დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1124 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/03/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13, 12/04/2005 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 27/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.280.000.05.001.001.740 |
საქართველოს კანონი
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დააკისროს ენერგეტიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ენერგეტიკის, მათ შორის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება, მათი განხორციელების კოორდინაცია და გაათავისუფლოს იგი ამ დარგებში მესაკუთრის, ოპერატიულ-სამეურნეო და მარეგულირებელი ფუნქციებისაგან;“.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტრო შეიმუშავებს ენერგეტიკის, მათ შორის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას. ამ ამოცანის გადაწყვეტის პროცესში სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ენერგეტიკის, მათ შორის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში განვითარების მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტების და მათზე დაფუძნებული ენერგეტიკულ სექტორში პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების კოორდინაცია;
ბ) ენერგეტიკის, მათ შორის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;
გ) ენერგეტიკის, მათ შორის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების ოპტიმალურად წარმართვისა და ენერგოსექტორის ბაზარზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე ენერგეტიკული ობიექტების კონსერვაციისა და ლიკვიდაციის სტრატეგიის და წესების შემუშავება;
დ) ენერგეტიკის, მათ შორის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობა, დარგების ტექნიკური და ეკონომიკური მდგომარეობის მონიტორინგი;
ე) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებათა ერთიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;
ვ) ენერგეტიკის, მათ შორის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საკონსტრუქტორო და საგანმა-ნათლებლო მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა;
ზ) ენერგეტიკის, მათ შორის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ბუნების დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, პროგრამების შემუშავებისას და განხორციელებისას ეკოლოგიური ასპექტების ოპტიმალურად გათვალისწინება;
თ) ლიცენზიატებსა და უცხო ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს შორის ურთიერთობების დამყარებისა და ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში სატრანზიტო და ექსპორტ-იმპორტის ურთიერთობების ხელშეწყობა;
ი) საგანგებო სიტუაციებისათვის ენერგეტიკის, მათ შორის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება;
კ) ენერგეტიკის, მათ შორის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიის განსაზღვრა, რეკომენდაციების შემუშავება, ასევე მომხდარი ავარიებისა და სხვა ტექნიკურ გაუმართაობათა მიზეზების შესწავლა და სათანადო დასკვნების მომზადება;
ლ) ენერგეტიკული რესურსების მოპოვების გაფართოების, განახლებადი (ალტერნატიული) ენერგიის წყაროების უპირატესი ათვისების, ენერგოეფექტური ღონისძიებების ხელშეწყობა, რომლებიც დაკავშირებულია წარმოების ეფექტიანობის გაზრდასთან.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 22 მარტი.
№1124_Iს
დოკუმენტის კომენტარები