„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3459-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.019166
3459-Iს
20/09/2018
ვებგვერდი, 09/10/2018
300280000.05.001.019166
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია შედგება 5 წევრისაგან. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს კომისიის წევრთა კანდიდატურებს. პარლამენტი კომისიის წევრებს ირჩევს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.“.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით საქართველოს პარლამენტს კომისიის თავმჯდომარედ ასარჩევად წარუდგენს კომისიის ერთ-ერთი წევრის კანდიდატურას. პარლამენტი კენჭს უყრის წარმოდგენილ კანდიდატურას და სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, გადადგეს ამ თანამდებობიდან, მაგრამ დარჩეს კომისიის წევრად დარჩენილი ვადით. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის რომელიმე წევრს დააკისროს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება.“.

3. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 21. კომისიის ყოველწლიური ანგარიში

კომისია ყოველი წლის 1 მაისამდე ადგენს თავისი საქმიანობის შესახებ გასული წლის ანგარიშს და მას უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას. კომისიის ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2018 წ.

N3459-Iს