„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 70/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 10/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016976
70/ნ
10/07/2015
ვებგვერდი, 10/07/2015
430030000.22.022.016976
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

   ბრძანება  №70/ნ

    2015 წლის 10 ივლისი

 ქ. თბილისი

 

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის  საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში (სსმ III, 01.10.2010წ., №126, მუხ.1840) და ბრძანების:

1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“:

ა) მე-6 მუხლის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებულ თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრულია პროგრამის მიზნები, მოცულობა, სწავლის შედეგები, მეთოდოლოგია და შესაბამისი კვალიფიკაცია. პროგრამა შედგენილია პროფესიული განათლების კრედიტების სისტემის შესაბამისად, აქვს თანმიმდევრული სტრუქტურა, პროფესიულ სტუდენტთა შეფასების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სისტემა, შესაბამისი სასწავლო კურსების პროგრამები (სილაბუსები). პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებულ თითოეულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში  განსაზღვრულია მისანიჭებელი კვალიფიკაცია,  მიზნები, მოცულობა, სწავლის შედეგები და სწავლებისა და პროფესიულ სტუდენტთა შეფასების მეთოდოლოგია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“;

 ა.ბ)  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები შეესაბამება პროფესიული განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოსა და კონკრეტულ პროფესიულ სტანდარტებს. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში,  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები შეესაბამება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტს;“;

ბ) მე-8 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მიერ. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაწესებულებას ჰყავს 20 პროფესიულ სტუდენტზე პროგრამის განმახორციელებელი მინიმუმ ერთი პირი;

გ) პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის შერჩევა ხორციელდება კანონმდებლობის მოთხოვნებისა და დაწესებულების მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. შრომითი ხელშეკრულებები/დანიშვნის აქტები/მომსახურების ხელშეკრულებები გაფორმებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

გ) 25-ე მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში შესაბამისი საბჭო დაწესებულებას განუსაზღვრავს პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.“;

დ) 301 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ცენტრში წარმოადგინოს საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, სილაბუსები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ პერსონალზე ელექტრონული ფორმით.“;

ე) 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადაქციით:

„მუხლი 38. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ პირთა ადგილების რაოდენობის რეგისტრაციის წესი

1. საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოს მიერ დადგენილ მოსწავლეთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში  დაწესებულება განსაზღვრავს და ცენტრს წარუდგენს მისაღებ მოსწავლეთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მისაღებ მოსწავლეთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ცენტრისთვის წარდგენა ხდება შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების გამოცხადებამდე.

3. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების მიერ მისაღებ მოსწავლეთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობის შესახებ წარმოდგენილი მონაცემები არ შეესაბამება ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოს მიერ დადგენილი მოსწავლეთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობას, ცენტრი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს შესაბამის დაწესებულებას.

4. მისაღებ მოსწავლეთა/სტუდენტთა ადგილების  რაოდენობის გაანგარიშება ხდება დაწესებულების მოსწავლეთა/სტუდენტთა ფაქტობრივი, მიმდინარე წელს მისაღები/მიღებული და დამამთავრებელ მოსწავლეთა/სტუდენტთა რაოდენობის გათვალისწინებით.“.

2. მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურის“ მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

 „4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის გზით 2015 წელს დამატების მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების ანგარიშის ცენტრში წარმოდგენა განხორციელდეს 2015 წლის 10 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში ამ დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის 41 ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური დაიფარება სსიპ  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2015 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ბიუჯეტიდან.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე