დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1651-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 27/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280000.05.001.018638 |
|
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დააკისროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის დარგში, მათ შორის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში, სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა, ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შექმნა და მიღება;“. 2. მე-2 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) გადამცემი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადამცემი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს. გადამცემი ქსელი მოიცავს 110 კილოვოლტზე მაღალი ძაბვის გადამცემ საშუალებებს, მათ შორის, ქვესადგურებსა და ელექტროგადამცემ ხაზებს, აგრეთვე ძაბვის სხვა საფეხურის იმ გადამცემ ქსელებსა და შესაბამის ქვესადგურებს, რომლებიც საგანგებოდ აღინიშნება გადაცემის ლიცენზიაში, გამოიყენება ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის. ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. სავალდებულოა, გადამცემი ქსელი, გადამცემი ქსელის ყველა ნაწილი სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით გადაეცეს გადამცემი სისტემის ოპერატორს ოპერირების უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი და ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ერთი და იგივე პირია;“; ბ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 7 დეკემბერი 2017 წ. N1651-რს |
დოკუმენტის კომენტარები