისია უფლებამოსილია სასმელი წყლის მიწოდების ან/და წყალარინების ტარიფები თითოეული წყალმომარაგების ლიცენზიატისათვის ინდივიდუალურად დაადგინოს.

საქართველოს 2010 წლის 12 ოქტომბრის კანონი №3659-სსმI, №56, 20.10.2010წ., მუხ.358

საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №486 5 -ვებგვერდი, 06.07.2011წ.

     მუხლი 498. სეზონურობის გათვალისწინებით წყალმომარაგების საფასურის დარიცხვის დროებითი წესი

წყალმომარაგების სისტემების სრულად მოწესრიგებამდე კომისია უფლებამოსილია გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო ან/და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების საფასურის დარიცხვის წესი, სეზონურობის გათვალისწინებით, განსაზღვროს განსხვავებულად.

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4065-სსმI, №72, 22.12.2010წ., მუხ.437  

    მუხლი 499. ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დანერგვა 

კომისიამ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2013 წლის 27 დეკემბრის კანონის ამოქმედებიდან 3 წლის განმავლობაში ეტაპობრივად დაამტკიცოს ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა ენერგეტიკული სექტორის ყველა ლიცენზიატისათვის.

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.  

    მუხლი 4910. გამონაკლის შემთხვევებში ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის დანახარჯის განსაზღვრის წესი 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი ვადით, წესით და დადგენილ შემთხვევებში ამ კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ელექტროენერგიის დანახარჯი (ფაქტობრივი დანაკარგი) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში შეიძლება აგრეთვე მოიცავდეს სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ქსელის ტესტირებისას შესაბამის საანგარიშო პერიოდში საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოდინებული და გადინებული ელექტროენერგიის მოცულობებს შორის სხვაობას.

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1902 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

    მუხლი 50. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის 231 მუხლი ამოქმედდეს 2007 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

    მუხლი 51. ძალადაკარგული ნორმატიული აქტების ნუსხა

1. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „ენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 22 სექტემბრის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №19-20, მუხ. 436) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი;

ბ) „ენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მეოთხე მუხლის მე-7 პუნქტის თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 11 ოქტომბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №21-22, მუხ. 446).

2. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ამ კანონს შეუსაბამოს კანონქვემდებარე აქტები.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 27 ივნისი.

№816_IIს

46. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4085-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 45. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4025-რს - ვებგვერდი, 25/12/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 44. 06/12/2018 - საქართველოს კანონი - 3888-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 43. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3459-Iს - ვებგვერდი, 09/10/2018 42. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2624-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 41. 04/05/2018 - საქართველოს კანონი - 2326-IIს - ვებგვერდი, 11/05/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 40. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1651-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 39. 30/06/2017 - საქართველოს კანონი - 1187-IIს - ვებგვერდი, 13/07/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 38. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 904-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 37. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 651-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 36. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 131-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 35. 22/06/2016 - საქართველოს კანონი - 5499-IIს - ვებგვერდი, 29/06/2016 34. 02/03/2016 - საქართველოს კანონი - 4797-IIს - ვებგვერდი, 14/03/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 33. 10/12/2015 - საქართველოს კანონი - 4587-Iს - ვებგვერდი, 22/12/2015 32. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4353-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 31. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3388-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 30. 12/12/2014 - საქართველოს კანონი - 2933-Iს - ვებგვერდი, 23/12/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 29. 27/12/2013 - საქართველოს კანონი - 1902-რს - ვებგვერდი, 31/12/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 28. 20/11/2013 - საქართველოს კანონი - 1594-რს - ვებგვერდი, 03/12/2013 27. 24/09/2013 - საქართველოს კანონი - 1291-რს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 12/07/2013 - საქართველოს კანონი - 837-რს - ვებგვერდი, 25/07/2013 25. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 452-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 24. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6317-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 23. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6299-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 22. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5644-რს - ვებგვერდი, 09/01/2012 21. 21/06/2011 - საქართველოს კანონი - 4865-რს - ვებგვერდი, 110706009, 06/07/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 20. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4395-Iს - ვებგვერდი, 110317025, 17/03/2011 19. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4065-რს - სსმ, 72, 22/12/2010 18. 12/10/2010 - საქართველოს კანონი - 3659-IIს - სსმ, 56, 20/10/2010 17. 01/10/2010 - საქართველოს კანონი - 3650 - სსმ, 53, 11/10/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 02/07/2010 - საქართველოს კანონი - 3295 - სსმ, 37, 14/07/2010 15. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3349 - სსმ, 35, 12/07/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 28/06/2010 - საქართველოს კანონი - 3162 - სსმ, 35, 12/07/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 31/07/2009 - საქართველოს კანონი - 1558 - სსმ, 24, 13/08/2009 12. 02/10/2008 - საქართველოს კანონი - 317 - სსმ, 21, 06/10/2008 11. 05/07/2008 - საქართველოს კანონი - 92 - სსმ, 13, 16/07/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 07/03/2008 - საქართველოს კანონი - 5803 - სსმ, 6, 25/03/2008 9. 20/11/2007 - საქართველოს კანონი - 5466 - სსმ, 40, 03/12/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 08/06/2007 - საქართველოს კანონი - 4911 - სსმ, 22, 19/06/2007 7. 09/06/2006 - საქართველოს კანონი - 3292 - სსმ, 21, 15/06/2006 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 27/12/2005 - საქართველოს კანონი - 2537 - სსმ, 59, 31/12/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 23/06/2005 - საქართველოს კანონი - 1738 - სსმ, 36, 11/07/2005 4. 22/03/2005 - საქართველოს კანონი - 1124 - სსმ, 13, 12/04/2005 3. 15/06/2004 - საქართველოს კანონი - 122 - სსმ, 14, 16/06/2004 2. 30/04/1999 - საქართველოს კანონი - 1934 - სსმ, 15(22), 14/05/1999 1. 17/10/1997 - საქართველოს კანონი - 984 - პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.