„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5466
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 03/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.05.001.003.052
  • Word
5466
20/11/2007
სსმ, 40, 03/12/2007
300.280.000.05.001.003.052
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს კანონი აწესრიგებს ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას და ურთიერთობებს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვის, ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობის, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების სფეროებში და უზრუნველყოფს საქართველოს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად. ეს კანონი არ ვრცელდება წყლის ზედაპირული ან მიწისქვეშა ობიექტიდან წყლის ამოღებაზე ან/და მოპოვებაზე, ბუნებრივი გაზის ძებნა-ძიებაზე, მოპოვებაზე, დამუშავებასა და დაგროვებაზე, ბუნებრივი გაზის მწარმოებელსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობებზე, აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტრანზიტზე საქართველოს ტერიტორიის გავლით.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კონკურენციის განვითარების საფუძველზე და არსებული არაკონკურენტული ბაზრის რეგულირების მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოს საქართველოს წყალმომარაგების, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებისა და ტარიფების სისტემების ჩამოყალიბება და ამ საფუძველზე წყალმომარაგების, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების განსახორციელებლად გაწეული, ეკონომიკურად მიზანშეწონილი ხარჯების ზუსტი ასახვა ტარიფების სისტემებში;“;

გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) დააკისროს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სასმელი წყლის მიწოდების და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის სფეროში სატარიფო რეგულირება.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ვ“–„თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კომისია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

ზ) ლიცენზია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გადაწყვეტილების საფუძველზე პირისთვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული, ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება;

თ) ლიცენზიის მფლობელი (ლიცენზიატი) – პირი, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებული აქვს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება;“;

ბ) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) მიმწოდებელი – პირი, რომელიც იძენს ბუნებრივ გაზს და ყიდის მას სხვა მიმწოდებლებზე ან/და მომხმარებლებზე, აგრეთვე პირი, რომელიც ახორციელებს წყალმომარაგებას;“;

გ) „ჰ14“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ15“– „ჰ19“ ქვეპუნქტები:

„ჰ15) წყალმომარაგება – სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაცია, სასმელი წყლის მიწოდება და წყალარინება;

16) სასმელი წყალი – სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისი ხარისხის წყალი;

17) წყალარინება – ჩამდინარე წყლის გატარება და გამწმენდი ნაგებობების საშუალებით დასაშვებ ნორმამდე გაწმენდა;

18) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემა – წყლის მიღების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ქსელის (მილსადენები, რეზერვუარები, ღია და დახურული არხები, საჭიროების შემთხვევაში სატუმბავი სადგურები და სხვა) ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება წყლის მომხმარებლისათვის სასმელი წყლის მისაწოდებლად;

19) სასმელი წყლის მიწოდება – წყლის მომხმარებლისათვის სასმელი წყლის მიწოდება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით.“.

3. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია“.

4. მე-4 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სტატუსი და ფუნქციები“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია) არის „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული სახელმწიფო ქონების ბაზაზე.“;

გ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) წყალმომარაგების ტარიფის დადგენა.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 432 მუხლი:

    მუხლი 432. წყალმომარაგების ტარიფის დადგენის პრინციპები

კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგია და მის საფუძველზე დადგენილი წყალმომარაგების ტარიფი უნდა შეიცავდეს წყალმომარაგების საექსპლუატაციო დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების ხარჯებს, საკმარისი უნდა იყოს რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის და უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებების ამონაგების კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს.“.

    მუხლი 2

დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, 2008 წლის 1 მარტამდე განსაზღვროს სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტი.

    მუხლი 3

დაევალოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, 2008 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს წყალმომარაგების ტარიფის დადგენის მეთოდოლოგია.

    მუხლი 4

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიერ წყალმომარაგების ტარიფის დადგენამდე შენარჩუნებულ იქნეს ამ კანონის ამოქმედების დღისთვის არსებული ტარიფები.

    მუხლი 5

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 20 ნოემბერი.

№5466_IIს