„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 139/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 25/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110826014, 29/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016176
  • Word
139/ნ
25/08/2011
ვებგვერდი, 110826014, 29/08/2011
430030000.22.022.016176
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №139/ნ

2011 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით (სსმ III, 01.10.2010წ., №126, მუხ.1840) დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ (დანართი №1) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალური რესურსი

1. სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) დაწესებულებას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი მატერიალური რესურსი, მათ შორის:

ა.ა) ერთ მისამართზე 250 კვ.მ ფართი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავტორიზაციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას 50 მოსწავლეზე ნაკლებკონტინგენტიანი სკოლის ავტორიზაციის შესახებ. ფართზე უფლება დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ა.ბ) საკლასო ოთახები, აღჭურვილი სათანადო ინვენტარით, კერძოდ: მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებული მერხებით, სასკოლო დაფებითა და სხვა აუცილებელი მატერიალური საშუალებებით;

ა.გ) სპორტული დარბაზი, აუზი ან მოედანი;

ა.დ) სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორია/ლაბორატორიები;

ბ) სკოლაში არის საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემო: ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები;

გ) სკოლაში არის სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი ბიბლიოთეკა სათანადო  რაოდენობის  წიგნადი ფონდით, პერიოდიკითა და სხვა დამხმარე მასალით;

დ) სკოლას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის;

ე) სკოლას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმით დასახული მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მათ შორის, ინტერნეტით მუდმივად უზრუნველყოფილი კომპიუტერები. ვებგვერდი ასრულებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას;

ვ) სკოლაში დაცულია პერსონალისა და მოსწავლეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა,  რისთვისაც არსებობს:

ვ.ა) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;

ვ.ბ) თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა;

ვ.გ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები;

ვ.დ) წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები;

ვ.ე) კერძო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის – უსაფრთხოების კამერები, რომლებიც უზრუნველყოფენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლს და რომელიც შეესაბამება „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით განსაზღვრულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესებს;

ზ) სკოლას შემუშავებული აქვს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი წესდება, შინაგანაწესი ან გადაწყვეტილებების მიღების, საქმიანობის დაგეგმვისა და წარმართვის პროცედურათა ამსახველი სხვა დოკუმენტები;

თ) შემუშავებულია სკოლის განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები, გამომდინარე დაწესებულების მისიიდან, რაც ასევე ითვალისწინებს მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს;

ი) დაწესებულებაში მიმდინარეობს გამოცემული აქტებისა და კორესპონდენციის აღრიცხვა.

2. მატერიალური რესურსის კონკრეტული პარამეტრები დგინდება ცენტრის რეკომენდაციებით.“.

 მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის მატერიალურ-ტექნიკური ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 16 ივნისის №618 ბრძანება.

 მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. შაშკინი