დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 130/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 13/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.018237 |
|
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში (სსმ, 126, 01/10/2010, 430030000.22.022.016012) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ (დანართი №1):
1. 54-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია, დაწესებულებისგან და/ან სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ადმინისტრირებად განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებიდან (უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა; პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა; ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და/ან გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ისარგებლოს ექსპერტთა აცილების უფლებით. აცილების გამოყენების უფლება არ აბრკოლებს ვიზიტის განხორციელებას. 8. ცენტრის მიერ დაწესებულებისგან/განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებიდან შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების დამატებითი საჭიროება, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ.“. 2. 92-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ სტუდენტთა, მასწავლებლის მომზადებისა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ პირთა ადგილების რაოდენობის გაანგარიშება ხდება უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესაბამისად სტუდენტთა ფაქტობრივი (აქტიური სტატუსის მქონე) და შესაბამისი წლის დამამთავრებელი, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი წლისათვის გამოცხადებული მისაღები ადგილების რაოდენობის შესაბამისად.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები