დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 88/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 02/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.016354 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №8 8/ნ
2012 წლის 2 მაისი
ქ. თბილისი
,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით (სსმ III, 01.10.2010წ., №126, მუხ.1840) დამტკიცებულ ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს ცვლილება და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ავტორიზებული დაწესებულება ვალდებულია, ცენტრს ყოველწლიურად, პირველი მაისიდან 30 ივნისამდე, წარუდგინოს თვითშეფასების წლიური ანგარიში ელექტრონული ფორმით.“
მუხლი 2. ამ ბრძანების პირველი მუხლის ამოქმედებამდე ცენტრში წერილობითი ფორმით წარდგენილი თვითშეფასების წლიური ანგარიში ჩაითვალოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად წარმოდგენილად“.
მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . შაშკინი
დოკუმენტის კომენტარები