დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3659-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/10/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 20/10/2010 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 27/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280000.05.001.016026 |
საქართველოს კანონი
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) დაემატოს შემდეგი შინაარსის 497 მუხლი:
„მუხლი 497. წყალმომარაგების ტარიფის დადგენის დროებითი წესი
2021 წლის 1 იანვრამდე:
ა) ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინების ტარიფების დადგენაზე;
ბ) კომისია უფლებამოსილია სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინების ტარიფები დაადგინოს თითოეული მიმწოდებლისათვის ინდივიდუალურად.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 12 ოქტომბერი.
№3659–IIს
დოკუმენტის კომენტარები