„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4025-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.019310
4025-რს
22/12/2018
ვებგვერდი, 25/12/2018
300280000.05.001.019310
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს კანონი აწესრიგებს ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას და ურთიერთობებს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვის, ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობის, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების სფეროებში და უზრუნველყოფს საქართველოს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კონკურენციის განვითარების საფუძველზე და არსებული არაკონკურენტული ბაზრის რეგულირების მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოს საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებისა და ტარიფების სისტემების ჩამოყალიბება და ამ საფუძველზე წყალმომარაგების, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების განსახორციელებლად გაწეული, ეკონომიკურად მიზანშეწონილი ხარჯების ზუსტი ასახვა ტარიფების სისტემებში;“;

გ) მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განსაზღვროს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების, იმპორტისა და ექსპორტის, ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირებისა და განაწილების, აგრეთვე მომხმარებელთა საქმიანობისა და ურთიერთობების რეგულირების ძირითადი პრინციპები საჯაროობისა და თანასწორობის საფუძველზე და ამ მიზნით შექმნას ენერგეტიკის დარგის მარეგულირებელი დამოუკიდებელი სისტემის ჩამოყალიბების სამართლებრივი საფუძვლები;

გ) ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის გაზრდას;“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ლ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ1) ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი:

1.ა) პირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის განსაზღვრულ სავალდებულო კრიტერიუმებს;

1.ბ) ამ მუხლის „ლ1.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის გარდა, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც აკმაყოფილებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილ მოთხოვნებს და ნებაყოფლობით დარეგისტრირდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი.

შენიშვნა:

1. პირდაპირი მომხმარებლის სტატუსით რეგისტრაციას აქვს შეუქცევი ხასიათი. შესაბამისად, პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრირებულ პირს უფლება არა აქვს, მოითხოვოს საცალო მომხმარებლად რეგისტრაცია.

2. პირდაპირი მომხმარებლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ობიექტზე (ობიექტებზე) ან მის (მათ) ნაწილზე (ნაწილებზე) საკუთრების/მფლობელობის უფლების ცვლილების შედეგად წარმოქმნილი ახალი მომხმარებელი არის პირდაპირი მომხმარებელი, მიუხედავად ქსელთან მიერთების სქემის ცვლილებისა;“;

ბ) „ტ.ე“ და „ტ.ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ.ე) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, გატარებისა და განაწილების და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის საქმიანობასთან, ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფასთან, ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტთან, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატისა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საკუთარი საჭიროებისთვის მოხმარებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს;

ტ.ვ) ამ კანონით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, კვალიფიციური საწარმოებისთვის ელექტროენერგიის წარმოების, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების, მოხმარების, იმპორტისა და ექსპორტის განსხვავებული პირობებისა და პროცედურების დადგენას;“;

გ) „ჰ10“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ10) კვალიფიციური საწარმო – წარმოებისა და განაწილების ლიცენზიატები, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი, პირდაპირი მომხმარებელი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, რომლებიც ამ კანონისა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად უფლებამოსილი არიან მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში, აგრეთვე პირი ამ კანონის 241 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“;

დ) „ჰ13“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ13) გარანტირებული სიმძლავრის წყარო – ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირებისა და საჭირო მინიმალური გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ელექტროსადგური ან ელექტროსადგურები (წარმოების ლიცენზიატი ან წარმოების ლიცენზიატები), რომელსაც (რომლებსაც) გაჩერებული მდგომარეობიდან ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაცია შეუძლია (შეუძლიათ) არაუმეტეს 24 საათისა და სიმძლავრის აღება – არაუმეტეს მომდევნო 12 საათის განმავლობაში. საქართველოს მთავრობა ასევე განსაზღვრავს შესაბამისი წყაროს მიერ ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდს. ამასთანავე, 2010 წლის შემდეგ აშენებული ელექტროსადგურის შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ შეიძლება განსაზღვროს კომისიის მიერ დადგენილი მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ის პროცენტული წილი, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის საფასურით უნდა ანაზღაურდეს;“;

ე) „ჰ31“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ​32“ ქვეპუნქტი:

„ჰ32) ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი – პირი, რომელიც ამ კანონისა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად ახორციელებს ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის საქმიანობას.“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის გაზრდის ღონისძიებათა ერთიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;“.

4. მე-4 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიას ენიჭება საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიების გაცემის, აგრეთვე ლიცენზიატების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, ბაზრის ოპერატორის, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლებისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების საქმიანობის რეგულირების, მათ შორის, ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის, უფლება.“;

ბ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლებს, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;“.

5. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის სხდომაზე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ 3 წევრისა. კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ლიცენზიატებისათვის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისათვის, იმპორტიორებისათვის, ექსპორტიორებისათვის, ბაზრის ოპერატორისათვის, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლებისათვის, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებისა და მომხმარებლებისათვის.“.

6. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის წევრს და აპარატის თანამშრომელს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ეძლევათ ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორის, ბაზრის ოპერატორის, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის იმ პერსონალთან და  დოკუმენტაციასთან შეუფერხებლად მუშაობის საშუალება, რომლებიც საჭიროა კომისიისთვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად.“.

7. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის ბოლომდე დაამტკიცოს თავისი მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასები და შემოსავლები. კომისია ყოველი წლის 15 სექტემბრისათვის ლიცენზიატებისაგან, იმპორტიორებისაგან, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლებისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებისაგან მიღებული მომავალი წლის საქმიანობის მოცულობის პროგნოზის საფუძველზე ადგენს რეგულირების საფასურს, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის მომავალი საბიუჯეტო წლისათვის დაგეგმილი ხარჯების დაფარვას. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი.“.

8. 26-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი ვალდებული არიან კომისიას წარუდგინონ კომერციულ პირობებთან დაკავშირებული მონაცემები და ინფორმაცია, რომლებიც მოიცავს, შესაბამისად, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის შეძენის ფასს, თუმცა შეიძლება არ შემოიფარგლებოდეს ამ ფასით. კომისიამ უნდა დაიცვას ფასებთან დაკავშირებული ყველა ამგვარი და სხვა ინფორმაციის კონფიდენციალურობა, თუ ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა და ინფორმაციის წარმდგენი.“.

9. 27-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლიცენზიატი ვალდებულია დაიცვას ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები. კომისიისა და სამინისტროს სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა ბაზრის ოპერატორისათვის, ლიცენზიატისათვის, იმპორტიორისათვის, ექსპორტიორისათვის, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლისათვის, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლისა და მომხმარებლისათვის. კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა აგრეთვე წყალმომარაგების სექტორში არსებული მომხმარებლისათვის.“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი ვალდებული არიან, შესაძლებლობის ფარგლებში, იმოქმედონ მინიმალური დანახარჯების პრინციპის შესაბამისად, ეკონომიკური ეფექტიანობის გათვალისწინებით.

3. ბაზრის ოპერატორი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი, ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი და ლიცენზიატი ვალდებული არიან სამინისტროს და კომისიას წარუდგინონ და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადონ, ხოლო წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) გასული წლის საქმიანობის ანგარიში;

ბ) მომავალი წლის სამუშაო გეგმა;

გ) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც სამინისტრო ან კომისია საჭიროდ  მიიჩნევს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

10. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29. დავები

ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი, ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი და მომხმარებელი უფლებამოსილი არიან კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.“.

11. 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირება, დააკმაყოფილოს ყველა შესაბამისი ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორის, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლისა და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნები ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად, დამტკიცებული ბალანსებისა და შესაბამისი ნორმატიული აქტის მოთხოვნების თანახმად;

ბ) დაამონტაჟოს ყველა საშუალება, რომლებიც აუცილებელია ენერგოსისტემის ოპერატიული მართვისა და ელექტრული მდგრადობის უზრუნველყოფისათვის, და ექსპლუატაცია გაუწიოს მათ, დაამუშაოს რეჟიმები და გამოიყენოს სათანადო სადისპეტჩერო ოქმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკის სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებას და ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორის, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლისა და ელექტროენერგიის მომხმარებლის მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებას შესაბამისი ნორმატიული აქტის თანახმად;“.

12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 381 მუხლი:

„მუხლი 381. ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი

1. ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი უფლებამოსილია შეისყიდოს ელექტროენერგია წარმოების ლიცენზიატისგან, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ან/და იმპორტიორისგან ან/და განახორციელოს ელექტროენერგიის იმპორტი და მიაწოდოს ელექტროენერგია პირდაპირ მომხმარებელს ან/და ექსპორტიორს ამ კანონისა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად.

2. ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი ვალდებულია დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური.“.

13. 431 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. 2010 წლის შემდეგ აშენებული ელექტროსადგურის შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ შეიძლება განსაზღვროს კომისიის მიერ დადგენილი მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ის პროცენტული წილი, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის საფასურით უნდა ანაზღაურდეს.“.

14. 46-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა არის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემა, რომელიც მოიცავს:

ა) ანგარიშთა გეგმას;

ბ) ანგარიშთა გეგმის გამოყენებისა და აღრიცხვის წარმოების ინსტრუქციებს;

გ) რეგულირების მიზნებისათვის წარსადგენი პერიოდული ანგარიშების ფორმასა და შინაარსს;

დ) ანგარიშგების პერიოდულობას;

ე) პირის მიერ ერთზე მეტი სალიცენზიო საქმიანობის ან/და სალიცენზიო საქმიანობასთან ერთად სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის ბუღალტრული აღრიცხვის განცალკევებულად წარმოების წესებს.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის წარმოება სავალდებულოა ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის, გადაცემის ლიცენზიატისა და განაწილების ლიცენზიატისთვის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატისა და იმ განაწილების ლიცენზიატისთვის, რომელსაც არანაკლებ 50000 მომხმარებელი ჰყავს.“.

15. 49​9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 31 დეკემბრამდე განსაზღვროს ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმები და დაადგინოს მათი ამოქმედების ვადები.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2019 წლის 31 იანვრამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ:

ა) 2019 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება და მათი ამ კანონთან შესაბამისობა;

ბ) 2021 წლის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატებისა და განაწილების ლიცენზიატებისთვის.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

ქუთაისი,

22 დეკემბერი 2018 წ.

N4025-რს