დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
”საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 27/01/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 280111, 28/01/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.016048 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №6/ნ
2011 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით (სსმ III, 01.10.2010, №126, მუხ. 1840) დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურის” (დანართი №2) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. პროფესიული კოლეჯები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით, უფლებამოსილნი არიან, 2010 წლის თვითშეფასების ანგარიში საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინონ 2011 წლის 1 თებერვლამდე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გადაიხადოს ამ დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფასური.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
დოკუმენტის კომენტარები