„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 77/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 05/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017331
77/ნ
05/05/2017
ვებგვერდი, 08/05/2017
430030000.22.022.017331
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №77/ნ

2017 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

 

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში (სსმ III, 01.10.2010 წ., №126, მუხ. 1840) და ბრძანების:

1. მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. დამტკიცდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად.“.

2. პირველი პუნქტით დამტკიცებულისაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ (დანართი №1):

) მე-2 მუხლის:

.) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:

ა) საგანმანათლებლო პროგრამებს;

ბ) მატერიალურ რესურსებს;

გ) ადამიანურ რესურსებს.“;

.) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურას და მართვას;

გ) საგანმანათლებლო პროგრამებს;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს;

ე) სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს;

ვ) კვლევას, განვითარებას ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობას;

ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.“;

.) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომელსაც ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). ავტორიზაციის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება და მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა. საავტორიზაციო შეფასება ხორციელდება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ეფუძნება დაწესებულების თვითშეფასებითა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს.“;

) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები განისაზღვრება ამ ბრძანების დანართი №3-ით.“;

) მე-10 და მე-11 მუხლები ამოღებულ იქნეს;

) მე-14 მე-19 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. ავტორიზაციის პროცესი

1. ავტორიზაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობა;

გ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;

დ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ავტორიზაციის თვითშეფასების ფორმისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის წინასწარი შესწავლა და ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავება;

ე) საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელება;

ვ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის შედგენა და ცენტრში წარდგენა;

ზ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის დაწესებულებისთვის გაცნობა;

თ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე დაწესებულების არგუმენტირებული პოზიციის ცენტრში წარდგენა დასკვნის პროექტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით;

ი) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბება და ცენტრში წარდგენა;

კ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის დაწესებულებისთვის გაცნობა;

ლ) საავტორიზაციო განაცხადის, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე დაწესებულების მიერ ცენტრისთვის წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს წევრებისთვის გაგზავნა;

მ) ავტორიზაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა და შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება;

ნ) დასაბუთებული გადაწყვეტილების ცენტრის მიერ გამოქვეყნება.

2. ავტორიზაციის შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.

3. ავტორიზაციის პროცესი შესაძლებელია განხორციელდეს ხარისხის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით, რომლის მართვისა და გამოყენების წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 15. საავტორიზაციო განაცხადი

1. საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ცენტრში წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადს უნდა დაერთოს:

ა) სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების შევსებული ფორმა და მასზე დასართავი დოკუმენტაცია;

ბ) ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ყოველი მომდევნო ავტორიზაციისას, საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის მიზნით ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენისას უნდა გაითვალისწინოს ამ დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-17 მუხლით დადგენილი ვადები.

მუხლი 16. თვითშეფასება

1. თვითშეფასების მიზანია ავტორიზაციის მისაღებად დაწესებულების მზაობის შეფასება.

2. თვითშეფასება ხდება ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად.

3. თვითშეფასების შედეგები აისახება თვითშეფასების ფორმაში.

4. თვითშეფასების ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

მუხლი 17. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობა

1. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს საავტორიზაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.

2. თუ განმცხადებელი ცენტრს არ წარუდგენს ამ დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს, ცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობის შესახებ, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.

4. ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაწესებულების საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობის შესახებ გამოიცემა განაცხადის წარმოდგენიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში.

5. თუ საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი მაძიებლად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ გადაიხდის ავტორიზაციის საფასურს, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.

მუხლი 18. ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი

1. ავტორიზაციის ექსპერტი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, ასევე არ შეიძლება იყოს ცენტრის თანამშრომელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ცენტრში დასაქმებულია 3 თვეზე ნაკლები ვადით კონკრეტული მოცულობის საექსპერტო სამუშაოს შესასრულებლად.

2. ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში წარმოდგენილნი უნდა იყვნენ გამოცდილების ფართო სპექტრის მქონე ექსპერტები დაწესებულების სტატუსისა და სპეციფიკის გათვალისწინებით.

3. ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი იყოფა ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ექსპერტებად. 

4. ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 19. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა

1. ავტორიზაციის საფასურის გადახდიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის გათვალისწინებით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები - სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტი, ასევე შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ დამსაქმებლები და სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები.

3. ამ დებულების მე-13 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი შედგება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტ(ებ)ისაგან, ამასთან ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფში შედის ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტიც.

4. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე.

5. ავტორიზაციის ექსპერტი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი ავტორიზაციის მაძიებელ იმ დაწესებულებასთან, რომელშიც უნდა განახორციელოს ვიზიტი.

6. ავტორიზაციის მაძიებელი დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

7. დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრის ინტერესთა კონფლიქტი.

8. ამ დებულების მიზნებისთვის ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით და/ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.

9. ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 სამუშაო დღის ვადაში. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების შესახებ.

10. ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი იმავე შემადგენლობით აგრძელებს საქმიანობას.

11. ვიზიტის ხანგრძლივობა და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის შესაბამისად.

12. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ეფექტიანად წარმართვისა და შეფასების ერთიანი მიდგომის დაცვის მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობაზე დაკვირვება.“;

) მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:

მუხლი 191. საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების შევსებული ფორმის შეფასება

1. ცენტრი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თითოეულ წევრს ამ დებულების მე-19 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 3 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ამ დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას.

2. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე თვითშეფასების შევსებული ფორმისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და ავტორიზაციის სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, უზრუნველყოფს ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას ექსპერტთა ჯგუფის წევრების კომპეტენციის გათვალისწინებით.

3. საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებამდე ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის თვითშეფასების შევსებულ ფორმასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც შეიმუშავებს ვიზიტის დღის წესრიგს და წინასწარ ათანხმებს მას ცენტრთან. ცენტრი ვიზიტის დღის წესრიგის შეთანხმების პროცესში ითვალისწინებს დაწესებულების არგუმენტირებულ მოსაზრებებს. ცენტრი უგზავნის დაწესებულებას დღის წესრიგის საბოლოო ვერსიას.“;

) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 20. საავტორიზაციო ვიზიტი

1. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ვიზიტის დროს უზრუნველყოფს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.

2. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას.

3. ავტორიზაციის ექსპერტი წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით ვალდებულია საავტორიზაციო ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიუირება, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი აქტივობები.

4. დაწესებულება უფლებამოსილია ამ დებულების მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრში ერთჯერადად წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია თვითშეფასების ფორმაში ასახული ინფორმაციის ცვლილებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ დაუშვებელია თვითშეფასების ფორმაში ასახული ინფორმაციის ცვლილება.

5. დაწესებულება ვალდებულია, ხელი შეუწყოს ავტორიზაციის ექსპერტებს საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ ავტორიზაციის მიზნებისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილ პირებთან ინტერვიუირება.

6. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ვიზიტის ბოლო დღეს ავტორიზაციის მაძიებელ დაწესებულებას წარუდგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ძირითად მიგნებებს.

7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფისათვის დაწესებულების მიერ მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ საავტორიზაციო განაცხადსა და/ან მასზე თანდართულ დოკუმენტებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.“;

) მე-20 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:

მუხლი 201. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტანდარტებთან შესაბამისობა ფასდება სამდონიანი სკალის საშუალებით: „შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“, „ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“ და „არ არის შესაბამისობაში მოთხოვნებთან“.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თითოეულ სტანდარტთან შესაბამისობის შეფასება ეფუძნება შემდეგ მიდგომას:

ა) თუ სტანდარტის ყველა კომპონენტი შეფასებულია როგორც „შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“, სტანდარტი შეფასდება, როგორც „შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“;

ბ) თუ სტანდარტის ერთ-ერთი კომპონენტი შეფასებულია როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“ და ყველა სხვა კომპონენტი „შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“, სტანდარტი შეფასდება როგორც „შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“;

გ) თუ სტანდარტის ერთზე მეტი კომპონენტი შეფასებულია როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“, სტანდარტი შეფასდება როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“;

დ) თუ სტანდარტის ერთ-ერთი კომპონენტი შეფასებულია როგორც „არ არის შესაბამისობაში მოთხოვნებთან“ სტანდარტი შეფასდება როგორც „არ არის შესაბამისობაში მოთხოვნებთან“.

3. სტანდარტის კომპონენტი ფასდება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“, თუ ავტორიზაციის მაძიებელი ნაწილობრივ აკმაყოფილებს კომპონენტის მოთხოვნებს და გაწერილი აქვს შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი სამოქმედო გეგმა.“;

) 21--23- მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 21. დასკვნის მომზადება

1. თვითშეფასების შევსებული ფორმისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.

2. დასკვნის პროექტი აღწერს დაწესებულების შესაბამისობას ავტორიზაციის სტანდარტებთან.

3. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 და ამ მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას.

4. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.

5. საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის შესაბამის საბჭოს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.

7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.

8. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმა და მისთვის დადგენილი მოთხოვნები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 22. ზეპირი მოსმენა

1. ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოები (შემდგომში – საბჭო) ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ საავტორიზაციო დოკუმენტაციის, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის, დაწესებულების მიერ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.

2. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე ან ცენტრის დირექტორი.

3. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.

4. სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე, ხოლო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – დამსწრეთა უმრავლესობით განსაზღვრული საბჭოს წევრი. საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. ამ რაოდენობაში არ ჩაითვლება საბჭოს ის წევრი, რომელსაც განსახილველ საკითხთან მიმართებით აქვს თვითაცილება და/ან აცილება.

6. საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები მონაწილეობენ ზეპირ მოსმენაში, ხოლო ცენტრის წარმომადგენლები ან/და სხვა დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან მიიღონ მონაწილეობა საკითხის განხილვაში სხდომის თავმჯდომარის თანხმობით.

8. საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაში სხვა პირის მოწვევა.

9. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე.

10. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით.

11. ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება ავტორიზაციის მაძიებლის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა საავტორიზაციო ვიზიტის შემდეგ.

12. საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.

მუხლი 23. საბჭოს შემადგენლობა

1. თითოეული საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით. საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. საბჭოს წევრის საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. შესაბამისი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მონაწილეობდეს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული 2 პირი.

3. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბჭო გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების თაობაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია ასევე მონაწილეობდეს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული 2 პირი.

4. საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ან:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) სხდომებზე სისტემატურად გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუკი ეს აფერხებს საბჭოს საქმიანობას;

ე) ამ დებულების 231 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში;

ვ) სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.

5. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასტურდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამინისტროს წარდგინებით ერთ თვეში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.“;

) 23- მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი:

მუხლი 231. საბჭოს საქმიანობის წესი და პრინციპები

1. საბჭოს წევრი საკუთარი ფუნქციების შესრულებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი.

2. საბჭოს წევრმა უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალურობა ნებისმიერ სიტუაციაში და არ უნდა მოექცეს დაინტერესებული მხარეების გავლენის ქვეშ, მათი სტატუსის მიუხედავად.

3. საბჭოს წევრმა არ უნდა გაასაჯაროოს და არ გამოიყენოს პირადი ინტერესისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.

4. საბჭოს წევრი ორიენტირებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე და არ უნდა ცდილობდეს პრივილეგირებულ პოზიციაში თავის წარმოდგენას; საჯაროდ ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს ექსპერტის, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის, საბჭოს წევრისა და სააპელაციო საბჭოს წევრის კომპეტენტურობას, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მათ პოზიციას.

5. საბჭოს წევრი ვალდებულია, დღის წესრიგის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში განაცხადოს დაწესებულებასთან არსებული ინტერესთა კონფლიქტისა და თვითაცილების შესახებ. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოების არსებობა.

6. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შესაბამისი საბჭოს სამდივნო (შემდგომში სამდივნო), რომლის ფუნქციასაც ასრულებს ცენტრი. სამდივნოს შემადგენლობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7. სამდივნო საბჭოს წევრებს ზეპირი მოსმენის გამართვამდე 10 კალენდარული დღით ადრე უგზავნის სხდომის დღის წესრიგსა და შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) ავტორიზაციის მაძიებლის თვითშეფასების შევსებულ ფორმასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას;

ბ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას;

გ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე ავტორიზაციის მაძიებლის მიერ წარდგენილ არგუმენტირებულ პოზიციას.

8. ზეპირი მოსმენის გამართვამდე, განსახილველ საკითხზე არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების მიზნით, საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია წინასწარ შეისწავლოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. საბჭოს წევრი უფლებამოსილია, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია და მისი შესწავლის მიზნით საბჭო უფლებამოსილია გადადოს საკითხის განხილვა ადმინისტრაციული წარმოების დარჩენილი ვადების გათვალისწინებით.“;

) 24- და 25- მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 24. ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები

1. საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ავტორიზაციის შესახებ;

ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;

გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.

2. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია ავტორიზაციის მაძიებელ დაწესებულებას მისცეს რეკომენდაციები.

4. საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან.

5. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

6. გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებასთან ერთად ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა.

7. საბჭო უფლებამოსილია, დასაბუთებული არგუმენტაციის შემთხვევაში განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის თარიღი.

მუხლი 25. გადაწყვეტილება ავტორიზაციისა და ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

1. საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის შესახებ, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში თითოეული სტანდარტი დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ საბჭო მიიჩნევს, რომ სტანდარტი ამ დებულების 201 მუხლით გათვალისწინებული სამდონიანი სკალის მიხედვით „შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“ ან „ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“.

3. ავტორიზაციის ვადა 6 წელია.

4. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი საბჭო დაწესებულებას განუსაზღვრავს მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას ავტორიზაციის ვადის განმავლობაში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, შესაბამისი საბჭო დაწესებულებას განუსაზღვრავს პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით, აგრეთვე, პროგრამის განხორციელების ადგილს.

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, თუ ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საბჭოს მიერ ერთ-ერთი სტანდარტი მიჩნეულ იქნა, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“, საბჭო მიმართავს ცენტრს დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების შესახებ შუამდგომლობით, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში.

7. ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს.“;

) 26- მუხლი ამოღებულ იქნეს;

) 27- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:

მუხლი 271. ავტორიზაციის თავისებურებები

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უნივერსიტეტის სტატუსის მაძიებელი ვალდებულია ავტორიზაციის მიღებიდან 6 თვის ვადაში ცენტრში წარადგინოს სააკრედიტაციო განაცხადი მინიმუმ ერთი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი ამ ვადაში არ წარადგენს ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადს ან ვერ მიიღებს აკრედიტაციას ვერცერთ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე, საბჭო ცენტრის ინიციატივით განიხილავს აღნიშნული დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმების საკითხს. ეს წესი არ ვრცელდება უნივერსიტეტზე, რომელიც ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენისას ახორციელებს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას.

2. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების - სასწავლო უნივერსიტეტის ავტორიზაციის მაძიებელს საავტორიზაციო განაცხადში მითითებული აქვს, რომ ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში განახორციელებს მხოლოდ იმ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა, იგი ვალდებულია ავტორიზაციის მიღებიდან 6 თვის ვადაში ცენტრში წარადგინოს სააკრედიტაციო განაცხადი მინიმუმ ერთი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ ვადაში არ წარადგენს ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადს ან ვერ მიიღებს აკრედიტაციას მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, საბჭო ცენტრის ინიციატივით განიხილავს აღნიშნული დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმების საკითხს. ეს წესი არ ვრცელდება სასწავლო უნივერსიტეტზე, რომელიც ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარმოდგენისას ახორციელებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამას.

3. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის მაძიებელს საავტორიზაციო განაცხადში მითითებული აქვს, რომ ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში განახორციელებს მხოლოდ იმ ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა, იგი ვალდებულია ავტორიზაციის მიღებიდან 6 თვის ვადაში ცენტრში წარადგინოს სააკრედიტაციო განაცხადი მინიმუმ ერთი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ ვადაში არ წარადგენს ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადს ან ვერ მიიღებს აკრედიტაციას ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, საბჭო ცენტრის ინიციატივით განიხილავს აღნიშნული დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმების საკითხს. ეს წესი არ ვრცელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარმოდგენისას ახორციელებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე პროგრამას.“;

) VIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

ავტორიზაციის პირობების შემოწმება“;

) 30- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 30. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა

1. ავტორიზაციის პირობების შემოწმების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ცენტრს ყოველწლიურად წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში ელექტრონული ფორმით, შემდეგი ვადების დაცვით:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შემთხვევაში პირველი ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შემთხვევაში 15 ივლისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ან სურს დამატებით განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების წლიურ ანგარიშს ცენტრში წარადგენს პირველი ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით.

2. თვითშეფასების ანგარიშის ფორმას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

) 301 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 301. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის გზით საგანმანათლებლო პროგრამის დამატების წესი

1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით დაიმატოს საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადების და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა.

2. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ცენტრში წარადგინოს საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, სილაბუსები/მოდულები და ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ პერსონალსა და შესაბამის რესურსებთან დაკავშირებით.

3. საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი.

4. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამა შეესაბამება ავტორიზაციის სტანდარტებს, შესაბამისი საბჭო სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით.“;

) 301 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 302 მუხლი:

მუხლი 302. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საავტორიზაციო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები

1. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო ფართის ან მისამართის ცვლილების შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია ცენტრს წერილობით აცნობოს შეცვლილ ფართში/მისამართზე საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 30 კალენდარული დღით ადრე, გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა, რა დროსაც დაწესებულება ვალდებულია შეცვლილ ფართში/მისამართზე საქმიანობის განხორციელების დაწყების შესახებ ცენტრს აცნობოს დაუყოვნებლივ და წარუდგინოს ფართის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის მინიჭების მომენტიდან მასწავლებლების/პროფესიული განათლების მასწავლებლების/აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის საერთო რაოდენობის ცვლილებამ მიაღწია 10%-ს, დაწესებულება ვალდებულია ცვლილებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობოს ცენტრს აღნიშნულის შესახებ.

3. საგანმანათლებლო პროგრამის, გარდა აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისა, სწავლის შედეგების ცვლილების შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ცენტრს წერილობით აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და წარუდგინოს საგანმანათლებლო პროგრამა, ასევე ცვლილებების განხორციელების შესახებ გამოცემული აქტი.

4. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ავტორიზაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით.“;

) 31- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 31. ავტორიზაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით

1. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება ხორციელდება ცენტრის ინიციატივით ან საბჭოს შუამდგომლობით გეგმური და/ან არაგეგმური მონიტორინგის გზით.

2. ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია დაწესებულებისგან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია და/ან გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ.

3. მონიტორინგის ვიზიტის შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ დაწესებულებას წარედგინება უშუალოდ ვიზიტის დაწყების წინ.

4. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შემთხვევაში, მონიტორინგის შედეგად დგება ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, რომელიც ცენტრის მიერ ეგზავნება დაწესებულებას.

5. მონიტორინგის შედეგად, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, შესაბამისი საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს ავტორიზაციის სტანდარტს ან საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის, პროფესიული სტუდენტის ან სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.

6. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი საბჭო უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დაწესებულების მიერ შესაბამისი ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.

8. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.“;

) 32- მუხლი ამოღებულ იქნეს;

) 331 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 331. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა

1. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის საფუძველია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში ან მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადში მითითებული ადგილების რაოდენობა.

2. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადში მითითებული მოსწავლეების/პროფესიული სტუდენტების/სტუდენტების ზღვრული რაოდენობა უნდა ეფუძნებოდეს დაწესებულების სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიას, რომელიც ითვალისწინებს პროგრამების სპეციფიკასა და დაწესებულების რესურსებს.

3. შესაბამისი საბჭო განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადს და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და სხვა დაინტერესებული პირების მოსაზრებების გათვალისწინებით სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საბჭო უფლებამოსილია დაეთანხმოს საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნას ან შეამციროს მის მიერ მოთხოვნილი მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობა. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.“;

) 34- მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შესაბამისი საბჭო უფლებამოსილია, მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდისას მხედველობაში მიიღოს დაწესებულების ის ფართი, რომელშიც ექსპერტთა ვიზიტის დროს მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, ასევე სხვა მატერიალური რესურსის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუ მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ჩარიცხვის მომენტისთვის არ იარსებებს შესაბამისი გარემოებები, ამ გარემოებების გათვალისწინებით გამოტანილი გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული ადგილების რაოდენობის გადაჭარბება არის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი ამ დებულების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში მოითხოვოს თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრული ადგილების რაოდენობის გაზრდა.“.

3. 21 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები (დანართი №3) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა