„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1291-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.017118
1291-რს
24/09/2013
ვებგვერდი, 08/10/2013
300280000.05.001.017118
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

 

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ენერგეტიკული ობიექტების დაცვის ზონები, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფები, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრები, დაცვის ზონებში მოქმედი შეზღუდვები და სამუშაოთა წარმოების პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

2. მე-6 მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია შედგება 5 წევრისაგან. კომისიის წევრთა კანდიდატურებს  საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც კომისიის წევრებს ირჩევს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

2. კომისიის წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ამ კანონით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება.

3. კომისიის წევრი აირჩევა 6 წლით. კომისიის წევრი შეიძლება ხელახლა არჩეულ იქნეს 6-წლიანი ვადით. თუ კომისიის წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, საქართველოს პარლამენტი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ირჩევს კომისიის ახალ წევრს დარჩენილი ვადით.“.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის წევრის გადაყენების თაობაზე გადაწყვეტილებას სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს საქართველოს პარლამენტი, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება ავტომატურად, შესაბამისი იურიდიული ფაქტის დადგომისთანავე.“.

  4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს კომისიის თავმჯდომარედ ასარჩევად წარუდგენს კომისიის ერთ-ერთი წევრის კანდიდატურას. პარლამენტი კენჭს უყრის წარმოდგენილ კანდიდატურას და სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის  თავმჯდომარეს უფლება აქვს, გადადგეს ამ თანამდებობიდან, მაგრამ დარჩეს კომისიის წევრად დარჩენილი ვადით. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის რომელიმე წევრს დააკისროს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება.“.

მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. საქართველოს პარლამენტმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

3. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ კანონს, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე.

 მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

24 სექტემბერი 2013 წ.

N1291-რს