„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2933-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.017564
2933-Iს
12/12/2014
ვებგვერდი, 23/12/2014
300280000.05.001.017564
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გადამცემი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადამცემი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს. გადამცემი ქსელი მოიცავს 110 კილოვოლტზე მაღალი ძაბვის გადამცემ საშუალებებს, მათ შორის, ქვესადგურებსა და ელექტროგადამცემ ხაზებს,  აგრეთვე ძაბვის სხვა საფეხურის იმ გადამცემ ქსელებსა და შესაბამის ქვესადგურებს, რომლებიც საგანგებოდ აღინიშნება გადაცემის ლიცენზიაში,  გამოიყენება ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის;  ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიას ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო; გადამცემი ქსელი, გადამცემი ქსელის ყველა ნაწილი სავალდებულოა, სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით გადაეცეს გადამცემი სისტემის ოპერატორს ოპერირების უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი და ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ერთი და იგივე პირია;“;

ბ) „ტ.ზ“ და „ტ.თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ.ზ) სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის (გადადინებისათვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის სპეციალური აუქციონის გარეშე ათვისების პროცედურებსა და პირობებს;

ტ.თ) სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის (გადადინებისათვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის ათვისებისთვის სპეციალური აუქციონის პრინციპებს და პირობების განსაზღვრის წესს;“;

გ) „ჰ24“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ25“ ქვეპუნქტი:

„ჰ25) გადამცემი სისტემის ოპერატორი – ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, რომელსაც ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატებთან გაფორმებული აქვს სათანადო ხელშეკრულება მათი კუთვნილი გადამცემი ქსელის ოპერირებისა და განვითარების დაგეგმვის უფლებამოსილების ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის გადაცემის შესახებ და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმას – საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე.“.

 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 მუხლი:

„მუხლი 32. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა

1. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შემუშავების მიზანია გადამცემი ქსელის საიმედოობა, უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება, ელექტროენერგიის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა და ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ქსელის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა.

2. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა შეიცავს:

ა) ინფორმაციას ელექტროენერგიის არსებული და სამომავლო (საპროგნოზო) მოთხოვნისა და მიწოდების შესახებ;

ბ) გონივრულ პროგნოზებს ელექტროენერგიის წარმოების, მიწოდების, მოხმარების და სხვა ქვეყნებთან ელექტროენერგიის გაცვლის მოცულობების შესახებ;

გ) ინფორმაციას გადამცემი ქსელის იმ ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც უნდა აშენდეს ან გაძლიერდეს მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ინვესტიციების განხორციელების კონკრეტული ვადების მითითებით;

დ) ინფორმაციას გადაწყვეტილი ინვესტიციების შესახებ და იმ ახალი ინვესტიციების იდენტიფიცირებას, რომლებიც უნდა განხორციელდეს მომდევნო 3 წლის განმავლობაში;

ე) ინფორმაციას ახალი გენერაციის ობიექტების (მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების) ქსელში ინტეგრირების შესახებ;

ვ) ინფორმაციას ახალი გენერაციის ობიექტების ინტეგრაციის მიზნებისათვის მომავალი ქსელის თითოეული კვანძის გამტარუნარიანობის შესახებ;

ზ) დასაგეგმარებელი ელემენტების ძალოვანი აპარატურის შერჩევის მიზნებისათვის მოკლე შერთვის დენების განსაზღვრას;

თ) ინფორმაციას გენერაციის ობიექტების შიდა ქსელის განვითარების შესახებ.

3. ეკონომიკის, ფინანსებისა და სტატისტიკის სფეროებში მოქმედი სახელმწიფო უწყებები და დაწესებულებები, ენერგეტიკის დარგში არსებული ორგანიზაციები სამინისტროს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  აწვდიან ინფორმაციას, მონაცემებსა და პროგნოზებს, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შემუშავებისას.

4. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის პროექტს ყოველწლიურად, მომდევნო 10 კალენდარული წლისათვის შეიმუშავებს/განაახლებს გადამცემი სისტემის ოპერატორი ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატებთან შეთანხმებით (ეს პროცესი აგრეთვე მოიცავს ყველა საჭირო კვლევისა და შეფასების ჩატარებას). აღნიშნული გეგმის პროექტი შემუშავების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი წლის 1 ოქტომბრისა, ეგზავნება სამინისტროს და კომისიას. კომისია საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის პროექტს მიღებიდან 1 თვის ვადაში განიხილავს და სამინისტროს წარუდგენს თავის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ამ გეგმის პროექტის შესახებ.

5. სამინისტრო საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის პროექტს და წარმოდგენილ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს განიხილავს კომისიასთან, გადამცემი სისტემის ოპერატორთან და ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატებთან ერთად. სამინისტრო საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, არაუგვიანეს შესაბამისი წლის დასრულებისა უზრუნველყოფს საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის დამტკიცებას.

6. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში რიგგარეშე ცვლილების შეტანა შესაძლებელია გეგმის დამტკიცებისათვის ამ მუხლით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით. აღნიშნულ გეგმაში შესატანი რიგგარეშე ცვლილების პროექტის შემუშავება და განსახილველად წარდგენა შეიძლება კალენდარული წლის ნებისმიერ დროს.

7. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა შესასრულებლად სავალდებულო აქტია. აღნიშნული გეგმის შესრულებისათვის პასუხისმგებელი არიან გადამცემი სისტემის ოპერატორი და ელექტროენერგიის გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატები, აგრეთვე გეგმაში ქსელის ცალკეული კომპონენტების განვითარებისათვის განსაზღვრული, ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სამართალსუბიექტები.

8. ელექტროენერგიის გადაცემის ყველა ლიცენზიატი ვალდებულია საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის საფუძველზე ყოველწლიურად შეიმუშაოს და გადამცემი სისტემის ოპერატორს შესათანხმებლად წარუდგინოს ყოველ მომდევნო 3 კალენდარულ წელზე გათვლილი სამუშაოების პროგრამა. აღნიშნული პროგრამის შემუშავების, გადამცემი სისტემის ოპერატორთან განხილვისა და შეთანხმების წესი განისაზღვრება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“.

9. ამ მუხლის თანახმად დამტკიცებული საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმით განსაზღვრულ, ყოველი მომდევნო 3 კალენდარული წლის განმავლობაში განსახორციელებელ ინვესტიციებს გადამცემი სისტემის ოპერატორი და ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატები შესათანხმებლად წარუდგენენ კომისიას. აღნიშნული ინვესტიციების განხორციელებას მონიტორინგს უწევს კომისია.

10. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შესრულებას აკონტროლებს სამინისტრო.“.

4. 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. გადამცემი ქსელი, გადამცემი ქსელის ყველა ნაწილი სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით, ანაზღაურების ან სხვა კომპენსაციის მოთხოვნის გარეშე, გადაეცემა გადამცემი სისტემის ოპერატორს ოპერირების უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი და ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ერთი და იგივე პირია. ხელშეკრულება გადამცემი ქსელის ოპერირებისა და განვითარების დაგეგმვის უფლებამოსილების ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის გადაცემის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა აწესრიგებდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის უფლებამოსილებებს გადამცემი ქსელის ოპერირებისას და გადამცემი ქსელის პერსპექტიული განვითარების დაგეგმვისას, აგრეთვე გადამცემი ქსელის მართვა-განვითარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გადამცემი სისტემის ოპერატორსა და ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატს შორის ურთიერთობის სხვა საკითხებს.“.

5. 35-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) უზრუნველყოს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით გადამცემი ქსელის მიღება ოპერირების უფლებით, საქართველოს კანონმდებლობით და ასეთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატის მიმართ;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) უზრუნველყოს დამატებითი/სასისტემო მომსახურების ორგანიზება და ამ მომსახურების გაწევა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესით.“.

6. 412 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის პერიოდში საქართველოსა და შესაბამის მეზობელ ელექტროენერგეტიკულ სისტემას შორის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება და მიღება ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დაიშვება მხოლოდ ბაზრის ოპერატორის ან სხვა უფლებამოსილი მეწარმე სუბიექტის მიერ დადგენილი წესით გაფორმებული ელექტროენერგიის ექსპორტის/იმპორტის (გაცვლის), ავარიული დახმარების, ტრანზიტის ან/და სხვა კომერციული ხელშეკრულებების მოქმედების (განხორციელების) შემთხვევაში, თუ ავარიული სიტუაციისთვის სხვა გამონაკლისი პირდაპირ არ არის დადგენილი „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“.“.

7. 414 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31–35 პუნქტები:

„31. საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობა დაიანგარიშება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ გათვალისწინებული საანგარიშო პერიოდის (შემდგომ – საანგარიშო პერიოდი) განმავლობაში ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი და საქართველოს ტერიტორიიდან გატანილი ელექტროენერგიის თანხვდენილი ჯამური რაოდენობების გათვალისწინებით. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის ფარგლებში ცალკეული დღეების ან/და საათების განმავლობაში საქართველოში შემოტანილი და იმავე დროს საქართველოდან ტრანზიტის საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში გატანილი სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობები შესაძლებელია არ შეესაბამებოდეს ერთმანეთს. საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ ელექტროენერგიის ტრანზიტად ჩაითვლება საქართველოში შემოტანილი და საქართველოდან ტრანზიტის საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში გატანილი სატრანზიტო ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობების თანაბარი ნაწილები.

32. სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობის დაანგარიშებისას  არ გაითვალისწინება ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებისას საქართველოს გადამცემ ქსელში დანაკარგების ასანაზღაურებლად „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად ტრანზიტის დამკვეთის მიერ დამატებით მოწოდებული ელექტროენერგია (საკომპენსაციო ელექტროენერგია), ასეთის არსებობის შემთხვევაში.

33. ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული სატრანზიტო ელექტროენერგიის მოწოდება-მიღების თაობაზე განაცხადები ცალკეული დღეების ან/და საათების მიხედვით შესაძლებელია მოიცავდეს ელექტროენერგიის საქართველოში შემოტანისა და იმავე დროს საქართველოდან ტრანზიტის საბოლოო  დანიშნულების ქვეყანაში გატანის არათანაბარ რაოდენობებს იმ პირობით, რომ საანგარიშო პერიოდის დასრულებისას ტრანზიტად ჩაითვლება ჯამურად ტრანზიტის განხორციელების ფარგლებში შემოტანილი და გატანილი ელექტროენერგიის რაოდენობების თანაბარი ნაწილები და ამავდროულად დაკმაყოფილდება საქართველოსა და შესაბამისი მეზობელი ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის (ინტერკონექციის) შესახებ ხელშეკრულებების, აგრეთვე ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის სხვა აუცილებელი მოთხოვნები.

34. ტრანზიტის დამკვეთის მიერ ერთი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სატრანზიტო ელექტროენერგიის ორი ან მეტი ქვეყნიდან შემოტანის შემთხვევა, როდესაც ტრანზიტის საბოლოო დანიშნულების ქვეყანა ერთია, განიხილება, როგორც ერთიანი ტრანზიტი. ასეთ შემთხვევაში ტრანზიტის რაოდენობა განისაზღვრება ტრანზიტის ფარგლებში საქართველოში შემოტანილი ელექტროენერგიის რაოდენობების ჯამის გათვალისწინებით (მიუხედავად იმისა, ელექტროენერგიის ტრანზიტი განხორციელდა ერთი ქვეყნიდან თუ ორი ან მეტი ქვეყნიდან), ამ მუხლის 31–33 და 35 პუნქტებში აღნიშნული პირობების შესაბამისად.

35. კონკრეტული სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის (გადადინებისათვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან შემოტანილი ან/და საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში გატანილი ელექტროენერგიის სრულ რაოდენობაში სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობა/წილი დგინდება ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“.

მუხლი 2

1. გადამცემი სისტემის ოპერატორმა 2015 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განსახილველად წარუდგინოს:

ა) დამატებითი/სასისტემო მომსახურების ორგანიზების კონცეფცია, რომელიც უნდა მოიცავდეს დამატებითი/სასისტემო მომსახურების სრულ სტრუქტურას, თითოეული მომსახურების მიზნობრიობას, დამატებითი/სასისტემო მომსახურების საპროგნოზო ღირებულების წინასწარ გაანგარიშებას და მოსალოდნელ ეფექტს, აგრეთვე დამატებითი/სასისტემო მომსახურების ორგანიზებისა და დანერგვის ეტაპობრივ გრაფიკს;

ბ) დამატებითი/სასისტემო მომსახურების შემოსაღებად საქართველოს კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციები.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ 2015 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს დამატებითი/სასისტემო მომსახურების შემოღებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების გამოცემა.

3. გადამცემი სისტემის ოპერატორმა საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველი პროექტი შეიმუშაოს და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას წარუდგინოს არაუგვიანეს 2015 წლის 31 იანვრისა. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების პირველი ათწლიანი გეგმა დამტკიცდეს არაუგვიანეს 2015 წლის 15 აპრილისა.

4. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა და ელექტროენერგიის გადაცემის ყველა შესაბამისმა ლიცენზიატმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყონ გადამცემი ქსელის ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის ოპერირების უფლებით გადაცემის შესახებ სათანადო ხელშეკრულებების გაფორმება.

5. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 1 დეკემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 დეკემბერი 2014 წ.

N2933-Iს