„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4797-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.018074
4797-IIს
02/03/2016
ვებგვერდი, 14/03/2016
300280000.05.001.018074
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. პირველი მუხლის:

  ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. ეს კანონი აწესრიგებს ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას და ურთიერთობებს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვის, ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობის, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების სფეროებში და უზრუნველყოფს საქართველოს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად.“;

  ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11–13 პუნქტები:

  „11. ეს კანონი არ ვრცელდება:

  ა) წყლის ზედაპირული ან მიწისქვეშა ობიექტიდან წყლის ამოღებაზე ან/და მოპოვებაზე;

  ბ) ბუნებრივი გაზის ძებნა-ძიებაზე, მოპოვებაზე, დამუშავებასა და დაგროვებაზე, ბუნებრივი გაზის მწარმოებელსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობებზე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიის გავლით ბუნებრივი გაზის ტრანზიტზე.

  12. საქართველოს ტერიტორიის გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვრცელდება ამ კანონის მხოლოდ ის დებულებები, რომლებიც პირდაპირ და უშუალოდ ეხება და აწესრიგებს ელექტროენერგიის ტრანზიტსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

  13. საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით ელექტროენერგიის წარმოებასა და გამანაწილებელ ქსელში მიწოდებაზე ვრცელდება ამ კანონის მხოლოდ ის დებულებები, რომლებიც პირდაპირ და უშუალოდ აწესრიგებს ამ საკითხებს და მათთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.“.

  2. მე-2 მუხლის:

  ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ნ) ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობა – წარმოების საშუალების მიერთება გადამცემ, გამანაწილებელ ან/და მომხმარებლის ელექტრულ ქსელებთან და ელექტროენერგიის მიწოდება (ან მისი მიწოდებისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფა) გადამცემ, გამანაწილებელ ან მომხმარებლის ელექტრულ ქსელში, აგრეთვე ამ ელექტროენერგიის გაყიდვა, გარდა ამ კანონის 23მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;

  ბ) „ჰ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ჰ3) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“ – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატებს, წარმოების ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებსა და, მეორე მხრივ, საცალო მომხმარებელს შორის განაწილების ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს, აგრეთვე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდების, მიწოდებული ელექტროენერგიის გაქვითვის ან/და ჭარბი ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების წესს;“;

  გ) „ჰ25“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ26“ ქვეპუნქტი:

  „ჰ26) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური – საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და რომლის სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს.“.

  3. 231 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „9. ბაზრის ოპერატორისაგან გარანტირებულ სიმძლავრეს შეისყიდიან განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებლები და ექსპორტიორები, რომლებიც არიან ბაზრის ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულების მხარეები სტანდარტული პირობებით. განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებლები და ექსპორტიორები ვალდებული არიან, ბაზრის ოპერატორს აუნაზღაურონ გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისთვის გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური მათ მიერ მიწოდების პუნქტებში მიღებული ელექტროენერგიის (განაწილების ლიცენზიატის შემთხვევაში – ამ კანონის 235 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ელექტროენერგიის გარდა) რაოდენობის პროპორციულად. გადასახდელი თანხის დარიცხვას, ამოღებას და გარანტირებული სიმძლავრის წყაროებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს ბაზრის ოპერატორი ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“.

  4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IVთავი:

„თავი IV1

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური

 

  მუხლი 235. საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის მიწოდება

  1. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებელი უფლებამოსილია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით მიუერთოს გამანაწილებელ ქსელს და მის მიერ წარმოებული ჭარბი ელექტროენერგია მიაწოდოს განაწილების ლიცენზიატს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით.

  2. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდება ამ კანონის და „რეგულირების საფასურის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების მიზნებისათვის არ ითვლება ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობად.

  3. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებელი არ არის კვალიფიციური საწარმო და, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ კვალიფიციური საწარმოსთვის დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის, ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურის ანაზღაურების მოთხოვნა.

  4. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდების, მიწოდებული ელექტროენერგიის გაქვითვის ან/და ჭარბი ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების წესი განისაზღვრება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებით“.

  5. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდება დისპეტჩერიზაციის მომსახურებას არ ექვემდებარება და, შესაბამისად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურიდან გამანაწილებელ ქსელში მიღებულ ელექტროენერგიაზე დისპეტჩერიზაციის მომსახურების საფასური განაწილების ლიცენზიატს არ დაერიცხება.

  6. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდების და ანგარიშსწორების მიზნებისათვის (გარდა გაქვითვის შემთხვევისა) მისი საფასური უნდა განისაზღვროს არაუმეტეს განაწილების ლიცენზიატისათვის კომისიის მიერ შესაბამისი საანგარიშსწორებო პერიოდისთვის გათვალისწინებული ელექტროენერგიის შესყიდვის ღირებულებისა.

  7. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობისა და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად საცალო მომხმარებლების მფლობელობაში არსებული, განაწილების ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს კომისიის მიერ დადგენილ ოდენობას, რომელსაც კომისია შეიმუშავებს და ადგენს განაწილების, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებთან კონსულტაციის საფუძველზე.“.

         

 მუხლი 2. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა:

  ა) საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შესახებ;

 ბ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდების, მიწოდებული ელექტროენერგიის გაქვითვის ან/და ჭარბი ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების შესახებ.

 

  მუხლი 3

 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2016 წლის 1 მაისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

2 მარტი 2016 წ.

N4797-IIს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.