„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4865-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110706009, 06/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.016367
  • Word
4865-რს
21/06/2011
ვებგვერდი, 110706009, 06/07/2011
300280000.05.001.016367
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

 ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებიშეტანის თაობაზე

 მუხლი 1. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ:

1. მე-2 მუხლის:

ა) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) მიმწოდებელი – პირი, რომელიც იძენს ბუნებრივ გაზს და ყიდის მას სხვა მიმწოდებლებზე ან/და მომხმარებლებზე;“;

ბ) 15 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ15) წყალმომარაგების საქმიანობა – სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაცია, მომხმარებლებისათვის სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება კონკრეტული წყალმომარაგების სისტემის/სისტემების ფარგლებში;;

გ) 21 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ21) სასმელი წყლის ხარჯვის ნორმა – წყალმომარაგების ტარიფის გაანგარიშებისას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ თითოეული წყალმომარაგების ლიცენზიატისათვის ინდივიდუალურად განსაზღვრული ერთ სულ მოსახლეზე სასმელი წყლის ნორმა, რომელიც აისახება წყალმომარაგების ტარიფში;“.

2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების, აგრეთვე წყალმომარაგების ლიცენზირების წესებისა და პირობების დადგენა, ლიცენზიების გაცემა, მათში ცვლილების შეტანა და მათი გაუქმება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და ლიცენზირების წესების შესაბამისად;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სასმელი წყლის ხარჯვის ნორმების განსაზღვრა.“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – დადგენილებას. კომისიის დადგენილებით მტკიცდება კომისიის დებულება, საქმისწარმოების წესები და პროცედურები, სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები, რეგულირების საფასურის ოდენობა და გაანგარიშების წესი, ლიცენზირების წესები, მიწოდებისა და მოხმარების წესები, ტარიფების მეთოდოლოგია, ტარიფები (მათ შორის, ზღვრული), ნორმატიული დანაკარგების ოდენობა და გაანგარიშების წესი. კომისიის დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს საკანონმდებლო აქტით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.“.

4. 24-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) წყალმომარაგება.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აკრძალულია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ელექტროენერგიის წარმოება, დისპეტჩერიზაცია, გადაცემა და განაწილება, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება და განაწილება, აგრეთვე წყალმომარაგება.“.

5. 25-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლიცენზიის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების გარდა, ამ კანონში აღნიშნული ლიცენზიის მაძიებლმა სალიცენზიო განაცხადთან ერთად კომისიას უნდა წარუდგინო:

ა) წარმოების საშუალებების ფლობის (ამ საშუალებებით სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) წარმოების საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დასკვნა;

გ) ძირითად საშუალებათა (აქტივების) ჩამონათვალი და საწარმოს შეფასების (აუდიტის) დასკვნა;

დ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვნა (საჭიროების შემთხვევაში);

ე) საქართველოს ელექტრულ ან ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის ტექნიკური პირობა (გარდა ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიისა);

ვ) მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისი ელექტრული ან ბუნებრივი გაზის ქსელის სქემა (გარდა ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიისა).“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. წყალმომარაგების ლიცენზიის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების გარდა, ლიცენზიის მაძიებელმა სალიცენზიო განაცხადთან ერთად კომისიას უნდა წარუდგინოს:

ა) წარმოების საშუალებების ფლობის (ამ საშუალებებით სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტები;

) ძირითად საშუალებათა (აქტივების) ჩამონათვალი და საწარმოს შეფასების (აუდიტის) დასკვნა.“;

გ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია გასცეს ლიცენზია ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი და 11 პუნქტებით დადგენილი დოკუმენტაციის გარეშე, შემდგომ ლიცენზიატის მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენის პირობით.“.

7. 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სისტემის კომერციული ოპერატორი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი და ლიცენზიატი ვალდებული არიან სამინისტროსა და კომისიას წარუდგინონ და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადონ, ხოლო წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია:

) გასული წლის საქმიანობის ანგარიში;

) მომავალი წლის სამუშაო გეგმა;

) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც კომისია ან სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა..

8. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29. დავები

სისტემის კომერციული ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.“.

9. 391 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 391. წყალმომარაგების ლიცენზიატი

წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია:

) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

) განახორციელოს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაცია, სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება;

) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით უზრუნველყოს მომხმარებლისათვის საქართველოში მოქმედი სტანდარტების შესაბამისი ხარისხის სასმელი წყლის მიწოდება;

) უზრუნველყოს სასმელი წყლის ხარისხის მუდმივი კონტროლი;

) უზრუნველყოს წყლის ობიექტების სათანადოდ დაცვა და არ დაუშვას გარეშე პირების მიერ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე რაიმე სახის ზემოქმედება ან/და სასმელი წყლის დაბინძურება;

) დაამუშაოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები საგანგებო მდგომარეობაში ასამოქმედებლად, ასევე აწარმოოს შესაბამისი მოლაპარაკებები და შეთანხმებები სხვა პირებთან ასეთ შემთხვევებში სასმელი წყლის მიწოდების თაობაზე;

) საგანგებო პერიოდებში უზრუნველყოს სასმელი წყლის გამოყოფილი ლიმიტების, დადგენილი რეჟიმების დაცვა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების უპირატესი მომარაგება, მათ მიერ წყალმომარაგების საფასურის გადახდის პირობით;

) უზრუნველყოს საზოგადოებისათვის შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა:

.) დამტკიცებული ტარიფები;

.) მომსახურების დამტკიცებული პირობები;

) შეიმუშაოს და კომისიასა და საზოგადოებას წარუდგინოს საინვესტიციო პროგრამა;

 კ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური.“.

10. 432 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისია უფლებამოსილია სატარიფო განაცხადის საფუძველზე, წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემებისათვის დაადგინოს წყალმომარაგების ტარიფები თვითმმართველი ერთეულების მიხედვით.“.

11. VII1 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ელექტროენერგის გადამცემ და გამანაწილებელ, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და გამანაწილებელ ან წყალმომარაგების ქსელზე დაშვება; ახალი მომხმარებლის მიერთება“.

12. 461 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 461. ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და გამანაწილებელ ან წყალმომარაგების ქსელზე დაშვება

1.  ელექტროენერგის განაწილების ან/და გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის საფასურად თავის ქსელში გაუტაროს ელექტროენერგია იმ პირებს, რომლებსაც ამ კანონით უფლება აქვთ, ელექტროენერგია გაყიდონ უშუალოდ ელექტროენერგიის მომხმარებლებზე.

2.  ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან/და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის საფასურად მომხმარებელს თავის ქსელში გაუტაროს ბუნებრივი გაზი.

3.  წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის საფასურად სხვა წყალმომარაგების ლიცენზიატს თავის ქსელში გაუტაროს სასმელი წყალი.

4.  თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ან/და წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის ფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის ფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა.

5.  ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული გატარების საფასურის გაანგარიშების წესები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებისათვის დგინდება კომისიის დადგენილებით..

13. 497 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომისია უფლებამოსილია სასმელი წყლის მიწოდების ან/და წყალარინების ტარიფები თითოეული წყალმომარაგების ლიცენზიატისათვის ინდივიდუალურად დაადგინოს.“.

მუხლი 2. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შეიმუშაოს და 2014 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელი ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესები.

მუხლი 3

1. ყველა პირი, რომელიც ახორციელებს სასმელი წყლის მიწოდებას ან/და წყალარინებას, ვალდებულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს ამ კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის, წყალმომარაგების ლიცენზიის მისაღებად წარადგინოს სათანადო მოთხოვნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.

2. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სათანადო მოთხოვნის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადაში წარუდგენლობა განიხილება, როგორც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის დარღვევა, რომელიც გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას, მათ შორის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებას.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი              მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 21 ივნისი.

№4865-რს