„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1187-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.018547
1187-IIს
30/06/2017
ვებგვერდი, 13/07/2017
300280000.05.001.018547
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მიწოდების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადაცემის ან/და წარმოების ლიცენზიატი გადამცემი ან/და წარმოების ქსელიდან მიაწოდებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას განაწილების ლიცენზიატს, ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა ქვეყნის ენერგოსისტემას, ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემიდან მიაწოდებს ბუნებრივ გაზს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს, ბუნებრივი გაზის პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა ქვეყნის ტრანსპორტირების სისტემებს;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) პირდაპირი მომხმარებელი − ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი და ბუნებრივი გაზის პირდაპირი მომხმარებელი;“;

გ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ და „ლ2“ ქვეპუნქტები:

„ლ1) ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი − პირი, რომელიც:

1.ა) მის მფლობელობაში მყოფ 0,4-3,3-6-10 კილოვოლტი ძაბვის ქსელში ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) უშუალოდ იღებს მწარმოებლის, გადაცემის, განაწილების ან სხვა მომხმარებლის ქსელიდან, ელექტროენერგიას მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისთვის, აკმაყოფილებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მოთხოვნებს და ნებაყოფლობით დარეგისტრირდა საბითუმო ვაჭრობის მონაწილედ, როგორც პირდაპირი მომხმარებელი;

1.ბ) მის მფლობელობაში მყოფ 35 ან მეტი კილოვოლტი ძაბვის ქსელში ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) უშუალოდ იღებს მწარმოებლის, გადაცემის, განაწილების ან სხვა მომხმარებლის ქსელიდან, ელექტროენერგიას მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისთვის, აკმაყოფილებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მოთხოვნებს და ნებაყოფლობით დარეგისტრირდა საბითუმო ვაჭრობის მონაწილედ, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.

შენიშვნა: ამ მუხლის „ლ1.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, თუ პირი თავად არ დარეგისტრირდა საბითუმო ვაჭრობაში, როგორც პირდაპირი მომხმარებელი, მის რეგისტრაციას ახორციელებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი;

2) ბუნებრივი გაზის პირდაპირი მომხმარებელი − პირი, რომელიც მიერთებულია ტრანსპორტირების სისტემასთან და ისე იღებს ბუნებრივ გაზს, მოიხმარს მას მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის და განაწილების ლიცენზიატი არ არის;“;

დ) „ჰ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ3) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“ – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს და, მეორე მხრივ, საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთობებს ელექტროენერგიის განაწილების ქსელის მეშვეობით  ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს, აგრეთვე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდების, მიწოდებული ელექტროენერგიის გაქვითვის ან/და ჭარბი ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების წესს;“;

ე) „ჰ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ6) საცალო მომხმარებელი – პირი, რომელიც მის მფლობელობაში მყოფ 0,4-3,3-6-10 კილოვოლტი ძაბვის ქსელში ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის, განაწილების ან სხვა მომხმარებლის ქსელიდან, ხოლო ბუნებრივ გაზს – განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან, მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისთვის და პირდაპირი მომხმარებელი არ არის;“;

ვ) „ჰ10“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ10) კვალიფიციური საწარმო – წარმოებისა და განაწილების ლიცენზიატები, ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, რომლებიც ამ კანონისა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში, აგრეთვე პირი ამ კანონის 241 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“;

ზ) „ჰ14“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ14) გატარება – გადაცემის მომსახურების გარდა, წარმოების ან განაწილების ლიცენზიატის,  ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექტრულ ქსელამდე გადატანა, აგრეთვე ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ბუნებრივი გაზის გადატანა;“;

თ) „ჰ23“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ23) ქსელის წესები – „ელექტროენერგიის ქსელის წესები“ და „ბუნებრივი გაზის ქსელის წესები“;“;

ი) „ჰ26“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ27“ და „ჰ28“ ქვეპუნქტები:

„ჰ27) „ელექტროენერგიის ქსელის წესები“ − კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს გადაცემის ქსელის და განაწილების ქსელის მართვის და ამ ქსელებით სარგებლობის (მათ შორის, მიერთების) პროცედურებს, პირობებსა და პრინციპებს (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული საკითხებისა) და ამ ნაწილში განსაზღვრავს შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობებს;

28) „ბუნებრივი გაზის ქსელის წესები“ − კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ტრანსპორტირების სისტემისა და გამანაწილებელი ქსელის მართვის  და ამ ქსელით სარგებლობის (მათ შორის, მიერთების) პროცედურებს, პირობებსა და პრინციპებს (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული საკითხებისა) და ამ ნაწილში განსაზღვრავს შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობებს.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დერეგულირებულია შემდეგი ელექტროსადგურები:

ა) ელექტროსადგური, რომელიც აშენებულია 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ და გარანტირებული სიმძლავრის წყარო არ არის;

ბ) ელექტროსადგური, რომლის საპროექტო სიმძლავრე 40 მეგავატს არ აღემატება და რომელიც გარანტირებული სიმძლავრის წყარო არ არის.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, დერეგულირების ან ნაწილობრივი დერეგულირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს აგრეთვე სამინისტროს.“.

3. 31 მუხლის:

ა) პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტრო და კომისია უფლებამოსილი არიან, საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით გამოიყენონ პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები.

2. სამინისტრო და კომისია უფლებამოსილი არიან, ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღონ, გამოსცენ ან გასცენ მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

3. სამინისტრო და კომისია უფლებამოსილი არიან,  ელექტრონული ასლის სახით შეინახონ და გასცენ მათ მიერ შექმნილი ან მათთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამინისტროს და კომისიის მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. კომისია უფლებამოსილია ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაადგინოს რეგულირებისადმი დაქვემდებარებულ საწარმოთა ანგარიშგების ან/და კომისიასა და რეგულირებისადმი დაქვემდებარებულ საწარმოთა შორის მიმოწერის დოკუმენტბრუნვის ერთიანი ავტომატური საშუალებებით წარმოების ვალდებულება და საკუთარი ხარჯით, თვითონ ან მესამე პირის მეშვეობით უზრუნველყოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამართული საქმიანობა.“.

4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. კომისიის წევრს წევრობის ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილება ავტომატურად ერთჯერადად უგრძელდება მანამ, სანამ იგივე ან სხვა პირი არჩეული არ იქნება კომისიის წევრად ამ მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა.

6. კომისიის წევრობის ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება კომისიის წევრზე არ გავრცელდება, თუ დარჩენილი კომისიის წევრების რაოდენობა იქნება არანაკლებ 3-ისა.“.

5. 221 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  ბაზრის ოპერატორი საბალანსო ელექტროენერგიას შეისყიდის ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და იმპორტიორისაგან. ბაზრის ოპერატორისაგან საბალანსო ელექტროენერგიას შეისყიდიან განაწილების ლიცენზიატი, ამ კანონის 495 მუხლით განსაზღვრული პირი (პირები), ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი, ექსპორტიორი − ელექტროენერგიის მწარმოებელი ელექტროსადგურის საკუთარი მოხმარების ნაწილში, ხოლო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში − დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი. კვალიფიციური საწარმო, რომელიც მიაწვდის ან მიიღებს საბალანსო ელექტროენერგიას, ითვლება შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულების მხარედ სტანდარტული პირობებით.“.

6. 231 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გარანტირებული სიმძლავრის საფასური არ ანაზღაურდება მანამ, სანამ არ დადასტურდება გარანტირებული სიმძლავრე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ოდენობით:

ა) ტესტირების შედეგად − ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან/და თუ მოხდება გარანტირებული სიმძლავრის წყაროს სრული გაჩერება ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ  შემთხვევაში;

ბ) ტესტირების გარეშე − თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ მოხდება გარანტირებული სიმძლავრის წყაროს სრული გაჩერება და ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ გარანტირებული სიმძლავრე მიაღწევს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ოდენობას.

9. ბაზრის ოპერატორისაგან გარანტირებულ სიმძლავრეს შეისყიდიან განაწილების ლიცენზიატი, ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი და ექსპორტიორი, რომლებიც არიან ბაზრის ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულების მხარეები სტანდარტული პირობებით. განაწილების ლიცენზიატი, ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი და ექსპორტიორი ვალდებული არიან, ბაზრის ოპერატორს აუნაზღაურონ გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისთვის გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური მათ მიერ მიწოდების პუნქტებში მიღებული ელექტროენერგიის (განაწილების ლიცენზიატის შემთხვევაში – ამ კანონის 235 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ელექტროენერგიის გარდა) რაოდენობის პროპორციულად. გადასახდელი თანხის დარიცხვას, ამოღებას და გარანტირებული სიმძლავრის წყაროებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს ბაზრის ოპერატორი ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“.

7. 241 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის დროს მიღებული ელექტროენერგია საბალანსო ელექტროენერგიაა და მასზე გადაიხდება ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ გათვალისწინებული ყველა გადასახდელი, რომლებსაც ელექტროენერგიის მიღებისას ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი იხდის.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 242 მუხლი:

„მუხლი 242. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ქსელის ან მისი რომელიმე ელემენტის მუშაობის შემოწმებისთვის ან/და კომპლექსური გასინჯვისთვის/ ტესტირებისთვის ან/და ექსპლუატაციაში მიღებისთვის ელექტროენერგიის ხანმოკლე შემოტანის ან/და გატანის სპეციალური წესი

1. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ქსელის ან მისი რომელიმე ელემენტის (მათ შორის, სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის) მუშაობის პარამეტრების, სარელეო დაცვისა და ავტომატიკის, აღრიცხვის მოწყობილობების ან/და სხვა ტექნოლოგიური პროცესების შემოწმებისთვის ან/და კომპლექსური გასინჯვისთვის/ტესტირებისთვის ან/და ექსპლუატაციაში მიღებისთვის, რომელიც საჭიროებს ქსელის ჩართვას, მისი ან მისი რომელიმე ელემენტის (მათ შორის, სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის) ძაბვის ქვეშ დაყენებას ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიის გადადინების უზრუნველყოფას, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია განახორციელოს ელექტროენერგიის ხანმოკლე შემოტანა მეზობელი ქვეყნიდან ან/და გატანა მეზობელ ქვეყანაში:

ა) იმპორტის ან/და ექსპორტის ხელშეკრულების (ხელშეკრულებების) საფუძველზე. ამასთანავე, ამ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადადინებულ (შემოდინებულ და გადინებულ) ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორება ხორციელდება შესაბამისი იმპორტის ან/და ექსპორტის ხელშეკრულების (ხელშეკრულებების) პირობების შესაბამისად;

ბ) იმპორტის ან/და ექსპორტის ხელშეკრულების (ხელშეკრულებების) არარსებობისას − მხოლოდ შესაბამისი მეზობელი ქვეყნის უფლებამოსილ სუბიექტთან (ელექტროენერგეტიკული სისტემის ტექნიკურ ოპერატორთან ან ელექტროენერგეტიკული დარგის სახელმწიფო მართვის განმახორციელებელ უწყებასთან) შეთანხმების საფუძველზე. ამასთანავე, ამ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადადინებულ (შემოდინებულ და გადინებულ) ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორება (მათ შორის, ფულადი ანაზღაურება, ეკვივალენტური ელექტროენერგიის დაბრუნება, გაქვითვა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და შესაბამისი მეზობელი ქვეყნის უფლებამოსილ სუბიექტს (ელექტროენერგეტიკული სისტემის ტექნიკურ ოპერატორს ან ელექტროენერგეტიკული დარგის სახელმწიფო მართვის განმახორციელებელ უწყებას) შორის ხორციელდება მათ შორის დადებული ცალკე შეთანხმების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საბაჟო საზღვარზე ელექტროენერგიის შემოდინებასთან ან/და გადინებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები (მათ შორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში მოქმედ სხვა პირებს შორის ანგარიშსწორების საკითხი) რეგულირდება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“.“.

9. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დადგენილი სტანდარტების, წესებისა და სხვა მოთხოვნების შესაბამისად, ლიცენზიატი, ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებული არიან, აღრიცხონ თავიანთ საშუალებებში გატარებული ელექტროენერგიის სრული რაოდენობა და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადონ. ბაზრის ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებული არიან, ხოლო კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს მრიცხველების ინსპექცია შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.“.

10. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლიცენზიაში აღნიშნული უნდა იყოს გადამცემი სისტემა, რომელიც ჩართული იქნება გადამცემ ქსელში, რომელსაც ექსპლუატაციას გაუწევს ლიცენზიატი, რაც გულისხმობს საშუალებებს მიღების პუნქტსა და მიწოდების პუნქტს შორის. თუ საჭიროა წარმოების ლიცენზიატის საშუალებების პირდაპირი მიერთება განაწილების ლიცენზიატის ან ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის საშუალებებთან, კომისიას უფლება აქვს, გადაცემის მომსახურების პარამეტრების დადგენის მიზნით მოითხოვოს მიღების პუნქტისა და მიწოდების პუნქტის ურთიერთდაკავშირების განცალკევება გადამცემი ქსელის მინიმალური სექციით.“.

11. 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირება, დააკმაყოფილოს ყველა შესაბამისი ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნები ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად, დამტკიცებული ბალანსებისა და შესაბამისი ნორმატიული აქტის მოთხოვნების თანახმად;

ბ) დაამონტაჟოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ყველა საშუალებას, რომლებიც აუცილებელია ენერგოსისტემის ოპერატიული მართვისა და ელექტრული მდგრადობის უზრუნველყოფისათვის, დაამუშაოს რეჟიმები და გამოიყენოს სათანადო სადისპეტჩერო ოქმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკული სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებას და ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და ელექტროენერგიის მომხმარებლების მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებას შესაბამისი ნორმატიული აქტის თანახმად;“.

12. 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ელექტროენერგიის მომხმარებლებს გაუწიოს გამანაწილებელი მომსახურება კომისიის მიერ დადგენილი წესების და ლიცენზიატის საინვესტიციო პროგრამის შესაბამისად;

ე) უზრუნველყოს თავისი ლიცენზიის მოქმედების სფეროში ელექტროენერგიის მომხმარებლების ელექტროენერგიით (სიმძლავრით) უწყვეტი მომარაგება შესაბამისი გადახდის პირობით;“.

13. მე-40 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან ახალი მიერთების პროცედურები განისაზღვრება „ბუნებრივი გაზის ქსელის წესებით“. ამასთანავე, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან ახალი მიერთება არ საჭიროებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის მოდიფიცირებას.“.

14. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს მომსახურების, აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მომხმარებლების მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის პროცედურები;“;

ბ) „ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ბ) მომსახურების დამტკიცებული პირობები, რომლებიც შეიცავს მომსახურების უფლების შეძენისა და გაუქმების, აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მომხმარებლების მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის პროცედურებს;“.

15. 493 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ:

ა) 2018 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს „ბუნებრივი გაზის ქსელის წესების“ დამტკიცება;

ბ) 2018 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ 2018 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ და „ე“−„ი“ ქვეპუნქტებისა, მე-2, მე-5−მე-7 და მე-9−მე-15 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-15 პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

4. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები და მე-13 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.

5. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ და „ე“−„ზ“ ქვეპუნქტები, მე-5 პუნქტი, მე-6 პუნქტით გათვალისწინებული „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის მე-9 პუნქტი, მე-7, მე-9−მე-12 და მე-14 პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 ივნისი 2017 წ.

N1187-IIს