დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართფელოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 122 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/06/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 16/06/2004 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 27/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.280.000.05.001.001.484 |
საქართველოს კანონი
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:
„9. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) და მომსახურების საბითუმო ყიდვა-გაყიდვის მართვისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული „საბაზრო წესების“ შესრულების მიზნით ელექტრობაზარი ელექტროენერგეტიკის სექტორის ლიცენზიატთა, პირდაპირ მომხმარებელთა (ელექტრობაზრის წევრთა) სახელით სავალდებულო წესით ხსნის სპეციალურ ანგარიშს (ანგარიშებს). ასეთი სპეციალური ანგარიში (ანგარიშები), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იყოფა ქვეანგარიშებად ელექტრობაზრის წევრთა მიხედვით და მას სათანადო ნაწილში ფლობს ელექტროენერგეტიკის სექტორის შესაბამისი ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი (ელექტრობაზრის წევრი). ამ პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ანგარიშის (ანგარიშების) ფინანსური ოპერატორი ელექტრობაზარია.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშიდან (ანგარიშებიდან) გადარიცხვები წარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ელექტრობაზრის აღმასრულებელი საბჭოს მიერ წინასწარ დამტკიცებული წესით, რომლის შედგენის საფუძველია ელექტრობაზრის გამყიდველების მიერ მოწოდებული ელექტროენერგიის (სიმძლავრეების) და მომსახურების მოცულობები, მათი საბითუმო ფასები და ყოველი გამყიდველის სრული თანასწორუფლებიანობა.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 491 მუხლი:
„მუხლი 491. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2004 წლის 1 აგვისტომდე მიიღოს დადგენილება ელექტრობაზრის წევრთა ერთობლივი სპეციალური ანგარიშის შესახებ.
2. ამ კანონის 22-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ამოქმედდეს 2004 წლის 1 აგვისტოდან.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 15 ივნისი.
№122_Iს
დოკუმენტის კომენტარები