დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4587-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 10/12/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 27/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280000.05.001.018015 |
|
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ჰ10“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ10) კვალიფიციური საწარმო – წარმოებისა და განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებელი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, რომლებიც ამ კანონისა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში, აგრეთვე პირი ამ კანონის 241 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“. 2. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის მე-3 პუნქტით და ამ კანონის 241 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აკრძალულია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ელექტროენერგიის წარმოება, დისპეტჩერიზაცია, გადაცემა და განაწილება, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება და განაწილება, აგრეთვე წყალმომარაგება.“. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 მუხლი: „მუხლი 241. ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის დროს ელექტროენერგიის წარმოების, მიღებისა და გაცემის სპეციალური წესი 1. ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობას აგრეთვე განეკუთვნება, მაგრამ ლიცენზირებას არ ექვემდებარება ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, დადგენილი წესით წარმოების საშუალების ნებისმიერ ქსელთან მიერთება, ელექტროენერგიის მიწოდება ან/და გაყიდვა ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის დროს. 2. პირი, რომელსაც სურს განახორციელოს მის მფლობელობაში არსებული ელექტროსადგურის საცდელი გაშვება ან/და კომპლექსური გასინჯვა ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, ვალდებულია საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დასარეგისტრირებლად ბაზრის ოპერატორს წინასწარ წარუდგინოს სათანადო განაცხადი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის თანხმობა ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის შესახებ. ბაზრის ოპერატორის მიერ ელექტროსადგურის მფლობელი პირის დარეგისტრირების შემთხვევაში ეს პირი არის ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის ნაწილში კვალიფიციური საწარმო რეგისტრაციის თარიღიდან აღნიშნული პირის იმავე ელექტროსადგურის ნაწილში წარმოების ლიცენზიატად ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურად – კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრაციის თარიღამდე, მაგრამ არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა. 3. კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრირებული ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის დროს გამომუშავებული (სალტეზე გაცემა) ელექტროენერგია საბალანსო ელექტროენერგიაა. 4. ამ მუხლით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის დროს მიღებული ელექტროენერგია საბალანსო ელექტროენერგიაა და მასზე გადაიხდება ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ გათვალისწინებული ყველა გადასახდელი, რომლებსაც ელექტროენერგიის მიღებისას პირდაპირი მომხმარებელი იხდის.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 10 დეკემბერი 2015 წ. N4587-Iს |
დოკუმენტის კომენტარები