ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ

ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 816
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.05.001.000.230
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
816
27/06/1997
პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
300.280.000.05.001.000.230
ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! მიმდინარეობს დოკუმენტის კონსოლიდაცია. ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას.

კონსოლიდირებული ვერსია (30/04/1999 - 15/06/2004)

                                            საქართველოს კანონი

                     ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ

                 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზნები და ამოცანები

1. ეს კანონი აწესრიგებს ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობასა და ურთიერთობებს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების სფეროებში და უზრუნველყოფს საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად. ეს კანონი არ ვრცელდება ბუნებრივი გაზის ძებნა-ძიებაზე, მოპოვებაზე, გადამუშავებასა და დაგროვებაზე, ბუნებრივი გაზის მწარმოებელსა და მიწოდების ლიცენზიატს შორის ურთიერთობებზე, აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტრანზიტზე საქართველოს ტერიტორიის გავლით.

2. კანონის მიზანია:

ა. კონკურენციის განვითარების საფუძველზე და არსებული არაკონკურენტული ბაზრის რეგულირების მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოს საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებისა და ტარიფების სისტემების ჩამოყალიბება და ამ საფუძველზე ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტის, მიწოდებისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, მიწოდებისა და მოხმარების განსახორციელებლად გაწეული ეკონომიკურად მიზანშეწონილი ხარჯების ზუსტი ასახვა ტარიფების სისტემებში;

ბ. შექმნას ყველა კატეგორიის მომხმარებლის სტაბილური ელექტრომომარაგებისათვის და ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო სამართლებრივი საფუძველი;

გ. ხელი შეუწყოს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის დარგების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით.

დ. ხელი შეუწყოს ბუნებრივი გაზის ადგილობრივი რესურსების გამოყენებას.

3. კანონის ამოცანაა:

ა. დააკისროს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტროს) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის ამ დარგებში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება, მათი განხორციელების კოორდინაცია და გაათავისუფლოს იგი დარგში მესაკუთრის, ოპერატიულ-სამეურნეო და მარეგულირებელი ფუნქციებისაგან;

ბ. განსაზღვროს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტისა და ექსპორტის, ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების, ასევე მომხმარებელთა საქმიანობისა და ურთიერთობების რეგულირების ძირითადი პრინციპები საჯაროობისა და თანასწორობის საფუძველზე და ამ მიზნით შექმნას ენერგეტიკის დარგის მარეგულირებელი დამოუკიდებელი სისტემის ჩამოყალიბების სამართლებრივი საფუძვლები;

გ. ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის ამაღლებას;

დ. უზრუნველყოს კონკურენციის განვითარება საქართველოს ელექტროენერგეტიკულ და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 2. განმარტებები

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა. „გადაცემის ლიცენზია“ _ კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვა გადამცემი ქსელის მფლობელობაზე ან მართვასა და ექსპლუატაციაზე, გადამცემი ქსელის დისპეტჩერიზაციის განხორციელების გარეშე;

ბ. „გადამცემი ქსელი“ _ ელექტრული სიმძლავრისა და ენერგიის გადამცემი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს და რომელსაც ფლობს ან/და მართავს და ექსპლუატაციას უწევს გადაცემის ლიცენზიატი. გადამცემი ქსელი მოიცავს 35 კილოვოლტზე მაღალი ძაბვის გადამცემ საშუალებებს, მათ შორის, ქვესადგურებს, და ელექტროგადამცემ ხაზებს, აგრეთვე იმ 35-კილოვოლტიან გადამცემ ქსელებს და შესაბამის ქვესადგურებს, რომლებიც საგანგებოდ აღინიშნება გადაცემის ლიცენზიაში; სხვა 35-კილოვოლტიანი ქსელები გამანაწილებელი საშუალებების ნაწილია;

გ. „გამანაწილებელი ქსელი“ _ ელექტრული სიმძლავრისა და ენერგიის გამანაწილებელი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიწოდების პუნქტებსა და მომხმარებელს და რომელსაც ფლობს ან/და მართავს და ექსპლუატაციას უწევს განაწილების ლიცენზიატი. გამანაწილებელი ქსელი მოიცავს 0,4-6-10 კილოვოლტი ძაბვის ქსელებს,   გამონაკლის შემთხვევაში, კომისიის ნებართვით, დასაშვებია გამანაწილებელ ქსელს მიეკუთვნოს 35 და 110 კილოვოლტი ძაბვის ქსელის ის ნაწილი, რომელიც არ არის განკუთვნილი ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის. ამავე ტერმინით აღინიშნება აგრეთვე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი, რომელიც მოიცავს 1,2-0,6-0,3-0,005 მპა წნევის გაზსადენებს.

დ. „განაწილების ლიცენზია“ _ კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვა ერთი ან მეტი მიწოდების პუნქტიდან ელექტრული სიმძლავრისა და ენერგიის მიღებაზე გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციაზე და ელექტროენერგიის განაწილებაზე და რეალიზაციაზე  განსაზღვრული ადმინისტრაციული ან გეოგრაფიული ზონის ან კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში;

. „დისპეტჩერიზაციის ლიცენზია“ _ კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვა წარმოებისა  და გადაცემის ლიცენზიატების დისპეტჩერიზაციის განხორციელებაზე განაწილების იმპორტის, ექსპორტის ლიცენზიატებისა და პირდაპირი და სხვა მომხმარებლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამ კანონის საფუძველზე კომისიის ნებართვით დროებით დასაშვებია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ანიჭებდეს სხვა დამატებით უფლებებს;

ვ. „კომისია“ _ საქართველოს ენერგეტიკი მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

ზ. „ლიცენზია“ _ კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე გაცემული ელექტროენერგიის წარმოების ნებართვა, გადაცემის ნებართვა, დისპეტჩერიზაციის ნებართვა იმპორტის ნებართვა, ექსპორტის ნებართვა ან განაწილების ნებართვა ბუნებრივი გაზის მიწოდების ნებართვა, ტრანსპორტირების ნებართვა ან განაწილების ნებართვა;

თ. „ლიცენზიატი“ - იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ფლობს ამ კანონით განსაზღვრულ ერთ ან რამდენიმე ლიცენზიას;

ი. „მიღების პუნქტი“ _ პუნქტი, რომელშიც გადაცემის ლიცენზიატი გადამცემ ქსელში მიიღებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას, სხვა ქვეყნის  ენერგოსისტემისაგან ელექტროენერგიის იმპორტის ჩათვლით ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემაში მიიღებს ბუნებრივ გაზს, იმპორტის ჩათვლით;

კ. „მიწოდების პუნქტი“ _ პუნქტი, რომელშიც გადაცემის ლიცენზიატი გადამცემი ქსელიდან მიაწოდებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას განაწილების ლიცენზიატს, პირდაპირ მომხმარებელს ან სხვა ქვეყნი   ენერგოსისტემას, ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემიდან მიაწოდებს ბუნებრივ გაზს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს, პირდაპირ მომხმარებელს ან სხვა ქვეყნების ტრანსპორტირების სისტემებს;

ლ. „პირდაპირი მომხმარებელი“ _ პირი, რომელიც ელექტროენერგიას იღებს უშუალოდ გადამცემი ქსელიდან ან წარმოების ლიცენზიატისაგან, ხოლო ბუნებრივ გაზს _ ტრანსპორტირების სისტემიდან და რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი;

მ. „რეგულირების საფასური“ _ გადასახდელი, რომელსაც ყოველწლიურად იხდიან ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, იმპორტის, ექსპორტისა და განაწილების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიატები კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად;

ნ. „წარმოების ლიცენზია“ _ კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვა ელექტროენერგიის წარმოებაზე და წარმოების საშუალების მიერთებაზე გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებთან მიღების პუნქტებში;

ო. „ექსპორტის ლიცენზია“ _ კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვა, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს მიწოდების პუნქტში გაყიდოს ელექტროენერგია (სიმძლავრე) საქართველოს ფარგლებს გარეთ;

პ. „იმპორტის ლიცენზია“ _ კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვა, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს საქართველოს ფარგლებს გარედან ერთ ან მეტ მიწოდების პუნქტზე მიიღოს და გაყიდოს ან/და თვითონ მოიხმაროს ელექტროენერგია (სიმძლავრე);

ჟ. „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი (ელექტრობაზარი)“ _ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობათა მართვისა და ელექტროენერგეტიკაში კონკურენციის ეტაპობრივი განვითარების მიზნით ჩამოყალიბებული კერძო სამართლის იურიდიული პირი;

რ. „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის აღმასრულებელი საბჭო“ _ ელექტრობაზრის მართვის ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ელექტრობაზრის ფუნქციონირებისა და განვითარების ძირითად მიმართულებებს, წყვეტს ბაზრის წევრებს შორის წარმოშობილ დავებს, ახორციელებს საბაზრო წესებისა და ელექტრობაზრის ტექნიკური სტანდარტების დაცვის მდგომარეობის მონიტორინგს;

ს. „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის გენერალური დირექტორი“ _ პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრობაზრის უშუალო მართვას საბაზრო წესებისა და ელექტრობაზრის ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად და ანგარიშვალდებულია ელექტრობაზრის აღმასრულებელი საბჭოს წინაშე. ელექტრობაზრის გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს ელექტრობაზრის აღმასრულებელი საბჭო და ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს კომისია;

ტ. „საბაზრო წესები“ _ ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ელექტრობაზრის ფუნქციონირებას, მართვას, ლიცენზიატებს შორის კომერციულ ურთიერთობებს. საბაზრო წესებს ამტკიცებს კომისია და ისინი სავალდებულოა ყველა ლიცენზიატის, ბაზრის წევრისა და მომხმარებლისათვის;

უ. „ელექტრობაზრის ტექნიკური სტანდარტები“ _ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ სხვა ლიცენზიატებთან შეთანხმებით მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ადგენს ელექტრობაზრის ფუნქციონირების ტექნიკურ მოთხოვნებს. ელექტრობაზრის ტექნიკურ სტანდარტებს ამტკიცებს კომისია და ისინი სავალდებულოა ყველა ლიცენზიატის, ბაზრის წევრისა და მომხმარებლისათვის;

ფ. „ბუნებრივი გაზი“ ან „გაზი“ _ ნახშირწყალბადები, რომლებიც 1.2 მპა წნევასა და 200C  ტემპერატურაზე აირად მდგომარეობაშია და რომელთა თბური შემცველობაა არანაკლებ 31.8მჯ/მ3 (7600 კკალ/მ3);

ქ. „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემა” ან „ტრანსპორტირების სისტემა“ _ ყველა მილსადენი, საკომპრესორო სადგური, საზომი სადგური და სხვა მოწყობილობა, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის, მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2 მპა-ზე მეტ წნევაზე სამუშაოდ, აკავშირებს მიღების პუნქტს მიწოდების პუნქტთან და რომელთაც ფლობს ან მართავს ან/და ექსპლუატაციას უწევს ტრანსპორტირების ლიცენზიატი. ტრანსპორტირების სისტემა მოიცავს ყველა მილსადენს და მოწყობილობას, რომელიც მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2 მპა-ზე მეტ წნევაზე სამუშაოდ, საკომპრესორო სადგურების, საზომი სადგურებისა და სხვა მოწყობილობების ჩათვლით, რომლებიც მითითებულია ტრანსპორტირების ლიცენზიაში;

ღ. „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია“ ან „ტრანსპორტირების ლიცენზია“ _ კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვა, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს ექსპლუატაცია გაუწიოს ტრანსპორტირების საშუალებებს, მიიღოს ბუნებრივი გაზი ერთი ან მეტი მიღების პუნქტიდან და განახორციელოს მისი ტრანსპორტირება ერთ ან მეტ მიწოდების პუნქტამდე;

ყ. „ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია“ ან „განაწილების ლიცენზია“ _ კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვა, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს მიიღოს ბუნებრივი გაზი ერთი ან მეტი მიწოდების პუნქტიდან, ექსპლუატაცია გაუწიოს გამანაწილებელ ქსელს და გაანაწილოს ბუნებრივი გაზი განსაზღვრული ადმინისტრაციული ან გეოგრაფიული ზონის ან კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზიატის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე;

შ. „ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზია“ ან „მიწოდების ლიცენზია“ _ კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვა, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს შეიძინოს ბუნებრივი გაზი და გაყიდოს იგი სხვა მიწოდების ლიცენზიატებზე ან მომხმარებლებზე.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

თავი II

სახელმწიფო პოლიტიკა ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში

       საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 3. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება

1. სამინისტრო ამუშავებს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას. ამ ამოცანის გადაწყვეტის პროცესში სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:

ა. ელექტროენერგეტიკის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტების და მათზე დაფუძნებული ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის პროგრამების დამუშავება, ამ პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;

ბ. ელექტროენერგეტიკის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;

გ. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების ოპტიმალურად წარმართვისა და ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის  ბაზარზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის ობიექტების კონსერვაციისა და ლიკვიდაციის სტრატეგიისა და წესების დამუშავება;

დ. ელექტროენერგეტიკის საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობა, დარგის ტექნიკური და ეკონომიკური მდგომარეობის მონიტორინგი;

ე. ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებათა ერთიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია

ვ. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საკონსტრუქტორო და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა;

ზ. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ბუნების დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, პროგრამების დამუშავებისას და განხორციელებისას ეკოლოგიური ასპექტების ოპტიმალურად გათვალისწინება;

თ. ლიცენზიატებსა და უცხო ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს შორის ურთიერთობის დამყარებისა და ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში სატრანზიტო და ექსპორტ-იმპორტის ურთიერთობების ხელშეწყობა;

ი. საგანგებო სიტუაციებისათვის სახელმწიფო ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის სტრატეგიის დამუშავება;

კ. საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიის დამუშავება.

2. სამინისტროს ფუნქციებს არ მიეკუთვნება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში მესაკუთრის, მარეგულირებელი და ოპერატიულ-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება.

3. სამინისტრო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის  წარმოების ობიექტების განთავსების ლიცენზირებას, აგრეთვე იმ საშუალებების განთავსების ლიცენზირებას, რომლებიც გამოიყენება ელექტროენერგიის ტრანზიტისათვის და არ არის დაკავშირებული არსებულ გადამცემ ქსელთან და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან.

  საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

თავი III

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

           საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 4. საქართველოს ენერგეტიკის   მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სტატუსი და ფუნქციები

1. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში _ კომისია) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. იგი არის მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომლის საქმიანობა არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას და რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სხვა სახელმწიფო უწყებასა და ორგანიზაციას.

2. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, კომისიის დებულება და სხვა საკანონმდებლო აქტები.

3. კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს კომისიის დებულებას, სტრუქტურას და საშტატო განრიგს

 4. კომისიას ენიჭება საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში

  ლიცენზიების (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ლიცენზიებისა) გაცემისა და ლიცენზიატების რეგულირების უფლება.

5. კომისიის ძირითადი ფუნქციებია:

ა. ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის განაწილების იმპორტისა და ექსპორტის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზირების წესებისა და პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა, მოდიფიცირება, შეჩერება და გაუქმება, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლში აღნიშნული შემთხვევებისა;

ბ. ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, მიწოდებისა და მოხმარების საბითუმო და საცალო ტარიფების დადგენა და რეგულირება;

გ. ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის განაწილების იმპორტისა და ექსპორტის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიატებს შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

დ. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიების პირობების დაცვის კონტროლი და დარღვევისათვის კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

ე. ენერგეტიკაში სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზება და კოორდინაცია;

ვ. ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის რეგულირება;

ზ. ელექტრობაზრის საქმიანობის ზედამხედველობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში და საბაზრო წესების დამტკიცება.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 5. კომისიის სამართლებრივი აქტები

1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტებს. კომისიის ნორმატიული აქტია დადგენილება. კომისიის დადგენილებით მტკიცდება კომისიის დებულება, საქმისწარმოების წესები და პროცედურები, სალიცენზიო და სატარიფო განაცხადების მიღებისა და განხილვის წესები, ლიცენზიების გაცემის, მოდიფიცირების, შეჩერებისა და გაუქმების წესები და პირობები, სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები.  საბაზრო წესები, ელექტრობაზრის ტექნიკური სტანდარტები, ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის რეგულირების წესები, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილებისა და მოხმარების, ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების საბითუმო და საცალო ტარიფები და მათი დადგენისა და რეგულირების მეთოდოლოგია, რეგულირებისა და ტარიფების დადგენის საფასურის ოდენობა და გაანგარიშების წესები, აგრეთვე ელექტრობაზრის წევრობასთან დაკავშირებით ლიცენზიატების მიერ გასაწევი ხარჯების ოდენობა კომისიის დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს აგრეთვე ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში.

2. ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ, ინდივიდუალურ საკითხებზე კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.

3. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის სხდომებზე, კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით.კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ ორი წევრისა. კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ლიცენზიატებისა და მომხმარებლებისათვის.

4. კომისიის თავმჯდომარე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს.

  საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 6. კომისიის წევრები და წევრობის ვადები

1. კომისია შედგება სამი წევრისაგან. კომისიის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. კომისიის წევრად ინიშნება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 35 წელი, აქვს უმაღლესი განათლება, ამ კანონით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება.

3. კომისიის წევრი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით  ინიშნება ექვსი წლით. კომისიის წევრი შეიძლება ხელახლა დაინიშნოს ექვსწლიანი ვადით. თუ კომისიის წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, პრეზიდენტი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით  ნიშნავს ახალ წევრს დარჩენილი ვადით.

4. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 7. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა და თანამდებობიდან განთავისუფლება

1. კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება, თუ:

ა. ნებაყოფლობით გადადგა;

ბ. მის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ. სასამართლომ ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა;

დ. დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

ე. დაარღვია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

ვ. ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას;

ზ. გარდაიცვალა.

2. კომისიის წევრის განთავისუფლება ხდება მხოლოდ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში.

3. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.83

    მუხლი 8. კომისიის თავმჯდომარე და მისი მოვალეობანი

1. საქართველოს პრეზიდენტი კომისიის ერთ-ერთ წევრს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარედ. თავმჯდომარეს უფლება აქვს გადადგეს ამ თანამდებობიდან, მაგრამ დარჩეს კომისიის წევრად დარჩენილი ვადით. თავმჯდომარე უფლებამოსილია, თავისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის რომელიმე წევრს დააკისროს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება.

2. თავმჯდომარე უძღვება კომისიის სხდომებს, პასუხს აგებს კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას პროცედურული წესების დაცვაზე და მათ გამოქვეყნებაზე, აგრეთვე კომისიისა და მისი აპარატის ადმინისტრაციულ მართვაზე.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 9. კომისიის აპარატის თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება

კომისიას თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი. აპარატის თანამშრომელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომისიის წევრების უფლებამოსილება, გარდა ადმინისტრაციული მართვისა, თანაბრად ვრცელდება კომისიის აპარატის თანამშრომლებზე.

    მუხლი 10. კომისიის წევრის პოლიტიკური საქმიანობა

კომისიის წევრი ვალდებულია კომისიაში მუშაობის პერიოდში შეაჩეროს პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია კომისიაში და მის აპარატში პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან მათი სტრუქტურული ერთეულების შექმნა.

    მუხლი 11. კომისიის ძირითადი უფლება - მოვალეობანი

1. კომისია ვალდებულია თავის საქმიანობაში გაითვალისწინოს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები ენერგეტიკის ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკის, ბუნების დაცვისა და სხვა სფეროებში.

2. კომისია ვალდებულია თავის სხდომებზე შესაბამის მხარეებს, მათ შორის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის მომხმარებლებს, მისცეს თავიანთი ინტერესების დაუბრკოლებლად წარმოდგენის შესაძლებლობა.

3. კომისიის წევრს და აპარატის თანამშრომელს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ეძლევათ ლიცენზიატის პერსონალთან და დოკუმენტაციასთან შეუფერხებლად მუშაობის საშუალება.

4. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია გადასინჯოს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მონაცემების სისწორე.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 12. კომისიის სხდომები . ინფორმაციის კონფიდენციალობა

1. კომისიის სხდომები საჯაროა. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები ქვეყნდება დადგენილი წესით.

2. კომისია ვალდებულია თავის მიერ დადგენილი ვადით შეინახოს სხდომის ოქმები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები. კომისიის წევრს უფლება აქვს დაუბრკოლებლად მიიღოს კომისიაში არსებული ინფორმაცია, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტაცია.

3. კომისიის ყველა დადგენილება და გადაწყვეტილება, ბრძანება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის. კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის წესს განსაზღვრავს კომისია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 13. კომისიის სხდომების წარმართვა

კომისია ვალდებულია ყოველი დადგენილების ან გადაწყვეტილების მიღებამდე აცნობოს დაინტერესებულ პირებს და მისცეს მათ კომისიის შესაბამის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა. კომისია უფლებამოსილია ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის მიზნით გამართოს დახურული სხდომები. კომისიის დახურულ სხდომაზე მიღებული დადგენილება და გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს.

    მუხლი 14. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

კომისია უფლებამოსილია ფიზიკურ ან იურიდიულ პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააკისროს პასუხისმგებლობა ამ კანონის ან კომისიის დადგენილების ან გადაწყვეტილების მოთხოვნათა დარღვევისათვის.

    მუხლი 15. გასაჩივრება

კომისიის მიერ მიღებული დადგენილება და გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საქართველოს უზენაეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 16. კომისიის შეხვედრები და კონსულტაციები მხარეებთან

კომისიის წევრების და აპარატის თანამშრომლების დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების წესებს განსაზღვრავს კომისია. ამ წესების მიხედვით, კომისიის წევრი ვალდებულია კონსულტაციების ჩატარების შესახებ წინასწარ წერილობით შეატყობინოს დაინტერესებულ მხარეებს და მისცეს მათ კონსულტაციებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

    მუხლი 17. ინტერესთა კონფლიქტი

1. კომისიის წევრთა მოქმედების შეზღუდვის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. აპარატის თანამშრომელს უფლება არა აქვ ჰქონდეთ რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი ქონებრივი და ეკონომიკური ინტერესი რომელიმე ლიცენზიატის მიმართ, ან ეკავოთ თანამდებობა რომელიმე ლიცენზიატის საწარმოში.

3. აპარატის თანამშრომელს უფლება აქვ იყვნენ რომელიმე ლიცენზიატის მომხმარებლები, მაგრამ ლიცენზიატს არა უქვს უფლება შესთავაზოს, ხოლო აპარატის თანამშრომელს _ მიიღონ უფასო ან ფასდაკლებით მომსახურება ლიცენზიატის მხრიდან.

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.83

    მუხლი 18. პირადი უსაფრთხოება და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობა

1. აკრძალულია კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მიმართ ძალადობა, მუქარა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებით. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

2. კომისიის წევრს წევრობის ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო ხელს უწყობს დასაქმებაში.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 19. კომისიის ბიუჯეტი . რეგულირების საფასური

1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 1 ოქტომბრისათვის დაამტკიცოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასები და შემოსავლები. კომისია ყოველი წლის 15 სექტემბრისათვის ლიცენზიატებისაგან მიღებული მომავალი წლის საქმიანობის მოცულობის პროგნოზის საფუძველზე ადგენს რეგულირების საფასურს რომელსაც გადაიხდიან ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის იმპორტის, ექსპორტის და განაწილების ლიცენზიატები, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიატები რაც უზრუნველყოფს კომისიის მომავალი საბიუჯეტო წლისათვის დაგეგმილი ხარჯების დაფარვას. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი.

2. რეგულირების საფასური ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ამ ანგარიშზე არსებულ თანხებს განკარგავს მხოლოდ კომისია. კომისიის მიერ წლის განმავლობაში გამოუყენებული თანხები გადაიტანება მომავალი წლის ანგარიშზე, ამ წლის რეგულირების საფასური შესაბამისი შემცირებით. თუ რეგულირების საფასურით მიღებული შემოსავალი არ ფარავს კომისიის მიმდინარე დანახარჯებს, კომისია უფლებამოსილია აიღოს სესხი. ამ სესხისა და შესაბამისი პროცენტის გასტუმრება ხდება მომავალი წლის რეგულირების საფასურიდან.

დასაშვებია კომისიის სარგებლობისათვის სახსრების, მათ შორის, გრანტების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 20. ფინანსური ანგარიშგება . რევიზია

1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 31 მარტამდე მოამზადოს და გამოაქვეყნოს გასული წლის ფინანსური ანგარიში, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასურიდან მიღებული თანხები და კომისიის მიერ ამ თანხების წლის განმავლობაში გამოყენება, აგრეთვე წლის განმავლობაში აღებული სესხები და კომისიის მიერ გამოყენებული სხვა თანხები. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა.

2. კომისიის ფინანსური საქმიანობის კონტროლს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები, მათ შორის, კომისიის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი აუდიტორი. კომისიის ფინანსური საქმიანობის შემოწმებამ არ უნდა გამოიწვიოს კომისიის მიმდინარე საქმიანობის შეჩერება ან შეფერხება.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 21. კომისიის ყოველწლიური ანგარიში

კომისია ყოველი წლის 31 მარტამდე ადგენს თავისი საქმიანობის შესახებ გასული წლის ანგარიშს, რომელსაც უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და სამინისტროს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

თავი IV

  საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი (ელექტრობაზარი)

    მუხლი 22. ელექტრობაზრის სტატუსი და ფუნქციები

1. ელექტრობაზარი არის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობათა მართვისა და ელექტროენერგეტიკაში კონკურენციის ეტაპობრივი განვითარების მიზნით ჩამოყალიბებული კერძო სამართლის იურიდიული პირი. მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა ელექტროენერგეტიკის სექტორის ლიცენზიატთა და პირდაპირ მომხმარებელთა ანუ ელექტრობაზრის წევრთა კავშირი (ასოციაცია).

2. ელექტრობაზარი დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ ფუნქციებს. ელექტრობაზრის ფუნქციონირების, მართვისა და ლიცენზიატებს შორის ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმატიული აქტებია „საბაზრო წესები“ და „ელექტრობაზრის ტექნიკური სტანდარტები“, რომლებიც დგინდება ამ კანონის შესაბამისად, მტკიცდება კომისიის მიერ და სავალდებულოა ყველა ლიცენზიატის, ბაზრის წევრისა და მომხმარებლისათვის.

3. საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შემავალი ყველა ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და საქართველოში იმპორტირებული მთელი ელექტროენერგიის (სიმძლავრის), აგრეთვე გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატების მომსახურების საბითუმო ყიდვა-გაყიდვა (გარდა პირდაპირი კონტრაქტებით გათვალისწინებული სიდიდეებისა) ხორციელდება ელექტრობაზარზე. საქართველოში დაშვებულია მხოლოდ ერთი ელექტრობაზრის ფუნქციონირება.

4. პირდაპირი კონტრაქტებით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყიდვა-გაყიდვისა და იმპორტ-ექსპორტის კვოტებს აწესებს და არეგულირებს კომისია ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების ეფექტიანი დაბალანსების პრინციპის შესაბამისად. ლიცენზიატები და ელექტრობაზრის წევრები ვალდებულნი არიან ელექტრობაზარს წინასწარ შეუთანხმონ პირდაპირი კონტრაქტები და დადგენილი წესით მიაწოდონ მას ინფორმაცია ამ კონტრაქტების საშუალებით განხორციელებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის, იმპორტ-ექსპორტისა და ტრანზიტის შესახებ.

5. ელექტრობაზრის საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკისა და სახელმწიფო ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მოთხოვნებს.

6. ელექტრობაზრის მომსახურების ანაზღაურება ელექტრობაზრის წევრების მიერ ხორციელდება საწევრო შენატანების ხარჯზე. შენატანის ოდენობას განსაზღვრავს ელექტრობაზრის აღმასრულებელი საბჭო და ამტკიცებს კომისია. შენატანი შედის ელექტროენერგიის ტარიფში. ელექტრობაზრის წევრობა სავალდებულოა ყველა ლიცენზიატისა და პირდაპირი მომხმარებლისათვის.

7. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს იმ მომხმარებელთა ნუსხას, რომლებიც სახელმწიფო უშიშროების პოლიტიკის თვალსაზრისით არ შეიძლება ჩართულ იქნენ ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვის გეგმებში, განსაზღვრავს ნუსხაში შეტანილი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გარანტირებული ანაზღაურების წესსა და წყაროებს.

8. ელექტრობაზარი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ერთად ამტკიცებს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსებს და საჭიროების მიხედვით ახდენს მათ კორექტირებას. ლიცენზიატები და პირდაპირი მომხმარებლები ვალდებულნი არიან ელექტრობაზარს წარუდგინონ ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების დასამუშავებლად, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტისა და მოხმარების აღრიცხვისა და ანგარიშსწორებისათვის, ასევე მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების შესასრულებლად.

    მუხლი 23. ელექტრობაზრის ფუნქციონირების პრინციპები

ელექტრობაზრის ფუნქციონირების პრინციპებია:           

ა. დამოუკიდებლობა;

ბ. ეკონომიკური მიზანშეწონილობა და სამართლიანობა;

გ. გარანტირებული და დროული ანგარიშსწორება;

დ. ბაზრის წევრების თანასწორუფლებიანობა;

ე.  გამჭვირვალობა, საჯაროობა.

თავი V

ლიცენზიები და ლიცენზირების წესები

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი  24. ლიცენზიების გაცემა , სალიცენზიო საქმიანობა , გამონაკლისები

1. კომისია უფლებამოსილია გასცეს ლიცენზიები ელექტროენერგიის წარმოებაზე, გადაცემაზე, დისპეტჩერიზაციაზე, განაწილებაზე, იმპორტსა და ექსპორტზე, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე, ტრანსპორტირებასა და განაწილებაზე ამ კანონის, კომისიის მიერ დამტკიცებული წესების, პროცედურებისა და ნორმატიული აქტების თანახმად და გააკონტროლოს თითოეული ლიცენზიატის მიერ ლიცენზიის პირობების დაცვა.

2. აკრძალულია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა, დისპეტჩერიზაცია, განაწილება, იმპორტი და ექსპორტი, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდება, ტრანსპორტირება და განაწილება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. პირი, რომელიც ელექტროენერგიას აწარმოებს მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის და არ არის მიერთებული გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელთან, არ ექვემდებარება ლიცენზირებას.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი  25. სალიცენზიო პროცედურები

კომისია ადგენს ლიცენზირების პირობებსა და სხვა წესებს, რომლებიც განსაზღვრავს ლიცენზიის მისაღებად საჭირო ინფორმაციას, საწარმოს ფინანსური მდგომარეობის, კრედიტუნარიანობის, აღებული სესხების, კომპეტენციის, კანონებთან და სხვა ნორმატიულ აქტებთან სალიცენზიო საქმიანობის შესაბამისობის შესახებ მონაცემების ჩათვლით, აგრეთვე კომისიის მიერ დადგენილ რეგულირების საფასურთან დაკავშირებულ საკითხებს.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 26. მოთხოვნები ლიცენზიების მიღებაზე , ლიცენზიების ვადები , მომსახურების შეწყვეტა

1. კომისია გასცემს ლიცენზიას მხოლოდ იმ ინდივიდუალურ მეწარმეზე  ან იურიდიულ პირზე, რომელსაც აქვს ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის სექტორში საქმიანობის კომპეტენცია და აკმაყოფილებს ამ კანონით და ლიცენზიით გათვალისწინებულ პირობებს.

2. ლიცენზიაში აღნიშნული უნდა იყოს სალიცენზიო განაცხადში მითითებული მომსახურების სახე, მომსახურების საშუალებების ადგილმდებარეობა და ტერიტორია, რომელზეც გავრცელდება ლიცენზიის მოქმედება, ლიცენზიის მოქმედების ვადა, მოთხოვნა რეგულირების საფასური დროულად გადახდაზე, ლიცენზიის მოდიფიცირების, შეჩერებისა და გაუქმების პირობები.

3. არც ერთ ლიცენზიატს არა აქვს უფლება, კომისიის წინასწარი ნებართვის გარეშე შეწყვიტოს შეამციროს ან გაზარდოს  ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეწყვეტა ან შემცირება  ხდება მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო ან/და ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზით. ლიცენზიატი ორივე შემთხვევაში ვალდებულია კომისიას წარუდგინოს განაცხადი მომსახურების შეწყვეტაზე. კომისიისაგან მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე თანხმობის მიღების შემდეგ ლიცენზიატი აბარებს ლიცენზიას.

4. სალიცენზიო და სატარიფო პირობებით არც ერთ ლიცენზიატს არ შეიძლება დაეკისროს ვალდებულება, გააგრძელოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, თუ მომსახურების მიმღები სხვა ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირი არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ან მომსახურების დამტკიცებულ პირობებს.

5. ლიცენზიატი, რომელსაც აქვს ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზია, ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ყველა ანგარიში, განაცხადი და ინფორმაცია, რომელიც საჭიროდ იქნება მიჩნეული ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ბუნებრივი გაზის სისტემისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების უსაფრთხო და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის. ლიცენზიატი ვალდებულია კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას მონაცემები და ინფორმაცია კომერციულ პირობებთან დაკავშირებით, რომლებიც მოიცავს ბუნებრივი გაზის შეძენის ფასს, თუმცა შეიძლება არ შემოიფარგლებოდეს ამ ფასით. კომისიამ უნდა დაიცვას ფასებთან დაკავშირებული ყველა ამგვარი და სხვა ინფორმაციის კონფიდენციალობა, თუ ამას მოითხოვს კანონმდებლობა და ლიცენზიატი

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 27.   ლიცენზიატის უფლება - მოვალეობანი . ინფორმაციის მომზადება

1. ლიცენზიატი ვალდებულია დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

2. ლიცენზიატი ვალდებულია შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედოს მინიმალური დანახარჯების პრინციპის შესაბამისად, ეკონომიკური ეფექტიანობის გათვალისწინებით.

3. ლიცენზიატი, ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული შემთხვევის გარდა, ვალდებულია წარუდგინოს კომისიას, სამინისტროს და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია:

ა. ლიცენზიატის გასული წლის საქმიანობის ანგარიში;

ბ. მომავალი წლის სამუშაო გეგმა;

გ. სხვა ინფორმაცია, რომელსაც კომისია საჭიროდ მიიჩნევს.

4. ლიცენზიატი, რომელსაც აქვს წარმოების ლიცენზია, გაცემული იმ საფუძველზე, რომ მისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის რეალიზაციის შესახებ სრულდება კონკურენციის პირობებში, ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ყველა ანგარიში და ინფორმაცია, რომელსაც კომისია საჭიროდ მიიჩნევს გადამცემი ქსელისა და მიერთებული სიმძლავრეების უსაფრთხო და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 28. ელექტროენერგიის აღრიცხვა, გაყიდვა, მრიცხველები

1. დადგენილი სტანდარტების, წესებისა და სხვა მოთხოვნების შესაბამისად, ლიცენზიატი ვალდებულია აღრიცხოს მის საშუალებებში გატარებული ელექტროენერგიის სრული რაოდენობა და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს. კომისია და ელექტრობაზარი უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ მრიცხველების ინსპექცია.

2. ელექტროენერგიის საბითუმო ყიდვა-გაყიდვა (გარდა პირდაპირი ხელშეკრულებებით განხორციელებული ყიდვა-გაყიდვისა) ხორციელდება მხოლოდ ელექტრობაზარზე, შემდეგი წესით:

ა. წარმოების ლიცენზიატი ყიდის ელექტროენერგიას ელექტრობაზარზე, ან/და განაწილების ან/და ექსპორტის ლიცენზიატებზე ან/და პირდაპირ მომხმარებელზე;

ბ. განაწილების ლიცენზიატი ყიდულობს ელექტროენერგიას ელექტრობაზარზე, ან/და წარმოების ან/და იმპორტის ლიცენზიატებისაგან და ყიდის მომხმარებელზე;

გ. იმპორტის ლიცენზიატი ყიდულობს ელექტროენერგიას საქართველოს ფარგლებს გარეთ და ყიდის ელექტრობაზარზე, ან/და განაწილების ან/და ექსპორტის ლიცენზიატებზე ან/და პირდაპირ მომხმარებელზე;

დ. ექსპორტის ლიცენზიატი ყიდულობს ელექტროენერგიას ელექტრობაზარზე ან/და წარმოების ლიცენზიატისაგან და ყიდის საქართველოს ფარგლებს გარეთ.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 29. დავები

ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი ან განაწილების ლიცენზიატის მომხმარებელი უფლებამოსილია კომისიაში შეიტანოს განაცხადი ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომსახურების სფეროში სადავო საკითხის განხილვაზე. კომისიას შეუძლია ამგვარი განაცხადი განსახილველად გადააგზავნოს სასამართლოში.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი  30. ფინანსური გარანტიები

კომისიას უფლება აქვს ლიცენზიის გასაცემად ან შეჩერებული ლიცენზიის განსაახლებლად მოითხოვოს თამასუქი ან სხვაგვარი ფინანსური გარანტია, ამ კანონის ან სალიცენზიო პირობების მოთხოვნების შესრულებისათვის, რეგულირების საფასური გადახდის უზრუნველყოფის ჩათვლით.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 31. ლიცენზიის მოდიფიცირება , შეჩერება და გაუქმება

ლიცენზიის მოდიფიცირება ხდება მისი ვადებისა და პირობების შესაბამისად, ხოლო გაუქმება ან შეჩერება _ ამ ვადებისა და პირობების დარღვევისათვის. სხვა შემთხვევებში ლიცენზიის მოდიფიცირების, შეჩერების ან გაუქმების უფლება კომისიას აქვს მხოლოდ ლიცენზიატის წინასწარი თანხმობით. ამასთან, კომისიას უფლება აქვს ლიცენზიის მოდიფიცირებისას ლიცენზიატს მოსთხოვოს პირველად ლიცენზიაში აღნიშნული პირობებისაგან განსხვავებული, მათ შორის, უფრო გამკაცრებული მოთხოვნების შესრულება.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი  32. შეზღუდვები აქციებისა და ლიცენზიების მფლობელობასა და გადაცემაზე

1. ლიცენზიატს უფლება არა აქვს კომისიის ნებართვის გარეშე ფლობდეს ერთზე მეტ ლიცენზიას ან სხვა ლიცენზიატის აქციებს. ინდივიდუალურ მეწარმეს ან იურიდიულ პირს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ან მართავს წარმოების ლიცენზიატის, გადაცემის ლიცენზიატის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის იმპორტის ლიცენზიატის, ექსპორტის ლიცენზიატის ან განაწილების ლიცენზიატის აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზიატის, ტრანსპორტირების ლიცენზიატისა და განაწილების ლიცენზიატის  აქციებს, უფლება არა აქვს კომისიის ნებართვის გარეშე ფლობდეს ელექტროენერგეტიკის დარგის სხვა ლიცენზიატის აქციებს.

2. აკრძალულია კომისიის ნებართვის გარეშე ლიცენზიის გადაცემა სხვა პირისათვის. კომისია უფლებამოსილია ამ კანონის მოთხოვნათა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით დაამტკიცოს, არ დაამტკიცოს ან შეზღუდოს ლიცენზიატის შემდეგი საქმიანობები:

ა.  ამ კანონით ლიცენზირებადი საქმიანობების შერწყმა, ძირითადი საშუალებებისა და აქციების შეძენა და/ან გაყიდვა;

ბ. ლიცენზიატის საქმიანობის სფეროს გაფართოება;

გ. ლიცენზიატის სტრუქტურის რეორგანიზაცია საკუთრების ან/და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების შეცვლა.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

თავი VI

ლიცენზიები:

მოთხოვნები და პირობები

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 33. წარმოების ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული წარმოების ლიცენზია უფლებას აძლევს ინდივიდუალურ მეწარმეს ან იურიდიულ პირს, აწარმოოს ელექტროენერგია და ელექტროენერგიის და/ან სიმძლავრის მიწოდების მიზნით მიუერთოს შესაბამისი საშუალებანი განსაზღვრულ მიღების პუნქტებში გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელს.

2. ლიცენზიის ვადა არ უნდა აღემატებოდეს წარმოების საშუალებების სასარგებლო გამოყენების საპროექტო ვადას. ლიცენზია კომისიამ შეიძლება გააუქმოს ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის.

3. წარმოების ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა. ამ კანონის მე-6 თავის თანახმად, კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს ელექტროენერგიის რეალიზაციის კონტრაქტში აღნიშნული ფასები, ვადები და პირობები. ასეთი დამტკიცება საჭირო არ არის, თუ კომისია დაადგენს, რომ წარმოების ლიცენზიატი აწარმოებს ელექტროენერგიას მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის, მხოლოდ ექსპორტისათვის ან ახდენს პროდუქციის რეალიზაციას კონკურენტული ბაზრის პირობებში. ამასთან, ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი, რომელიც შეიტანს განაცხადს წარმოების ლიცენზიის მიღებაზე, ვალდებულია წარუდგინოს კომისიას წარმოების საშუალებების ტექნიკური უსაფრთხოებისა და ურთიერთდაკავშირების სტანდარტების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ბ. ელექტროენერგიის რეალიზაციის ხელშეკრულების პირობების ან მომსახურების დამტკიცებული ფასების, ვადებისა და პირობების თანახმად უზრუნველყოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის წარმოების საშუალებების ხელმისაწვდომობა მიღების პუნქტში გადამცემი ქსელისა და მიერთებული საშუალებების უსაფრთხო, საიმედო, არადისკრიმინაციული და ეკონომიური დისპეტჩერიზაციის მიზნით;

გ. აკმაყოფილებდეს საბაზრო წესების, ტექნიკური სტანდატების, ელექტრობაზრის, წარმოების საშუალებების ექსპლუატაციისა და გადამცემი და გამანაწილებელი საშუალებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნებს;

დ. დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის სხვა მოთხოვნები.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 34. გადაცემის ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული გადაცემის ლიცენზია უფლებას აძლევს იურიდიულ პირს, განახორციელოს გადაცემის მომსახურება გადამცემი ქსელის საშუალებით.

2. ლიცენზიაში აღნიშნული უნდა იყოს გადამცემი სისტემა, რომელიც ჩართული იქნება გადამცემ ქსელში, რომელსაც ექსპლუატაციას გაუწევს ლიცენზიატი, რაც გულისხმობს საშუალებებს მიღების პუნქტსა და მიწოდების პუნქტს შორის. თუ საჭიროა წარმოების ლიცენზიატის საშუალებების პირდაპირი მიერთება განაწილების ლიცენზიატის ან პირდაპირი მომხმარებლის საშუალებებზე, კომისიას უფლება აქვს, გადაცემის მომსახურების პარამეტრების დადგენის მიზნით მოითხოვოს მიღებისა და მიწოდების პუნქტების ურთიერთდაკავშირების განცალკევება გადამცემი ქსელის მინიმალური სექციით.

3. თუ გადამცემ ქსელში ჩნდება ახალი გადამცემი საშუალების აუცილებლობა, გადაცემის ლიცენზიატს უფლება აქვს ახალი გადამცემი საშუალების დადგმის შესახებ განაცხადით მიმართოს კომისიას თავისი ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე. თუ კომისია შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნისა და სხდომის ჩატარების შემდეგ, კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად მიიჩნევს, რომ ახალი საშუალება რეალურად საჭიროა და დაადგენს, რომ ამ საშუალების სავარაუდო მარშრუტი, რომელიც შეიძლება შეიცვალოს სხდომის დროს ან მის შემდეგ, მინიმალურ ნეგატიურ გავლენას ახდენს შერჩეულ ტერიტორიაზე, შეესაბამება დარგში სახელმწიფო პოლიტიკას, რაც აღნიშნული იქნება კომისიის სხდომაზე, აგრეთვე შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, კომისია გადაცემის ლიცენზიატზე გასცემს მოდიფიცირებულ ლიცენზიას, რომელიც მოიცავს ახალ გადამცემ საშუალებას და უფლებას აძლევს ლიცენზიატს, ააშენოს ახალი საშუალება დამტკიცებულ მარშრუტზე.

4. თუ გადაცემის ლიცენზიატი ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად მიიღებს უფლებას, ააშენოს ახალი გადამცემი საშუალება მითითებულ მარშრუტზე, მას უფლება ეძლევა, მიიღოს ამ საშუალების მშენებლობისათვის საჭირო მიწებით სარგებლობის ნებართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. ლიცენზია გაიცემა უვადოდ და იგი კომისიამ შეიძლება გააუქმოს ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის.

6. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა. უზრუნველყოს გადამცემი ქსელის ფუნქციონირება ტექნიკური სტანდარტების, საბაზრო წესების, წარმოების, განაწილების, იმპორტისა და ექსპორტის ლიცენზიატებისა და პირდაპირი მომხმარებლის კანონიერი მოთხოვნების შესაბამისად;

ბ. შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

გ. შეიმუშაოს სათანადო ინსტრუქციები გადამცემი ქსელისა და მიერთებული საშუალებების უსაფრთხო, საიმედო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაკავშირებისა და ექსპლუატაციის შესახებ;

დ. მომსახურებისათვის მოითხოვოს მხოლოდ ის საფასური და დაადგინოს მხოლოდ ის პირობები, რომლებიც დამტკიცებული იქნება კომისიის მიერ;

ე. დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის სხვა მოთხოვნები.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 35. დისპეტჩერიზაციის ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული დისპეტჩერიზაციის ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს განახორციელოს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვა ცენტრალური და რეგიონალური სადისპეტჩერო სამსახურების საშუალებით.

2. ლიცენზია გაიცემა უვადოდ და იგი კომისიამ შეიძლება გააუქმოს ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის.

3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა. უზრუნველყოს ელექტრონერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირება, დააკმაყოფილოს ყველა შესაბამისი ლიცენზიატისა და პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნები მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად. თუ ლიცენზიატი ან პირდაპირი მომხმარებელი ხელშეკრულებას დებს წარმოების ან იმპორტის ლიცენზიატთან და ამ ხელშეკრულებით მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს თავის მოთხოვნას ელექტროენერგიაზე, ანდა ხელშეკრულებას დებს გადაცემის ლიცენზიატთან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი არ არის პასუხისმგებელი ელექტროენერგიით (სიმძლავრით) სარეზერვო მომსახურებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განაწილების ან ექსპორტის ლიცენზიატი ან პირდაპირი მომხმარებელი იხდის კომისიის მიერ დამტკიცებულ ამგვარი მომსახურების საფასურს;

ბ. დაამონტაჟოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ყველა საშუალებას, რომელიც აუცილებელია ენერგოსისტემის ოპერატიული მართვისა და ელექტრული მდგრადობის უზრუნველყოფისათვის, დაამუშაოს რეჟიმები და გამოიყენოს სათანადო სადისპეტჩერო ოქმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ელექტრობაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას და განაწილების, იმპორტისა და ექსპორტის ლიცენზიატებისა და პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებას;

გ. იხელმძღვანელოს ელექტრობაზრის მითითებებით, მათ შორის, საბაზრო წესების მოთხოვნების დამრღვევთა მიმართ ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის შესახებ;

დ. შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

ე. მომსახურებისათვის მოითხოვოს მხოლოდ ის საფასური და დაადგინოს მხოლოდ ის პირობები, რომლებიც დამტკიცებული იქნება კომისიის მიერ;

ვ. დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის სხვა მოთხოვნები.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 36. განაწილების ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული განაწილების ლიცენზია უფლებას აძლევს ინდივიდუალურ მეწარმეს ან იურიდიულ პირს, გაანაწილოს და გაყიდოს  ელექტროენერგია განსაზღვრული ადმინისტრაციული ან გეოგრაფიული რეგიონის ან კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში.

2. ლიცენზია გაიცემა უვადოდ და იგი კომისიამ შეიძლება გააუქმოს ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის.

3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა. საგანგებო პერიოდებში უზრუნველყოს ელექტროენერგიის გამოყოფილი ლიმიტების, დადგენილი რეჟიმების დაცვა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების უპირატესი ენერგომომარაგება, მათ მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის პირობით;

ბ. უზრუნველყოს მიღებული ელექტროენერგიისა და მომსახურების ღირებულების დროული, სრული და გარანტირებული ანაზღაურება საბაზრო წესების შესაბამისად. ამ დებულების დამრღვევ განაწილების ლიცენზიატს პასუხისმგებლობა ეკისრება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ. საბაზრო წესების შესაბამისად ელექტრობაზრის მოთხოვნის შემთხვევაში დადგენილი წესით გახსნას ბანკში აკრედიტივი.

. გაუწიოს მომხმარებელს გამანაწილებელი მომსახურება, კომისიის მიერ დადგენილი წესების და ლიცენზიატის საინვესტიციო პროგრამის შესაბამისად;

. მიიღოს გადაცემის და/ან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისაგან, აგრეთვე წარმოების ან/და იმპორტის ლიცენზიატისაგან, უფლება სათანადო გასანაწილებელ სიმძლავრესა და ელექტროენერგიაზე;

. შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს მომსახურების აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის და ელექტროენერგიის საფასურის მოკრების პროცედურები;

. შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

. მომსახურებისათვის მოითხოვოს მხოლოდ ის საფასური და დაადგინოს მხოლოდ ის პირობები, რომლებიც დამტკიცებული იქნება კომისიის მიერ;

. თავის სამუშაო ადგილზე უზრუნველყოს საზოგადოებისათვის შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა:

.ა. ლიცენზია და დამტკიცებული ტარიფები;

.ბ. მომსახურების დამტკიცებული პირობები, რომლებიც შეიცავს მომსახურების  აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის და ელექტროენერგიის საფასურის მოკრების პროცედურებს;

.გ. ლიცენზიატის ფუნქციონირების სტანდარტების აღწერა, რომელიც შეიცავს ახალი მომხმარებლების მიერთების პირობებს.

. დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის სხვა მოთხოვნები.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 37. იმპორტის ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული იმპორტის ლიცენზია იურიდიულ პირს ან ინდივიდუალურ მეწარმეს უფლებას აძლევს განახორციელოს ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ელექტროენერგიის წყაროებიდან.

2. ლიცენზია გაიცემა განსაზღვრული ვადით. კომისია უფლებამოსილია ჩამოართვას იგი მფლობელს ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის.

3. იმპორტის ლიცენზიატი, ლიცენზიის პირობების თანახმად, ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა. იმოქმედოს ელექტროენერგიის იმპორტის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ. კოორდინირებულად და მჭიდროდ ითანამშრომლოს ელექტრობაზართან, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებთან საბაზრო წესების შესაბამისად;

გ. იხელმძღვანელოს მხოლოდ კომისიის მიერ დამტკიცებული ტარიფებითა და მომსახურების პირობებით;

დ. საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს:

დ.ა. ლიცენზია და დამტკიცებული ტარიფები;

დ.ბ. ლიცენზიატის მომსახურების დამტკიცებული ვადები, მომსახურების მიღებისა და შეწყვეტის პროცედურები;

დ.გ. მომსახურების მიწოდების სტანდარტების აღწერა;

ე. დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის სხვა მოთხოვნები.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 38. ექსპორტის ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული ექსპორტის ლიცენზია იურიდიულ პირს ან ინდივიდუალურ მეწარმეს უფლებას აძლევს განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტი საქართველოს ფარგლებს გარეთ განლაგებულ მიღების პუნქტებამდე.

2. ლიცენზია გაიცემა განსაზღვრული ვადით. კომისია უფლებამოსილია ჩამოართვას იგი მფლობელს ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის.

3. ექსპორტის ლიცენზიატი, ლიცენზიის პირობების თანახმად, ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა. იმოქმედოს ელექტროენერგიის ექსპორტის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ. კოორდინირებულად და მჭიდროდ ითანამშრომლოს ელექტრობაზართან, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებთან საბაზრო წესების შესაბამისად;

გ. იხელმძღვანელოს მხოლოდ კომისიის მიერ დამტკიცებული ტარიფებითა და მომსახურების პირობებით;

დ. საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს:

დ.ა. ლიცენზია და დამტკიცებული ტარიფები;

დ.ბ. ლიცენზიატის მომსახურების დამტკიცებული ვადები, მომსახურების მიღებისა და შეწყვეტის პროცედურები;

დ.გ. მომსახურების მიწოდების სტანდარტების აღწერა;

ე. დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის სხვა მოთხოვნები;

ვ. საბაზრო წესების შესაბამისად უზრუნველყოს მიღებული ელექტროენერგიისა და მომსახურების საფასურის სრული და გარანტირებული ანაზღაურება.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 39. ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზია (მიწოდების ლიცენზია)

1. კომისიის მიერ გაცემული ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზია იურიდიულ პირს ან ინდივიდუალურ მეწარმეს უფლებას აძლევს იყიდოს ან/და გაყიდოს ბუნებრივი გაზი სხვა მიწოდების ლიცენზიატებზე ან მომხმარებლებზე.

2. ლიცენზია გაიცემა განსაზღვრული ვადით. კომისია უფლებამოსილია ჩამოართვას იგი მფლობელს ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის.

3. მიწოდების ლიცენზიატი, ლიცენზიის პირობების თანახმად, ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა. დაგეგმოს და განახორციელოს ბუნებრივი გაზის საიმედო მიწოდება და უზრუნველყოს მისი ტრანსპორტირება, დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნები უმცირესი ღირებულების პრინციპის შესაბამისად;

ბ. დაამუშაოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები საგანგებო სიტუაციებში ასამოქმედებლად ან აწარმოოს შესაბამისი მოლაპარაკებები და შეთანხმებები სხვა პირებთან ასეთ შემთხვევებში ბუნებრივი გაზის მიღებაზე;

გ. მომსახურებისათვის მოითხოვოს მხოლოდ ის საფასური და დაადგინოს მხოლოდ ის ვადები და პირობები, რომლებიც შემუშავებული და დამტკიცებულია კომისიის მიერ;

დ. დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის სხვა მოთხოვნები.

4. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ლიცენზიატი დებს ხელშეკრულებას ბუნებრივი გაზის იმპორტზე, კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია გადასაზიდი მოცულობის, გადასახადებისა და ტარიფების შესახებ, რომლებიც განსაზღვრული ან გადახდილია შესაბამისი ხელშეკრულების მიხედვით, აგრეთვე სხვა საჭირო ინფორმაცია. კომისიას შეუძლია ასეთი ინფორმაციის გამოყენება იმპორტირებული ბუნებრივი გაზის საქართველოს ფარგლებში ტრანსპორტირების მომსახურების ტარიფების დადგენისას.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 40. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია (ტრანსპორტირების ლიცენზია)

1. კომისიის მიერ გაცემული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს განახორციელოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ტრანსპორტირების სისტემით.

2. ლიცენზიატმა უნდა განსაზღვროს შემოთავაზებული მომსახურებისათვის გამოსაყენებელი მარშრუტი, მილსადენები და სხვა მოწყობილობა, მიღებისა და მიწოდების პუნქტების ჩათვლით, რომლებიც გამოყენებული იქნება მის მიერ.

3. როდესაც ახალ მილსადენზე ან სხვა სატრანსპორტო მოწყობილობაზე არსებობს მოთხოვნა, მასზე განმცხადებელმა მხარეებმა უნდა გააკეთონ განაცხადი ტრანსპორტირების ლიცენზიაზე, ხოლო ტრანსპორტირების ლიცენზიის ქონების შემთხვევაში _ არსებული ლიცენზიის მოდიფიცირებაზე. თუ ასეთი განაცხადის შეტანისა და დადგენილი წესით საკითხის განხილვის შედეგად კომისია მიიჩნევს, რომ ახალი მილსადენი ან მოწყობილობა საჭიროა, შეძლებისდაგვარად ამცირებს უარყოფით ზემოქმედებას მოცემულ ტერიტორიაზე, შეესაბამება სახელმწიფო პოლიტიკას და ამ კანონის მოთხოვნებს, იგი იღებს გადაწყვეტილებას, გასცეს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ახალი ან მოდიფიცირებული ლიცენზია, რომელიც მოიცავს ახალ მილსადენს ან მოწყობილობას და დამტკიცებულ მარშრუტზე მისი მშენებლობის უფლებას იძლევა.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ტრანსპორტირების ლიცენზიატს უფლება მიეცემა, დამტკიცებულ მარშრუტზე ააშენოს ახალი მილსადენი ან სხვა მოწყობილობა, იგი უფლებამოსილია დადგენილი წესით მიიღოს ნებართვა ასეთი მილსადენის ან მოწყობილობის მშენებლობისათვის საჭირო მიწების გამოყენებაზე.

5. ლიცენზია გაიცემა განსაზღვრული ვადით. კომისია უფლებამოსილია ჩამოართვას იგი მფლობელს ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის.

6. ტრანსპორტირების ლიცენზიატი, ლიცენზიის პირობების თანახმად, ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა. განავითაროს და შეაკეთოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემა ისე, რომ დააკმაყოფილოს ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზიატის მოთხოვნები;

ბ. შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

გ. შეიმუშაოს და განახორციელოს ყველა შესაბამისი მითითება ტრანსპორტირების სისტემისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების უსაფრთხო, საიმედო და შეუზღუდავი გამოყენებისათვის;

დ. მომსახურებისათვის მოითხოვოს მხოლოდ ის საფასური და დაადგინოს მხოლოდ ის ვადები და პირობები, რომლებიც შემუშავებული და დამტკიცებულია კომისიის მიერ ამ კანონის მე-6 თავის შესაბამისად;

ე. დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის სხვა მოთხოვნები.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 41. ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია (განაწილების ლიცენზია)

1. კომისიის მიერ გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს ექსპლუატაცია გაუწიოს გამანაწილებელ ქსელს და გაანაწილოს ბუნებრივი გაზი განსაზღვრული ადმინისტრაციული ან გეოგრაფიული ზონის ან კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში.

2. ლიცენზია გაიცემა განსაზღვრული ვადით. კომისია უფლებამოსილია ჩამოართვას იგი მფლობელს ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის.

3. განაწილების ლიცენზიატი, ლიცენზიის პირობების თანახმად, ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა. გაუწიოს მომხმარებელს გამანაწილებელი მომსახურება დარგობრივი ნორმატიული აქტების, კომისიის მიერ დადგენილი წესებისა და ლიცენზიატის საინვესტიციო პროგრამის შესაბამისად;

ბ. შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს მომსახურების, აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის, აგრეთვე მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის პროცედურები;

გ. შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

დ. მომსახურებისათვის მოითხოვოს მხოლოდ ის საფასური და დაადგინოს მხოლოდ ის პირობები, რომლებიც დამტკიცებულია კომისიის მიერ;

ე. თავის სამუშაო ადგილზე უზრუნველყოს საზოგადოებისათვის შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა:

ე.ა. ლიცენზია და დამტკიცებული ტარიფები;

ე.ბ. მომსახურების დამტკიცებული პირობები, რომლებიც შეიცავს მომსახურების უფლების შეძენისა და გაუქმების, აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის და მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის პროცედურებს;

ე.გ. ლიცენზიატის ფუნქციონირების სტანდარტების აღწერა, რომელიც შეიცავს ახალი მომხმარებლების მიერთების პირობებს;

ვ. დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის სხვა მოთხოვნები.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

თავი VII

ტარიფები

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 42. კომისიის უფლებამოსილება ტარიფის დადგენაში

1. კომისიას აქვს პროდუქციისა და მომსახურების ფასებისა და ტარიფების, ვადებისა და პირობების დადგენის შესახებ ლიცენზიატის მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და დამტკიცების, მოდიფიკაციის ან უარყოფის უფლება, გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. კომისია უფლებამოსილია ლიცენზიატების ან/და მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, ამ კანონის 43-ე მუხლში მოცემული ტარიფის დადგენის პრინციპების გათვალისწინებით და ენერგეტიკის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკის, ბუნების დაცვის, სოციალურ და სხვა სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით, დადგენილი წესით შეიტანოს ცვლილებები ელექტროენერგიის მოქმედ ტარიფებში.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 43. ტარიფის დადგენის პრინციპები

1. კომისიის მიერ დადგენილი ფასები და ტარიფები

ა. იცავს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან;

ბ. შესაძლებლობას აძლევს ლიცენზიატებს, დაფარონ თავიანთი ხარჯები, რომლებიც მოიცავს ეკონომიკურად გამართლებულ ფასებში შეძენილი საწვავის ღირებულებას, საექსპლუატაციო დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების დანახარჯებს, საბრუნავი კაპიტალის სახით აღებული სესხების ძირითადი ნაწილისა და პროცენტის გადასახადებს. ამასთან, ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებების ამონაგების კეთილგონიერ და სამართლიან დონეს, რომელიც საკმარისი უნდა იყოს დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად;

გ. ხელს უწყობს ლიცენზიატების ფინანსური ამონაგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის ამაღლების გზით მომსახურებაზე დანახარჯების შემცირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ლიცენზიატი აკმაყოფილებს თავისი ლიცენზიის მოთხოვნებს მომსახურების ხარისხზე;

დ. ხელს უწყობს ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდას ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში მოკლე და გრძელვადიანი ზღვრული ფასების  დადგენით და ფასთა დინამიკის პროგნოზირებით, ელექტროენერგიის წარმოების შესაძლო სიჭარბის ან უკმარისობის გათვალისწინებით;

ე. შესაძლებლობას აძლევს ლიცენზიატებს, დაფარონ ეკონომიკურად გამართლებული დანახარჯები, მათ შორის, შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად გაწეული ხარჯები და რეგულირების საფასური, აგრეთვე ტარიფის დადგენის საფასური და ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ელექტრობაზრის წევრობასთან;

ვ. ითვალისწინებს სახელმწიფო პოლიტიკას ელექტროენერგიის  და ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა კატეგორიების პრიორიტეტების მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ იგი არ ზღუდავს ლიცენზიატის უფლებას, მოსთხოვოს მომხმარებელს თავისი მომსახურების საფასურის გადახდა, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში _ შეწყვიტოს მომსახურების გაწევა;

ზ. ითვალისწინებს სახელმწიფო პოლიტიკას სატარიფო შეღავათების სფეროში, იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვებელია მომხმარებელთა რომელიმე კატეგორიის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება ლიცენზიატების ან მომხმარებელთა სხვა კატეგორიის ხარჯზე;

თ. ასახავს მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიის მომსახურების განსხვავებულ ღირებულებას.

2. ლიცენზიატის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯები იფარება მომხმარებელთა თითოეული კატეგორიისაგან მიღებული თანხებით, ამ კატეგორიის მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების პროპორციულად.

3. მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით სხვადასხვა ტარიფის დადგენა შეიძლება პიკური სიდიდეების, საშუალო სიდიდეების, საერთო მოხმარების სეზონურობის, მოხმარების სადღეღამისო ცვლილებების, მომსახურების ტიპის ან ანალოგიური პარამეტრების ასახვის მიზნით. კომისიას შეუძლია გამოიყენოს ინოვაციური სატარიფო მეთოდოლოგიები, რომლებიც ითვალისწინებს მოგების ინდექსაციის, ფასთა ინდექსაციის და სხვა ფაქტორებს, თუ იგი მიიჩნევს, რომ ასეთი მეთოდოლოგიების გამოყენება შეესაბამება ლიცენზიატებისა და მომხმარებლების ინტერესებს.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 44. ტარიფის დადგენის წესები

1. კომისია, ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, ტარიფის დადგენის საკითხების განხილვისას ატარებს ღია სხდომებს. კომისია სატარიფო განაცხადის განხილვისას და ტარიფის დადგენისას ეყრდნობა შემდეგ დოკუმენტებს:

ა. დასაბუთებული სატარიფო განაცხადი, რომელსაც თან ერთვის აუდიტორული ფინანსური ინფორმაცია;

ბ. სატარიფო განაცხადის განხილვისა და შესაბამისი დადგენილების მიღების პროცედურები;

გ. მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ ტარიფების დადგენის კომენტირების პროცედურები;

დ. სატარიფო განაცხადის შეფასებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და მიღების პროცედურები;

ე. სალიცენზიო მომსახურების ფინანსური ანაზღაურების დადგენის პროცედურები.

2. ტარიფის დადგენაზე ან/და ტარიფში ცვლილების შეტანაზე კომისიაში განაცხადის წარდგენის უფლება აქვს ლიცენზიატს ან/და პირდაპირ მომხმარებელს.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 45. ტარიფის ამოქმედება და ტარიფის დადგენის ანაზღაურება

ტარიფი ძალაში შედის კომისიაში სატარიფო განაცხადის შეტანიდან 150 დღის განმავლობაში თუ იგი აკმაყოფილებს კომისიის მოთხოვნებს სატარიფო განაცხადის მიმართ. სატარიფო განაცხადის შემტანი  ტარიფის დამტკიცების შემდეგ ანაზღაურებს კომისიის მიერ ტარიფის დადგენაზე გაწეულ მომსახურებას.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 46. ერთიანი საბუღალტრო - სააღრიცხვო სისტემა

კომისია ვალდებულია გამოიყენოს ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულ სტანდარტებზე. კომისიასთან ურთიერთობაში ასეთივე სისტემა უნდა გამოიყენონ ლიცენზიატებმაც. კომისია ვალდებულია ტარიფების დადგენისას გამოიყენოს ლიცენზიატების ფინანსური და ეკონომიკური ანგარიშები, აგრეთვე საკუთარი ანალიტიკური სისტემები.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

თავი VIII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 47. კომისიის პირველი შემადგენლობის უფლებამოსილების ვადები

კომისიის პირველი შემადგენლობა ინიშნება შემდეგი წესით: პირველი წევრი _ 6 წლის ვადით, მეორე წევრი _ 4 წლის ვადით, ხოლო მესამე წევრი _ 2 წლის ვადით.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 48. შუალედური ლიცენზიები

1. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ყველა პირი, რომლის საქმიანობაც ამ კანონით ექვემდებარება ლიცენზირებას, იღებს შუალედურ ლიცენზიას ორი წლის ვადით. შუალედური ლიცენზია უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს _ „შუალედურ ლიცენზიატს“ _ გააგრძელოს შესაბამისი საქმიანობა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ. კომისიას უფლება აქვს განსაკუთრებულ შემთხვევებში გასცეს დამატებითი შუალედური ლიცენზიები ამ კანონის ამოქმედებიდან ორი წლის განმავლობაში. შუალედური ლიცენზიების გადაცემა დაუშვებელია.

2. კომისიას უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში შუალედური ლიცენზიებისათვის დაადგინოს ისეთივე მოთხოვნები, როგორიც ლიცენზიებისათვის. კომისის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს, მოდიფიცირებულ იქნეს ან გაუქმდეს შუალედური ლიცენზია ელექტროენერგეტიკის რეორგანიზაციისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით. შუალედური ლიცენზია შეიძლება მოდიფიცირებულ ან გაუქმებულ იქნეს კომისიის მიერ ამ ლიცენზიის მოქმედების ვადაში, შუალედური ლიცენზიატის ფუნქციონირების შეუჩერებლად.

3. კომისიას უფლება აქვს დაადგინოს შუალედური ლიცენზიების გაგრძელების, მოდიფიცირების ან გაუქმების პროცედურები. თუ კომისია აუცილებლად მიიჩნევს შუალედური ლიცენზიის მოდიფიცირებას ან გაუქმებას, იგი ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ შეატყობინოს სამინისტროს და შუალედურ ლიცენზიატს და მისცეს მათ კომისიის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა.

4. როდესაც კომისია დაამუშავებს და აამოქმედებს წესებსა და სხვა აქტებს ამ კანონის 25 -ე მუხლის თანახმად, შუალედურ ლიცენზიატს უფლება მიეცემა, კომისიაში შეიტანოს განაცხადი ლიცენზიის მიღებაზე ამ კანონის 33 _ 36 -ე მუხლების თანახმად.

5. შუალედური ლიცენზიატების ტარიფები, რომლებიც მოქმედებს ამ კანონის მიღების დღეს, ინარჩუნებს ძალას კომისიის მიერ მათ ხელახლა განხილვამდე, იმის გათვალისწინებით, რომ კომისია ამტკიცებს ტარიფის ცვლილებას ყოველი შუალედური ლიცენზიატისათვის შუალედური რეგულირების საფასური დასადგენად ამ კანონის 49 -ე მუხლით განსაზღვრული წესით.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 49. შუალედური რეგულირების საფასური

კომისიას უფლება აქვს შუალედურ ლიცენზიატს დაუდგინოს შუალედური რეგულირების საფასური იმის გათვალისწინებით, რომ კომისიას არ ესაჭიროება შუალედური რეგულირების საფასური დადგენა მომავალი წლის საექსპლუატაციო მოცულობის პროგნოზის საფუძველზე. კომისიას შეუძლია დაადგინოს შუალედური რეგულირების საფასური ნებისმიერი ვადით, რომელსაც იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს თავისი მომავალი წლის საბიუჯეტო დანახარჯების დასაფარავად.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 50. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 51. ძალადაკარგული ნორმატიული აქტების ნუსხა

1. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა. „ენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 22 სექტემბრის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №19-20, მუხ. 436) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი;

ბ. „ენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მეოთხე მუხლის მე-7 პუნქტის თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 11 ოქტომბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №21-22, მუხ. 446).

2. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ამ კანონს შეუსაბამოს კანონქვემდებარე აქტები.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 27 ივნისი.

№816_ IIს[i]



შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.83

2.საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

47. 18/10/2019 - საქართველოს კანონი - 5201-Iს - ვებგვერდი, 18/10/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 46. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4085-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 45. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4025-რს - ვებგვერდი, 25/12/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 44. 06/12/2018 - საქართველოს კანონი - 3888-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 43. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3459-Iს - ვებგვერდი, 09/10/2018 42. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2624-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 41. 04/05/2018 - საქართველოს კანონი - 2326-IIს - ვებგვერდი, 11/05/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 40. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1651-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 39. 30/06/2017 - საქართველოს კანონი - 1187-IIს - ვებგვერდი, 13/07/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 38. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 904-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 37. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 651-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 36. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 131-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 35. 22/06/2016 - საქართველოს კანონი - 5499-IIს - ვებგვერდი, 29/06/2016 34. 02/03/2016 - საქართველოს კანონი - 4797-IIს - ვებგვერდი, 14/03/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 33. 10/12/2015 - საქართველოს კანონი - 4587-Iს - ვებგვერდი, 22/12/2015 32. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4353-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 31. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3388-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 30. 12/12/2014 - საქართველოს კანონი - 2933-Iს - ვებგვერდი, 23/12/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 29. 27/12/2013 - საქართველოს კანონი - 1902-რს - ვებგვერდი, 31/12/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 28. 20/11/2013 - საქართველოს კანონი - 1594-რს - ვებგვერდი, 03/12/2013 27. 24/09/2013 - საქართველოს კანონი - 1291-რს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 12/07/2013 - საქართველოს კანონი - 837-რს - ვებგვერდი, 25/07/2013 25. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 452-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 24. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6317-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 23. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6299-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 22. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5644-რს - ვებგვერდი, 09/01/2012 21. 21/06/2011 - საქართველოს კანონი - 4865-რს - ვებგვერდი, 110706009, 06/07/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 20. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4395-Iს - ვებგვერდი, 110317025, 17/03/2011 19. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4065-რს - სსმ, 72, 22/12/2010 18. 12/10/2010 - საქართველოს კანონი - 3659-IIს - სსმ, 56, 20/10/2010 17. 01/10/2010 - საქართველოს კანონი - 3650 - სსმ, 53, 11/10/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 02/07/2010 - საქართველოს კანონი - 3295 - სსმ, 37, 14/07/2010 15. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3349 - სსმ, 35, 12/07/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 28/06/2010 - საქართველოს კანონი - 3162 - სსმ, 35, 12/07/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 31/07/2009 - საქართველოს კანონი - 1558 - სსმ, 24, 13/08/2009 12. 02/10/2008 - საქართველოს კანონი - 317 - სსმ, 21, 06/10/2008 11. 05/07/2008 - საქართველოს კანონი - 92 - სსმ, 13, 16/07/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 07/03/2008 - საქართველოს კანონი - 5803 - სსმ, 6, 25/03/2008 9. 20/11/2007 - საქართველოს კანონი - 5466 - სსმ, 40, 03/12/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 08/06/2007 - საქართველოს კანონი - 4911 - სსმ, 22, 19/06/2007 7. 09/06/2006 - საქართველოს კანონი - 3292 - სსმ, 21, 15/06/2006 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 27/12/2005 - საქართველოს კანონი - 2537 - სსმ, 59, 31/12/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 23/06/2005 - საქართველოს კანონი - 1738 - სსმ, 36, 11/07/2005 4. 22/03/2005 - საქართველოს კანონი - 1124 - სსმ, 13, 12/04/2005 3. 15/06/2004 - საქართველოს კანონი - 122 - სსმ, 14, 16/06/2004 2. 30/04/1999 - საქართველოს კანონი - 1934 - სსმ, 15(22), 14/05/1999 1. 17/10/1997 - საქართველოს კანონი - 984 - პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.