„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4395-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110317025, 17/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.016206
  • Word
4395-Iს
11/03/2011
ვებგვერდი, 110317025, 17/03/2011
300280000.05.001.016206
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) დააკისროს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ენერგეტიკის დარგში, მათ შორის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში, სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა, ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შექმნა და მიღება;.

2. მე-2 მუხლის:

ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) გადამცემი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადამცემი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს. გადამცემი ქსელი მოიცავს 110 კილოვოლტზე მაღალი ძაბვის გადამცემ საშუალებებს, მათ შორის, ქვესადგურებს და ელექტროგადამცემ ხაზებს, აგრეთვე იმ 35- და 110-კილოვოლტიან გადამცემ ქსელებს და შესაბამის ქვესადგურებს, რომლებიც საგანგებოდ აღინიშნება გადაცემის ლიცენზიაში და გამოიყენება ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის; სხვა 35- და 110-კილოვოლტიანი ქსელები გამანაწილებელი საშუალებების ნაწილია. ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიას ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;“;

ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ჩ) სამინისტრო საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 მარტი.

№4395I