ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ

ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 816
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.05.001.000.230
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
816
27/06/1997
პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
300.280.000.05.001.000.230
ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (02/10/2008 - 31/07/2009)

                                            საქართველოს კანონი

                     ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ

                 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზნები და ამოცანები

1. ეს კანონი აწესრიგებს ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას და ურთიერთობებს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვის, ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობის, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების სფეროებში და უზრუნველყოფს საქართველოს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად. ეს კანონი არ ვრცელდება წყლის ზედაპირული ან მიწისქვეშა ობიექტიდან წყლის ამოღებაზე ან/და მოპოვებაზე, ბუნებრივი გაზის ძებნა-ძიებაზე, მოპოვებაზე, დამუშავებასა და დაგროვებაზე, ბუნებრივი გაზის მწარმოებელსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობებზე, აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტრანზიტზე საქართველოს ტერიტორიის გავლით.

2. კანონის მიზანია:

ა) კონკურენციის განვითარების საფუძველზე და არსებული არაკონკურენტული ბაზრის რეგულირების მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოს საქართველოს წყალმომარაგების, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებისა და ტარიფების სისტემების ჩამოყალიბება და ამ საფუძველზე წყალმომარაგების, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების განსახორციელებლად გაწეული, ეკონომიკურად მიზანშეწონილი ხარჯების ზუსტი ასახვა ტარიფების სისტემებში;

ბ) შექმნას ყველა კატეგორიის მომხმარებლის სტაბილური ელექტრომომარაგებისათვის, ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის და სასმელი წყლით მომარაგებისათვის საჭირო სამართლებრივი საფუძველი;

გ) ხელი შეუწყოს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარგების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით;

დ) ხელი შეუწყოს ჰიდროენერგეტიკული, სხვა განახლებადი, ალტერნატიული და ბუნებრივი გაზის ადგილობრივი რესურსების უპირატეს გამოყენებას.

3. კანონის ამოცანაა:

ა) დააკისროს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკის დარგში, მათ შორის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში, სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა, ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შექმნა და მიღება, აგრეთვე გაათავისუფლოს იგი ამ დარგებში მესაკუთრის, ოპერატიულ-სამეურნეო და მარეგულირებელი ფუნქციებისაგან;

ბ) განსაზღვროს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტისა და ექსპორტის, ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირებისა და განაწილების, ასევე მომხმარებელთა საქმიანობისა და ურთიერთობების რეგულირების ძირითადი პრინციპები საჯაროობისა და თანასწორობის საფუძველზე და ამ მიზნით შექმნას ენერგეტიკის დარგის მარეგულირებელი დამოუკიდებელი სისტემის ჩამოყალიბების სამართლებრივი საფუძვლები;

გ) ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის გაზრდას;

დ) უზრუნველყოს კონკურენციის განვითარება საქართველოს ელექტროენერგეტიკულ და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე.

ე) უზრუნველყოს საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებისა და ტარიფების სისტემების ჩამოყალიბება და მათ საფუძველზე შექმნას სატარიფო რეგულირების სამართლებრივი ბაზა, რომელიც დაიცავს მომხმარებელს მონოპოლიური ტარიფებისაგან და ამავე დროს ხელს შეუწყობს ენერგეტიკული დარგის გრძელვადიან ფინანსურ მდგრადობასა და განვითარებას.

ვ) დააკისროს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სასმელი წყლის მიწოდების და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის სფეროში სატარიფო რეგულირება.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1124-სსმI, №13, 12/04.2005წ., მუხ.77

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5466-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.378

საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №92-სსმI, №13, 16.07.2008წ., მუხ.104

    მუხლი 2. განმარტებები

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობა – გადამცემი ქსელის ექსპლუატაცია გადამცემი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღების პუნქტიდან მიწოდების პუნქტში ტრანსპორტირების მიზნით;

ბ) გადამცემი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადამცემი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს. გადამცემი ქსელი მოიცავს 110 კილოვოლტზე მაღალი ძაბვის გადამცემ საშუალებებს, მათ შორის, ქვესადგურებს და ელექტროგადამცემ ხაზებს, აგრეთვე იმ 35- და 110-კილოვოლტიან გადამცემ ქსელებს და შესაბამის ქვესადგურებს, რომლებიც საგანგებოდ აღინიშნება გადაცემის ლიცენზიაში და გამოიყენება ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის; სხვა 35- და 110-კილოვოლტიანი ქსელები გამანაწილებელი საშუალებების ნაწილია. ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიას ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

გ) გამანაწილებელი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამანაწილებელი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიწოდების პუნქტებს და მომხმარებელს. გამანაწილებელი ქსელი მოიცავს 0,4-6-10-35-110 კილოვოლტი ძაბვის ქსელებს, გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა. ამავე ტერმინით აღინიშნება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი, რომელიც მოიცავს 1,2-0,6-0,3-0,005 მპა წნევის გაზსადენებს;

დ) ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა – ორი ან ორზე მეტი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მიწოდების პუნქტიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელზე „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილ მოცულობაზე მეტი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) რეალიზაცია;

ე) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის საქმიანობა – ლიცენზიატების და მომხმარებლების ტექნიკური მართვა მიწოდებისა და მოხმარების სტაბილური რეჟიმის უზრუნველსაყოფად და საქართველოსა და სხვა ქვეყნის (ქვეყნების) ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის განხორციელება. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ დისპეტჩერიზაციის საქმიანობის ერთი ლიცენზიის გაცემა;

ვ) კომისია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

ზ) ლიცენზია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გადაწყვეტილების საფუძველზე პირისთვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული, ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება;

თ) ლიცენზიის მფლობელი (ლიცენზიატი) – პირი, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებული აქვს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება;

ი) მიღების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადაცემის ან/და განაწილების ლიცენზიატი გადამცემ ან/და გამანაწილებელ ქსელში მიიღებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას წარმოების ან/და სხვა გადაცემის ლიცენზიატის ან/და სხვა განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელიდან და სხვა ქვეყნის ენერგოსისტემისაგან ელექტროენერგიის იმპორტის ჩათვლით, ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემაში მიიღებს ბუნებრივ გაზს, იმპორტის ჩათვლით;

კ) მიწოდების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადაცემის ან/და წარმოების ლიცენზიატი გადამცემი ან/და წარმოების ქსელიდან მიაწოდებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას განაწილების ლიცენზიატს, პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა ქვეყნის ენერგოსისტემას, ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემიდან მიაწოდებს ბუნებრივ გაზს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს, პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა ქვეყნის ტრანსპორტირების

1) მომხმარებელი – პირდაპირი მომხმარებელი ან საცალო მომხმარებელი, აგრეთვე პირი, რომელიც წყალმომარაგების სისტემიდან მოიხმარს სასმელ წყალს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის;

ლ) პირდაპირი მომხმარებელი – პირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელიდან „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესებისა და პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხოლო ბუნებრივ გაზს – ტრანსპორტირების სისტემიდან, და რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი;

მ) რეგულირების საფასური – „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გადასახდელი;

ნ) ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობა – წარმოების საშუალების მიერთება გადამცემ, გამანაწილებელ ან/და მომხმარებლის ელექტრულ ქსელებთან და ელექტროენერგიის მიწოდება (ან მისი მიწოდებისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფა) გადამცემ, გამანაწილებელ ან მომხმარებლის ელექტრულ ქსელში, აგრეთვე ამ ელექტროენერგიის

ო) ექსპორტიორი – პირი, რომელიც მიწოდების პუნქტში ყიდის ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) საქართველოს ფარგლებს გარეთ;

პ) იმპორტიორი – პირი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარედან ერთ ან ერთზე მეტ მიღების პუნქტში მიიღებს და გაყიდის ან/და თვითონ მოიხმარს ელექტროენერგიას (სიმძლავრეს);

ჟ). (ამოღებულია);

რ. (ამოღებულია);

ს. (ამოღებულია);

ტ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებას, სისტემის კომერციული ოპერატორის საქმიანობას, პირდაპირი ხელშეკრულებების ან/და სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის, გადაცემის, გატარების, დისპეტჩერიზაციის, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან და ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საკუთარი საჭიროებისთვის მოხმარებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და ფინანსურ ურთიერთობებს, მათ შორის, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენისა და მათი შესრულების წესებს, პირდაპირი ხელშეკრულებების დადებისა და ძალაში შესვლის პირობებს, განსაზღვრავს ელექტროენერგიის გამყიდველთა კატეგორიებს, მათ მიერ ელექტროენერგიის გაყიდვის განსხვავებული პირობების დაწესების მიზნით;

უ. (ამოღებულია);

ფ. „ბუნებრივი გაზი“ ან „გაზი“ _ ნახშირწყალბადები, რომლებიც 1.2 მპა წნევასა და 200C  ტემპერატურაზე აირად მდგომარეობაშია და რომელთა თბური შემცველობაა არანაკლებ 31.8მჯ/მ3 (7600 კკალ/მ3);

ქ. „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემა” ან „ტრანსპორტირების სისტემა“ _ ყველა მილსადენი, საკომპრესორო სადგური, საზომი სადგური და სხვა მოწყობილობა, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის, მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2 მპა-ზე მეტ წნევაზე სამუშაოდ, აკავშირებს მიღების პუნქტს მიწოდების პუნქტთან და რომელთაც ფლობს ან მართავს ან/და ექსპლუატაციას უწევს ტრანსპორტირების ლიცენზიატი. ტრანსპორტირების სისტემა მოიცავს ყველა მილსადენს და მოწყობილობას, რომელიც მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2 მპა-ზე მეტ წნევაზე სამუშაოდ, საკომპრესორო სადგურების, საზომი სადგურებისა და სხვა მოწყობილობების ჩათვლით, რომლებიც მითითებულია ტრანსპორტირების ლიცენზიაში;

ღ) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობა – ტრანსპორტირების სისტემის ექსპლუატაცია ტრანსპორტირების სისტემის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიღების პუნქტიდან მიწოდების პუნქტში ტრანსპორტირების მიზნით;

ყ) ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა – ერთი ან მეტი მიწოდების პუნქტიდან ბუნებრივი გაზის მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და მიმწოდებლის მოთხოვნით ბუნებრივი გაზის მომხმარებლების მომარაგება კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში;

შ) მიმწოდებელი – პირი, რომელიც იძენს ბუნებრივ გაზს და ყიდის მას სხვა მიმწოდებლებზე ან/და მომხმარებლებზე, აგრეთვე პირი, რომელიც ახორციელებს წყალმომარაგებას;

ჩ) სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

ც) „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები“ – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის და ტრანსპორტირების ტექნიკურ, კომერციულ და ფინანსურ ურთიერთობებს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის ბალანსების შედგენისა და შესრულების წესებს;

ძ) ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა – საქართველოსა და სხვა ქვეყნის (ქვეყნების) ელექტროენერგეტიკული სისტემების სინქრონული მუშაობის რეჟიმი, რომლის დროსაც ხორციელდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ურთიერთგადადინება;

წ) ელექტროენერგიის სალდო-გადადინება – ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის დროს ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას ურთიერთგადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობებს შორის წარმოქმნილი სხვაობა;

ჭ) საიმედოობის სტანდარტები – გადაცემის ან ტრანსპორტირების ლიცენზიატის შესაძლებლობა, დააკმაყოფილოს სისტემის მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნები, მიუხედავად მუშაობის პირობების ცვლილებისა. აღნიშნული სტანდარტი შეიძლება აისახოს შესაბამისი ბაზრის წესებში, ასევე შესაბამის ლიცენზიებში;

ხ) ხელშეკრულების მხარის საიმედოობის სტანდარტი – მოთხოვნა, რომ დისპეტჩერიზაციის ან ტრანსპორტირების ლიცენზიატი და ხელშეკრულების სხვა მხარე ვალდებული იყვნენ ადეკვატურად ასახონ მათი მოსალოდნელი დატვირთვა და ცვლილებები ისე, რომ არ გამოიწვიონ გაუმართლებლად ზედმეტი ხარჯების წარმოქმნა ხელშეკრულების მხარეების მიმართ. აღნიშნული სტანდარტი შეიძლება აისახოს შესაბამისი ბაზრის წესებში, ასევე შესაბამის ლიცენზიებში;

ჯ) დერეგულირება – ამ კანონიდან გამომდინარე, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წარმოების ლიცენზიატისათვის ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისათვის ლიცენზიისა და ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის უფლების მინიჭება, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის, ასევე ახალი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ქსელების აშენების შემთხვევაში, შესაბამისად ტრანსპორტირების ან განაწილების ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის უფლების მინიჭება;

1) ნაწილობრივი დერეგულირება – ამ კანონიდან გამომდინარე, ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე წარმოების ლიცენზიატისათვის ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისათვის ლიცენზიის გარეშე და ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის უფლების მინიჭება, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის, ასევე ახალი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ქსელების აშენების შემთხვევაში, შესაბამისად ტრანსპორტირების ან განაწილების ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის უფლების მინიჭება;

ჰ) საგანგებო მდგომარეობა – „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სიტუაცია;

1) „ბაზრის წესები“ – „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“ და „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები“;

2) „მიწოდებისა და მოხმარების წესები“ – „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ და „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები;

3) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატებს, წარმოების ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებსა და, მეორე მხრივ, საცალო მომხმარებელს შორის განაწილების ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს;

4) ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს მიმწოდებელს, განაწილების ლიცენზიატს ან/და საცალო მომხმარებელს შორის განაწილების ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების ან/და მოხმარების დროს;

5) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური – ელექტროსადგური, რომლის საპროექტო სიმძლავრე არ აღემატება 13 მეგავატს;

6) საცალო მომხმარებელი – პირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის ან განაწილების ქსელიდან, ხოლო ბუნებრივ გაზს – განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან, მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის და არ არის პირდაპირი მომხმარებელი;

7) პირდაპირი ხელშეკრულება – ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება ელექტროენერგიის საბითუმო მყიდველსა და გამყიდველს (კვალიფიციურ საწარმოებს) შორის, რომლის მიხედვით განისაზღვრება შესასყიდი ელექტროენერგიისა და სიმძლავრის რაოდენობა, ფასი, ვადა, პირობები და ხარისხობრივი მაჩვენებლები და რომელიც სათანადო წესით რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ;

8) საბალანსო ელექტროენერგია – კვალიფიციური საწარმოების მიერ შესყიდული ან/და გაყიდული ელექტროენერგია (სიმძლავრე), რომლითაც ხდება მყიდველთა და გამყიდველთა ფაქტობრივი საჭიროების დაკმაყოფილება, მათ შორის, პირდაპირი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის სახელშეკრულებო მოცულობების დაბალანსება;

9) სიმძლავრის სასისტემო რეზერვი – ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გარანტირებული რეზერვის წყაროებიდან უზრუნველყოფილი სიმძლავრე, რომელსაც აქვს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ განსაზღვრული დისპეტჩერებისათვის მზადყოფნის შესაბამისი ხარისხი და მოცულობები;

10) კვალიფიციური საწარმო – წარმოებისა და განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებელი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, სისტემის კომერციული ოპერატორი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, რომლებიც ამ კანონისა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად უფლებამოსილი არიან მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში;

11) ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (შემდგომში – სისტემის კომერციული ოპერატორი) – კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც კვალიფიციური საწარმოს მოთხოვნის (ფაქტობრივი და საპროგნოზო) დაკმაყოფილების (დაბალანსების) უზრუნველყოფის მიზნით ყიდულობს და ყიდის საბალანსო ელექტროენერგიას და სიმძლავრის სასისტემო რეზერვს. სისტემის კომერციული ოპერატორი ამ კანონით დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

12) გრძელვადიანი ტარიფი – წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული ან ზღვრული ფასი, რომელიც დადგენილია არანაკლებ 3-წლიანი პერიოდისთვის;

13) გარანტირებული რეზერვის წყარო – თბოელექტროსადგური ან/და ახლად აშენებული ელექტროსადგური (წარმოების ლიცენზიატი), რომელიც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნით ელექტროენერგეტიკულ სისტემას მიაწვდის წინასწარ განსაზღვრულ სიმძლავრეს ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ განსაზღვრული წესითა და პირობებით;

14) გატარება – გადაცემის მომსახურების გარდა, განაწილების ან წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან პირდაპირი მომხმარებლის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადატანა წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექტრულ ქსელამდე.

15) წყალმომარაგება – სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაცია, სასმელი წყლის მიწოდება და წყალარინება;

16) სასმელი წყალი – სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისი ხარისხის წყალი;

17) წყალარინება – ჩამდინარე წყლის გატარება და გამწმენდი ნაგებობების საშუალებით დასაშვებ ნორმამდე გაწმენდა;

18) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემა – წყლის მიღების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ქსელის (მილსადენები, რეზერვუარები, ღია და დახურული არხები, საჭიროების შემთხვევაში სატუმბავი სადგურები და სხვა) ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება წყლის მომხმარებლისათვის სასმელი წყლის მისაწოდებლად;

19) სასმელი წყლის მიწოდება – წყლის მომხმარებლისათვის სასმელი წყლის მიწოდება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით.

20) სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5466-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.378

საქართველოს 2008 წლის 7 მარტის კანონი №5803-სსმI, №6, 25.03.2008წ.,მუხ.15

საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №92-სსმI, №13, 16.07.2008წ., მუხ.104

თავი II

სახელმწიფო პოლიტიკა ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში

       საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 3. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება

1. სამინისტრო შეიმუშავებს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფს მათ განხორციელებას. ამ ამოცანის გადაწყვეტის პროცესში სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ენერგეტიკის დარგში განვითარების მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტების, აგრეთვე მათზე დაფუძნებული ენერგეტიკული სექტორის პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ბ) ენერგეტიკის დარგში რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი ინვესტიციებისა და საკრედიტო რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა, აგრეთვე სახელმწიფო ინვესტირების განხორციელება;

გ) ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების ოპტიმალურად წარმართვისა და ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე ამ დარგებში ობიექტების კონსერვაციისა და ლიკვიდაციის სტრატეგიისა და წესების შემუშავება;

დ) ენერგეტიკის დარგში საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობა, დარგის ტექნიკური და ეკონომიკური მდგომარეობის მონიტორინგი;

ე) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის გაზრდის ღონისძიებათა ერთიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;

ვ) ენერგეტიკის დარგში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საკონსტრუქტორო და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ინვესტიციებისა და საკრედიტო რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა, აგრეთვე სახელმწიფო ინვესტირების განხორციელება;

ზ) ენერგეტიკის დარგში ბუნების დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, პროგრამების შემუშავებისას და განხორციელებისას ეკოლოგიური ასპექტების ოპტიმალურად გათვალისწინება;

თ) ლიცენზიატებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებსა და უცხო ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებს შორის ურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა, აგრეთვე ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში ტრანზიტისა და ექსპორტ-იმპორტის ურთიერთობების ხელშეწყობა;

ი) საგანგებო მდგომარეობისთვის ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება;

კ) ენერგეტიკის დარგის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიის განსაზღვრა, რეკომენდაციების შემუშავება, ასევე მომხდარი ავარიებისა და სხვა ტექნიკურ გაუმართაობათა მიზეზების შესწავლა და სათანადო დასკვნების მომზადება;

ლ) ენერგეტიკული რესურსების მოპოვების გაფართოების, განახლებადი (ალტერნატიული) ენერგიის წყაროების უპირატესი ათვისების, ენერგოეფექტიანი ღონისძიებების ხელშეწყობა, რომლებიც დაკავშირებულია წარმოების ეფექტიანობის გაზრდასთან;

მ) (ამოღებულია).

2. სამინისტროს ფუნქციებს არ მიეკუთვნება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში მესაკუთრის, მარეგულირებელი და ოპერატიულ-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება.

3. სამინისტრო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით ასევე ამტკიცებს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსს;

ბ) ბუნებრივი გაზის ბალანსს;

გ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებს“;

დ) „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებს“;

ე) „ენერგეტიკაში ენერგოობიექტების და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობის და მათით სარგებლობის წესებს“;

4. ენერგეტიკულ დარგში სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დერეგულირების ან ნაწილობრივი დერეგულირების თაობაზე.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა, გამოიცემა (მიიღება) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, მათ შორის, კომისიისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1124-სსმI, №13, 12/04.2005წ., მუხ.77

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №92-სსმI, №13, 16.07.2008წ., მუხ.104

თავი III

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

  საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

 საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5466-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.378

    მუხლი 4. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სტატუსი და ფუნქციები

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია) არის „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული სახელმწიფო ქონების ბაზაზე.

2. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, კომისიის დებულება და სხვა საკანონმდებლო აქტები.

3. კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს კომისიის დებულებას, სტრუქტურას და საშტატო განრიგს

4. კომისიას ენიჭება საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიების გაცემის, ასევე ლიცენზიატების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, სისტემის კომერციული ოპერატორისა და მიმწოდებლების საქმიანობის რეგულირების უფლება.

5. კომისიის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზირების წესებისა და პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა, მათში ცვლილების შეტანა და მათი გაუქმება, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და ლიცენზირების წესების შესაბამისად;

ბ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, გატარების, იმპორტისა და მოხმარების, სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების და სიმძლავრის სასისტემო რეზერვის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების დადგენა და რეგულირება, გარდა ავტოგაზგასამართ სადგურებში რეალიზებული ბუნებრივი გაზის ტარიფებისა, ამ კანონის, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად;

გ) ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

დ. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიების პირობების დაცვის კონტროლი და დარღვევისათვის კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

ე. ენერგეტიკაში სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზება და კოორდინაცია;

ვ.(ამოღებულია).

ზ.(ამოღებულია).

თ) წყალმომარაგების ტარიფის დადგენა.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5466-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.378

    მუხლი 5. კომისიის სამართლებრივი აქტები

1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – დადგენილებას. კომისიის დადგენილებით მტკიცდება კომისიის დებულება, საქმისწარმოების წესები და პროცედურები, სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები, რეგულირების საფასურის ოდენობა და გაანგარიშების წესი, ლიცენზირების წესები, მიწოდებისა და მოხმარების წესები, ტარიფების მეთოდოლოგია, ტარიფები (მათ შორის, ზღვრული), ნორმატიული დანაკარგების ოდენობა და გაანგარიშების წესი. კომისიის დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს საკანონმდებლო აქტით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

2. ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ, ინდივიდუალურ, მათ შორის, დადგენილებიდან გამომდინარე, საკითხებზე კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.

3. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის სხდომაზე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ 2 წევრისა. კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ლიცენზიატების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მომხმარებლებისა და სისტემის კომერციული ოპერატორისათვის.

4. კომისიის თავმჯდომარე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს.

 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

    მუხლი 6. კომისიის წევრები და წევრობის ვადები

1. კომისია შედგება სამი წევრისაგან. კომისიის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. კომისიის წევრად ინიშნება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ამ კანონით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება.

3. კომისიის წევრი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით  ინიშნება ექვსი წლით. კომისიის წევრი შეიძლება ხელახლა დაინიშნოს ექვსწლიანი ვადით. თუ კომისიის წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, პრეზიდენტი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით  ნიშნავს ახალ წევრს დარჩენილი ვადით.

4. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 7. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა და თანამდებობიდან განთავისუფლება

1. კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება, თუ:

ა. ნებაყოფლობით გადადგა;

ბ. მის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ. სასამართლომ ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა;

დ. დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

ე. დაარღვია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

ვ. ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას;

ზ. გარდაიცვალა.

2. კომისიის წევრის განთავისუფლება ხდება მხოლოდ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში.

3. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.83

    მუხლი 8. კომისიის თავმჯდომარე და მისი მოვალეობანი

1. საქართველოს პრეზიდენტი კომისიის ერთ-ერთ წევრს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარედ. თავმჯდომარეს უფლება აქვს გადადგეს ამ თანამდებობიდან, მაგრამ დარჩეს კომისიის წევრად დარჩენილი ვადით. თავმჯდომარე უფლებამოსილია, თავისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის რომელიმე წევრს დააკისროს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება.

2. თავმჯდომარე უძღვება კომისიის სხდომებს, პასუხს აგებს კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას პროცედურული წესების დაცვაზე და მათ გამოქვეყნებაზე, აგრეთვე კომისიისა და მისი აპარატის ადმინისტრაციულ მართვაზე.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 9. კომისიის აპარატის თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება

კომისიას თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი. აპარატის თანამშრომელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომისიის წევრების უფლებამოსილება, გარდა ადმინისტრაციული მართვისა, თანაბრად ვრცელდება კომისიის აპარატის თანამშრომლებზე.

    მუხლი 10. კომისიის წევრის პოლიტიკური საქმიანობა

კომისიის წევრი ვალდებულია კომისიაში მუშაობის პერიოდში შეაჩეროს პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია კომისიაში და მის აპარატში პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან მათი სტრუქტურული ერთეულების შექმნა.

    მუხლი 11. კომისიის ძირითადი უფლება - მოვალეობანი

1. კომისია ვალდებულია თავის საქმიანობაში იხელმძღვანელოს ენერგეტიკის, ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკის, ბუნების დაცვისა და სხვა სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით და მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

2. კომისია ვალდებულია, თავის სხდომებზე შესაბამის მხარეებს, მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, მისცეს თავიანთი ინტერესების დაუბრკოლებლად წარმოდგენის შესაძლებლობა.

3. კომისიის წევრს და აპარატის თანამშრომელს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ეძლევათ ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორის, მიმწოდებლისა და ელექტროენერგიის სისტემის კომერციული ოპერატორის იმ პერსონალთან და იმ დოკუმენტაციასთან შეუფერხებლად მუშაობის საშუალება, რომლებიც საჭიროა კომისიისთვის მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად.

4. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია გადასინჯოს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მონაცემების სისწორე.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №92-სსმI, №13, 16.07.2008წ., მუხ.104

    მუხლი 12. კომისიის სხდომები . ინფორმაციის კონფიდენციალობა

1. კომისიის სხდომები საჯაროა. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები ქვეყნდება დადგენილი წესით.

2. კომისია ვალდებულია თავის მიერ დადგენილი ვადით შეინახოს სხდომის ოქმები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები. კომისიის წევრს უფლება აქვს დაუბრკოლებლად მიიღოს კომისიაში არსებული ინფორმაცია, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტაცია.

3. კომისიის ყველა დადგენილება და გადაწყვეტილება, ბრძანება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის. კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის წესს განსაზღვრავს კომისია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 13. კომისიის სხდომების წარმართვა

კომისია ვალდებულია ყოველი დადგენილების ან გადაწყვეტილების მიღებამდე აცნობოს დაინტერესებულ პირებს და მისცეს მათ კომისიის შესაბამის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა. კომისია უფლებამოსილია ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის მიზნით გამართოს დახურული სხდომები. კომისიის დახურულ სხდომაზე მიღებული დადგენილება და გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს.

    მუხლი 14. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

კომისია უფლებამოსილია ფიზიკურ ან იურიდიულ პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააკისროს პასუხისმგებლობა ამ კანონის ან კომისიის დადგენილების ან გადაწყვეტილების მოთხოვნათა დარღვევისათვის.

    მუხლი 15. გასაჩივრება

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1738-სსმI, №36, 11.07.2005წ., მუხ.225

    მუხლი 16. კომისიის შეხვედრები და კონსულტაციები მხარეებთან

კომისიის წევრების და აპარატის თანამშრომლების დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების წესებს განსაზღვრავს კომისია. ამ წესების მიხედვით, კომისიის წევრი ვალდებულია კონსულტაციების ჩატარების შესახებ წინასწარ წერილობით შეატყობინოს დაინტერესებულ მხარეებს და მისცეს მათ კონსულტაციებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

    მუხლი 17. ინტერესთა კონფლიქტი

1. კომისიის წევრთა მოქმედების შეზღუდვის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. აპარატის თანამშრომელს უფლება არა აქვს ჰქონდეს რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი ქონებრივი და ეკონომიკური ინტერესი რომელიმე ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორის, მიმწოდებლის ან სისტემის კომერციული ოპერატორის მიმართ, ან ეკავოს თანამდებობა რომელიმე მათგანის საწარმოში.

3. აპარატის თანამშრომელს უფლება აქვს იყოს რომელიმე ლიცენზიატის, იმპორტიორის ან მიმწოდებლის მომხმარებელი, მაგრამ ლიცენზიატს, იმპორტიორს, ექსპორტიორს ან მიმწოდებელს არა აქვს უფლება, შესთავაზოს, ხოლო აპარატის თანამშრომელს – მიიღოს უფასო ან ფასდაკლებით მომსახურება რომელიმე მათგანისგან.

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.83

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

    მუხლი 18. პირადი უსაფრთხოება და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობა

1. აკრძალულია კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მიმართ ძალადობა, მუქარა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებით. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

2. კომისიის წევრს წევრობის ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო ხელს უწყობს დასაქმებაში.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 19. კომისიის ბიუჯეტი. რეგულირების საფასური

1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 1 ოქტომბრისათვის დაამტკიცოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასები და შემოსავლები. კომისია ყოველი წლის 15 სექტემბრისათვის ლიცენზიატებისგან, იმპორტიორებისგან და მიმწოდებლებისგან მიღებული მომავალი წლის საქმიანობის მოცულობის პროგნოზის საფუძველზე ადგენს რეგულირების საფასურს, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის მომავალი საბიუჯეტო წლისათვის დაგეგმილი ხარჯების დაფარვას. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი.

2. რეგულირების საფასური ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ამ ანგარიშზე არსებულ თანხებს განკარგავს მხოლოდ კომისია. კომისიის მიერ წლის განმავლობაში გამოუყენებელი თანხები გადაიტანება მომავალი წლის ანგარიშზე, რეგულირების საფასურის შესაბამისი შემცირებით. თუ რეგულირების საფასურით მიღებული შემოსავალი არ ფარავს კომისიის მიმდინარე დანახარჯებს, კომისია უფლებამოსილია აიღოს სესხი. ამ სესხისა და შესაბამისი პროცენტის გადახდა ხდება მომავალი წლის რეგულირების საფასურიდან. დასაშვებია კომისიის სარგებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სახსრების გამოყოფა და გრანტების მიღება.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 20. ფინანსური ანგარიშგება . რევიზია

1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 31 მარტამდე მოამზადოს და გამოაქვეყნოს გასული წლის ფინანსური ანგარიში, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასურიდან მიღებული თანხები და კომისიის მიერ ამ თანხების წლის განმავლობაში გამოყენება, აგრეთვე წლის განმავლობაში აღებული სესხები და კომისიის მიერ გამოყენებული სხვა თანხები. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა.

2. კომისიის ფინანსური საქმიანობის კონტროლს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები, მათ შორის, კომისიის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი აუდიტორი. კომისიის ფინანსური საქმიანობის შემოწმებამ არ უნდა გამოიწვიოს კომისიის მიმდინარე საქმიანობის შეჩერება ან შეფერხება.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 21. კომისიის ყოველწლიური ანგარიში

კომისია ყოველი წლის 31 მარტამდე ადგენს თავისი საქმიანობის შესახებ გასული წლის ანგარიშს, რომელსაც უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და სამინისტროს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

თავი IV

ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობა. სისტემის კომერციული ოპერატორი

         საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

          საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

    მუხლი 22. ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობა

1. საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შემავალი ყველა ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და საქართველოში იმპორტირებული მთელი ელექტროენერგიისა და სიმძლავრის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება მხოლოდ პირდაპირი ხელშეკრულებების ან სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ელექტროენერგიისა და სიმძლავრის ყიდვა-გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულებების მხარეები ვალდებული არიან „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით დაარეგისტრირონ პირდაპირი ხელშეკრულება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან. პირდაპირი ხელშეკრულება ძალაშია მხოლოდ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ რეგისტრაციის შემდეგ.

3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს არ მოახდინოს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არღვევს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან/და პირდაპირი ხელშეკრულების სარეგისტრაციოდ წარმოდგენის ვადებს.

4. გამყიდველის მოთხოვნის არსებობისას ელექტროენერგიის ან/და სიმძლავრის ყიდვა ხორციელდება მხოლოდ მისი საფასურის გადახდის უზრუნველყოფის კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალების წარმოდგენის შემთხვევაში.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2004 წლის 15 ივნისის კანონი №122-სსმI, №14, 16.06.2004წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

    მუხლი 23. სისტემის კომერციული ოპერატორი

1. სისტემის კომერციული ოპერატორის ფუნქციებია:

ა) საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყიდვა-გაყიდვა (მათ შორის, იმპორტსა და ექსპორტზე საშუალო- და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმების გზით);

ბ) სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფა ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესით;

გ) საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიისა და სიმძლავრის მიწოდება-მოხმარების დაგეგმვის მიზნით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;

დ) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის შესახებ ერთიანი ბაზის, მათ შორის, აღრიცხვიანობის ერთიანი რეესტრის შექმნა და წარმოება;

ე) ამ კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით ელექტროენერგიის გამყიდველების, მყიდველების, მათ მიერ გაყიდული და შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობების განსაზღვრა და ანგარიშსწორებისათვის ინფორმაციის წარდგენა;

ვ) ამ კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. ელექტროენერგიასა და სიმძლავრეზე დადებული პირდაპირი ხელშეკრულებების განხორციელებისას ელექტროენერგიისა და სიმძლავრის სახელშეკრულებო მოცულობებთან ფაქტობრივი სხვაობების შევსება, აგრეთვე მყიდველთა და გამყიდველთა ფაქტობრივი საჭიროების დაკმაყოფილება ხდება საბალანსო ელექტროენერგიით, რომლის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება პირდაპირი ხელშეკრულებებით.

3. სისტემის კომერციული ოპერატორი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ ფუნქციებს, ხელმძღვანელობს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ და სხვა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

4. კვალიფიციური საწარმოები და ტრანზიტის ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან სისტემის კომერციულ ოპერატორს წარუდგინონ ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია სისტემის კომერციული ოპერატორის ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის.

5. საქართველოში ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, სისტემის კომერციულ ოპერატორსა და შესაბამის პირს შორის შეთანხმების შემთხვევაში სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია, შესაბამის პირთან გააფორმოს პირდაპირი ხელშეკრულება ახლად აშენებული ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ იმ პირობებით, რომლებზედაც შეთანხმდნენ საქართველოს მთავრობა, სისტემის კომერციული ოპერატორი და შესაბამისი პირი. ასეთ შემთხვევაში, თუ ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ახალი ელექტროსადგურების მიმართ მიღებულია გადაწყვეტილება დერეგულირების თაობაზე, შესასყიდი ელექტროენერგიის ღირებულება განისაზღვრება საქართველოს მთავრობას, სისტემის კომერციულ ოპერატორსა და შესაბამის პირს შორის გაფორმებული შეთანხმებით.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №92-სსმI, №13, 16.07.2008წ., მუხ.104

    მუხლი 231. სიმძლავრის სასისტემო რეზერვი

1. განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი და ექსპორტიორი ვალდებული არიან სიმძლავრის სასისტემო რეზერვი უზრუნველყონ საჭირო მოცულობით „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი პროცედურისა და საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად.

2. ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირებისათვის და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების დასაბალანსებლად საჭირო სარეზერვო სიმძლავრის მოცულობებს, რომლებიც შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მიერ არ იქნა დარეზერვებული, საქართველოს კანონმდებლობითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ გათვალისწინებული ფორმით არეზერვებს სისტემის კომერციული ოპერატორი და ღირებულებას ანაზღაურებს აღნიშნული კვალიფიციური საწარმო.

3. სიმძლავრის სასისტემო რეზერვი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულებაშია და გამოიყენება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების დასაბალანსებლად.

4. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნას ამოწმებს და ადასტურებს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ განსაზღვრული წესითა და პერიოდულობით.

5. თუ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნის შემოწმებისას არ დადასტურდება ამა თუ იმ რეზერვის წყაროდან წინასწარ განსაზღვრული სიმძლავრე ან/და სასისტემო რეზერვის მზადყოფნის შესაბამისი ხარისხი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ იმოქმედოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე გააუქმოს შესაბამისი ხელშეკრულების რეგისტრაცია და გაუგზავნოს ამ ხელშეკრულების მხარეებსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს სათანადო შეტყობინება. აღნიშნული გარემოება ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველია.

6. სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება ამოქმედებისათვის საჭიროებს იმავე პირობებისა და პროცედურების დაკმაყოფილებას, როგორსაც – პირდაპირი ხელშეკრულება, მათ შორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მის რეგისტრაციას.

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

    მუხლი 23 2 . ელექტროენერგიის იმპორტი და ექსპორტი

1. ელექტროენერგიის იმპორტის ან ექსპორტის განხორციელება შეუძლია ნებისმიერ პირს; იმპორტისა და ექსპორტის განხორციელება ხდება პირდაპირი ხელშეკრულებებით.

2. (ამოღებულია).

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

5. ელექტროენერგიის იმპორტზე ხელშეკრულებების რეგისტრაციისას, სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია გამოუყენებლად დატოვოს ხაზის გამტარუნარიანობის გარკვეული მოცულობა (სარეზერვო სიმძლავრე).

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

    მუხლი 233. ელექტროენერგიის ბალანსები

1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსს, რომელიც მოიცავს ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების მაჩვენებლებს.

2. დამტკიცებული ელექტროენერგიის ბალანსის გათვალისწინებით, ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურად ფუნქციონირების ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოების საშუალებებისა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდების წყაროების ყოველდღიურ და საათობრივ დაგეგმვას (საჭიროების შემთხვევაში – გადამოწმებას), სისტემაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ახორციელებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი.

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

    მუხლი 234. ელექტროენერგიით ვაჭრობა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ

1. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური უფლებამოსილია ელექტროენერგია მიჰყიდოს:

ა) კვალიფიციურ საწარმოს;

ბ) საცალო მომხმარებელს.

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

თავი V

ლიცენზიები და ლიცენზირების წესები

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი  24. ლიცენზიების გაცემა , სალიცენზიო საქმიანობა , გამონაკლისები

1. კომისია უვადოდ გასცემს ლიცენზიებს შემდეგ საქმიანობებზე:

ა) ელექტროენერგიის წარმოება;

ბ) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაცია;

გ) ელექტროენერგიის გადაცემა;

დ) ელექტროენერგიის განაწილება;

ე) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება;

ვ) ბუნებრივი გაზის განაწილება.

2. აკრძალულია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ელექტროენერგიის წარმოება, დისპეტჩერიზაცია, გადაცემა და განაწილება, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება და განაწილება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. პირი, რომელიც ელექტროენერგიას აწარმოებს მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის და არ არის მიერთებული გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელთან, არ ექვემდებარება ლიცენზირებას.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 25. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები

1. ლიცენზიის მისაღებად საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების გარდა ამ კანონში აღნიშნული ლიცენზიის მაძიებლებმა სალიცენზიო განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) წარმოების საშუალებების ფლობის (მათით სარგებლობის) დამადასტურებელი ცნობა;

ბ) წარმოების საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დასკვნა;

გ) ძირითად საშუალებათა (აქტივების) ჩამონათვალი და საწარმოს შეფასების (აუდიტის) დასკვნა;

დ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვნა;

ე) საქართველოს ელექტრული ან ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის ტექნიკური პირობა (გარდა ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიისა);

ვ) მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისი ელექტრული ან ბუნებრივი გაზის ქსელის სქემა (გარდა ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიისა).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ დასკვნას ლიცენზიის გამცემი მოიპოვებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ერთი სარკმლის პრინციპის შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების გამცემი პირები განისაზღვრება ლიცენზირების წესებში.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 26. მოთხოვნები ლიცენზიების მიღებაზე , ლიცენზიების ვადები , მომსახურების შეწყვეტა

1. კომისია ლიცენზიას გასცემს მხოლოდ იმ ინდივიდუალურ მეწარმეზე ან სამეწარმეო იურიდიულ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებს.

2. სალიცენზიო მოწმობაში აღნიშნული უნდა იყოს სალიცენზიო განაცხადში მითითებული მომსახურების სახე, მომსახურების საშუალებების ადგილმდებარეობა და ტერიტორია, რომელზედაც გავრცელდება ლიცენზიის მოქმედება, ლიცენზიის გაცემის თარიღი, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის და ლიცენზიის გაუქმების პირობები.

3. ლიცენზიატს არა აქვს უფლება, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შეწყვიტოს, შეამციროს ან გაზარდოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეწყვეტა ან შემცირება ხდება მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო ან/და ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზით. აღნიშნული გამონაკლისების გარდა, მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების შემთხვევაში ლიცენზიატი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს განაცხადი მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე. კომისიისგან მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე თანხმობის მიღების შემდეგ ლიცენზიატი აბარებს სალიცენზიო მოწმობას. ასეთ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში ან გააუქმოს ლიცენზია.

4. სალიცენზიო და სატარიფო პირობებით არც ერთ ლიცენზიატს არ შეიძლება დაეკისროს ვალდებულება, გააგრძელოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, თუ მომსახურების მიმღები სხვა ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირი არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ან მომსახურების დამტკიცებულ პირობებს.

5. ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია კომისიას წარუდგინოს კომერციულ პირობებთან დაკავშირებული მონაცემები და ინფორმაცია, რომლებიც მოიცავს ბუნებრივი გაზის შეძენის ფასს, თუმცა შეიძლება არ შემოიფარგლებოდეს ამ ფასით. კომისიამ უნდა დაიცვას ფასებთან დაკავშირებული ყველა ამგვარი და სხვა ინფორმაციის კონფიდენციალობა, თუ ამას მოითხოვს კანონმდებლობა და მიმწოდებელი.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 27. სისტემის კომერციული ოპერატორის, ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მიმწოდებლის უფლება-მოვალეობები. ინფორმაციის მომზადება

1. ლიცენზიატი ვალდებულია დაიცვას ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები. კომისიისა და სამინისტროს სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა სისტემის კომერციული ოპერატორისათვის, ლიცენზიატის, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მომხმარებლისათვის. კომისიის სამართლებრივი აქტები აგრეთვე სავალდებულოა წყალმომარაგების სექტორში არსებული მიმწოდებლებისა და მომხმარებლებისათვის.

2. სისტემის კომერციული ოპერატორი, ლიცენზიატი, მიმწოდებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი ვალდებული არიან, შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედონ მინიმალური დანახარჯების პრინციპის შესაბამისად, ეკონომიკური ეფექტიანობის გათვალისწინებით.

3. სისტემის კომერციული ოპერატორი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი და ლიცენზიატი ვალდებული არიან სამინისტროსა და კომისიას წარუდგინონ და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადონ, ხოლო სასმელი წყლის მიმწოდებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) გასული წლის საქმიანობის ანგარიში;

ბ) მომავალი წლის სამუშაო გეგმა;

გ) სხვა ინფორმაცია, რომელსაც კომისია ან სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №92-სსმI, №13, 16.07.2008წ., მუხ.104

    მუხლი 28. ელექტროენერგიის აღრიცხვა, გაყიდვა, მრიცხველები

1. დადგენილი სტანდარტების, წესებისა და სხვა მოთხოვნების შესაბამისად, ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებული არიან აღრიცხონ თავიანთ საშუალებებში გატარებული ელექტროენერგიის სრული რაოდენობა და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადონ. სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია, ხოლო სამინისტრო და კომისია უფლებამოსილი არიან ჩაატარონ მრიცხველების ინსპექცია „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად.

2. ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების ურთიერთობები ხორციელდება სათანადო ხელშეკრულებების საფუძველზე, ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესებით.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

    მუხლი 29. დავები

სისტემის კომერციული ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მიწოდების სფეროში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №92-სსმI, №13, 16.07.2008წ., მუხ.104

    მუხლი  30 (ამოღებულია).

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 31. ლიცენზიაში ცვლილების შეტანა. ლიცენზიის გაუქმება

ლიცენზიაში ცვლილების შეტანა ხდება მისი პირობების შესაბამისად, ხოლო გაუქმება – აღნიშნული პირობების, ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისათვის. სხვა შემთხვევებში ლიცენზიაში ცვლილების შეტანის ან ლიცენზიის გაუქმების უფლება კომისიას აქვს მხოლოდ ლიცენზიატის წინასწარი თანხმობით. ამასთანავე, კომისიას უფლება აქვს ლიცენზიაში ცვლილების შეტანისას ლიცენზიატს მოსთხოვოს პირველად ლიცენზიაში აღნიშნული პირობებისაგან განსხვავებული, მათ შორის, უფრო მკაცრი მოთხოვნების შესრულება.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 32. (ამოღებულია).

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

თავი VI

ლიცენზიები:

მოთხოვნები და პირობები

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 33. წარმოების ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული წარმოების ლიცენზია უფლებას აძლევს ინდივიდუალურ მეწარმეს ან იურიდიულ პირს, აწარმოოს ელექტროენერგია და ელექტროენერგიის და/ან სიმძლავრის მიწოდების მიზნით მიუერთოს შესაბამისი საშუალებანი განსაზღვრულ მიღების პუნქტებში გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელს.

2. (ამოღებულია).

3. წარმოების ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა) (ამოღებულია).

ბ) ელექტროენერგიის რეალიზაციის ხელშეკრულების პირობების ან მომსახურების დამტკიცებული ფასების, ვადებისა და პირობების თანახმად უზრუნველყოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის წარმოების საშუალებების ხელმისაწვდომობა მიღების პუნქტში გადამცემი ქსელისა და მიერთებული საშუალებების უსაფრთხო, საიმედო, არადისკრიმინაციული და ეკონომიური დისპეტჩერიზაციის მიზნით;

გ) აკმაყოფილებდეს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ გათვალისწინებულ, წარმოების საშუალებების ექსპლუატაციისა და გადამცემი და გამანაწილებელი საშუალებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნებს;

დ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

    მუხლი 34. გადაცემის ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული გადაცემის ლიცენზია უფლებას აძლევს იურიდიულ პირს, განახორციელოს გადაცემის მომსახურება გადამცემი ქსელის საშუალებით.

2. ლიცენზიაში აღნიშნული უნდა იყოს გადამცემი სისტემა, რომელიც ჩართული იქნება გადამცემ ქსელში, რომელსაც ექსპლუატაციას გაუწევს ლიცენზიატი, რაც გულისხმობს საშუალებებს მიღების პუნქტსა და მიწოდების პუნქტს შორის. თუ საჭიროა წარმოების ლიცენზიატის საშუალებების პირდაპირი მიერთება განაწილების ლიცენზიატის ან პირდაპირი მომხმარებლის საშუალებებზე, კომისიას უფლება აქვს, გადაცემის მომსახურების პარამეტრების დადგენის მიზნით მოითხოვოს მიღებისა და მიწოდების პუნქტების ურთიერთდაკავშირების განცალკევება გადამცემი ქსელის მინიმალური სექციით.

3. თუ გადამცემ ქსელში ჩნდება ახალი გადამცემი საშუალების აუცილებლობა, გადაცემის ლიცენზიატს უფლება აქვს ახალი გადამცემი საშუალების დადგმის შესახებ განაცხადით მიმართოს კომისიას თავისი ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე. თუ კომისია შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნისა და სხდომის ჩატარების შემდეგ, კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად მიიჩნევს, რომ ახალი საშუალება რეალურად საჭიროა და დაადგენს, რომ ამ საშუალების სავარაუდო მარშრუტი, რომელიც შეიძლება შეიცვალოს სხდომის დროს ან მის შემდეგ, მინიმალურ ნეგატიურ გავლენას ახდენს შერჩეულ ტერიტორიაზე, შეესაბამება დარგში სახელმწიფო პოლიტიკას, რაც აღნიშნული იქნება კომისიის სხდომაზე, აგრეთვე შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, კომისია გადაცემის ლიცენზიატზე გასცემს მოდიფიცირებულ ლიცენზიას, რომელიც მოიცავს ახალ გადამცემ საშუალებას და უფლებას აძლევს ლიცენზიატს, ააშენოს ახალი საშუალება დამტკიცებულ მარშრუტზე.

4. თუ გადაცემის ლიცენზიატი ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად მიიღებს უფლებას, ააშენოს ახალი გადამცემი საშუალება მითითებულ მარშრუტზე, მას უფლება ეძლევა, მიიღოს ამ საშუალების მშენებლობისათვის საჭირო მიწებით სარგებლობის ნებართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5.(ამოღებულია).

6. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა) უზრუნველყოს გადამცემი ქსელის ფუნქციონირება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად;

ბ. შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

გ. შეიმუშაოს სათანადო ინსტრუქციები გადამცემი ქსელისა და მიერთებული საშუალებების უსაფრთხო, საიმედო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაკავშირებისა და ექსპლუატაციის შესახებ;

დ) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ე) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.

7. (ამოღებულია).

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

    მუხლი 35. დისპეტჩერიზაციის ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული დისპეტჩერიზაციის ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს განახორციელოს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვა ცენტრალური და რეგიონალური სადისპეტჩერო სამსახურების საშუალებით.

2.(ამოღებულია).

3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა) უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირება, დააკმაყოფილოს ყველა შესაბამისი ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნები ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად დამტკიცებული ბალანსებისა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მოთხოვნების თანახმად;

ბ) დაამონტაჟოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ყველა იმ საშუალებას, რომელიც აუცილებელია ენერგოსისტემის ოპერატიული მართვისა და ელექტრული მდგრადობის უზრუნველყოფისათვის, დაამუშაოს რეჟიმები და გამოიყენოს სათანადო სადისპეტჩერო ოქმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკული სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებას და ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მომხმარებლის მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებას „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად;

გ) იხელმძღვანელოს დამტკიცებული ბალანსებით, ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ გათვალისწინებული წესითა და პირობებით უზრუნველყოს პირდაპირი ხელშეკრულების შესრულება და საბალანსო ელექტროენერგიითა და სიმძლავრის სასისტემო რეზერვით ელექტროენერგიის მყიდველთა და გამყიდველთა მოთხოვნის დაკმაყოფილება ან მოახდინოს ელექტროენერგიის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა ან შეწყვეტა;

დ. შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

ე) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ვ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები;

ზ) აწარმოოს პირდაპირი ხელშეკრულებების ერთიანი ნუსხა;

თ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად სისტემის კომერციულ ოპერატორს მიაწოდოს ინფორმაცია პირდაპირ ხელშეკრულებებში გასაყიდად დაფიქსირებული და ფაქტობრივად გაყიდული ელექტროენერგიის ოდენობებზე.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

    მუხლი 36. განაწილების ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული განაწილების ლიცენზია უფლებას აძლევს ინდივიდუალურ მეწარმეს ან იურიდიულ პირს, იყიდოს, გაატაროს, გაანაწილოს და გაყიდოს ელექტროენერგია.

2. (ამოღებულია).

3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა. საგანგებო პერიოდებში უზრუნველყოს ელექტროენერგიის გამოყოფილი ლიმიტების, დადგენილი რეჟიმების დაცვა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების უპირატესი ენერგომომარაგება, მათ მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის პირობით;

ბ) უზრუნველყოს მიღებული ელექტროენერგიისა და მომსახურების ღირებულების დროული, სრული და გარანტირებული ანაზღაურება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად. ამ დებულების დამრღვევ განაწილების ლიცენზიატს პასუხისმგებლობა ეკისრება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ.(ამოღებულია).

. გაუწიოს მომხმარებელს გამანაწილებელი მომსახურება, კომისიის მიერ დადგენილი წესების და ლიცენზიატის საინვესტიციო პროგრამის შესაბამისად;

ე) უზრუნველყოს თავისი ლიცენზიის მოქმედების სფეროში მომხმარებელთა ელექტროენერგიით (სიმძლავრით) უწყვეტი მომარაგება შესაბამისი გადახდის პირობით;

. შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს მომსახურების აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის და ელექტროენერგიის საფასურის მოკრების პროცედურები;

. შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

თ) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

. თავის სამუშაო ადგილზე უზრუნველყოს საზოგადოებისათვის შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა:

.ა. ლიცენზია და დამტკიცებული ტარიფები;

.ბ. მომსახურების დამტკიცებული პირობები, რომლებიც შეიცავს მომსახურების  აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის და ელექტროენერგიის საფასურის მოკრების პროცედურებს;

.გ. ლიცენზიატის ფუნქციონირების სტანდარტების აღწერა, რომელიც შეიცავს ახალი მომხმარებლების მიერთების პირობებს.

კ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

    მუხლი 37. იმპორტიორი

1. იმპორტიორი ვალდებულია იმპორტის განხორციელების განმავლობაში იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსებისა და კომისიის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

2. იმპორტიორი ვალდებულია დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 38. ექსპორტიორი

ექსპორტიორი ვალდებულია ექსპორტის განხორციელების განმავლობაში იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შესაბამისად.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

    მუხლი 39. ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი

ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ბ) დაამუშაოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები საგანგებო მდგომარეობაში ასამოქმედებლად ან აწარმოოს შესაბამისი მოლაპარაკებები და შეთანხმებები სხვა პირებთან ასეთ შემთხვევებში ბუნებრივი გაზის მიღებაზე;

გ) (ამოღებულია).

დ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №92-სსმI, №13, 16.07.2008წ., მუხ.104

    მუხლი 391. სასმელი წყლის მიმწოდებელი

სასმელი წყლის მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ბ) განახორციელოს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაცია, სასმელი წყლის მიწოდება და წყალარინება;

გ) წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით უზრუნველყოს მომხმარებლისათვის საქართველოში მოქმედი სტანდარტების შესაბამისი ხარისხის სასმელი წყლის მიწოდება;

დ) უზრუნველყოს სასმელი წყლის ხარისხის მუდმივი კონტროლი;

ე) უზრუნველყოს წყლის ობიექტების სათანადოდ დაცვა და არ დაუშვას გარეშე პირების მიერ წყალმომარაგების სისტემაზე რაიმე სახის ზემოქმედება ან/და სასმელი წყლის დაბინძურება;

ვ) დაამუშაოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები საგანგებო მდგომარეობაში ასამოქმედებლად, ასევე აწარმოოს შესაბამისი მოლაპარაკებები და შეთანხმებები სხვა პირებთან ასეთ შემთხვევებში სასმელი წყლის მიწოდების თაობაზე;

ზ) საგანგებო პერიოდებში უზრუნველყოს სასმელი წყლის გამოყოფილი ლიმიტების, დადგენილი რეჟიმების დაცვა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების უპირატესი მომარაგება, მათ მიერ წყალმომარაგების საფასურის გადახდის პირობით;

თ) უზრუნველყოს საზოგადოებისათვის შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა:

თ.ა) დამტკიცებული ტარიფები;

თ.ბ) მომსახურების დამტკიცებული პირობები;

ი) შეიმუშაოს და კომისიასა და საზოგადოებას წარუდგინოს საინვესტიციო პროგრამა;

კ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური.

საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №92-სსმI, №13, 16.07.2008წ., მუხ.104

    მუხლი 40. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია (ტრანსპორტირების ლიცენზია)

1. კომისიის მიერ გაცემული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს განახორციელოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ტრანსპორტირების სისტემით.

2. ლიცენზიატმა უნდა განსაზღვროს შემოთავაზებული მომსახურებისათვის გამოსაყენებელი მარშრუტი, მილსადენები და სხვა მოწყობილობა, მიღებისა და მიწოდების პუნქტების ჩათვლით, რომლებიც გამოყენებული იქნება მის მიერ.

3. როდესაც ახალ მილსადენზე ან სხვა სატრანსპორტო მოწყობილობაზე არსებობს მოთხოვნა, მასზე განმცხადებელმა მხარეებმა უნდა გააკეთონ განაცხადი ტრანსპორტირების ლიცენზიაზე, ხოლო ტრანსპორტირების ლიცენზიის ქონების შემთხვევაში _ არსებული ლიცენზიის მოდიფიცირებაზე. თუ ასეთი განაცხადის შეტანისა და დადგენილი წესით საკითხის განხილვის შედეგად კომისია მიიჩნევს, რომ ახალი მილსადენი ან მოწყობილობა საჭიროა, შეძლებისდაგვარად ამცირებს უარყოფით ზემოქმედებას მოცემულ ტერიტორიაზე, შეესაბამება სახელმწიფო პოლიტიკას და ამ კანონის მოთხოვნებს, იგი იღებს გადაწყვეტილებას, გასცეს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ახალი ან მოდიფიცირებული ლიცენზია, რომელიც მოიცავს ახალ მილსადენს ან მოწყობილობას და დამტკიცებულ მარშრუტზე მისი მშენებლობის უფლებას იძლევა.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ტრანსპორტირების ლიცენზიატს უფლება მიეცემა, დამტკიცებულ მარშრუტზე ააშენოს ახალი მილსადენი ან სხვა მოწყობილობა, იგი უფლებამოსილია დადგენილი წესით მიიღოს ნებართვა ასეთი მილსადენის ან მოწყობილობის მშენებლობისათვის საჭირო მიწების გამოყენებაზე.

5. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან პირდაპირი მომხმარებლის ან გამანაწილებელი ქსელის მიერთება არ საჭიროებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის მოდიფიცირებას, როცა ბუნებრივი გაზის მიწოდების სისტემაზე ხორციელდება ისეთი მიერთება, რომელიც ახალი მიწოდების პუნქტამდე იწვევს მილსადენის, გაზგამანაწილებელი სადგურის, რეგულატორის, სარქვლის, აღრიცხვის კვანძის ან/და სხვა გაზომვის საშუალებების მიერთება-დამონტაჟებას.

6. ტრანსპორტირების ლიცენზიატი, ლიცენზიის პირობების თანახმად, ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა. განავითაროს და შეაკეთოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემა ისე, რომ დააკმაყოფილოს ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზიატის მოთხოვნები;

ბ. შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

გ. შეიმუშაოს და განახორციელოს ყველა შესაბამისი მითითება ტრანსპორტირების სისტემისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების უსაფრთხო, საიმედო და შეუზღუდავი გამოყენებისათვის;

დ) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ე) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

    მუხლი 41. ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია (განაწილების ლიცენზია)

1. კომისიის მიერ გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს, ექსპლუატაცია გაუწიოს გამანაწილებელ ქსელს და გაანაწილოს ბუნებრივი გაზი კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში.

2. (ამოღებულია).

3. განაწილების ლიცენზიატი, ლიცენზიის პირობების თანახმად, ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად და ლიცენზიატის საინვესტიციო პროგრამის მიხედვით;

ბ. შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს მომსახურების, აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის, აგრეთვე მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის პროცედურები;

გ. შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

დ. (ამოღებულია).

ე. თავის სამუშაო ადგილზე უზრუნველყოს საზოგადოებისათვის შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა:

ე.ა. ლიცენზია და დამტკიცებული ტარიფები;

ე.ბ. მომსახურების დამტკიცებული პირობები, რომლებიც შეიცავს მომსახურების უფლების შეძენისა და გაუქმების, აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის და მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის პროცედურებს;

ე.გ. ლიცენზიატის ფუნქციონირების სტანდარტების აღწერა, რომელიც შეიცავს ახალი მომხმარებლების მიერთების პირობებს;

ვ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

თავი VI1

ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა

                      საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

მუხლი 41 1. პარალელურ რეჟიმში მუშაობის მართვა და განხორციელება

1. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სისტემის კომერციულ ოპერატორთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე უფლებამოსილია დადგენილი წესით გააფორმოს საქართველოს მეზობელი ელექტრო-ენერგეტიკული სისტემების შესაბამის საწარმოებთან პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულებები.

2. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის მიზანია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული ბალანსის შესრულება, ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების ეფექტიანი დაბალანსება, ელექტროენერგეტიკული სისტემების გამართულ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფა და სისტემის საჭიროებიდან გამომდინარე სარეზერვო სიმძლავრით უზრუნველყოფა.

3. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა და რეგულირება ხორციელდება პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებების, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებისა“ და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შესაბამისად.

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

    მუხლი 41 2 . პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულება და ელექტროენერგიის სალდო-გადადინება

1. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს და შესაბამისად უნდა შესრულდეს იმგვარად, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას მიღწეულ იქნეს ელექტროენერგეტიკულ სისტემებს შორის ელექტროენერგიის ნულოვანი სალდო-გადადინება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შეუსრულებლობისა და სახელშეკრულებო პერიოდის ბოლოს დადებითი ან უარყოფითი სალდოს არსებობის შემთხვევაში სისტემის კომერციული ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ერთად ვალდებულია გაითვალისწინოს სალდირებული ელექტროენერგია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში, რათა მომდევნო პერიოდში უზრუნველყოფილ იქნეს ელექტროენერგიის ნულოვანი სალდო-ურთიერთგადადინება. აღნიშნულის ტექნიკური უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა.

  საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

    მუხლი 41 3 . პარალელურ რეჟიმში მუშაობის სამართლებრივი სტატუსი

1. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოებული ურთიერთობა არ წარმოადგენს ელექტროენერგიის იმპორტს ან ექსპორტს და არ ექვემდებარება ცალკე ლიცენზირებას ან ნებართვის გაცემას.

2. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას. პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესაბამისი ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას ელექტროენერგიის სალდო-გადადინება, გარდა ნულოვანისა, განიხილება, როგორც ელექტროენერგიის ექსპორტი ან იმპორტი. სალდირებული ელექტროენერგიის ნაწილში იმპორტიორს ან ექსპორტიორს წარმოადგენს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი.

  საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

თავი VII

ტარიფები

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 42. კომისიის უფლებამოსილება ტარიფის დადგენაში

1. კომისიას აქვს პროდუქციისა და მომსახურების ტარიფების, ფასების, ვადებისა და პირობების დადგენის შესახებ ლიცენზიატის, იმპორტიორის, სისტემის კომერციული ოპერატორისა და მიმწოდებლის მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და დამტკიცების, მოდიფიკაციის ან უარყოფის უფლება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. კომისია ვალდებულია ამ კანონის 43-ე მუხლში აღნიშნული ტარიფის დადგენის პრინციპების გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად, არსებული წესით დაადგინოს ტარიფები ან/და შეიტანოს ცვლილებები მოქმედ ტარიფებში.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

    მუხლი 43. ტარიფის დადგენის პრინციპები

1. კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგია და მის საფუძველზე დადგენილი ფასები და ტარიფები:

ა) იცავს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან;

ბ) შესაძლებლობას აძლევს ლიცენზიატებს, იმპორტიორებს, სისტემის კომერციულ ოპერატორს ან მიმწოდებლებს, დაფარონ თავიანთი ხარჯები, რომლებიც მოიცავს ეკონომიკურად გამართლებულ ფასად შეძენილი საწვავის ღირებულებას, საექსპლუატაციო დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების დანახარჯებს, საბრუნავი კაპიტალის სახით აღებული სესხების ძირითადი ნაწილისა და პროცენტის გადასახადებს, შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად გაწეულ ხარჯებსა და რეგულირების საფასურს. ამასთანავე, ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებების ამონაგების კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს, რომელიც საკმარისი უნდა იყოს დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად;

გ) ხელს უწყობს ლიცენზიატის, იმპორტიორის, სისტემის კომერციული ოპერატორის ან მიმწოდებლის ფინანსური ამონაგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის გაზრდის გზით მომსახურებაზე დანახარჯების შემცირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ლიცენზიატი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, სისტემის კომერციული ოპერატორი ან მიმწოდებელი აკმაყოფილებს კანონმდებლობის ან/და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებს მომსახურების ხარისხზე;

 დ) ხელს უწყობს ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდას ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში მოკლე და გრძელვადიანი ზღვრული ფასების დადგენით და ფასთა დინამიკის პროგნოზირებით, ელექტროენერგიის წარმოების შესაძლო სიჭარბის ან უკმარისობის გათვალისწინებით;

ე) (ამოღებულია);

ვ) ითვალისწინებს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა კატეგორიების პრიორიტეტების მიმართ, ამასთანავე, იგი არ ზღუდავს ლიცენზიატის, იმპორტიორის, სისტემის კომერციული ოპერატორის ან მიმწოდებლის უფლებას, მოსთხოვოს მომხმარებელს თავისი მომსახურების საფასურის გადახდა, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში – შეწყვიტოს მომსახურების გაწევა;

ზ) ითვალისწინებს სახელმწიფო პოლიტიკას სატარიფო შეღავათების სფეროში, იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვებელია მომხმარებელთა რომელიმე კატეგორიის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება ლიცენზიატის, იმპორტიორის, სისტემის კომერციული ოპერატორის, მიმწოდებლის ან მომხმარებელთა სხვა კატეგორიის ხარჯზე;

თ) ასახავს მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიის მომსახურების განსხვავებულ ღირებულებას.

2. ლიცენზიატის, იმპორტიორის, სისტემის კომერციული ოპერატორისა და მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯები იფარება მომხმარებელთა თითოეული კატეგორიისაგან მიღებული თანხებით, ამ კატეგორიის მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების პროპორციულად.

3. მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით სხვადასხვა სახის ტარიფის დადგენა შეიძლება პიკური სიდიდეების, საშუალო შეწონილი და ზღვრული სიდიდეების, საერთო მოხმარების სეზონურობის, მოხმარების სადღეღამისო ცვლილებების, მომსახურების ტიპის ან ანალოგიური პარამეტრების ასახვის მიზნით. ტარიფის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ინოვაციური სატარიფო მეთოდოლოგიები, რომლებიც ითვალისწინებს მოგების ინდექსაციას, ფასთა ინდექსაციასა და სხვა ფაქტორებს, თუ ასეთი მეთოდოლოგიების გამოყენება შეესაბამება ლიცენზიატების, იმპორტიორების, სისტემის კომერციული ოპერატორის, მიმწოდებლებისა და მომხმარებლების ინტერესებს.

4. (ამოღებულია).

5. საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების გათვალისწინებით კომისია უფლებამოსილია დაადგინოს გრძელვადიანი ტარიფები.

6. ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გატარების ტარიფები დგინდება ტარიფების მეთოდოლოგიით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

7. ელექტროენერგიის გატარების ტარიფები განისაზღვრება გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში იმ ელექტროენერგიის გატარებისათვის, რომელიც არ არის შესყიდული ელექტროენერგიის მომხმარებლის მიერ ამ გამანაწილებელი ქსელის მფლობელი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისაგან, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ახორციელებს თავის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის განაწილების სხვა ლიცენზიატის კუთვნილი ელექტროენერგიის გატარებას. გატარების ტარიფები იანგარიშება განაწილების ლიცენზიატის მიერ გატარების მომსახურებაზე გაწეული ხარჯებისა და გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საფუძველზე, რომლის შესახებაც განაწილების ლიცენზიატი კომისიას წარუდგენს შესაბამის განაცხადსა და დოკუმენტაციას საკუთარი ინიციატივით ან კომისიის მოთხოვნით.

8. ელექტროენერგიის გატარების ტარიფი აუნაზღაურდება ელექტროენერგიის განაწილების შესაბამის ლიცენზიატს.

9. ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის იმ რაოდენობაზე, რომელიც განკუთვნილია ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის მიერ საკუთარი მოხმარებისთვის ან საჭიროებისთვის, არ განისაზღვრება წარმოების ტარიფი.

10. (ამოღებულია).

11. თუ მეთოდოლოგია ან ამ კანონის შესაბამისად გამოცემული სხვა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სხვა წესს არ ითვალისწინებს, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატსა და იმპორტიორს უდგინდებათ ელექტროენერგიის გასაყიდი ტარიფის ზედა ზღვარი, ხოლო იმ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატს, რომელიც ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით“ მიჩნეულია ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მარეგულირებელ სადგურად, უდგინდება ამ კანონით გათვალისწინებული ფიქსირებული ტარიფი.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

    მუხლი 431. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ტარიფი

1. რეზერვის წყაროსთვის (შესაბამისი ელექტროენერგიის მწარმოებლისთვის), წარმოების ტარიფის გარდა, კომისია ასევე ადგენს ორგანაკვეთიან ტარიფს, რომელიც შედგება სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ტარიფისა და გამოყენებული რეზერვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფისაგან.

2. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ტარიფი უზრუნველყოფს რეზერვის წყაროს (შესაბამისი ელექტროენერგიის მწარმოებლის) მუდმივი ხარჯების ანაზღაურებას. გამოყენებული რეზერვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფში აისახება ელექტროენერგიის წარმოების ტარიფისათვის ამ კანონითა და ტარიფების მეთოდოლოგიით გათვალისწინებული ხარჯები, გარდა სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ტარიფში ასახული ხარჯებისა.

3. ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, რეზერვის წყაროსთვის (შესაბამისი ელექტროენერგიის მწარმოებლისთვის) დადგენილი ორგანაკვეთიანი ტარიფი ვრცელდება მხოლოდ შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედებისა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოების საშუალების სიმძლავრის სასისტემო რეზერვის სათანადო მზადყოფნის პერიოდზე.

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

    მუხლი 432. წყალმომარაგების ტარიფის დადგენის პრინციპები

კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგია და მის საფუძველზე დადგენილი წყალმომარაგების ტარიფი უნდა შეიცავდეს წყალმომარაგების საექსპლუატაციო დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების ხარჯებს, საკმარისი უნდა იყოს რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის და უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებების ამონაგების კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს.

საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5466-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.378

    მუხლი 44. ტარიფის დადგენის წესები

1. კომისია, ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, ტარიფის დადგენის საკითხების განხილვისას ატარებს ღია სხდომებს. კომისია სატარიფო განაცხადის განხილვისას და ტარიფის დადგენისას ეყრდნობა:

ა) დასაბუთებულ სატარიფო განაცხადს, რომელსაც ერთვის აუდიტორული და ფინანსური ინფორმაცია;

ბ) სატარიფო განაცხადის განხილვისა და შესაბამისი დადგენილების მიღების პროცედურებს;

გ) მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ ტარიფის დადგენის კომენტირების პროცედურებს;

დ) სატარიფო განაცხადის შეფასებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და მიღების პროცედურებს;

ე) რეგულირების საფასურის ფინანსური ანაზღაურების დადგენის პროცედურებს.

2. ტარიფის დადგენაზე ან/და ტარიფში ცვლილების შეტანაზე კომისიაში განაცხადის წარდგენის უფლება აქვთ ლიცენზიატს, იმპორტიორს, სისტემის კომერციულ ოპერატორს, მიმწოდებელსა და პირდაპირ მომხმარებელს.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

    მუხლი 45. ტარიფის ამოქმედება და ტარიფის დადგენის ანაზღაურება

ტარიფი ძალაში შედის კომისიაში სატარიფო განაცხადის შეტანიდან 150 დღის განმავლობაში თუ იგი აკმაყოფილებს კომისიის მოთხოვნებს სატარიფო განაცხადის მიმართ. სატარიფო განაცხადის შემტანი  ტარიფის დამტკიცების შემდეგ ანაზღაურებს კომისიის მიერ ტარიფის დადგენაზე გაწეულ მომსახურებას.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 46. ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა

1.(ამოღებულია).

2. თუ პირი ფლობს ერთზე მეტ ლიცენზიას ან სალიცენზიო საქმიანობასთან ერთად ეწევა სხვა სამეწარმეო საქმიანობას, იგი ვალდებულია ამ საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯებისა და საფინანსო შედეგების აღრიცხვა აწარმოოს განცალკევებულად.

                საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

თავი VII1

ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელზე მესამე მხარის დაშვება. ქსელზე მიერთება

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

მუხლი 46 1 . ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელზე მესამე მხარის დაშვება

განაწილების ან/და გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის საფასურად თავის ქსელში გაუტაროს ელექტროენერგია იმ პირებს, რომლებსაც ამ კანონით უფლება აქვთ ელექტროენერგია გაყიდონ უშუალოდ ელექტროენერგიის მომხმარებლებზე.

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

    მუხლი 46 2 . ახალი მომხმარებლის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური

კომისია ადგენს ახალი მომხმარებლის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურს, რომელიც აუნაზღაურდება შესაბამის ლიცენზიატს.

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

    მუხლი 46 3 . საცალო მომხმარებლის მიერ გარე მომარაგების ქსელის შეცვლა ან ახალი ქსელის აშენება

საცალო მომხმარებლის მიერ გარე მომარაგების ქსელის შეცვლა ან ახალი ქსელის აშენება დასაშვებია მხოლოდ იმ წარმოების, გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების საფუძველზე, რომლის მფლობელობაში მყოფ ელექტრულ ქსელზედაც არის მიერთებული. ტექნიკური პირობა ასევე უნდა გაიცეს იმ წარმოების, გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ, რომლის ქსელზედაც აპირებს მომხმარებელი მიერთებას.

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

თავი VIII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 47. კომისიის პირველი შემადგენლობის უფლებამოსილების ვადები

კომისიის პირველი შემადგენლობა ინიშნება შემდეგი წესით: პირველი წევრი _ 6 წლის ვადით, მეორე წევრი _ 4 წლის ვადით, ხოლო მესამე წევრი _ 2 წლის ვადით.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

    მუხლი 48 (ამოღებულია).

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

    მუხლი 49. (ამოღებულია).

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

    მუხლი 491. გარდამავალი დებულებანი

1. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2007 წლის 1 აგვისტომდე ძაბვების მიხედვით დაადგინოს ელექტროენერგიის გატარების ტარიფები კვალიფიციური საწარმოებისათვის მოქმედი განაწილების ტარიფის არანაკლებ 20%-ისა, ხოლო დანარჩენი მომხმარებლებისათვის – არა უმეტეს მოქმედი განაწილების ტარიფისა. ამ მუხლით დადგენილი ტარიფების გადასინჯვა ტარიფების მეთოდოლოგიის მიხედვით განხორციელდება შესაბამისი ლიცენზიატის სატარიფო განაცხადის საფუძველზე.

2. ამ კანონის 22-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ამოქმედდეს 2004 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს 2004 წლის 15 ივნისის კანონი №122-სსმI, №14, 16.06.2004წ., მუხ.48

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

    მუხლი 492. სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის დროებითი წესი

1. ელექტროენერგეტიკული სისტემის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის მიზნით, სისტემის კომერციული ოპერატორი გარანტირებული რეზერვის წყაროსთან სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე სრული მოცულობით შეისყიდის სიმძლავრის სასისტემო რეზერვს.

2. სიმძლავრის სასისტემო რეზერვი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულებაშია და გამოიყენება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების დასაბალანსებლად. ამასთანავე, რეზერვის წყარო (შესაბამისი ელექტროენერგიის მწარმოებელი) ელექტროენერგიას ყიდის მხოლოდ სისტემის კომერციულ ოპერატორთან შეთანხმებით.

3. განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი და ექსპორტიორი ვალდებული არიან აუნაზღაურონ სისტემის კომერციულ ოპერატორს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის საფასური ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესებით.

4. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნას ამოწმებს და ადასტურებს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ განსაზღვრული წესითა და პერიოდულობით.

5. თუ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნის შემოწმებისას არ დადასტურდება ამა თუ იმ რეზერვის წყაროდან წინასწარ განსაზღვრული სიმძლავრე ან/და სასისტემო რეზერვის მზადყოფნის შესაბამისი ხარისხი, სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ იმოქმედოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ინტერესებიდან გამომდინარე და გაუგზავნოს ხელშეკრულების მხარეებს სათანადო შეტყობინება. აღნიშნული გარემოება ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველია.

6. განაწილების ლიცენზიატისაგან, პირდაპირი მომხმარებლისა და ექსპორტიორისაგან სიმძლავრის სასისტემო რეზერვის საფასურის ამოღებასა და შესაბამისი კვალიფიციური საწარმოსთვის ანაზღაურებას ახდენს სისტემის კომერციული ოპერატორი.

7. ამ მუხლის მოქმედების ვადის ამოწურვა არ ათავისუფლებს მხარეებს ფინანსური ვალდებულების შესრულებისაგან.

8. ეს მუხლი მოქმედებს 2007 წლის 1 სექტემბრამდე.

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

    მუხლი 493. 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ აშენებულ ელექტროსადგურთა დერეგულირება

2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ აშენებული ყველა ელექტროსადგური დერეგულირებულ იქნეს.

საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №92-სსმI, №13, 16.07.2008წ., მუხ.104

    მუხლი 50. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის 231 მუხლი ამოქმედდეს 2007 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

    მუხლი 51. ძალადაკარგული ნორმატიული აქტების ნუსხა

1. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა. „ენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 22 სექტემბრის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №19-20, მუხ. 436) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი;

ბ. „ენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მეოთხე მუხლის მე-7 პუნქტის თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 11 ოქტომბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №21-22, მუხ. 446).

2. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ამ კანონს შეუსაბამოს კანონქვემდებარე აქტები.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 27 ივნისი.

№816_ IIს[i]



შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.83

2.საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

3.საქართველოს 2004 წლის 15 ივნისის კანონი №122-სსმI, №14, 16.06.2004წ., მუხ.48

4.საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1124-სსმI, №13, 12/04.2005წ., მუხ.77

5.საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1738-სსმI, №36, 11.07.2005წ., მუხ.225

6.საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2537-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.448

7.საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3292-სსმI, №21, 15.06.2006წ., მუხ.179

8. საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4911-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.195

9.საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5466-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.378

1 0 .საქართველოს 2008 წლის 7 მარტის კანონი №5803-სსმI, №6, 25.03.2008წ.,მუხ.15

1 1 .საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №92-სსმI, №13, 16.07.2008წ., მუხ.104

49. 05/07/2021 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/2/1248 - ვებგვერდი, 08/07/2021 48. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5646-რს - ვებგვერდი, 27/12/2019 47. 18/10/2019 - საქართველოს კანონი - 5201-Iს - ვებგვერდი, 18/10/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 46. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4085-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 45. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4025-რს - ვებგვერდი, 25/12/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 44. 06/12/2018 - საქართველოს კანონი - 3888-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 43. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3459-Iს - ვებგვერდი, 09/10/2018 42. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2624-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 41. 04/05/2018 - საქართველოს კანონი - 2326-IIს - ვებგვერდი, 11/05/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 40. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1651-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 39. 30/06/2017 - საქართველოს კანონი - 1187-IIს - ვებგვერდი, 13/07/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 38. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 904-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 37. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 651-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 36. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 131-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 35. 22/06/2016 - საქართველოს კანონი - 5499-IIს - ვებგვერდი, 29/06/2016 34. 02/03/2016 - საქართველოს კანონი - 4797-IIს - ვებგვერდი, 14/03/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 33. 10/12/2015 - საქართველოს კანონი - 4587-Iს - ვებგვერდი, 22/12/2015 32. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4353-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 31. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3388-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 30. 12/12/2014 - საქართველოს კანონი - 2933-Iს - ვებგვერდი, 23/12/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 29. 27/12/2013 - საქართველოს კანონი - 1902-რს - ვებგვერდი, 31/12/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 28. 20/11/2013 - საქართველოს კანონი - 1594-რს - ვებგვერდი, 03/12/2013 27. 24/09/2013 - საქართველოს კანონი - 1291-რს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 12/07/2013 - საქართველოს კანონი - 837-რს - ვებგვერდი, 25/07/2013 25. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 452-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 24. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6317-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 23. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6299-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 22. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5644-რს - ვებგვერდი, 09/01/2012 21. 21/06/2011 - საქართველოს კანონი - 4865-რს - ვებგვერდი, 110706009, 06/07/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 20. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4395-Iს - ვებგვერდი, 110317025, 17/03/2011 19. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4065-რს - სსმ, 72, 22/12/2010 18. 12/10/2010 - საქართველოს კანონი - 3659-IIს - სსმ, 56, 20/10/2010 17. 01/10/2010 - საქართველოს კანონი - 3650 - სსმ, 53, 11/10/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 02/07/2010 - საქართველოს კანონი - 3295 - სსმ, 37, 14/07/2010 15. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3349 - სსმ, 35, 12/07/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 28/06/2010 - საქართველოს კანონი - 3162 - სსმ, 35, 12/07/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 31/07/2009 - საქართველოს კანონი - 1558 - სსმ, 24, 13/08/2009 12. 02/10/2008 - საქართველოს კანონი - 317 - სსმ, 21, 06/10/2008 11. 05/07/2008 - საქართველოს კანონი - 92 - სსმ, 13, 16/07/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 07/03/2008 - საქართველოს კანონი - 5803 - სსმ, 6, 25/03/2008 9. 20/11/2007 - საქართველოს კანონი - 5466 - სსმ, 40, 03/12/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 08/06/2007 - საქართველოს კანონი - 4911 - სსმ, 22, 19/06/2007 7. 09/06/2006 - საქართველოს კანონი - 3292 - სსმ, 21, 15/06/2006 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 27/12/2005 - საქართველოს კანონი - 2537 - სსმ, 59, 31/12/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 23/06/2005 - საქართველოს კანონი - 1738 - სსმ, 36, 11/07/2005 4. 22/03/2005 - საქართველოს კანონი - 1124 - სსმ, 13, 12/04/2005 3. 15/06/2004 - საქართველოს კანონი - 122 - სსმ, 14, 16/06/2004 2. 30/04/1999 - საქართველოს კანონი - 1934 - სსმ, 15(22), 14/05/1999 1. 17/10/1997 - საქართველოს კანონი - 984 - პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997