დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 131/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 03/07/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.016397 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №131/ნ
2012 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
„ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №9 9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ:
მუხლი 1. „ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №9 9/ნ ბრძანებაში (სსმ III, 01.10.2010 წ., №126, მუხ.1840) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ “ ქვეპუნქტის „ვ.დ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ.დ) წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ;“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დ. შაშკინი
დოკუმენტის კომენტარები