დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 36/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
მიღების თარიღი | 18/03/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.017894 |
|
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 05 ივლისის №3024-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში (სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 01/10/2010; 126) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებას“ (დანართი №1) დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი VI:
„თავი VI გარდამავალი დებულებები „მუხლი 103. გარდამავალ პერიოდში დებულებით გათვალისწინებული ზოგიერთი სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელების წესი 1. გარდამავალ პერიოდში ზოგადსაგანმანათლებლო/პროფესიული საგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა, საბჭოების წევრების და სააპელაციო საბჭოს წევრების ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში), გარდა რეგულირებადი სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული წარმოების ფარგლებში ავტორიზაციის ექსპერტთა მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომამდე განსახორციელებელი ფუნქცია-მოვალეობებისა. 2. გარდამავალ პერიოდად ჩაითვალოს ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის აღმოფხვრამდე პერიოდი.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 11 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები