„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 92
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 16/07/2008
ძალაში შესვლის თარიღი 06/08/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.05.001.003.224
  • Word
92
05/07/2008
სსმ, 13, 16/07/2008
300.280.000.05.001.003.224
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შექმნას ყველა კატეგორიის მომხმარებლის სტაბილური ელექტრომომარაგებისათვის, ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის და სასმელი წყლით მომარაგებისათვის საჭირო სამართლებრივი საფუძველი;

გ) ხელი შეუწყოს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარგების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით;“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „კ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ1) მომხმარებელი – პირდაპირი მომხმარებელი ან საცალო მომხმარებელი, აგრეთვე პირი, რომელიც წყალმომარაგების სისტემიდან მოიხმარს სასმელ წყალს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის;“;

ბ) „ჰ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ2) „მიწოდებისა და მოხმარების წესები“ – „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ და „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“;“;

გ) „ჰ19“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ20“ ქვეპუნქტი:

„ჰ20) სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს.“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, გატარების, იმპორტისა და მოხმარების, სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების და სიმძლავრის სასისტემო რეზერვის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების დადგენა და რეგულირება, გარდა ავტოგაზგასამართ სადგურებში რეალიზებული ბუნებრივი გაზის ტარიფებისა, ამ კანონის, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად;

გ) ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;“.

5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისია ვალდებულია, თავის სხდომებზე შესაბამის მხარეებს, მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, მისცეს თავიანთი ინტერესების დაუბრკოლებლად წარმოდგენის შესაძლებლობა.“.

6. 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოში ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, სისტემის კომერციულ ოპერატორსა და შესაბამის პირს შორის შეთანხმების შემთხვევაში სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია, შესაბამის პირთან გააფორმოს პირდაპირი ხელშეკრულება ახლად აშენებული ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ იმ პირობებით, რომლებზედაც შეთანხმდნენ საქართველოს მთავრობა, სისტემის კომერციული ოპერატორი და შესაბამისი პირი. ასეთ შემთხვევაში, თუ ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ახალი ელექტროსადგურების მიმართ მიღებულია გადაწყვეტილება დერეგულირების თაობაზე, შესასყიდი ელექტროენერგიის ღირებულება განისაზღვრება საქართველოს მთავრობას, სისტემის კომერციულ ოპერატორსა და შესაბამის პირს შორის გაფორმებული შეთანხმებით.“.

7. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 27. სისტემის კომერციული ოპერატორის, ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მიმწოდებლის უფლება-მოვალეობები. ინფორმაციის მომზადება

1. ლიცენზიატი ვალდებულია დაიცვას ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები. კომისიისა და სამინისტროს სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა სისტემის კომერციული ოპერატორისათვის, ლიცენზიატის, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მომხმარებლისათვის. კომისიის სამართლებრივი აქტები აგრეთვე სავალდებულოა წყალმომარაგების სექტორში არსებული მიმწოდებლებისა და მომხმარებლებისათვის.

2. სისტემის კომერციული ოპერატორი, ლიცენზიატი, მიმწოდებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი ვალდებული არიან, შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედონ მინიმალური დანახარჯების პრინციპის შესაბამისად, ეკონომიკური ეფექტიანობის გათვალისწინებით.

3. სისტემის კომერციული ოპერატორი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი და ლიცენზიატი ვალდებული არიან სამინისტროსა და კომისიას წარუდგინონ და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადონ, ხოლო სასმელი წყლის მიმწოდებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) გასული წლის საქმიანობის ანგარიში;

ბ) მომავალი წლის სამუშაო გეგმა;

გ) სხვა ინფორმაცია, რომელსაც კომისია ან სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

8. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29. დავები

სისტემის კომერციული ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მიწოდების სფეროში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.“.

9. 39-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 მუხლი:

     „მუხლი 391. სასმელი წყლის მიმწოდებელი

სასმელი წყლის მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ბ) განახორციელოს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაცია, სასმელი წყლის მიწოდება და წყალარინება;

გ) წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით უზრუნველყოს მომხმარებლისათვის საქართველოში მოქმედი სტანდარტების შესაბამისი ხარისხის სასმელი წყლის მიწოდება;

დ) უზრუნველყოს სასმელი წყლის ხარისხის მუდმივი კონტროლი;

ე) უზრუნველყოს წყლის ობიექტების სათანადოდ დაცვა და არ დაუშვას გარეშე პირების მიერ წყალმომარაგების სისტემაზე რაიმე სახის ზემოქმედება ან/და სასმელი წყლის დაბინძურება;

ვ) დაამუშაოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები საგანგებო მდგომარეობაში ასამოქმედებლად, ასევე აწარმოოს შესაბამისი მოლაპარაკებები და შეთანხმებები სხვა პირებთან ასეთ შემთხვევებში სასმელი წყლის მიწოდების თაობაზე;

ზ) საგანგებო პერიოდებში უზრუნველყოს სასმელი წყლის გამოყოფილი ლიმიტების, დადგენილი რეჟიმების დაცვა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების უპირატესი მომარაგება, მათ მიერ წყალმომარაგების საფასურის გადახდის პირობით;

თ) უზრუნველყოს საზოგადოებისათვის შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა:

თ.ა) დამტკიცებული ტარიფები;

თ.ბ) მომსახურების დამტკიცებული პირობები;

ი) შეიმუშაოს და კომისიასა და საზოგადოებას წარუდგინოს საინვესტიციო პროგრამა;

კ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური.“.

11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 493 მუხლი:

     „მუხლი 493. 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ აშენებულ ელექტროსადგურთა დერეგულირება

2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ აშენებული ყველა ელექტროსადგური დერეგულირებულ იქნეს.“.

    მუხლი 2

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2008 წლის 1 ნოემბრამდე მიიღოს სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 5 ივლისი.

№92–რს