„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2326-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.018827
2326-IIს
04/05/2018
ვებგვერდი, 11/05/2018
300280000.05.001.018827
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ლ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ1) ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი:

1.ა) მომხმარებელი, რომელიც საკუთარი საჭიროებისათვის ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების ან გადაცემის ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან სხვა მომხმარებლის კუთვნილი ქსელიდან, აღნიშნულ ქსელზე (ქსელებზე) მდებარე მიწოდების წერტილებიდან ჯამურად, კალენდარული წლის შედეგებით, საშუალოდ თვიურად მოიხმარს არანაკლებ 15 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას და აკმაყოფილებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილ მოთხოვნებს;

1.ბ) ამ მუხლის „ლ1.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომხმარებლის გარდა, ნებისმიერი სხვა მომხმარებელი, რომელიც აკმაყოფილებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილ მოთხოვნებს და ნებაყოფლობით არის რეგისტრირებული საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი.

შენიშვნა:

1. პირის პირდაპირი მომხმარებლის სტატუსით რეგისტრაციას აქვს შეუქცევი ხასიათი. შესაბამისად, პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრირებულ პირს უფლება არა აქვს, მოითხოვოს საცალო მომხმარებლად რეგისტრაცია.

2. პირდაპირი მომხმარებლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ობიექტზე (ობიექტებზე) ან მის (მათ) ნაწილზე (ნაწილებზე) საკუთრების/მფლობელობის უფლების ცვლილების შედეგად წარმოქმნილი ახალი მომხმარებელი არის პირდაპირი მომხმარებელი, მიუხედავად ქსელთან მიერთების სქემის ცვლილებისა;“;

ბ) „ჰ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ6) საცალო მომხმარებელი − მომხმარებელი, რომელიც არ არის ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი, ხოლო ბუნებრივ გაზს იღებს განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან, მოიხმარს მას მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის და არ არის ბუნებრივი გაზის პირდაპირი მომხმარებელი;“;

გ) „ჰ28“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ29“–„ჰ31“ ქვეპუნქტები:

„ჰ29) „მომსახურების ხარისხის წესები“ − კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატებისათვის,  წყალმომარაგების ლიცენზიატებისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებისათვის (რომლებიც ბუნებრივ გაზს აწვდიან საცალო მომხმარებელს) ადგენს მომარაგების წყვეტის დროული აღმოფხვრისა და შემცირების, მომარაგების წყვეტის შესახებ მომხმარებლის ინფორმირებისა და მომხმარებლის განცხადებაზე რეაგირების მომსახურების სტანდარტების მინიმალურ დონეს, ამ მომსახურების პროცესის რეალურ დროში კონტროლის პირობებს, სტანდარტების შესრულების სამიზნე მაჩვენებლებს და მომხმარებლისათვის კომპენსაციის გაცემის წესს;

30) „ინვესტიციების შეფასების წესი“ − კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადგენს სატარიფო რეგულირებისადმი დაქვემდებარებული ლიცენზიატების მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმებისა და მათი შემადგენელი პროექტების კომისიისათვის წარდგენის, კომისიის მიერ მათი შეთანხმების, აგრეთვე შეთანხმებულ საინვესტიციო გეგმებში ან/და პროექტებში ცვლილების შეტანის და მათი განხორციელების შესახებ ანგარიშგების წესსა და პირობებს;

31) „ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესი“ − კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადგენს ენერგეტიკულ სექტორში რეგულირებისადმი დაქვემდებარებული საწარმოების მიერ კომისიისათვის წარსადგენ ანგარიშგების ფორმებსა და მონაცემებს, მათი წარდგენის საშუალებებსა და პერიოდულობას, ანგარიშგების კონფიდენციალურობის დაცვისა და გამჭვირვალობის პრინციპებს, აგრეთვე კომისიის მიერ ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნების პერიოდულობას, წესსა და პირობებს.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია საკანონმდებლო აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – დადგენილებას. კომისიის დადგენილებით მტკიცდება:

ა) კომისიის დებულება;

ბ) ადმინისტრაციული წარმოების დებულება;

გ) სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები;

დ) რეგულირების საფასურის ოდენობა და გაანგარიშების წესი;

ე) ლიცენზირების წესები;

ვ) „მიწოდებისა და მოხმარების წესები“;

ზ) ტარიფების მეთოდოლოგია;

თ) ტარიფები (მათ შორის, ზღვრული);

ი) ნორმატიული დანაკარგების ოდენობა და გაანგარიშების წესი;

კ) ქსელის წესები;

ლ) „მომსახურების ხარისხის წესები“;

მ) „ინვესტიციების შეფასების წესი“;

ნ) „ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესი“.“.

3. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის ბოლომდე დაამტკიცოს თავისი მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასები და შემოსავლები. კომისია ყოველი წლის 15 სექტემბრისათვის ლიცენზიატებისაგან, იმპორტიორებისა და მიმწოდებლებისაგან მიღებული მომავალი წლის საქმიანობის მოცულობის პროგნოზის საფუძველზე ადგენს რეგულირების საფასურს, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის მომავალი საბიუჯეტო წლისათვის დაგეგმილი ხარჯების დაფარვას. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი.“.

4. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. კომისიის ყოველწლიური ანგარიში 

კომისია ყოველი წლის 1 მაისამდე ადგენს თავისი საქმიანობის შესახებ გასული წლის ანგარიშს, რომელსაც უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და სამინისტროს. კომისიის ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.“.

5. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. დაუშვებელია ერთ ტერიტორიულ ერთეულში (ქალაქი, დაბა, სოფელი) ორი ან ორზე მეტი განაწილების ლიცენზიის ან წყალმომარაგების ლიცენზიის გაცემა.“.

6. 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საქმიანობის დაწყების ან შეწყვეტის შემთხვევაში არანაკლებ 5 დღით ადრე აცნობოს კომისიას ამის შესახებ.“.

7. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 45. ტარიფის ამოქმედება

ტარიფს კომისია ამტკიცებს კომისიაში სატარიფო განაცხადის შეტანიდან 180 დღის განმავლობაში, თუ იგი აკმაყოფილებს სატარიფო განაცხადის მიმართ კომისიის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4911 მუხლი:

„მუხლი 4911. ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციის დროებითი (გარდამავალი) წესი

1. მომხმარებელი, რომელიც საკუთარი საჭიროებისათვის ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან სხვა მომხმარებლის კუთვნილი ქსელიდან და რომელმაც აღნიშნულ ქსელზე (ქსელებზე) მდებარე მიწოდების წერტილებიდან ჯამურად, 2018 წლის პირველი სამი თვის შედეგებით, მოიხმარა თვეში საშუალოდ არანაკლებ 15 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია, 2018 წლის 1 მაისიდან არის ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი.

2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ბაზრის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორსა და შესაბამის მომხმარებლებს.“.

მუხლი 2

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ:

ა) 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს „მომსახურების ხარისხის წესების“ დამტკიცება;

ბ) 2019 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დამტკიცება:

ბ.ა) „ინვესტიციების შეფასების წესი“;

ბ.ბ) „ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესი“;

გ) 2018 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2018 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის (აქტების) ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 მაისი 2018 წ.

N2326-IIს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.