დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4911 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/06/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 19/06/2007 |
ძალაში შესვლის თარიღი | 10/07/2007 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 27/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.280.000.05.001.002.869 |
საქართველოს კანონი
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა – ორი ან ორზე მეტი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მიწოდების პუნქტიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელზე „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილ მოცულობაზე მეტი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) რეალიზაცია;“;
ბ) „ჯ“ და „ჯ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჯ) დერეგულირება – ამ კანონიდან გამომდინარე, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წარმოების ლიცენზიატისათვის ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისათვის ლიცენზიისა და ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის უფლების მინიჭება, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის, ასევე ახალი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ქსელების აშენების შემთხვევაში, შესაბამისად ტრანსპორტირების ან განაწილების ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის უფლების მინიჭება;
ჯ1) ნაწილობრივი დერეგულირება – ამ კანონიდან გამომდინარე, ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე წარმოების ლიცენზიატისათვის ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისათვის ლიცენზიის გარეშე და ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის უფლების მინიჭება, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის, ასევე ახალი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ქსელების აშენების შემთხვევაში, შესაბამისად ტრანსპორტირების ან განაწილების ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის უფლების მინიჭება;“;
გ) „ჰ9“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ9) სიმძლავრის სასისტემო რეზერვი – ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გარანტირებული რეზერვის წყაროებიდან უზრუნველყოფილი სიმძლავრე, რომელსაც აქვს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ განსაზღვრული დისპეტჩერებისათვის მზადყოფნის შესაბამისი ხარისხი და მოცულობები;“;
დ) „ჰ11“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ11) ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (შემდგომში – სისტემის კომერციული ოპერატორი) – კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც კვალიფიციური საწარმოს მოთხოვნის (ფაქტობრივი და საპროგნოზო) დაკმაყოფილების (დაბალანსების) უზრუნველყოფის მიზნით ყიდულობს და ყიდის საბალანსო ელექტროენერგიას და სიმძლავრის სასისტემო რეზერვს. სისტემის კომერციული ოპერატორი ამ კანონით დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;
ე) „ჰ12“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ13“ და „ჰ14“ ქვეპუნქტები:
„ჰ13) გარანტირებული რეზერვის წყარო – თბოელექტროსადგური ან/და ახლად აშენებული ელექტროსადგური (წარმოების ლიცენზიატი), რომელიც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნით ელექტროენერგეტიკულ სისტემას მიაწვდის წინასწარ განსაზღვრულ სიმძლავრეს ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ განსაზღვრული წესითა და პირობებით;
ჰ14) გატარება – გადაცემის მომსახურების გარდა, განაწილების ან წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან პირდაპირი მომხმარებლის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადატანა წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექტრულ ქსელამდე.“.
2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისებისა და ამ კუთხით განხორციელებული ინვესტიციის ამოღების ხელშეწყობის მიზნით, ახლად აშენებული ელექტროსადგურის (წარმოების ლიცენზიატი ან/და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური) განსაზღვრა, რომლის მიერ წარმოებული ელექტროენერგია (სიმძლავრე) ექვემდებარება სრულად ან ნაწილობრივ სავალდებულო წესით შესყიდვას და რომელსაც კომისია წინასწარ უდგენს სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდვის გრძელვადიან ტარიფებს (ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება).“.
3. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, გატარების, იმპორტისა და მოხმარების, სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების, სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ სავალდებულო წესით შესასყიდი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების დადგენა და რეგულირება, გარდა ავტოგაზგასამართ სადგურებში რეალიზებული ბუნებრივი გაზის ტარიფებისა, ამ კანონის, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად;“.
4. 23-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფა ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესით;“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება იმ ახლად აშენებულ ელექტროსადგურთან (წარმოების ლიცენზიატი ან/და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური), რომლის მიერ წარმოებული ელექტროენერგია (სიმძლავრე) სამინისტროს მიერ მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ექვემდებარება სრულად ან ნაწილობრივ სავალდებულო წესით შესყიდვას.“.
5. 231 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 231. სიმძლავრის სასისტემო რეზერვი
1. განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი და ექსპორტიორი ვალდებული არიან სიმძლავრის სასისტემო რეზერვი უზრუნველყონ საჭირო მოცულობით „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი პროცედურისა და საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად.
2. ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირებისათვის და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების დასაბალანსებლად საჭირო სარეზერვო სიმძლავრის მოცულობებს, რომლებიც შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მიერ არ იქნა დარეზერვებული, საქართველოს კანონმდებლობითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ გათვალისწინებული ფორმით არეზერვებს სისტემის კომერციული ოპერატორი და ღირებულებას ანაზღაურებს აღნიშნული კვალიფიციური საწარმო.
3. სიმძლავრის სასისტემო რეზერვი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულებაშია და გამოიყენება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების დასაბალანსებლად.
4. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნას ამოწმებს და ადასტურებს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ განსაზღვრული წესითა და პერიოდულობით.
5. თუ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნის შემოწმებისას არ დადასტურდება ამა თუ იმ რეზერვის წყაროდან წინასწარ განსაზღვრული სიმძლავრე ან/და სასისტემო რეზერვის მზადყოფნის შესაბამისი ხარისხი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ იმოქმედოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე გააუქმოს შესაბამისი ხელშეკრულების რეგისტრაცია და გაუგზავნოს ამ ხელშეკრულების მხარეებსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს სათანადო შეტყობინება. აღნიშნული გარემოება ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველია.
6. სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება ამოქმედებისათვის საჭიროებს იმავე პირობებისა და პროცედურების დაკმაყოფილებას, როგორსაც – პირდაპირი ხელშეკრულება, მათ შორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მის რეგისტრაციას.“.
6. 232 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
7. 233 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 233. ელექტროენერგიის ბალანსები
1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსს, რომელიც მოიცავს ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების მაჩვენებლებს.
2. დამტკიცებული ელექტროენერგიის ბალანსის გათვალისწინებით, ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურად ფუნქციონირების ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოების საშუალებებისა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდების წყაროების ყოველდღიურ და საათობრივ დაგეგმვას (საჭიროების შემთხვევაში – გადამოწმებას), სისტემაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ახორციელებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი.“.
8. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების ურთიერთობები ხორციელდება სათანადო ხელშეკრულებების საფუძველზე, ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესებით.“.
9. 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) იხელმძღვანელოს დამტკიცებული ბალანსებით, ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ გათვალისწინებული წესითა და პირობებით უზრუნველყოს პირდაპირი ხელშეკრულების შესრულება და საბალანსო ელექტროენერგიითა და სიმძლავრის სასისტემო რეზერვით ელექტროენერგიის მყიდველთა და გამყიდველთა მოთხოვნის დაკმაყოფილება ან მოახდინოს ელექტროენერგიის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა ან შეწყვეტა;“.
10. 43-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-6–მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გატარების ტარიფები დგინდება ტარიფების მეთოდოლოგიით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
7. ელექტროენერგიის გატარების ტარიფები განისაზღვრება გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში იმ ელექტროენერგიის გატარებისათვის, რომელიც არ არის შესყიდული ელექტროენერგიის მომხმარებლის მიერ ამ გამანაწილებელი ქსელის მფლობელი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისაგან, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ახორციელებს თავის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის განაწილების სხვა ლიცენზიატის კუთვნილი ელექტროენერგიის გატარებას. გატარების ტარიფები იანგარიშება განაწილების ლიცენზიატის მიერ გატარების მომსახურებაზე გაწეული ხარჯებისა და გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საფუძველზე, რომლის შესახებაც განაწილების ლიცენზიატი კომისიას წარუდგენს შესაბამის განაცხადსა და დოკუმენტაციას საკუთარი ინიციატივით ან კომისიის მოთხოვნით.
8. ელექტროენერგიის გატარების ტარიფი აუნაზღაურდება ელექტროენერგიის განაწილების შესაბამის ლიცენზიატს.“;
გ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. თუ მეთოდოლოგია ან ამ კანონის შესაბამისად გამოცემული სხვა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სხვა წესს არ ითვალისწინებს, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატსა და იმპორტიორს უდგინდებათ ელექტროენერგიის გასაყიდი ტარიფის ზედა ზღვარი, ხოლო იმ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატს, რომელიც ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით“ მიჩნეულია ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მარეგულირებელ სადგურად, უდგინდება ამ კანონით გათვალისწინებული ფიქსირებული ტარიფი.“.
11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 431მუხლი:
„მუხლი 431. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ტარიფი
1. რეზერვის წყაროსთვის (შესაბამისი ელექტროენერგიის მწარმოებლისთვის), წარმოების ტარიფის გარდა, კომისია ასევე ადგენს ორგანაკვეთიან ტარიფს, რომელიც შედგება სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ტარიფისა და გამოყენებული რეზერვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფისაგან.
2. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ტარიფი უზრუნველყოფს რეზერვის წყაროს (შესაბამისი ელექტროენერგიის მწარმოებლის) მუდმივი ხარჯების ანაზღაურებას. გამოყენებული რეზერვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფში აისახება ელექტროენერგიის წარმოების ტარიფისათვის ამ კანონითა და ტარიფების მეთოდოლოგიით გათვალისწინებული ხარჯები, გარდა სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ტარიფში ასახული ხარჯებისა.
3. ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, რეზერვის წყაროსთვის (შესაბამისი ელექტროენერგიის მწარმოებლისთვის) დადგენილი ორგანაკვეთიანი ტარიფი ვრცელდება მხოლოდ შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედებისა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოების საშუალების სიმძლავრის სასისტემო რეზერვის სათანადო მზადყოფნის პერიოდზე.“.
12. 48-ე და 49-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
13. 491 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2007 წლის 1 აგვისტომდე ძაბვების მიხედვით დაადგინოს ელექტროენერგიის გატარების ტარიფები კვალიფიციური საწარმოებისათვის მოქმედი განაწილების ტარიფის არანაკლებ 20%-ისა, ხოლო დანარჩენი მომხმარებლებისათვის – არა უმეტეს მოქმედი განაწილების ტარიფისა. ამ მუხლით დადგენილი ტარიფების გადასინჯვა ტარიფების მეთოდოლოგიის მიხედვით განხორციელდება შესაბამისი ლიცენზიატის სატარიფო განაცხადის საფუძველზე.“.
14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 492 მუხლი:
„მუხლი 492. სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის დროებითი წესი
1. ელექტროენერგეტიკული სისტემის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის მიზნით, სისტემის კომერციული ოპერატორი გარანტირებული რეზერვის წყაროსთან სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე სრული მოცულობით შეისყიდის სიმძლავრის სასისტემო რეზერვს.
2. სიმძლავრის სასისტემო რეზერვი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულებაშია და გამოიყენება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების დასაბალანსებლად. ამასთანავე, რეზერვის წყარო (შესაბამისი ელექტროენერგიის მწარმოებელი) ელექტროენერგიას ყიდის მხოლოდ სისტემის კომერციულ ოპერატორთან შეთანხმებით.
3. განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი და ექსპორტიორი ვალდებული არიან აუნაზღაურონ სისტემის კომერციულ ოპერატორს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის საფასური ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესებით.
4. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნას ამოწმებს და ადასტურებს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ განსაზღვრული წესითა და პერიოდულობით.
5. თუ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნის შემოწმებისას არ დადასტურდება ამა თუ იმ რეზერვის წყაროდან წინასწარ განსაზღვრული სიმძლავრე ან/და სასისტემო რეზერვის მზადყოფნის შესაბამისი ხარისხი, სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ იმოქმედოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ინტერესებიდან გამომდინარე და გაუგზავნოს ხელშეკრულების მხარეებს სათანადო შეტყობინება. აღნიშნული გარემოება ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველია.
6. განაწილების ლიცენზიატისაგან, პირდაპირი მომხმარებლისა და ექსპორტიორისაგან სიმძლავრის სასისტემო რეზერვის საფასურის ამოღებასა და შესაბამისი კვალიფიციური საწარმოსთვის ანაზღაურებას ახდენს სისტემის კომერციული ოპერატორი.
7. ამ მუხლის მოქმედების ვადის ამოწურვა არ ათავისუფლებს მხარეებს ფინანსური ვალდებულების შესრულებისაგან.
8. ეს მუხლი მოქმედებს 2007 წლის 1 სექტემბრამდე.“.
15. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 50. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის 231 მუხლი ამოქმედდეს 2007 წლის 1 სექტემბრიდან.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 8 ივნისი.
№4911–Iს
დოკუმენტის კომენტარები