,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 99/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 17/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016365
  • Word
99/ნ
17/05/2012
ვებგვერდი, 17/05/2012
430030000.22.022.016365
,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №99/

2012 წლის 1 7 მაისი

ქ. თბილისი

,, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 9 9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ:

მუხლი 1. ,, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 9 9/ნ ბრძანებაში (სსმ III, 01.10.2010წ., №126, მუხ.1840) შეტანილ იქნეს ცვლილება და :

ა)ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი:

მუხლი 301. თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენის გზით საგანმანათლებლო პროგრამის დამატების წესი

1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენით დაიმატოს აკადემიური უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები.

2. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ცენტრში წარმოადგინოს საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები , სილაბუსები და ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ აკადემიურ პერსონალზე ელექტრონული ფორმით.

3. ცენტრი გასცემს თანხმობას საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამა შეესაბამება ავტორიზაციის სტანდარტებს.

4. საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შემოწმება ხორციელდება ცენტრის მიერ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით შექმნილი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ. “.

ბ) ბრძანებით დამტკიცებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურისპირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

41. ცენტრში თვითშეფასების ანგარიშის გზით წარმოდგენილი თითოეული აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის საგანმანათლებლო დაწესებულება იხდის 1000 ლარს, ხოლო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შემთხვევაში 800 ლარს..

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინ