საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ

  • Word
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 99/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 01/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 126, 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016012
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
99/ნ
01/10/2010
სსმ, 126, 01/10/2010
430030000.22.022.016012
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (01/10/2010 - 10/12/2010)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №99/ნ

2010 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების და საფასურის დამტკიცების შესახებ

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის“ ქვეპუნქტის , „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „დ” ქვეპუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ და „ო ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება დანართი №1 შესაბამისად.

2 . დამტკიცდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასური დანართი №2 შესაბამისად.

3 . ძალადაკარგულად იქნ ს ცნობილი „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების, სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 ნოემბრის №1030 ბრძანება.

4 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. შაშკინი

დანართი №1

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს დებულება ადგენს საგანმანთლებლო დაწესებულებებ ის ავტორიზაციის სტანდარტებ ს (შემდგომში სტანდარტები) დაკმაყოფილების პირობებს და ავტორიზაციის პროცედურას .

    მუხლი 2. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მიზანი და შინაარსი

1. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მიზანია შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

2 . სტანდარტი არის სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად .

3. დაწესებულებაქვს მისია, რომელიც შეესაბამება საქართველოში განათლების სათანადო საფეხურის ძირითად მიზნებს და არის დაწესებულების თვითმყოფადობისა და სახის გამომხატველი.

4. ავტორიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების მისიიდან გამომდინარე ადგენს დაწესებულების შესაბამისობას შემდეგ სტანდარტებთან :

ა) საგანმანათლებლო პროგრამები;

ბ) მატერიალური რესურსი;

გ) ადამიანური რესურსი.

5 . ავტორიზაცია არის დაწესებულების სტანდარტებთან შესაბამისობის გარე შეფასების მექანიზმი, რომლითაც ხორციელდება შიდა შეფასების (თვითშეფასება) დადასტურება . თვითშეფასებას ახორციელებს დაწესებულება საკუთარი საქმიანობის შეფასების წესის შესაბამისად და ადგენს ყოველწლიურ თვითშეფასების ანგარიშს, ხოლო გარე შეფასებას საჯარო სამართლის იურიდიული პირი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში ცენტრი).

თავი II

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები

    მუხლი 3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამები

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) სასკოლო სასწავლო გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას;

ბ) სასკოლო სასწავლო გეგმა პასუხობს შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მოთხოვნებს და საშუალებას აძლევს მათ შეიძინონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნა, უნარები და ღირებულებები;

გ) სასკოლო სასწავლო გეგმა მოსწავლეს უზრუნველყოფს სწავლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობით. სკოლას აქვს სპეციალური პროგრამა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის;

) სკოლაში არსებული მოსწავლეთა შეფასების სისტემა შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას. შეფასების კრიტერიუმები გამჭვირვალეა, ცნობილია სასკოლო საზოგადოებისათვის და შედეგები გამოიყენება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად;

) შემუშავებულია მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირების წესი და მშობელი უზრუნველყოფილია სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობით;

) შემუშავებულია სასკოლო სასწავლო გეგმის შეფასებისა და შემდგომი გაუმჯობესების მექანიზმი.

    მუხლი 4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალური რესურსი

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) დაწესებულებას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი მატერიალური რესურსი, მათ შორის:

ა.ა) ერთ მისამართზე 250 კვ.მ ფართი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავტორიზაციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას 50 მოსწავლეზე ნაკლებკონტინგენტიანი სკოლის ავტორიზაციის შესახებ. ფართზე უფლება დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ა.ბ) საკლასო ოთახები, აღჭურვილი სათანადო ინვენტარით, კერძოდ: ინდივიდუალური მერხებით, სასკოლო დაფებითა და სხვა აუცილებელი მატერიალური საშუალებებით;

ა.გ) სპორტული დარბაზი, აუზი ან მოედანი;

ბ) სკოლაში არის საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემო: ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები;

გ) სკოლაში არის სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი ბიბლიოთეკა სათანადო რაოდენობის წიგნადი ფონდით, პერიოდიკითა და სხვა დამხმარე მასალით;

დ) სკოლას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის;

ე) სკოლას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმით დასახული მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. ვებგვერდი ასრულებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას;

ვ) სკოლაში დაცულია პერსონალისა და მოსწავლეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, რისთვისაც არსებობს:

.ა) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;

.ბ) თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა;

.გ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები;

.დ) წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები.

ზ) სკოლას შემუშავებული აქვს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი წესდება, შინაგანაწესი ან გადაწყვეტილებების მიღების, საქმიანობის დაგეგმვისა და წარმართვის პროცედურათა ამსახველი სხვა დოკუმენტები;

თ) შემუშავებულია სკოლის განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები, გამომდინარე დაწესებულების მისიიდან, რაც ასევე ითვალისწინებს მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს;

ი) დაწესებულებაში მიმდინარეობს გამოცემული აქტებისა და კორესპონდენციის აღრიცხვა.

    მუხლი 5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადამიანური რესურსი

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) სკოლას ჰყავს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი ადამიანური რესურსი;

ბ) სკოლის მასწავლებლები შერჩეულნი არიან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად;

გ) სკოლაში შემუშავებულია თანამშრომელთა შერჩევის, მიღებისა და გათავისუფლების წესები, ასევე წახალისებისა და სანქციების გამჭვირვალე სისტემა;

დ) მასწავლებლებთან, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ პერსონალსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან გაფორმებულია ხელშეკრულებები;

ე) სკოლას შემუშავებული აქვს ადამიანური რესურსის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები;

ვ) სკოლაში არის დაცულობის, კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ატმოსფერო, რაც ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამოვლენას, პასუხისმგებლობის გადანაწილებას.

თავი III

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები

    მუხლი 6. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამები

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებულ თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრულია პროგრამის მიზნები, მოცულობა, სწავლის შედეგები, მეთოდოლოგია და შესაბამისი კვალიფიკაცია. პროგრამა შედგენილია პროფესიული განათლების კრედიტების სისტემის შესაბამისად, აქვს თანმიმდევრული სტრუქტურა, პროფესიულ სტუდენტთა შეფასების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სისტემა, შესაბამისი სასწავლო კურსების პროგრამები (სილაბუსები);

ბ) დაწესებულებაში არსებობს საგანმანათლებლო პროგრამების აღწერილობა (კატალოგი), სადაც მოცემულია ინფორმაცია დაწესებულების, მისანიჭებელი კვალიფიკაციების, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტებისა და შეფასების წესის შესახებ;

გ) საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები შეესაბამება პროფესიული განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოსა და კონკრეტულ პროფესიულ სტანდარტებს;

დ) დაწესებულებას შემუშავებული აქვს პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერებისა და შეწყვეტის, მობილობის, ასევე მიღებული განათლების აღიარების წესები;

ე) დაწესებულებას შემუშავებული აქვს საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მექანიზმებ ი;

ვ) დაწესებულებას შემუშავებული აქვს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების სისტემა, რომლის შედეგებსაც იყენებს სასწავლო პროცესის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

    მუხლი 7. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალური რესურსი

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) დაწესებულების საკუთრებაში ან მფლობელობაში აქვს მატერიალური რესურსი, რომელიც გამოიყენება დაწესებულების მიზნების რეალიზაციისათვის და შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამას, მათ შორის:

ა.ა) ერთ მისამართზე 400 კვ.მ შენობა-ნაგებობათა საერთო ფართი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავტორიზაციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას 100 პროფესიულ სტუდენტზე ნაკლებკონტინგენტიანი დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ;

ა.ბ) სათანადო ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო ფართი;

ბ) დაწესებულებაში არის საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემო: ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები;

) დაწესებულების ბიბლიოთეკის ფონდი (როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონულ მატარებლებზე არსებული) შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსების პროგრამებში (სილაბუსებში) მითითებულ ლიტერატურას;

) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში, ასევე დაწესებულების მართვაში;

) დაწესებულებაში მიმდინარეობს გამოცემული აქტებისა და კორესპონდენციის აღრიცხვა;

) დაწესებულებაში დაცულია პერსონალისა და პროფესიულ სტუდენტთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, რისთვისაც არსებობს:

.ა) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;

.ბ) თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა;

.გ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები;

.დ) წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები.

) დაწესებულებას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პროფესიული სტუდენტებისათვის;

თ) ვებგვერდი ასრულებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას, მასზე განთავსებულია საკონტაქტო და ასევე სტანდარტებთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია (დაწესებულების სტრუქტურა, საგანმანათლებლო პროგრამები, პერსონალი და სხვ.). ინფორმაციის განახლება ხდება რეგულარულად, ისე, რომ დაცული იყოს ინფორმაციის გონივრულ ვადაში მიღების ინტერესი;

) შემუშავებულია დაწესებულების განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები, გამომდინარე დაწესებულების მისიიდან, რაც ასევე ითვალისწინებს მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს.

    მუხლი 8. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადამიანური რესურსი

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) დაწესებულების პერსონალის კვალიფიკაცია შეესაბამება დაკავებულ თანამდებობებ;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამ ხორციელდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლების მიერ. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაწესებულებას ჰყავს 20 პროფესიულ სტუდენტზე მინიმუმ ერთი მასწავლებელი;

გ) პროფესიული განათლების მასწავლებლების შერჩევა ხორციელდება კანონმდებლობის მოთხოვნებისა და დაწესებულების მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. შრომითი ხელშეკრულებები/დანიშვნის აქტები გაფორმებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი IV

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები

    მუხლი 9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამები

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებულ თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, მეთოდოლოგია და შესაბამისი კვალიფიკაცია. პროგრამა შედგენილია ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად, აქვს თანმიმდევრული სტრუქტურა, სტუდენტთა შეფასების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სისტემა, შესაბამისი სასწავლო კურსების პროგრამები (სილაბუსები);

ბ) დაწესებულებაში არსებობს საგანმანათლებლო პროგრამების აღწერილობა (კატალოგი), რომელშიც მოცემულია ინფორმაცია დაწესებულების, მისანიჭებელი კვალიფიკაციების, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტებისა და შეფასების წესების შესახებ;

გ) საგანმანათლებლო პროგრამი სწავლის შედეგები აღწერილია დარგობრივი და ზოგადი კომპეტენციებით და შეესაბამება უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოსა და კონკრეტულ დარგობრივ სტანდარტებს;

დ) დაწესებულებას თითოეულ საგანმანათლებლო საფეხურისათვის შემუშავებული აქვს სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერებისა და შეწყვეტის, მობილობის, ასევე სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების წესები;

ე) დაწესებულება უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული არჩევანის გამჭვირვალობას;

ვ) დაწესებულებას შემუშავებული აქვს საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მექანიზმი;

ზ) საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება სათანადო კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა, მკვლევართა ან მოწვეული პერსონალის მიერ;

თ) დაწესებულებას შემუშავებული აქვს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების სისტემა, რომლის შედეგებსაც იყენებს სასწავლო პროცესის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

    მუხლი 10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალური რესურსი

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) დაწესებულების საკუთრებაში ან მფლობელობაში აქვს მატერიალური რესურსი, რომელიც გამოიყენება დაწესებულების მისიით განსაზღვრული მიზნების რეალიზაციისათვის და შეესაბამება საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებ ს, მათ შორის:

ა.ა) ერთ მისამართზე 700 კვ.მ შენობა-ნაგებობათა საერთო ფართი;

ა.ბ) სათანადო ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო ფართი, მათ შორის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის კომპიუტერები;

) დაწესებულების სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები უზრუნველყოფს დაწესებულების მისიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებას;

) დაწესებულებაში არის საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემო: ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები;

) დაწესებულებაში დაცულია პერსონალისა და სტუდენტთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, რისთვისაც არსებობს:

დ.ა) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;

დ.ბ) თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა;

დ.გ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები;

დ.დ) წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები.

) დაწესებულებას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტებისათვის;

) მატერიალური რესურსი, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის კომპიუტერები და ინტერნეტი ხელმისაწვდომია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის;

) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები გამოიყენება საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობაში, ასევე დაწესებულების მართვაში;

) დაწესებულების ბიბლიოთეკის ფონდი (როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონულ მატარებლებზე არსებული) შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსების პროგრამებში (სილაბუსებში) მითითებულ ლიტერატურას, ასევე უზრუნველყოფილია საერთაშორისო ელექტრონულ საბიბლიოთეკო ქსელში ჩართულობა ;

) დაწესებულებაში არსებობს ბიბლიოთეკის კატალოგი, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებ ი და აუცილებელი ინვენტარით აღჭურვილი სამკითხველო დარბაზი;

) დაწესებულებაში მიმდინარეობს გამოცემული აქტებისა და კორესპონდენციის აღრიცხვა;

) ვებგვერდი ასრულებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას, მასზე განთავსებულია საკონტაქტო და ასევე სტანდარტებთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია (დაწესებულების სტრუქტურა, საგანმანათლებლო პროგრამები, აკადემიური პერსონალი, ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი და სხვ.). ინფორმაციის განახლება ხდება რეგულარულად, ისე, რომ დაცული იყოს ინფორმაციის გონივრულ ვადაში მიღების ინტერესი;

) უნივერსიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სამეცნიერო კვლევების დაფინანსება;

ნ) შემუშავებულია დაწესებულების განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები, გამომდინარე დაწესებულების მისიიდან, რაც ასევე ითვალისწინებს მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს.

    მუხლი 11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადამიანური რესურსი

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) დაწესებულების აკადემიური პერსონალის, მოწვეული პერსონალის, მკვლევართა და მასწავლებთა კვალიფიკაცია შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;

ბ) ავტორიზაციის მიზნებისთვის ერთი სრული პროფესორი ეთვლება მხოლოდ ერთ უნივერსიტეტს, მხოლოდ ორ სასწავლო უნივერსიტეტს, ან მხოლოდ ორ კოლეჯს, ან სასწავლო უნივერსიტეტსა და კოლეჯს, პროფესორის არჩევით; ხოლო ასოცირებული პროფესორი ეთვლება მხოლოდ ორ დაწესებულებას პროფესორის არჩევით. სრული ან ასოცირებული პროფესორის მიერ ორ ან მეტ დაწესებულებაში სრული ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დაკავება მოწმდება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემების შესაბამისად;

გ) დაწესებულებაში სტუდენტისა და აკადემიური პერსონალის თანაფარდობა განისაზღვრება დაწესებულების სახის მიხედვით:

გ.ა) კოლეჯში მინიმუმ ერთი სრული, ასოცირებული ან ასისტენტ-პროფესორი 40 სტუდენტზე, მაგრამ არანაკლებ 10 პროფესორისა ;

გ.ბ) სასწავლო უნივერსიტეტში არა უმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მინიმუმ ერთი სრული ან ასოცირებული პროფესორი 50 სტუდენტზე, 6-დან 12 საგანმანათლებლო პროგრამამდე განხორციელების შემთხვევაში მინიმუმ ერთი სრული ან ასოცირებული პროფესორი 60 სტუდენტზე, 12 და მეტი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მინიმუმ ერთი სრული ან ასოცირებული პროფესორი 70 სტუდენტზე, მაგრამ არანაკლებ 15 სრული, ასოცირებული ან ასისტენტ-პროფესორისა;

გ.გ) უნივერსიტეტში არა უმეტეს 11 საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მინიმუმ ერთი სრული ან ასოცირებული პროფესორი 50 სტუდენტზე, 12-დან 24 საგანმანათლებლო პროგრამამდე განხორციელების შემთხვევაში მინიმუმ ერთი სრული ან ასოცირებული პროფესორი 60 სტუდენტზე, 24 და მეტი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მინიმუმ ერთი სრული ან ასოცირებული პროფესორი 70 სტუდენტზე, არანაკლებ 25 სრული, ასოცირებული ან ასისტენტ-პროფესორისა;

დ) საგანმანათლებლო პროგრამა არ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მოწვეული პერსონალის, მკვლევრების ან მასწავლებლების მიერ;

) აკადემიური პერსონალის შერჩევა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და დაწესებულების მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად;

) აკადემიურ პერსონალთან, მოწვეულ პერსონალთან, მკვლევრებთან და მასწავლებლებთან შრომითი ხელშეკრულებები/დანიშვნის აქტები გაფორმებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი V

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების გარეშე

    მუხლი 12. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილება

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული განათლების პირველი სამი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.

    მუხლი 13. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პირობა

ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მხოლოდ ამ დებულების III თავით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში. შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს ავტორიზაციის საბჭო.

თავი VI

ავტორიზაციის ჩატარების წესი

    მუხლი 14. ავტორიზაციის პროცესი

ავტორიზაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა;

ბ) ავტორიზაციის მაძიებლად ცნობა;

გ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;

დ) საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელება;

ე) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შედგენა და დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა;

ვ) ავტორიზაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა;

ზ) გადაწყვეტილების მიღება და გამოქვეყნება.

2. ავტორიზაციისა და ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების ავტორიზაციის მაძიებლად ცნობიდან 90 დღის განმავლობაში.

    მუხლი 15. საავტორიზაციო განაცხადი

საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ცენტრში წარდგენილ განაცხადს უნდა დაერთოს:

ა) თვითშეფასების შევსებული კითხვარი;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობის მომწესრიგებელი დოკუმენტის (წესდება ან სხვა) დამოწმებული ასლი;

გ) ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    მუხლი 16. თვითშეფასება

1. თვითშეფასების მიზანია ავტორიზაციის მისაღებად დაწესებულების მზაობის შეფასება.

2. თვითშეფასება ხდება ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად.

3. თვითშეფასების შედეგები აისახება თვითშეფასების კითხვარში.

4. თვითშეფასების კითხვარის ფორმა მტკიცდება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

    მუხლი 17. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობა

1. ცენტრი 3 დღის ვადაში ამოწმებს საავტორიზაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დებულების მე-15 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან.

2. თუ განმცხადებელი ცენტრს არ წარუდგენს ამ დებულების მე-15 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს, ცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაწესებულების ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შესახებ.

4. თუ დაწესებულება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

    მუხლი 18. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა

1. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შემდეგ ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და ავტორიზაციის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.

2. ავტორიზაციის ექსპერტი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი ავტორიზაციის მაძიებელ იმ დაწესებულებასთან, რომელშიც უნდა განახორციელოს ვიზიტი.

3. ავტორიზაციის მაძიებელი დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 2 დღის ვადაში.

4. დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრის ინტერესთა კონფლიქტი.

5. ამ დებულების მიზნებისთვის ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.

6. ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 დღის ვადაში. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების შესახებ.

7. ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ახორციელებს ვიზიტს.

 8. ვიზიტის ხანგრძლივობა და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა დაწესებულების პროგრამების რაოდენობისა და რესურსების მოცულობის შესაბამისად განისაზღვრება ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 19. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობა

1. ავტორიზაციის ექსპერტი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე.

2. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს ცენტრის თანამშრომელი.

3. ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის წესი მტკიცდება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 20. საავტორიზაციო ვიზიტი

1. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს და უზრუნველყოფს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.

2. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს თავმჯდომარის მიერ მისთვის განსაზღვრული მოვალეობების ფარგლებში დასკვნის მომზადებას.

3. ავტორიზაციის ექსპერტი ვალდებულია:

ა) საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებამდე შეისწავლოს ავტორიზაციის მაძიებელი დაწესებულების თვითშეფასების შევსებული კითხვარი და თანდართული დოკუმენტაცია, დაადგინოს მისი შესაბამისობა ავტორიზაციის სტანდარტებთან;

ბ) საავტორიზაციო ვიზიტის ფარგლებში შეამოწმოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს პერსონალისა და სტუდენტების ინტერვიუირება.

4. ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგი.

5. დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს ავტორიზაციის ექსპერტებს საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ ავტორიზაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია.

6. ექსპერტთა ჯგუფისათვის დაწესებულების მიერ მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის შემთხვევაში ცენტრი უფლებამოსილია შეწყვიტოს წარმოება.

    მუხლი 21. დასკვნა

1. საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა.

2. დასკვნა აღწერს თვითშეფასების კითხვარში შესული მონაცემების ნამდვილობასა და ამ მონაცემების თითოეულ სტანდარტთან შესაბამისობას.

3. დასკვნის ფორმა მტკიცდება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 22. ზეპირი მოსმენა

1. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომში საბჭო) ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საავტორიზაციო დოკუმენტაციის, ავტორიზაციის ექსპერტების დასკვნის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.

2. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე ან ცენტრის დირექტორი.

3. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.

4. სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში მოადგილე. საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

6. საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

7. ცენტრისა და ავტორიზაციის მაძიებლის წარმომადგენლები, ასევე ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფში შემავალი ექსპერტები უფლებამოსილი არიან მონაწილეობა მიიღონ ზეპირ მოსმენაში.

8. საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაში სხვა პირის მოწვევა.

9. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე.

10. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით, მისცეს საბჭოს ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტებები, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა ან უარყოს დასკვნაში მოყვანილი მონაცემები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

11. ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება ავტორიზაციის მაძიებლის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა ვიზიტის შემდეგ.

12. საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.

    მუხლი 23. ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობა

1. საბჭო შედგება 9 წევრისაგან, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 2 წლით.

2. საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ან:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში;

დ) ექვსი თვის განმავლობაში სხდომებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში;

ე) ისეთი მოქმედების შემთხვევაში, რომელიც შეუთავსებელია ავტორიზაციის საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან;

 ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტრუქტურულ ერთეულში საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც სისტემატიურად ახორციელებს ხარისხის მართვის უზრუნველყოფას;

ზ) სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.

3. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასტურდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამინისტროს წარდგინებით ერთ თვეში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

    მუხლი 24. ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები

1. საბჭო ზეპირი მოსმენისა და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების საფუძველზე სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ავტორიზაციის შესახებ;

ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;

გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.

2. საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან.

3. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

4. გადაწყვეტილება მიღებიდან 10 დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.

    მუხლი 25. გადაწყვეტილება ავტორიზაციის შესახებ

1. საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის შესახებ, თუ მაძიებელი აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს.

2. ავტორიზაციის ვადა 5 წელია.

3. ავტორიზაციის შემთხვევაში, საბჭო დაწესებულებას განუსაზღვრავს მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას ავტორიზაციის ვადის განმავლობაში.

    მუხლი 26. გადაწყვეტილება ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს.

თავი VII

ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგები

    მუხლი 27. ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგები

ავტორიზაციის შედეგად დაწესებულებას უფლება აქვს მიიღოს მოსწავლეები, პროფესიული სტუდენტები და სტუდენტები კანონმდებლობით დადგენილი წესით და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    მუხლი 28. ავტორიზაციაზე უარის თქმისა და ავტორიზაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები

ავტორიზაციაზე უარის თქმისა და ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში:

ა) დაწესებულება ვერ მოიპოვებს/კარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს;

ბ) მოსწავლეებს უფლება აქვთ, გადავიდნენ სხვა შესაბამის დაწესებულებაში;

გ) პროფესიულ სტუდენტებს/სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტატუსი და უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით.

    მუხლი 29. დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგები

1. ავტორიზებული დაწესებულებების შერწყმის შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილი დაწესებულება ითვლება ავტორიზებულად რეორგანიზებული დაწესებულებებისათვის განსაზღვრული ავტორიზაციის ვადებიდან დარჩენილი უმცირესი ვადით. რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილი დაწესებულების სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა/მოსწავლეთა ადგილების რაოდენობა შეადგენს რეორგანიზაციამდე არსებული რაოდენობების ჯამს.

2. ავტორიზებული დაწესებულების გაყოფის შემთხვევაში რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილი დაწესებულებები ვალდებულნი არიან გაიარონ ავტორიზაცია.

თავი VIII

სტანდარტების შესრულების მონიტორინგი

    მუხლი 30. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა

1. სტანდარტების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს ცენტრი.

2. ავტორიზებული დაწესებულება ვალდებულია ცენტრს ყოველწლიურად, პირველი მაისიდან 30 ივნისამდე, წარუდგინოს თვითშეფასების წლიური ანგარიში.

3. თვითშეფასების წლიური ანგარიშის ფორმას ამტკიცებს ცენტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. დაწესებულების სტანდარტებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ცენტრი უფლებამოსილია განსაზღვროს გონივრული (არანაკლებ 15 დღის) ვადა შესაბამისი პირობების გამოსასწორებლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დაწესებულების მიერ შესაბამისი პირობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.

    მუხლი 31. შემოწმება

1. ავტორიზაციის შემდეგ ცენტრი უფლებამოსილია შეამოწმოს დაწესებულების შესაბამისობა სტანდარტებთან იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დაწესებულება დადგენილ ვადაში არ წარადგენს თვითშეფასების წლიურ ანგარიშს;

ბ) არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დაწესებულება არ ასრულებს ერთ ან რამდენიმე სტანდარტს, ან არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

2. შემოწმება ხორციელდება ამ დებულების II – VI თავებით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 32. ავტორიზაციის გაუქმება

დაწესებულების შემოწმების შედეგად, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ დაწესებულება არ შეესაბამება ერთ-ერთ სტანდარტს, აგრეთვე, თუ დაწესებულებამ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის, პროფესიული სტუდენტის ან სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.

თავი IX

მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობების განსაზღვრის წესი

    მუხლი 33. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობების განსაზღვრის ზოგადი საფუძვლები

1. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობებს ამ წესის შესაბამისად განსაზღვრავს ავტორიზაციის საბჭო.

2. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობების განსაზღვრა ხდება:

ა) ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ავტორიზაციის ვადით;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში ავტორიზაციის დარჩენილი ვადით.

3. ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრულ მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა მიღება შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამ ზე.

4. საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გადაჭარბება არის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი, გარდა სტუდენტის სტატუსის აღდგენის ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესით ჩარიცხვისას სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გადაჭარბების კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა.

    მუხლი 34. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობების გაზრდა

1. საგანმანათლებლო დაწესებულება მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადით მიმართავს ცენტრს.

2. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდა ხორციელდება ამ დებულების 35-ე-37-ე მუხლებით გათვალისწინებული პარამეტრების ამსახველი ინფორმაციისა და ამ დებულების შესაბამისად გაცემული ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.

    მუხლი 35. მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი მონაცემების ჯამით:

ა) დაწესებულების საერთო ფართი შეფარდებული 4-თან;

ბ) სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობა გამრავლებული 10-ზე, მაგრამ არა უმეტეს 300-ისა.

    მუხლი 36. პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი მონაცემების ჯამით:

ა) დაწესებულების საერთო ფართი შეფარდებული 4-თან;

ბ) მასწავლებელთა რაოდენობა გამრავლებული 8-ზე, მაგრამ არა უმეტეს 400-ისა.

    მუხლი 37. სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი მონაცემების ჯამით:

ა) დაწესებულების სასწავლო ფართი შეფარდებული 4-თან;

ბ) საგანმანათლებლო და კვლევით პროცესში გამოყენებული დამხმარე ფართი შეფარდებული 16-თან, მაგრამ არა უმეტეს 500-ისა;

გ) აკადემიური პერსონალის რაოდენობა გამრავლებული 8-ზე, მაგრამ არა უმეტეს 500-ისა.

2. დაწესებულების სასწავლო ფართად მიიჩნევა მისი პროგრამებით გათვალისწინებული საგანმანათლებლო ან/და კვლევითი მიზნებისათვის სათანადო ინვენტარით აღჭურვილი აუდიტორია, ლაბორატორია და ბიბლიოთეკა, ასევე აკადემიური პერსონალის სამუშაო ოთახები.

3. დამხმარე ფართად მიიჩნევა დაწესებულების მფლობელობაში არსებული ფართი, რომელიც ხელს უწყობს საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესის განხორციელებას, თუმცა არ მიეკუთვნება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ფართს.

4. საგანმანათლებლო და კვლევით პროცესში გამოყენებული დამხმარე ფართისა და აკადემიური პერსონალის მონაცემების შედეგად მიღებულ სტუდენტთა რაოდენობაში არ გაითვალისწინება დაწესებულების სასწავლო ფართით მიღებული სტუდენტთა რაოდენობის 1/3-ზე მეტი.

    მუხლი 38. სტუდენტთა ადგილების რაოდენობის რეგისტრაციის წესი

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ცენტრის მიერ დადგენილი სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში დაწესებულება განსაზღვრავს და ცენტრს წარუდგენს:

ა) მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის თითოეულ საფეხურზე;

ბ) მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;

გ) მობილობით სტუდენტთა ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილების რაოდენობას.

2. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების მიერ მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის შესახებ წარმოდგენილი მონაცემები შეესაბამება ცენტრის მიერ დადგენილი სტუდენტების ადგილების რაოდენობას, ცენტრი არეგისტრირებს წარმოდგენილ მონაცემებს და შესაბამის ინფორმაციას უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს გამოცდების ეროვნულ ცენტრს.

3. მომავალ წელს მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის რეგისტრაცია ხორციელდება დაწესებულების სტუდენტთა ფაქტობრივი, მიმდინარე წელს მისაღები/მიღებული და დამამთავრებელ სტუდენტთა რაოდენობის გათვალისწინებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებ ით გათვალისწინებულ მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის რეგისტრაცია ხორციელდება ყოველწლიურად. მისაღებ სტუდენტთა ყოველწლიური რეგისტრაციის ვადას ცენტრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის გამოცდების ეროვნული ცენტრის წინადადებების გათვალისწინებით ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვაკანტური ადგილების რეგისტრაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პერიოდულობით.

    მუხლი 39. ცენტრის ინიციატივით დაწესებულებისათვის მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა რაოდენობის შეცვლა

  ცენტრის ინიციატივით დაწესებულების მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა რაოდენობა შეიძლება შემცირდეს დაწესებულების შესაბამისი პირობების შემოწმების საფუძველზე, ამ დებულების შესაბამისად.

თავი X

გარდამავალი დებულებები

    მუხლი 40. ავტორიზაციის პირობების შესრულებაზე კონტროლი გარდამავალ ეტაპზე

1. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების, სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 ნოემბრის №1030 ბრძანებით დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიულ პირ განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში წარდგენილი თვითშეფასების ანგარიშის გადამოწმებისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე, ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამავე კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მიმართ მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის წარდგინების საფუძველზე ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამავე კანონის 661  მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მიმართ მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი და მე -2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას ავტორიზაციის საბჭო იღებს ამ დებულების VIII თავით დადგენილი წესით.

დანართი №2

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასური

    მუხლი 1. ავტორიზაციის საფასურის ოდენობები

1. ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 500 ლარს.

2. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში დაწესებულება იხდის საფასურს, რომელიც განისაზღვრება დაწესებულების სახის მიხედვით:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისათვის, რომელიც აპირებს მხოლოდ ერთი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას 2 000 ლარი;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისათვის, რომელიც აპირებს მხოლოდ ორი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას 35 00 ლარი;

გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისათვის, რომელიც აპირებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას 5000 ლარი;

დ) პროფესიული კოლეჯის სტატუსის მაძიებლისათვის 5000 ლარი;

ე) საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსის მაძიებლისათვის 7 000 ლარი;

ვ) ოლეჯის სტატუსის მაძიებლისათვის 7 000 ლარი;

ზ) სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსის მაძიებლისათვის 12 000 ლარი;

თ) უნივერსიტეტის სტატუსის მაძიებლისათვის 20000 ლარი.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ან ამ სტატუსის მფლობელი, რომელსაც სურს დამატებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, იხდის 1 000 ლარს, შესაბამისად, ავტორიზაციაზე განაცხადის ან თვითშეფასების წარდგენის დროს.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ან ამ სტატუსის მფლობელი, რომელსაც სურს დამატებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, იხდის 3 000 ლარს, შესაბამისად, ავტორიზაციაზე განაცხადის ან თვითშეფასების წარდგენის დროს.

5 . მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იხდის 2 000 ლარს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება 3000 ლარს, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 5000 ლარს .

6 . საფასური გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით. ავტორიზაციის საფასური განმცხადებელს არ უბრუნდება.

    მუხლი 2. გარდამავალი დებულებები

1. ავტორიზაციის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2012 წლის 1 ნოემბრამდე მიიღებს სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილებას და ცენტრში წარადგენს საავტორიზაციო განაცხადს პროფესიული ან საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსის მოსაპოვებლად.

2. დაწესებულება, რომელმაც სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში წარადგინა 2010 წლის თვითშეფასების ანგარიში, უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად 2010 წლის 1 ნოემბრამდე დამატებით წარადგინოს ახალი საგანმანათლებლო პროგრამები ან მოახდინოს არსებული პროგრამების მოდიფიცირება. დაწესებულება ვალდებულია გადაიხადოს ამ დანართის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფასური.

53. 19/11/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 193/ნ - ვებგვერდი, 20/11/2024 52. 26/08/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 137/ნ - ვებგვერდი, 27/08/2024 51. 07/06/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 98/ნ - ვებგვერდი, 10/06/2024 50. 15/02/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 38/ნ - ვებგვერდი, 16/02/2024 49. 29/12/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 159/ნ - ვებგვერდი, 29/12/2023 48. 29/12/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 145/ნ - ვებგვერდი, 30/12/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 47. 13/12/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 130/ნ - ვებგვერდი, 14/12/2022 46. 06/08/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 64/ნ - ვებგვერდი, 09/08/2021 45. 16/03/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 19/ნ - ვებგვერდი, 16/03/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 44. 22/06/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 65/ნ - ვებგვერდი, 22/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 43. 16/06/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 64/ნ - ვებგვერდი, 17/06/2020 42. 18/03/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 36/ნ - ვებგვერდი, 19/03/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 41. 11/02/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 25/ნ - ვებგვერდი, 12/02/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 40. 19/06/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 117/ნ - ვებგვერდი, 19/06/2019 39. 13/06/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 106/ნ - ვებგვერდი, 14/06/2019 38. 24/04/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 48/ნ - ვებგვერდი, 24/04/2018 37. 27/03/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 35/ნ - ვებგვერდი, 28/03/2018 36. 31/01/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 07/ნ - ვებგვერდი, 31/01/2018 35. 13/10/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 180/ნ - ვებგვერდი, 16/10/2017 34. 22/08/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 142/ნ - ვებგვერდი, 23/08/2017 33. 31/07/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 120/ნ - ვებგვერდი, 31/07/2017 32. 05/05/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 77/ნ - ვებგვერდი, 08/05/2017 31. 07/03/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 35//ნ - ვებგვერდი, 07/03/2017 30. 16/09/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 122/ნ - ვებგვერდი, 19/09/2016 29. 31/08/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 109/ნ - ვებგვერდი, 01/09/2016 28. 18/08/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 101/ნ - ვებგვერდი, 23/08/2016 27. 08/08/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 90/ნ - ვებგვერდი, 09/08/2016 26. 29/02/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 19/ნ - ვებგვერდი, 29/02/2016 25. 29/01/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 08/ნ - ვებგვერდი, 29/01/2016 24. 02/09/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 112/ნ - ვებგვერდი, 02/09/2015 23. 10/07/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 70/ნ - ვებგვერდი, 10/07/2015 22. 04/06/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 54/ნ - ვებგვერდი, 05/06/2015 21. 09/03/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 19/ნ - ვებგვერდი, 10/03/2015 20. 11/09/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 121/ნ - ვებგვერდი, 11/09/2014 19. 26/03/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 38/ნ - ვებგვერდი, 31/03/2014 18. 27/12/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 212/ნ - ვებგვერდი, 27/12/2013 17. 26/06/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 82/ნ - ვებგვერდი, 28/06/2013 16. 14/02/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 29/ ნ - ვებგვერდი, 15/02/2013 15. 25/01/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 02/ნ - ვებგვერდი, 28/01/2013 14. 17/12/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 251/ნ - ვებგვერდი, 18/12/2012 13. 12/10/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 226/ნ - ვებგვერდი, 15/10/2012 12. 10/10/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 222/ნ - ვებგვერდი, 10/10/2012 11. 03/07/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 131/ნ - ვებგვერდი, 04/07/2012 10. 04/06/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 104/ნ - ვებგვერდი, 05/06/2012 9. 17/05/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 99/ნ - ვებგვერდი, 17/05/2012 8. 02/05/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 88/ნ - ვებგვერდი, 08/05/2012 7. 29/12/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 223/ნ - ვებგვერდი, 30/12/2011 6. 12/12/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 202/ნ - ვებგვერდი, 111213009, 14/12/2011 5. 25/08/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 139/ნ - ვებგვერდი, 110826014, 29/08/2011 4. 09/08/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 131/ნ - ვებგვერდი, 110809025, 11/08/2011 3. 29/06/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 115/ნ - ვებგვერდი, 110630015, 05/07/2011 2. 27/01/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 6/ნ - ვებგვერდი, 280111, 28/01/2011 1. 10/12/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 118/ნ - სსმ, 162, 13/12/2010