ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ

ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 816
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.05.001.000.230
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
816
27/06/1997
პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
300.280.000.05.001.000.230
ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (27/12/2005 - 09/06/2006)

                                            საქართველოს კანონი

                     ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ

                 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზნები და ამოცანები

1. ეს კანონი აწესრიგებს ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობასა და ურთიერთობებს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების სფეროებში და უზრუნველყოფს საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად. ეს კანონი არ ვრცელდება ბუნებრივი გაზის ძებნა-ძიებაზე, მოპოვებაზე, დამუშავებასა და დაგროვებაზე, ბუნებრივი გაზის მწარმოებელსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობებზე, აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტრანზიტზე საქართველოს ტერიტორიის გავლით.

2. კანონის მიზანია:

ა) კონკურენციის განვითარების საფუძველზე და არსებული არაკონკურენტული ბაზრის რეგულირების მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოს საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებისა და ტარიფების სისტემების ჩამოყალიბება და ამ საფუძველზე ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების განსახორციელებლად გაწეული, ეკონომიკურად მიზანშეწონილი ხარჯების ზუსტი ასახვა ტარიფების სისტემებში;

ბ. შექმნას ყველა კატეგორიის მომხმარებლის სტაბილური ელექტრომომარაგებისათვის და ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო სამართლებრივი საფუძველი;

გ. ხელი შეუწყოს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის დარგების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით.

დ. ხელი შეუწყოს ბუნებრივი გაზის ადგილობრივი რესურსების გამოყენებას.

3. კანონის ამოცანაა:

ა) დააკისროს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკის დარგში, მათ შორის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში, სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა, ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შექმნა და მიღება, აგრეთვე გაათავისუფლოს იგი ამ დარგებში მესაკუთრის, ოპერატიულ-სამეურნეო და მარეგულირებელი ფუნქციებისაგან;

ბ) განსაზღვროს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტისა და ექსპორტის, ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირებისა და განაწილების, ასევე მომხმარებელთა საქმიანობისა და ურთიერთობების რეგულირების ძირითადი პრინციპები საჯაროობისა და თანასწორობის საფუძველზე და ამ მიზნით შექმნას ენერგეტიკის დარგის მარეგულირებელი დამოუკიდებელი სისტემის ჩამოყალიბების სამართლებრივი საფუძვლები;

გ) ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის გაზრდას;

დ) უზრუნველყოს კონკურენციის განვითარება საქართველოს ელექტროენერგეტიკულ და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1124-სსმI, №13, 12/04.2005წ., მუხ.77

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 2. განმარტებები

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობა – გადამცემი ქსელის ექსპლუატაცია გადამცემი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღების პუნქტიდან მიწოდების პუნქტში ტრანსპორტირების მიზნით;

ბ) გადამცემი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადამცემი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს. გადამცემი ქსელი მოიცავს 110 კილოვოლტზე მაღალი ძაბვის გადამცემ საშუალებებს, მათ შორის, ქვესადგურებს და ელექტროგადამცემ ხაზებს, აგრეთვე იმ 35- და 110-კილოვოლტიან გადამცემ ქსელებს და შესაბამის ქვესადგურებს, რომლებიც საგანგებოდ აღინიშნება გადაცემის ლიცენზიაში და გამოიყენება ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის; სხვა 35- და 110-კილოვოლტიანი ქსელები გამანაწილებელი საშუალებების ნაწილია. ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიას ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

გ) გამანაწილებელი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამანაწილებელი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიწოდების პუნქტებს და მომხმარებელს. გამანაწილებელი ქსელი მოიცავს 0,4-6-10-35-110 კილოვოლტი ძაბვის ქსელებს, გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა. ამავე ტერმინით აღინიშნება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი, რომელიც მოიცავს 1,2-0,6-0,3-0,005 მპა წნევის გაზსადენებს;

დ) ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა – ორი ან მეტი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მიწოდების პუნქტიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და ელექტროენერგიის მომხმარებლებზე რეალიზაცია კონკრეტული გამანაწილებელი ქსელისა და ადმინისტრაციული ზონის (ზონების) ფარგლებში;

ე) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის საქმიანობა – ლიცენზიატების და მომხმარებლების ტექნიკური მართვა მიწოდებისა და მოხმარების სტაბილური რეჟიმის უზრუნველსაყოფად და საქართველოსა და სხვა ქვეყნის (ქვეყნების) ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის განხორციელება. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ დისპეტჩერიზაციის საქმიანობის ერთი ლიცენზიის გაცემა;

ვ. „კომისია“ _ საქართველოს ენერგეტიკი მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

ზ) ლიცენზია – საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გადაწყვეტილების საფუძველზე პირისთვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული, ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება;

თ) ლიცენზიის მფლობელი (ლიცენზიატი) – პირი, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებული აქვს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება;

ი. „მიღების პუნქტი“ _ პუნქტი, რომელშიც გადაცემის ლიცენზიატი გადამცემ ქსელში მიიღებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას, სხვა ქვეყნის  ენერგოსისტემისაგან ელექტროენერგიის იმპორტის ჩათვლით ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემაში მიიღებს ბუნებრივ გაზს, იმპორტის ჩათვლით;

კ. „მიწოდების პუნქტი“ _ პუნქტი, რომელშიც გადაცემის ლიცენზიატი გადამცემი ქსელიდან მიაწოდებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას განაწილების ლიცენზიატს, პირდაპირ მომხმარებელს ან სხვა ქვეყნი   ენერგოსისტემას, ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემიდან მიაწოდებს ბუნებრივ გაზს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს, პირდაპირ მომხმარებელს ან სხვა ქვეყნების ტრანსპორტირების სისტემებს;

ლ) პირდაპირი მომხმარებელი – პირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელიდან „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესებისა და პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხოლო ბუნებრივ გაზს – ტრანსპორტირების სისტემიდან, და რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი;

მ) რეგულირების საფასური – „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გადასახდელი;

ნ) ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობა – წარმოების საშუალების მიერთება გადამცემ ან/და გამანაწილებელ ქსელთან და ელექტროენერგიის მიწოდება (ან მისი მიწოდებისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფა) გადაცემის, განაწილების ან მომხმარებლის ელექტრულ ქსელში ამ ენერგიის გაყიდვის მიზნით;

ო) ექსპორტიორი – პირი, რომელიც მიწოდების პუნქტში ყიდის ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) საქართველოს ფარგლებს გარეთ;

პ) იმპორტიორი – პირი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარედან ერთ ან მეტ მიწოდების პუნქტში მიიღებს და გაყიდის ან/და თვითონ მოიხმარს ელექტროენერგიას (სიმძლავრეს);

ჟ) საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი (ელექტრობაზარი) – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობათა მართვისა და ელექტროენერგეტიკაში კონკურენციის ეტაპობრივი განვითარების მიზნით ჩამოყალიბებული კერძო სამართლის იურიდიული პირი;

რ. (ამოღებულია);

ს. (ამოღებულია);

.  ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ელექტრობაზრის ფუნქციონირებას, მართვას, ელექტრობაზრის ან/და პირდაპირი ხელშეკრულებების მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის, გადაცემის, გატარების, დისპეტჩერიზაციის და ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და ფინანსურ ურთიერთობებს, მათ შორის, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენისა და შესრულების წესებს და პირდაპირი ხელშეკრულებებით გასაყიდი ელექტროენერგიის კვოტებს, პირდაპირი ხელშეკრულებების დადებისა და ძალაში შესვლის პირობებს;

უ. (ამოღებულია);

ფ. „ბუნებრივი გაზი“ ან „გაზი“ _ ნახშირწყალბადები, რომლებიც 1.2 მპა წნევასა და 200C  ტემპერატურაზე აირად მდგომარეობაშია და რომელთა თბური შემცველობაა არანაკლებ 31.8მჯ/მ3 (7600 კკალ/მ3);

ქ. „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემა” ან „ტრანსპორტირების სისტემა“ _ ყველა მილსადენი, საკომპრესორო სადგური, საზომი სადგური და სხვა მოწყობილობა, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის, მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2 მპა-ზე მეტ წნევაზე სამუშაოდ, აკავშირებს მიღების პუნქტს მიწოდების პუნქტთან და რომელთაც ფლობს ან მართავს ან/და ექსპლუატაციას უწევს ტრანსპორტირების ლიცენზიატი. ტრანსპორტირების სისტემა მოიცავს ყველა მილსადენს და მოწყობილობას, რომელიც მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2 მპა-ზე მეტ წნევაზე სამუშაოდ, საკომპრესორო სადგურების, საზომი სადგურებისა და სხვა მოწყობილობების ჩათვლით, რომლებიც მითითებულია ტრანსპორტირების ლიცენზიაში;

ღ) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობა – ტრანსპორტირების სისტემის ექსპლუატაცია ტრანსპორტირების სისტემის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიღების პუნქტიდან მიწოდების პუნქტში ტრანსპორტირების მიზნით;

ყ) ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა – ერთი ან მეტი მიწოდების პუნქტიდან ბუნებრივი გაზის მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და მიმწოდებლის მოთხოვნით ბუნებრივი გაზის მომხმარებლების მომარაგება კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში;

შ) მიმწოდებელი – პირი, რომელიც იძენს ბუნებრივ გაზს და ყიდის მას სხვა მიმწოდებლებზე ან/და მომხმარებლებზე;

ჩ) სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

ც) „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები“ – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის და ტრანსპორტირების ტექნიკურ, კომერციულ და ფინანსურ ურთიერთობებს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის ბალანსების შედგენისა და შესრულების წესებს;

ძ) ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა – საქართველოსა და სხვა ქვეყნის (ქვეყნების) ელექტროენერგეტიკული სისტემების სინქრონული მუშაობის რეჟიმი, რომლის დროსაც ხორციელდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ურთიერთგადადინება;

წ) ელექტროენერგიის სალდო-გადადინება – ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის დროს ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას ურთიერთგადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობებს შორის წარმოქმნილი სხვაობა;

ჭ) საიმედოობის სტანდარტები – გადაცემის ან ტრანსპორტირების ლიცენზიატის შესაძლებლობა, დააკმაყოფილოს სისტემის მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნები, მიუხედავად მუშაობის პირობების ცვლილებისა. აღნიშნული სტანდარტი შეიძლება აისახოს შესაბამისი ბაზრის წესებში, ასევე შესაბამის ლიცენზიებში;

ხ) ხელშეკრულების მხარის საიმედოობის სტანდარტი – მოთხოვნა, რომ დისპეტჩერიზაციის ან ტრანსპორტირების ლიცენზიატი და ხელშეკრულების სხვა მხარე ვალდებული იყვნენ ადეკვატურად ასახონ მათი მოსალოდნელი დატვირთვა და ცვლილებები ისე, რომ არ გამოიწვიონ გაუმართლებლად ზედმეტი ხარჯების წარმოქმნა ხელშეკრულების მხარეების მიმართ. აღნიშნული სტანდარტი შეიძლება აისახოს შესაბამისი ბაზრის წესებში, ასევე შესაბამის ლიცენზიებში;

ჯ) დერეგულირება – ამ კანონიდან გამომდინარე, ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წარმოების ლიცენზიატის საქმიანობა ტარიფის დადგენის გარეშე ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის საქმიანობა ლიცენზიისა და ტარიფის დადგენის გარეშე;

ჰ) საგანგებო მდგომარეობა – „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სიტუაცია;

1) „ბაზრის წესები“ – „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“ და „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები“;

2) „მიწოდებისა და მოხმარების წესები“ – „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“ და „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები“;

3) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“ – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის განაწილების ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების ან/და მოხმარების დროს, გარდა პირდაპირ მომხმარებლებთან დაკავშირებული ურთიერთობებისა;

4) „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს მიმწოდებელს, განაწილების ლიცენზიატს ან/და მომხმარებელს შორის განაწილების ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების ან/და მოხმარების დროს, გარდა პირდაპირ მომხმარებლებთან დაკავშირებული ურთიერთობებისა;

5) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური – ელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე და წარმოებული ელექტროენერგია საერთო წლიურ ბალანსში უმნიშვნელოა. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების კლასიფიკაცია და სტატუსი განისაზღვრება ენერგეტიკის პოლიტიკით;

6) საცალო მომხმარებელი – პირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს განაწილების ლიცენზიატისგან, ხოლო ბუნებრივ გაზს – განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან, და მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის. საცალო მომხმარებლის მიერ გარე მომარაგების ქსელის შეცვლა ან ახალი ქსელის აშენება დასაშვებია მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების საფუძველზე.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

თავი II

სახელმწიფო პოლიტიკა ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში

       საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 3. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება

1. სამინისტრო შეიმუშავებს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფს მათ განხორციელებას. ამ ამოცანის გადაწყვეტის პროცესში სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ენერგეტიკის დარგში განვითარების მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტების, აგრეთვე მათზე დაფუძნებული ენერგეტიკული სექტორის პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ბ) ენერგეტიკის დარგში რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი ინვესტიციებისა და საკრედიტო რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა, აგრეთვე სახელმწიფო ინვესტირების განხორციელება;

გ) ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების ოპტიმალურად წარმართვისა და ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე ამ დარგებში ობიექტების კონსერვაციისა და ლიკვიდაციის სტრატეგიისა და წესების შემუშავება;

დ) ენერგეტიკის დარგში საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობა, დარგის ტექნიკური და ეკონომიკური მდგომარეობის მონიტორინგი;

ე) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის გაზრდის ღონისძიებათა ერთიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;

ვ) ენერგეტიკის დარგში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საკონსტრუქტორო და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ინვესტიციებისა და საკრედიტო რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა, აგრეთვე სახელმწიფო ინვესტირების განხორციელება;

ზ) ენერგეტიკის დარგში ბუნების დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, პროგრამების შემუშავებისას და განხორციელებისას ეკოლოგიური ასპექტების ოპტიმალურად გათვალისწინება;

თ) ლიცენზიატებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებსა და უცხო ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებს შორის ურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა, აგრეთვე ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში ტრანზიტისა და ექსპორტ-იმპორტის ურთიერთობების ხელშეწყობა;

ი) საგანგებო მდგომარეობისთვის ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება;

კ) ენერგეტიკის დარგის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიის განსაზღვრა, რეკომენდაციების შემუშავება, ასევე მომხდარი ავარიებისა და სხვა ტექნიკურ გაუმართაობათა მიზეზების შესწავლა და სათანადო დასკვნების მომზადება;

ლ) ენერგეტიკული რესურსების მოპოვების გაფართოების, განახლებადი (ალტერნატიული) ენერგიის წყაროების უპირატესი ათვისების, ენერგოეფექტიანი ღონისძიებების ხელშეწყობა, რომლებიც დაკავშირებულია წარმოების ეფექტიანობის გაზრდასთან.

2. სამინისტროს ფუნქციებს არ მიეკუთვნება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში მესაკუთრის, მარეგულირებელი და ოპერატიულ-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება.

3. სამინისტრო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით ასევე ამტკიცებს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსს;

ბ) ბუნებრივი გაზის ბალანსს;

გ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებს“;

დ) „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებს“;

ე) „ენერგეტიკაში ენერგოობიექტების და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობის და მათით სარგებლობის წესებს“;

4. ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დერეგულირების თაობაზე.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოიცემა (მიიღება) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1124-სსმI, №13, 12/04.2005წ., მუხ.77

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

თავი III

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

           საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 4. საქართველოს ენერგეტიკის   მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სტატუსი და ფუნქციები

1. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია) არის „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული სახელმწიფო ქონების ბაზაზე.

2. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, კომისიის დებულება და სხვა საკანონმდებლო აქტები.

3. კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს კომისიის დებულებას, სტრუქტურას და საშტატო განრიგს

4. კომისიას ენიჭება საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში ლიცენზიების გაცემის, ასევე ლიცენზიატების, იმპორტიორებისა და მიმწოდებლების საქმიანობის რეგულირების უფლება.

5. კომისიის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზირების წესებისა და პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა, მათში ცვლილების შეტანა და მათი გაუქმება, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და ლიცენზირების წესების შესაბამისად;

ბ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების დადგენა და რეგულირება ამ კანონის, ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად;

გ) ლიცენზიატებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

დ. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიების პირობების დაცვის კონტროლი და დარღვევისათვის კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

ე. ენერგეტიკაში სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზება და კოორდინაცია;

ვ.(ამოღებულია)

ზ.(ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 5. კომისიის სამართლებრივი აქტები

1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – დადგენილებას. კომისიის დადგენილებით მტკიცდება კომისიის დებულება, საქმისწარმოების წესები და პროცედურები, სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები, რეგულირების საფასურის ოდენობა და გაანგარიშების წესი, ლიცენზირების წესები, მიწოდებისა და მოხმარების წესები, ტარიფების მეთოდოლოგია, ელექტრობაზრის საწევრო შენატანების ოდენობა, ტარიფები (მათ შორის, ზღვრული), ნორმატიული დანაკარგების ოდენობა და გაანგარიშების წესი. კომისიის დადგენილება შეიძლება მიღებული იქნეს საკანონმდებლო აქტით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

2. ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ, ინდივიდუალურ, მათ შორის, დადგენილებიდან გამომდინარე, საკითხებზე კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.

3. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის სხდომებზე, კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ 2 წევრისა. კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ლიცენზიანტების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორებისა და მომხმარებლებისათვის.

4. კომისიის თავმჯდომარე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს.

 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 6. კომისიის წევრები და წევრობის ვადები

1. კომისია შედგება სამი წევრისაგან. კომისიის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. კომისიის წევრად ინიშნება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ამ კანონით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება.

3. კომისიის წევრი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით  ინიშნება ექვსი წლით. კომისიის წევრი შეიძლება ხელახლა დაინიშნოს ექვსწლიანი ვადით. თუ კომისიის წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, პრეზიდენტი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით  ნიშნავს ახალ წევრს დარჩენილი ვადით.

4. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 7. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა და თანამდებობიდან განთავისუფლება

1. კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება, თუ:

ა. ნებაყოფლობით გადადგა;

ბ. მის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ. სასამართლომ ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა;

დ. დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

ე. დაარღვია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

ვ. ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას;

ზ. გარდაიცვალა.

2. კომისიის წევრის განთავისუფლება ხდება მხოლოდ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში.

3. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.83

    მუხლი 8. კომისიის თავმჯდომარე და მისი მოვალეობანი

1. საქართველოს პრეზიდენტი კომისიის ერთ-ერთ წევრს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარედ. თავმჯდომარეს უფლება აქვს გადადგეს ამ თანამდებობიდან, მაგრამ დარჩეს კომისიის წევრად დარჩენილი ვადით. თავმჯდომარე უფლებამოსილია, თავისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის რომელიმე წევრს დააკისროს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება.

2. თავმჯდომარე უძღვება კომისიის სხდომებს, პასუხს აგებს კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას პროცედურული წესების დაცვაზე და მათ გამოქვეყნებაზე, აგრეთვე კომისიისა და მისი აპარატის ადმინისტრაციულ მართვაზე.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 9. კომისიის აპარატის თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება

კომისიას თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი. აპარატის თანამშრომელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომისიის წევრების უფლებამოსილება, გარდა ადმინისტრაციული მართვისა, თანაბრად ვრცელდება კომისიის აპარატის თანამშრომლებზე.

    მუხლი 10. კომისიის წევრის პოლიტიკური საქმიანობა

კომისიის წევრი ვალდებულია კომისიაში მუშაობის პერიოდში შეაჩეროს პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია კომისიაში და მის აპარატში პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან მათი სტრუქტურული ერთეულების შექმნა.

    მუხლი 11. კომისიის ძირითადი უფლება - მოვალეობანი

1. კომისია ვალდებულია თავის საქმიანობაში იხელმძღვანელოს ენერგეტიკის, ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკის, ბუნების დაცვისა და სხვა სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით და მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

2. კომისია ვალდებულია თავის სხდომებზე შესაბამის მხარეებს, მათ შორის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის მომხმარებლებს, მისცეს თავიანთი ინტერესების დაუბრკოლებლად წარმოდგენის შესაძლებლობა.

3. კომისიის წევრს და აპარატის თანამშრომელს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ეძლევათ ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მიმწოდებლის იმ პერსონალთან და იმ დოკუმენტაციასთან შეუფერხებლად მუშაობის საშუალება, რომლებიც საჭიროა კომისიისთვის მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად.

4. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია გადასინჯოს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მონაცემების სისწორე.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 12. კომისიის სხდომები . ინფორმაციის კონფიდენციალობა

1. კომისიის სხდომები საჯაროა. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები ქვეყნდება დადგენილი წესით.

2. კომისია ვალდებულია თავის მიერ დადგენილი ვადით შეინახოს სხდომის ოქმები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები. კომისიის წევრს უფლება აქვს დაუბრკოლებლად მიიღოს კომისიაში არსებული ინფორმაცია, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტაცია.

3. კომისიის ყველა დადგენილება და გადაწყვეტილება, ბრძანება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის. კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის წესს განსაზღვრავს კომისია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 13. კომისიის სხდომების წარმართვა

კომისია ვალდებულია ყოველი დადგენილების ან გადაწყვეტილების მიღებამდე აცნობოს დაინტერესებულ პირებს და მისცეს მათ კომისიის შესაბამის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა. კომისია უფლებამოსილია ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის მიზნით გამართოს დახურული სხდომები. კომისიის დახურულ სხდომაზე მიღებული დადგენილება და გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს.

    მუხლი 14. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

კომისია უფლებამოსილია ფიზიკურ ან იურიდიულ პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააკისროს პასუხისმგებლობა ამ კანონის ან კომისიის დადგენილების ან გადაწყვეტილების მოთხოვნათა დარღვევისათვის.

    მუხლი 15. გასაჩივრება

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1738-სსმI, №36, 11.07.2005წ., მუხ.225

    მუხლი 16. კომისიის შეხვედრები და კონსულტაციები მხარეებთან

კომისიის წევრების და აპარატის თანამშრომლების დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების წესებს განსაზღვრავს კომისია. ამ წესების მიხედვით, კომისიის წევრი ვალდებულია კონსულტაციების ჩატარების შესახებ წინასწარ წერილობით შეატყობინოს დაინტერესებულ მხარეებს და მისცეს მათ კონსულტაციებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

    მუხლი 17. ინტერესთა კონფლიქტი

1. კომისიის წევრთა მოქმედების შეზღუდვის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. აპარატის თანამშრომელს უფლება არა აქვს ჰქონდეს რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი ქონებრივი და ეკონომიკური ინტერესი რომელიმე ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორის ან მიმწოდებლის მიმართ, ან ეკავოს თანამდებობა რომელიმე მათგანის საწარმოში.

3. აპარატის თანამშრომელს უფლება აქვს იყოს რომელიმე ლიცენზიატის, იმპორტიორის ან მიმწოდებლის მომხმარებელი, მაგრამ ლიცენზიატს, იმპორტიორს, ექსპორტიორს ან მიმწოდებელს არა აქვს უფლება, შესთავაზოს, ხოლო აპარატის თანამშრომელს – მიიღოს უფასო ან ფასდაკლებით მომსახურება რომელიმე მათგანისგან.

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.83

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 18. პირადი უსაფრთხოება და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობა

1. აკრძალულია კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მიმართ ძალადობა, მუქარა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებით. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

2. კომისიის წევრს წევრობის ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო ხელს უწყობს დასაქმებაში.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 19. კომისიის ბიუჯეტი. რეგულირების საფასური

1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 1 ოქტომბრისათვის დაამტკიცოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასები და შემოსავლები. კომისია ყოველი წლის 15 სექტემბრისათვის ლიცენზიატებისგან, იმპორტიორებისგან და მიმწოდებლებისგან მიღებული მომავალი წლის საქმიანობის მოცულობის პროგნოზის საფუძველზე ადგენს რეგულირების საფასურს, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის მომავალი საბიუჯეტო წლისათვის დაგეგმილი ხარჯების დაფარვას. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი.

2. რეგულირების საფასური ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ამ ანგარიშზე არსებულ თანხებს განკარგავს მხოლოდ კომისია. კომისიის მიერ წლის განმავლობაში გამოუყენებელი თანხები გადაიტანება მომავალი წლის ანგარიშზე, რეგულირების საფასურის შესაბამისი შემცირებით. თუ რეგულირების საფასურით მიღებული შემოსავალი არ ფარავს კომისიის მიმდინარე დანახარჯებს, კომისია უფლებამოსილია აიღოს სესხი. ამ სესხისა და შესაბამისი პროცენტის გადახდა ხდება მომავალი წლის რეგულირების საფასურიდან. დასაშვებია კომისიის სარგებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სახსრების გამოყოფა და გრანტების მიღება.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 20. ფინანსური ანგარიშგება . რევიზია

1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 31 მარტამდე მოამზადოს და გამოაქვეყნოს გასული წლის ფინანსური ანგარიში, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასურიდან მიღებული თანხები და კომისიის მიერ ამ თანხების წლის განმავლობაში გამოყენება, აგრეთვე წლის განმავლობაში აღებული სესხები და კომისიის მიერ გამოყენებული სხვა თანხები. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა.

2. კომისიის ფინანსური საქმიანობის კონტროლს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები, მათ შორის, კომისიის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი აუდიტორი. კომისიის ფინანსური საქმიანობის შემოწმებამ არ უნდა გამოიწვიოს კომისიის მიმდინარე საქმიანობის შეჩერება ან შეფერხება.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 21. კომისიის ყოველწლიური ანგარიში

კომისია ყოველი წლის 31 მარტამდე ადგენს თავისი საქმიანობის შესახებ გასული წლის ანგარიშს, რომელსაც უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და სამინისტროს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

თავი IV

  საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი (ელექტრობაზარი)

    მუხლი 22. ელექტრობაზრის სტატუსი და ფუნქციები

1. ელექტრობაზარი არის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობათა მართვისა და ელექტროენერგეტიკაში კონკურენციის ეტაპობრივი განვითარების მიზნით ჩამოყალიბებული კერძო სამართლის იურიდიული პირი.

2. ელექტრობაზარი დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ ფუნქციებს, რისთვისაც ხელმძღვანელობს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ და სხვა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

3. საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შემავალი ყველა ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და საქართველოში იმპორტირებული მთელი ელექტროენერგიის (სიმძლავრის), აგრეთვე გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატების მომსახურების საბითუმო ყიდვა-გაყიდვა (გარდა პირდაპირი კონტრაქტებით გათვალისწინებული სიდიდეებისა) ხორციელდება ელექტრობაზარზე. საქართველოში დაშვებულია მხოლოდ ერთი ელექტრობაზრის ფუნქციონირება.

4. ელექტრობაზრის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა ელექტროენერგეტიკის დარგის ლიცენზიატთა, იმპორტიორთა, ექსპორტიორთა და პირდაპირ მომხმარებელთა, ანუ ელექტრობაზრის წევრთა ნებაყოფლობითი კავშირი.

5. ელექტრობაზრის საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკისა და სახელმწიფო ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მოთხოვნებს და მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოთხოვნებს.

6. ელექტრობაზრის მომსახურებას ელექტრობაზრის წევრები ანაზღაურებენ საწევრო შენატანების ხარჯზე. შენატანის ოდენობას განსაზღვრავს ელექტრობაზარი და ამტკიცებს კომისია. შენატანი შედის ელექტროენერგიის ტარიფში. ელექტრობაზრის წევრობა სავალდებულოა მხოლოდ იმ ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და პირდაპირი მომხმარებლისთვის, რომლებიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) ან/და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურებას ყიდიან და ყიდულობენ ელექტრობაზარზე.

7. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს იმ მომხმარებელთა ნუსხას, რომლებიც სახელმწიფო უშიშროების პოლიტიკის თვალსაზრისით არ შეიძლება ჩართულ იქნენ ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვის გეგმებში, განსაზღვრავს ნუსხაში შეტანილი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გარანტირებული ანაზღაურების წესსა და წყაროებს.

8. ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისა და ტრანზიტის ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან ელექტრობაზარს წარუდგინონ ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების დასამუშავებლად, გაყიდული, შესყიდული, მოხმარებული და ტრანზიტად გატარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და ანგარიშსწორებისათვის, ასევე მათთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების შესასრულებლად. სამინისტრო ელექტრობაზრისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამტკიცებს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ახდენს მათ კორექტირებას.

9.(ამოღებულია).

10.(ამოღებულია).

საქართველოს 2004 წლის 15 ივნისის კანონი №122-სსმI, №14, 16.06.2004წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 23. ელექტრობაზრის ფუნქციონირების პრინციპები

ელექტრობაზრის ფუნქციონირების პრინციპებია:           

ა. დამოუკიდებლობა;

ბ. ეკონომიკური მიზანშეწონილობა და სამართლიანობა;

გ. გარანტირებული და დროული ანგარიშსწორება;

დ. ბაზრის წევრების თანასწორუფლებიანობა;

ე.  გამჭვირვალობა, საჯაროობა.

თავი V

ლიცენზიები და ლიცენზირების წესები

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი  24. ლიცენზიების გაცემა , სალიცენზიო საქმიანობა , გამონაკლისები

1. კომისია უვადოდ გასცემს ლიცენზიებს შემდეგ საქმიანობებზე:

ა) ელექტროენერგიის წარმოება;

ბ) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაცია;

გ) ელექტროენერგიის გადაცემა;

დ) ელექტროენერგიის განაწილება;

ე) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება;

ვ) ბუნებრივი გაზის განაწილება.

2. აკრძალულია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ელექტროენერგიის წარმოება, დისპეტჩერიზაცია, გადაცემა და განაწილება, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება და განაწილება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. პირი, რომელიც ელექტროენერგიას აწარმოებს მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის და არ არის მიერთებული გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელთან, არ ექვემდებარება ლიცენზირებას.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 25. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები

1. ლიცენზიის მისაღებად საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების გარდა ამ კანონში აღნიშნული ლიცენზიის მაძიებლებმა სალიცენზიო განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) წარმოების საშუალებების ფლობის (მათით სარგებლობის) დამადასტურებელი ცნობა;

ბ) წარმოების საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დასკვნა;

გ) ძირითად საშუალებათა (აქტივების) ჩამონათვალი და საწარმოს შეფასების (აუდიტის) დასკვნა;

დ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვნა;

ე) საქართველოს ელექტრული ან ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის ტექნიკური პირობა (გარდა ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიისა);

ვ) მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისი ელექტრული ან ბუნებრივი გაზის ქსელის სქემა (გარდა ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიისა).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ დასკვნას ლიცენზიის გამცემი მოიპოვებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ერთი სარკმლის პრინციპის შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების გამცემი პირები განისაზღვრება ლიცენზირების წესებში.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 26. მოთხოვნები ლიცენზიების მიღებაზე , ლიცენზიების ვადები , მომსახურების შეწყვეტა

1. კომისია ლიცენზიას გასცემს მხოლოდ იმ ინდივიდუალურ მეწარმეზე ან სამეწარმეო იურიდიულ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებს.

2. სალიცენზიო მოწმობაში აღნიშნული უნდა იყოს სალიცენზიო განაცხადში მითითებული მომსახურების სახე, მომსახურების საშუალებების ადგილმდებარეობა და ტერიტორია, რომელზედაც გავრცელდება ლიცენზიის მოქმედება, ლიცენზიის გაცემის თარიღი, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის და ლიცენზიის გაუქმების პირობები.

3. ლიცენზიატს არა აქვს უფლება, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შეწყვიტოს, შეამციროს ან გაზარდოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეწყვეტა ან შემცირება ხდება მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო ან/და ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზით. აღნიშნული გამონაკლისების გარდა, მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების შემთხვევაში ლიცენზიატი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს განაცხადი მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე. კომისიისგან მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე თანხმობის მიღების შემდეგ ლიცენზიატი აბარებს სალიცენზიო მოწმობას. ასეთ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში ან გააუქმოს ლიცენზია.

4. სალიცენზიო და სატარიფო პირობებით არც ერთ ლიცენზიატს არ შეიძლება დაეკისროს ვალდებულება, გააგრძელოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, თუ მომსახურების მიმღები სხვა ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირი არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ან მომსახურების დამტკიცებულ პირობებს.

5. ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია კომისიას წარუდგინოს კომერციულ პირობებთან დაკავშირებული მონაცემები და ინფორმაცია, რომლებიც მოიცავს ბუნებრივი გაზის შეძენის ფასს, თუმცა შეიძლება არ შემოიფარგლებოდეს ამ ფასით. კომისიამ უნდა დაიცვას ფასებთან დაკავშირებული ყველა ამგვარი და სხვა ინფორმაციის კონფიდენციალობა, თუ ამას მოითხოვს კანონმდებლობა და მიმწოდებელი.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

     მუხლი 27.   ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მიმწოდებლის უფლება-მოვალეობანი. ინფორმაციის მომზადება

1. ლიცენზიატი ვალდებულია დაიცვას ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები. კომისიისა და სამინისტროს სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა ლიცენზიატის, მიმწოდებლის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მომხმარებლისათვის.

2. ლიცენზიატი, მიმწოდებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი ვალდებული არიან შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედონ მინიმალური დანახარჯების პრინციპის შესაბამისად, ეკონომიკური ეფექტიანობის გათვალისწინებით.

3. იმპორტიორი, ექსპორტიორი, მიმწოდებელი და ლიცენზიატი, ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული შემთხვევის გარდა, ვალდებული არიან კომისიას და სამინისტროს წარუდგინონ და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადონ შემდეგი ინფორმაცია:

ა) გასული წლის საქმიანობის ანგარიში;

ბ) მომავალი წლის სამუშაო გეგმა;

გ) სხვა ინფორმაცია, რომელსაც კომისია ან სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. ლიცენზიატი, რომელსაც აქვს წარმოების ლიცენზია, გაცემული იმ საფუძველზე, რომ მისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის რეალიზაციის შესახებ სრულდება კონკურენციის პირობებში, ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ყველა ანგარიში და ინფორმაცია, რომელსაც კომისია საჭიროდ მიიჩნევს გადამცემი ქსელისა და მიერთებული სიმძლავრეების უსაფრთხო და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 28. ელექტროენერგიის აღრიცხვა, გაყიდვა, მრიცხველები

1. დადგენილი სტანდარტების, წესებისა და სხვა მოთხოვნების შესაბამისად, ლიცენზიატი ვალდებულია აღრიცხოს მის საშუალებებში გატარებული ელექტროენერგიის სრული რაოდენობა და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს. ელექტრობაზარი ვალდებულია, ხოლო სამინისტრო და კომისია უფლებამოსილი არიან ჩაატარონ მრიცხველების ინსპექცია „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად.

2. ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების ურთიერთობები ხორციელდება დადგენილი წესით, ელექტრობაზარზე ან/და პირდაპირი ხელშეკრულებებით.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 29. დავები

ლიცენზიატები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგების სფეროში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი  30 (ამოღებულია).

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 31. ლიცენზიაში ცვლილების შეტანა. ლიცენზიის გაუქმება

ლიცენზიაში ცვლილების შეტანა ხდება მისი პირობების შესაბამისად, ხოლო გაუქმება – აღნიშნული პირობების, ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისათვის. სხვა შემთხვევებში ლიცენზიაში ცვლილების შეტანის ან ლიცენზიის გაუქმების უფლება კომისიას აქვს მხოლოდ ლიცენზიატის წინასწარი თანხმობით. ამასთანავე, კომისიას უფლება აქვს ლიცენზიაში ცვლილების შეტანისას ლიცენზიატს მოსთხოვოს პირველად ლიცენზიაში აღნიშნული პირობებისაგან განსხვავებული, მათ შორის, უფრო მკაცრი მოთხოვნების შესრულება.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 32. შეზღუდვები აქციებისა და ლიცენზიების მფლობელობასა და გადაცემაზე

1. ლიცენზიატს უფლება არა აქვს კომისიის თანხმობის გარეშე ფლობდეს სხვა ლიცენზიატის აქციებს, წილს ან პაის. ინდივიდუალურ მეწარმეს ან იურიდიულ პირს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ან მართავს რომელიმე ლიცენზიატის აქციებს, წილს ან პაის, უფლება არა აქვს კომისიის თანხმობის გარეშე ფლობდეს ელექტროენერგეტიკის დარგის სხვა ლიცენზიატის აქციებს, წილს ან პაის. კომისია უფლებამოსილია არ გასცეს ასეთი თანხმობა, თუ ეს ეწინააღმდეგება მომხმარებელთა ინტერესებს ან კანონმდებლობას.

2. კომისია უფლებამოსილია ამ კანონის მოთხოვნათა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით დაამტკიცოს, არ დაამტკიცოს ან შეზღუდოს ლიცენზიატის შემდეგი საქმიანობები:

ა) ამ კანონით განსაზღვრული ლიცენზირებადი საქმიანობების შერწყმა, ძირითადი საშუალებების, აქციების, წილის, პაის შეძენა ან/და გასხვისება;

ბ) ლიცენზიატის საქმიანობის სფეროს გაფართოება.

3. ამ მუხლის დარღვევით დადებული ნებისმიერი გარიგება, გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განხორციელებული სხვა ქმედება ბათილია. ბათილობის შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება ასევე აქვს კომისიას ან სამინისტროს.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

თავი VI

ლიცენზიები:

მოთხოვნები და პირობები

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 33. წარმოების ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული წარმოების ლიცენზია უფლებას აძლევს ინდივიდუალურ მეწარმეს ან იურიდიულ პირს, აწარმოოს ელექტროენერგია და ელექტროენერგიის და/ან სიმძლავრის მიწოდების მიზნით მიუერთოს შესაბამისი საშუალებანი განსაზღვრულ მიღების პუნქტებში გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელს.

2. (ამოღებულია).

3. წარმოების ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს ელექტროენერგიის რეალიზაციის ხელშეკრულებაში აღნიშნული მომსახურების ფასები, ვადები და პირობები. ასეთი დამტკიცება საჭირო არ არის, თუ კომისია დაადგენს, რომ წარმოების ლიცენზიატი ელექტროენერგიას აწარმოებს მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის, მხოლოდ ექსპორტისათვის ან პროდუქციის რეალიზაციას ახდენს კონკურენტული ბაზრის პირობებში;

ბ) ელექტროენერგიის რეალიზაციის ხელშეკრულების პირობების ან მომსახურების დამტკიცებული ფასების, ვადებისა და პირობების თანახმად უზრუნველყოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის წარმოების საშუალებების ხელმისაწვდომობა მიღების პუნქტში გადამცემი ქსელისა და მიერთებული საშუალებების უსაფრთხო, საიმედო, არადისკრიმინაციული და ეკონომიური დისპეტჩერიზაციის მიზნით;

გ) აკმაყოფილებდეს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ ელექტრობაზრის წარმოების საშუალებების ექსპლუატაციისა და გადამცემი და გამანაწილებელი საშუალებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნებს;

დ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 34. გადაცემის ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული გადაცემის ლიცენზია უფლებას აძლევს იურიდიულ პირს, განახორციელოს გადაცემის მომსახურება გადამცემი ქსელის საშუალებით.

2. ლიცენზიაში აღნიშნული უნდა იყოს გადამცემი სისტემა, რომელიც ჩართული იქნება გადამცემ ქსელში, რომელსაც ექსპლუატაციას გაუწევს ლიცენზიატი, რაც გულისხმობს საშუალებებს მიღების პუნქტსა და მიწოდების პუნქტს შორის. თუ საჭიროა წარმოების ლიცენზიატის საშუალებების პირდაპირი მიერთება განაწილების ლიცენზიატის ან პირდაპირი მომხმარებლის საშუალებებზე, კომისიას უფლება აქვს, გადაცემის მომსახურების პარამეტრების დადგენის მიზნით მოითხოვოს მიღებისა და მიწოდების პუნქტების ურთიერთდაკავშირების განცალკევება გადამცემი ქსელის მინიმალური სექციით.

3. თუ გადამცემ ქსელში ჩნდება ახალი გადამცემი საშუალების აუცილებლობა, გადაცემის ლიცენზიატს უფლება აქვს ახალი გადამცემი საშუალების დადგმის შესახებ განაცხადით მიმართოს კომისიას თავისი ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე. თუ კომისია შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნისა და სხდომის ჩატარების შემდეგ, კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად მიიჩნევს, რომ ახალი საშუალება რეალურად საჭიროა და დაადგენს, რომ ამ საშუალების სავარაუდო მარშრუტი, რომელიც შეიძლება შეიცვალოს სხდომის დროს ან მის შემდეგ, მინიმალურ ნეგატიურ გავლენას ახდენს შერჩეულ ტერიტორიაზე, შეესაბამება დარგში სახელმწიფო პოლიტიკას, რაც აღნიშნული იქნება კომისიის სხდომაზე, აგრეთვე შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, კომისია გადაცემის ლიცენზიატზე გასცემს მოდიფიცირებულ ლიცენზიას, რომელიც მოიცავს ახალ გადამცემ საშუალებას და უფლებას აძლევს ლიცენზიატს, ააშენოს ახალი საშუალება დამტკიცებულ მარშრუტზე.

4. თუ გადაცემის ლიცენზიატი ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად მიიღებს უფლებას, ააშენოს ახალი გადამცემი საშუალება მითითებულ მარშრუტზე, მას უფლება ეძლევა, მიიღოს ამ საშუალების მშენებლობისათვის საჭირო მიწებით სარგებლობის ნებართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5.(ამოღებულია).

6. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა) უზრუნველყოს გადამცემი ქსელის ფუნქციონირება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად;

ბ. შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

გ. შეიმუშაოს სათანადო ინსტრუქციები გადამცემი ქსელისა და მიერთებული საშუალებების უსაფრთხო, საიმედო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაკავშირებისა და ექსპლუატაციის შესახებ;

დ) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ე) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.

7. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად გადაცემის ლიცენზიატს შეიძლება მოეთხოვოს სისტემის ისე დაპროექტება, აშენება და მართვა, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობა მაშინაც კი, როდესაც სტიქიური უბედურების ან ბუნების სხვა მოვლენების გამო გაითიშება სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ერთი ან მეტი ელემენტი.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 35. დისპეტჩერიზაციის ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული დისპეტჩერიზაციის ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს განახორციელოს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვა ცენტრალური და რეგიონალური სადისპეტჩერო სამსახურების საშუალებით.

2.(ამოღებულია).

3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა) უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირება, დააკმაყოფილოს ყველა შესაბამისი ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნები მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად. თუ ლიცენზიატი ან პირდაპირი მომხმარებელი ხელშეკრულებას დებს წარმოების ლიცენზიატთან ან იმპორტიორთან და ამ ხელშეკრულებით მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს თავის მოთხოვნას ელექტროენერგიაზე, ან/და ხელშეკრულებას დებს გადაცემის ლიცენზიატთან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი არ არის პასუხისმგებელი ელექტროენერგიით (სიმძლავრით) სარეზერვო მომსახურებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განაწილების ან ექსპორტის ლიცენზიატი ან პირდაპირი მომხმარებელი იხდის კომისიის მიერ დამტკიცებულ ამგვარი მომსახურების საფასურს;

ბ) დაამონტაჟოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ყველა საშუალებას, რომელიც აუცილებელია ენერგოსისტემის ოპერატიული მართვისა და ელექტრული მდგრადობის უზრუნველყოფისათვის, დაამუშაოს რეჟიმები და გამოიყენოს სათანადო სადისპეტჩერო ოქმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ელექტრობაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას და ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მომხმარებლის მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებას, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად;

გ. იხელმძღვანელოს ელექტრობაზრის მითითებებით, მათ შორის, საბაზრო წესების მოთხოვნების დამრღვევთა მიმართ ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის შესახებ;

დ. შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

ე) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ვ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 36. განაწილების ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული განაწილების ლიცენზია უფლებას აძლევს ინდივიდუალურ მეწარმეს ან იურიდიულ პირს, გაანაწილოს და გაყიდოს ელექტროენერგია კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში.

2. (ამოღებულია).

3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა. საგანგებო პერიოდებში უზრუნველყოს ელექტროენერგიის გამოყოფილი ლიმიტების, დადგენილი რეჟიმების დაცვა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების უპირატესი ენერგომომარაგება, მათ მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის პირობით;

ბ. უზრუნველყოს მიღებული ელექტროენერგიისა და მომსახურების ღირებულების დროული, სრული და გარანტირებული ანაზღაურება საბაზრო წესების შესაბამისად. ამ დებულების დამრღვევ განაწილების ლიცენზიატს პასუხისმგებლობა ეკისრება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ. საბაზრო წესების შესაბამისად ელექტრობაზრის მოთხოვნის შემთხვევაში დადგენილი წესით გახსნას ბანკში აკრედიტივი.

. გაუწიოს მომხმარებელს გამანაწილებელი მომსახურება, კომისიის მიერ დადგენილი წესების და ლიცენზიატის საინვესტიციო პროგრამის შესაბამისად;

ე) გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისგან, აგრეთვე წარმოების ლიცენზიატისგან ან/და იმპორტიორისგან მიიღოს უფლება სათანადო გასანაწილებელ ელექტროენერგიაზე (სიმძლავრეზე);

. შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს მომსახურების აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის და ელექტროენერგიის საფასურის მოკრების პროცედურები;

. შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

თ) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

. თავის სამუშაო ადგილზე უზრუნველყოს საზოგადოებისათვის შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა:

.ა. ლიცენზია და დამტკიცებული ტარიფები;

.ბ. მომსახურების დამტკიცებული პირობები, რომლებიც შეიცავს მომსახურების  აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის და ელექტროენერგიის საფასურის მოკრების პროცედურებს;

.გ. ლიცენზიატის ფუნქციონირების სტანდარტების აღწერა, რომელიც შეიცავს ახალი მომხმარებლების მიერთების პირობებს.

კ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.

4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შესაბამისი ტარიფის საფასურად თავის განაწილების ქსელში გაუტაროს ელექტროენერგია იმ პირებს, რომლებსაც უფლება აქვთ ელექტროენერგია გაყიდონ უშუალოდ მომხმარებლებზე, ასევე მყიდველებს (მათ შორის მომხმარებლებს).

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 37. იმპორტიორი

1. იმპორტიორი ვალდებულია იმპორტის განხორციელების განმავლობაში იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსებისა და კომისიის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

2. იმპორტიორი ვალდებულია დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 38. ექსპორტიორი

ექსპორტიორი ვალდებულია ექსპორტის განხორციელების განმავლობაში იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შესაბამისად.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 39. ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი

ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ბ) დაამუშაოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები საგანგებო მდგომარეობაში ასამოქმედებლად ან აწარმოოს შესაბამისი მოლაპარაკებები და შეთანხმებები სხვა პირებთან ასეთ შემთხვევებში ბუნებრივი გაზის მიღებაზე;

გ) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

დ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 40. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია (ტრანსპორტირების ლიცენზია)

1. კომისიის მიერ გაცემული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს განახორციელოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ტრანსპორტირების სისტემით.

2. ლიცენზიატმა უნდა განსაზღვროს შემოთავაზებული მომსახურებისათვის გამოსაყენებელი მარშრუტი, მილსადენები და სხვა მოწყობილობა, მიღებისა და მიწოდების პუნქტების ჩათვლით, რომლებიც გამოყენებული იქნება მის მიერ.

3. როდესაც ახალ მილსადენზე ან სხვა სატრანსპორტო მოწყობილობაზე არსებობს მოთხოვნა, მასზე განმცხადებელმა მხარეებმა უნდა გააკეთონ განაცხადი ტრანსპორტირების ლიცენზიაზე, ხოლო ტრანსპორტირების ლიცენზიის ქონების შემთხვევაში _ არსებული ლიცენზიის მოდიფიცირებაზე. თუ ასეთი განაცხადის შეტანისა და დადგენილი წესით საკითხის განხილვის შედეგად კომისია მიიჩნევს, რომ ახალი მილსადენი ან მოწყობილობა საჭიროა, შეძლებისდაგვარად ამცირებს უარყოფით ზემოქმედებას მოცემულ ტერიტორიაზე, შეესაბამება სახელმწიფო პოლიტიკას და ამ კანონის მოთხოვნებს, იგი იღებს გადაწყვეტილებას, გასცეს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ახალი ან მოდიფიცირებული ლიცენზია, რომელიც მოიცავს ახალ მილსადენს ან მოწყობილობას და დამტკიცებულ მარშრუტზე მისი მშენებლობის უფლებას იძლევა.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ტრანსპორტირების ლიცენზიატს უფლება მიეცემა, დამტკიცებულ მარშრუტზე ააშენოს ახალი მილსადენი ან სხვა მოწყობილობა, იგი უფლებამოსილია დადგენილი წესით მიიღოს ნებართვა ასეთი მილსადენის ან მოწყობილობის მშენებლობისათვის საჭირო მიწების გამოყენებაზე.

5. (ამოღებულია).

6. ტრანსპორტირების ლიცენზიატი, ლიცენზიის პირობების თანახმად, ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა. განავითაროს და შეაკეთოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემა ისე, რომ დააკმაყოფილოს ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზიატის მოთხოვნები;

ბ. შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

გ. შეიმუშაოს და განახორციელოს ყველა შესაბამისი მითითება ტრანსპორტირების სისტემისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების უსაფრთხო, საიმედო და შეუზღუდავი გამოყენებისათვის;

დ) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ე) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 41. ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია (განაწილების ლიცენზია)

1. კომისიის მიერ გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს, ექსპლუატაცია გაუწიოს გამანაწილებელ ქსელს და გაანაწილოს ბუნებრივი გაზი კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში.

2. (ამოღებულია).

3. განაწილების ლიცენზიატი, ლიცენზიის პირობების თანახმად, ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად და ლიცენზიატის საინვესტიციო პროგრამის მიხედვით;

ბ. შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს მომსახურების, აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის, აგრეთვე მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის პროცედურები;

გ. შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

დ. (ამოღებულია).

ე. თავის სამუშაო ადგილზე უზრუნველყოს საზოგადოებისათვის შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა:

ე.ა. ლიცენზია და დამტკიცებული ტარიფები;

ე.ბ. მომსახურების დამტკიცებული პირობები, რომლებიც შეიცავს მომსახურების უფლების შეძენისა და გაუქმების, აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის და მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის პროცედურებს;

ე.გ. ლიცენზიატის ფუნქციონირების სტანდარტების აღწერა, რომელიც შეიცავს ახალი მომხმარებლების მიერთების პირობებს;

ვ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

თავი VI1

ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა

                      საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

მუხლი 41 1 . პარალელურ რეჟიმში მუშაობის მართვა და განხორციელება

1. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა და რეგულირება ხორციელდება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების“ შესაბამისად.

2. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია ელექტრობაზართან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, დადგენილი წესით გააფორმოს საქართველოს მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემების შესაბამის საწარმოებთან პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულებები.

3. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის მიზანია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული ბალანსის შესრულება, ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების ეფექტიანი დაბალანსება და ელექტროენერგეტიკული სისტემების გამართულ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფა.

  საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 41 2 . პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულება და ელექტროენერგიის სალდო-გადადინება

1. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს და შესაბამისად უნდა შესრულდეს იმგვარად, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას მიღწეულ იქნეს ელექტროენერგეტიკულ სისტემებს შორის ელექტროენერგიის ნულოვანი სალდო-გადადინება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შეუსრულებლობისა და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დადებითი ან უარყოფითი სალდოს არსებობის შემთხვევაში ელექტრობაზარი ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ერთად ვალდებულია გაითვალისწინოს სალდირებული ელექტროენერგია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში, რათა მომდევნო პერიოდში უზრუნველყოფილ იქნეს ელექტროენერგიის ნულოვანი სალდო-ურთიერთგადადინება. აღნიშნულის ტექნიკური უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა.

  საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 41 3 . პარალელურ რეჟიმში მუშაობის სამართლებრივი სტატუსი

1. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოებული ურთიერთობა არ წარმოადგენს ელექტროენერგიის იმპორტს ან ექსპორტს და არ ექვემდებარება ცალკე ლიცენზირებას ან ნებართვის გაცემას.

2. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას. შესაბამისი ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას ელექტროენერგიის სალდო-გადადინება, გარდა ნულოვანისა, განიხილება როგორც ელექტროენერგიის ექსპორტი ან იმპორტი.

  საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

თავი VII

ტარიფები

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 42. კომისიის უფლებამოსილება ტარიფის დადგენაში

1. კომისიას აქვს პროდუქციისა და მომსახურების ტარიფების, ფასების, ვადებისა და პირობების დადგენის შესახებ ლიცენზიატის, იმპორტიორისა და მიმწოდებლის მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და დამტკიცების, მოდიფიკაციის ან უარყოფის უფლება, გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. კომისია ვალდებულია ლიცენზიატის, იმპორტიორის, მიმწოდებლის ან/და მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ამ კანონის 43-ე მუხლში აღნიშნული ტარიფის დადგენის პრინციპების გათვალისწინებით, ენერგეტიკის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკის, ბუნების დაცვის, სოციალურ და სხვა სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით, დადგენილი წესით შეიტანოს ცვლილებები ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მოქმედ ტარიფებში.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 43. ტარიფის დადგენის პრინციპები

1. კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგია და მის საფუძველზე დადგენილი ფასები და ტარიფები:

ა) იცავს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან;

ბ) შესაძლებლობას აძლევს ლიცენზიატებს, იმპორტიორებს ან მიმწოდებლებს, დაფარონ თავიანთი ხარჯები, რომლებიც მოიცავს ეკონომიკურად გამართლებულ ფასად შეძენილი საწვავის ღირებულებას, საექსპლუატაციო დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების დანახარჯებს, საბრუნავი კაპიტალის სახით აღებული სესხების ძირითადი ნაწილისა და პროცენტის გადასახადებს. ამასთანავე, ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებების ამონაგების კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს, რომელიც საკმარისი უნდა იყოს დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად;

გ) ხელს უწყობს ლიცენზიატის, იმპორტიორის ან მიმწოდებლის ფინანსური ამონაგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის გაზრდის გზით მომსახურებაზე დანახარჯების შემცირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ლიცენზიატი, იმპორტიორი, ექსპორტიორი ან მიმწოდებელი აკმაყოფილებს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობების მოთხოვნებს მომსახურების ხარისხზე;

დ) ხელს უწყობს ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდას ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში მოკლე და გრძელვადიანი ზღვრული ფასების დადგენით და ფასთა დინამიკის პროგნოზირებით, ელექტროენერგიის წარმოების შესაძლო სიჭარბის ან უკმარისობის გათვალისწინებით;

ე) შესაძლებლობას აძლევს ლიცენზიატებს, იმპორტიორებს ან მიმწოდებლებს, დაფარონ ეკონომიკურად გამართლებული დანახარჯები, მათ შორის, შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად გაწეული ხარჯები და რეგულირების საფასური, აგრეთვე ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ელექტრობაზრის წევრობასთან;

ვ) ითვალისწინებს სახელმწიფო პოლიტიკას ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა კატეგორიების პრიორიტეტების მიმართ, ამასთანავე, იგი არ ზღუდავს ლიცენზიატის, იმპორტიორის ან მიმწოდებლის უფლებას, მოსთხოვოს მომხმარებელს თავისი მომსახურების საფასურის გადახდა, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში – შეწყვიტოს მომსახურების გაწევა;

ზ) ითვალისწინებს სახელმწიფო პოლიტიკას სატარიფო შეღავათების სფეროში, იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვებელია მომხმარებელთა რომელიმე კატეგორიის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება ლიცენზიატის, იმპორტიორის, მიმწოდებლის ან მომხმარებელთა სხვა კატეგორიის ხარჯზე;

თ) ასახავს მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიის მომსახურების განსხვავებულ ღირებულებას.

2. ლიცენზიატის, იმპორტიორისა და მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯები იფარება მომხმარებელთა თითოეული კატეგორიისაგან მიღებული თანხებით, ამ კატეგორიის მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების პროპორციულად.

3. მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით სხვადასხვა სახის ტარიფის დადგენა შეიძლება პიკური სიდიდეების, საშუალო და ზღვრული სიდიდეების, საერთო მოხმარების სეზონურობის, მოხმარების სადღეღამისო ცვლილებების, მომსახურების ტიპის ან ანალოგიური პარამეტრების ასახვის მიზნით. ტარიფის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ინოვაციური სატარიფო მეთოდოლოგიები, რომლებიც ითვალისწინებს მოგების ინდექსაციის, ფასთა ინდექსაციის და სხვა ფაქტორებს, თუ ასეთი მეთოდოლოგიების გამოყენება შეესაბამება ლიცენზიატების, იმპორტიორების, მიმწოდებლებისა და მომხმარებლების ინტერესებს.

4. პირდაპირი მომხმარებლის ტარიფი დგინდება ინდივიდუალურად, ყველა შესაბამისი ლიცენზიატის, იმპორტიორისა და მიმწოდებლის მიერ ამ მომხმარებელზე გაწეული ხარჯების საფუძველზე.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 44. ტარიფის დადგენის წესები

1. კომისია, ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, ტარიფის დადგენის საკითხების განხილვისას ატარებს ღია სხდომებს. კომისია სატარიფო განაცხადის განხილვისას და ტარიფის დადგენისას ეყრდნობა:

ა) დასაბუთებულ სატარიფო განაცხადს, რომელსაც ერთვის აუდიტორული და ფინანსური ინფორმაცია;

ბ) სატარიფო განაცხადის განხილვისა და შესაბამისი დადგენილების მიღების პროცედურებს;

გ) მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ ტარიფის დადგენის კომენტირების პროცედურებს;

დ) სატარიფო განაცხადის შეფასებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და მიღების პროცედურებს;

ე) რეგულირების საფასურის ფინანსური ანაზღაურების დადგენის პროცედურებს.

2. ტარიფის დადგენაზე ან/და ტარიფში ცვლილების შეტანაზე განაცხადის კომისიაში წარდგენის უფლება აქვთ ლიცენზიატს, იმპორტიორს, მიმწოდებელს და პირდაპირ მომხმარებელს.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 45. ტარიფის ამოქმედება და ტარიფის დადგენის ანაზღაურება

ტარიფი ძალაში შედის კომისიაში სატარიფო განაცხადის შეტანიდან 150 დღის განმავლობაში თუ იგი აკმაყოფილებს კომისიის მოთხოვნებს სატარიფო განაცხადის მიმართ. სატარიფო განაცხადის შემტანი  ტარიფის დამტკიცების შემდეგ ანაზღაურებს კომისიის მიერ ტარიფის დადგენაზე გაწეულ მომსახურებას.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 46. ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა

1. კომისია ვალდებულია გამოიყენოს ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულ სტანდარტებზე. კომისიასთან ურთიერთობაში ასეთივე სისტემა უნდა გამოიყენონ ლიცენზიატებმა, იმპორტიორებმა, ექსპორტიორებმა და მიმწოდებლებმა. კომისია ვალდებულია ტარიფების დადგენისას გამოიყენოს ლიცენზიატების, იმპორტიორების, ექსპორტიორებისა და მიმწოდებლების ფინანსური და ეკონომიკური ანგარიშები, აგრეთვე საკუთარი ანალიტიკური სისტემები.

2. თუ პირი ფლობს ერთზე მეტ ლიცენზიას ან სალიცენზიო საქმიანობასთან ერთად ეწევა სხვა სამეწარმეო საქმიანობას, იგი ვალდებულია ამ საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯებისა და საფინანსო შედეგების აღრიცხვა აწარმოოს განცალკევებულად.

                საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

თავი VIII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 47. კომისიის პირველი შემადგენლობის უფლებამოსილების ვადები

კომისიის პირველი შემადგენლობა ინიშნება შემდეგი წესით: პირველი წევრი _ 6 წლის ვადით, მეორე წევრი _ 4 წლის ვადით, ხოლო მესამე წევრი _ 2 წლის ვადით.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 48. შუალედური ლიცენზიები

1. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ყველა პირი, რომლის საქმიანობაც ამ კანონით ექვემდებარება ლიცენზირებას, იღებს შუალედურ ლიცენზიას ორი წლის ვადით. შუალედური ლიცენზია უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს _ „შუალედურ ლიცენზიატს“ _ გააგრძელოს შესაბამისი საქმიანობა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ. კომისიას უფლება აქვს განსაკუთრებულ შემთხვევებში გასცეს დამატებითი შუალედური ლიცენზიები ამ კანონის ამოქმედებიდან ორი წლის განმავლობაში. შუალედური ლიცენზიების გადაცემა დაუშვებელია.

2. კომისიას უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში შუალედური ლიცენზიებისათვის დაადგინოს ისეთივე მოთხოვნები, როგორიც ლიცენზიებისათვის. კომისის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს, მოდიფიცირებულ იქნეს ან გაუქმდეს შუალედური ლიცენზია ელექტროენერგეტიკის რეორგანიზაციისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით. შუალედური ლიცენზია შეიძლება მოდიფიცირებულ ან გაუქმებულ იქნეს კომისიის მიერ ამ ლიცენზიის მოქმედების ვადაში, შუალედური ლიცენზიატის ფუნქციონირების შეუჩერებლად.

3. კომისიას უფლება აქვს დაადგინოს შუალედური ლიცენზიების გაგრძელების, მოდიფიცირების ან გაუქმების პროცედურები. თუ კომისია აუცილებლად მიიჩნევს შუალედური ლიცენზიის მოდიფიცირებას ან გაუქმებას, იგი ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ შეატყობინოს სამინისტროს და შუალედურ ლიცენზიატს და მისცეს მათ კომისიის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა.

4. როდესაც კომისია დაამუშავებს და აამოქმედებს წესებსა და სხვა აქტებს ამ კანონის 25 -ე მუხლის თანახმად, შუალედურ ლიცენზიატს უფლება მიეცემა, კომისიაში შეიტანოს განაცხადი ლიცენზიის მიღებაზე ამ კანონის 33 _ 36 -ე მუხლების თანახმად.

5. შუალედური ლიცენზიატების ტარიფები, რომლებიც მოქმედებს ამ კანონის მიღების დღეს, ინარჩუნებს ძალას კომისიის მიერ მათ ხელახლა განხილვამდე, იმის გათვალისწინებით, რომ კომისია ამტკიცებს ტარიფის ცვლილებას ყოველი შუალედური ლიცენზიატისათვის შუალედური რეგულირების საფასური დასადგენად ამ კანონის 49 -ე მუხლით განსაზღვრული წესით.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 49. შუალედური რეგულირების საფასური

კომისიას უფლება აქვს შუალედურ ლიცენზიატს დაუდგინოს შუალედური რეგულირების საფასური იმის გათვალისწინებით, რომ კომისიას არ ესაჭიროება შუალედური რეგულირების საფასური დადგენა მომავალი წლის საექსპლუატაციო მოცულობის პროგნოზის საფუძველზე. კომისიას შეუძლია დაადგინოს შუალედური რეგულირების საფასური ნებისმიერი ვადით, რომელსაც იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს თავისი მომავალი წლის საბიუჯეტო დანახარჯების დასაფარავად.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 491. გარდამავალი დებულებანი

1. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2004 წლის 1 აგვისტომდე მიიღოს დადგენილება ელექტრობაზრის წევრთა ერთობლივი სპეციალური ანგარიშის შესახებ.

2. ამ კანონის 22-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ამოქმედდეს 2004 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს 2004 წლის 15 ივნისის კანონი №122-სსმI, №14, 16.06.2004წ., მუხ.48

    მუხლი 50. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 51. ძალადაკარგული ნორმატიული აქტების ნუსხა

1. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა. „ენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 22 სექტემბრის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №19-20, მუხ. 436) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი;

ბ. „ენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მეოთხე მუხლის მე-7 პუნქტის თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 11 ოქტომბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №21-22, მუხ. 446).

2. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ამ კანონს შეუსაბამოს კანონქვემდებარე აქტები.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 27 ივნისი.

№816_ IIს[i]



შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.83

2.საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

3.საქართველოს 2004 წლის 15 ივნისის კანონი №122-სსმI, №14, 16.06.2004წ., მუხ.48

4.საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1124-სსმI, №13, 12/04.2005წ., მუხ.77

5.საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1738-სსმI, №36, 11.07.2005წ., მუხ.225

6.საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

49. 05/07/2021 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/2/1248 - ვებგვერდი, 08/07/2021 48. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5646-რს - ვებგვერდი, 27/12/2019 47. 18/10/2019 - საქართველოს კანონი - 5201-Iს - ვებგვერდი, 18/10/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 46. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4085-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 45. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4025-რს - ვებგვერდი, 25/12/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 44. 06/12/2018 - საქართველოს კანონი - 3888-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 43. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3459-Iს - ვებგვერდი, 09/10/2018 42. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2624-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 41. 04/05/2018 - საქართველოს კანონი - 2326-IIს - ვებგვერდი, 11/05/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 40. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1651-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 39. 30/06/2017 - საქართველოს კანონი - 1187-IIს - ვებგვერდი, 13/07/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 38. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 904-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 37. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 651-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 36. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 131-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 35. 22/06/2016 - საქართველოს კანონი - 5499-IIს - ვებგვერდი, 29/06/2016 34. 02/03/2016 - საქართველოს კანონი - 4797-IIს - ვებგვერდი, 14/03/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 33. 10/12/2015 - საქართველოს კანონი - 4587-Iს - ვებგვერდი, 22/12/2015 32. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4353-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 31. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3388-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 30. 12/12/2014 - საქართველოს კანონი - 2933-Iს - ვებგვერდი, 23/12/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 29. 27/12/2013 - საქართველოს კანონი - 1902-რს - ვებგვერდი, 31/12/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 28. 20/11/2013 - საქართველოს კანონი - 1594-რს - ვებგვერდი, 03/12/2013 27. 24/09/2013 - საქართველოს კანონი - 1291-რს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 12/07/2013 - საქართველოს კანონი - 837-რს - ვებგვერდი, 25/07/2013 25. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 452-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 24. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6317-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 23. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6299-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 22. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5644-რს - ვებგვერდი, 09/01/2012 21. 21/06/2011 - საქართველოს კანონი - 4865-რს - ვებგვერდი, 110706009, 06/07/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 20. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4395-Iს - ვებგვერდი, 110317025, 17/03/2011 19. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4065-რს - სსმ, 72, 22/12/2010 18. 12/10/2010 - საქართველოს კანონი - 3659-IIს - სსმ, 56, 20/10/2010 17. 01/10/2010 - საქართველოს კანონი - 3650 - სსმ, 53, 11/10/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 02/07/2010 - საქართველოს კანონი - 3295 - სსმ, 37, 14/07/2010 15. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3349 - სსმ, 35, 12/07/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 28/06/2010 - საქართველოს კანონი - 3162 - სსმ, 35, 12/07/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 31/07/2009 - საქართველოს კანონი - 1558 - სსმ, 24, 13/08/2009 12. 02/10/2008 - საქართველოს კანონი - 317 - სსმ, 21, 06/10/2008 11. 05/07/2008 - საქართველოს კანონი - 92 - სსმ, 13, 16/07/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 07/03/2008 - საქართველოს კანონი - 5803 - სსმ, 6, 25/03/2008 9. 20/11/2007 - საქართველოს კანონი - 5466 - სსმ, 40, 03/12/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 08/06/2007 - საქართველოს კანონი - 4911 - სსმ, 22, 19/06/2007 7. 09/06/2006 - საქართველოს კანონი - 3292 - სსმ, 21, 15/06/2006 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 27/12/2005 - საქართველოს კანონი - 2537 - სსმ, 59, 31/12/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 23/06/2005 - საქართველოს კანონი - 1738 - სსმ, 36, 11/07/2005 4. 22/03/2005 - საქართველოს კანონი - 1124 - სსმ, 13, 12/04/2005 3. 15/06/2004 - საქართველოს კანონი - 122 - სსმ, 14, 16/06/2004 2. 30/04/1999 - საქართველოს კანონი - 1934 - სსმ, 15(22), 14/05/1999 1. 17/10/1997 - საქართველოს კანონი - 984 - პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997