დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5499-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/06/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 27/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280000.05.001.018175 |
|
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ჰ13“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ13) გარანტირებული სიმძლავრის წყარო – ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირებისა და საჭირო მინიმალური გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული თბოელექტროსადგური ან თბოელექტროსადგურები (წარმოების ლიცენზიატი ან წარმოების ლიცენზიატები), რომელსაც/რომლებსაც გაჩერებული მდგომარეობიდან ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაცია შეუძლია არაუმეტეს 24 საათისა და სიმძლავრის აღება – არაუმეტეს მომდევნო 12 საათის განმავლობაში. საქართველოს მთავრობა ასევე განსაზღვრავს შესაბამისი წყაროს მიერ ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდს. ამასთანავე, 2010 წლის შემდეგ აშენებული თბოელექტროსადგურის შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ შეიძლება განსაზღვროს კომისიის მიერ დადგენილი მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ის პროცენტული წილი, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის საფასურით უნდა ანაზღაურდეს;“. 2. 431 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: „21. 2010 წლის შემდეგ აშენებული თბოელექტროსადგურის შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ შეიძლება განსაზღვროს კომისიის მიერ დადგენილი მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ის პროცენტული წილი, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის საფასურით უნდა ანაზღაურდეს. 22. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მუდმივ (ფიქსირებულ) დანახარჯებს აფასებს და ადგენს კომისია ამ კანონის შესაბამისად. ამასთანავე, თუ ამ მუხლის 21 პუნქტის თანახმად საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კომისიის მიერ დადგენილი მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების გარანტირებული სიმძლავრის საფასურში ნაწილობრივ ასახვის თაობაზე, კომისიის მიერ შეფასებული და დადგენილი მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯები გარანტირებული სიმძლავრის საფასურში აისახება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროპორციით, ხოლო დარჩენილი ნაწილი გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფში აისახება.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფში ამ კანონითა და ტარიფების მეთოდოლოგიით გათვალისწინებული წესით აისახება უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოებასთან დაკავშირებული დანახარჯები, აგრეთვე ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ის ნაწილი, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის საფასურში არ აისახა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 22 ივნისი 2016 წ. N5499-IIს |
დოკუმენტის კომენტარები