„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 38/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 15/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018456
38/ნ
15/02/2024
ვებგვერდი, 16/02/2024
430030000.22.022.018456
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №38/ნ

2024 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში (სსმ, 126, 01/10/2010, 430030000.22.022.016012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ (დანართი №1):

ა) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა ფასდება ცალ-ცალკე.“;

ბ) მე-13 მუხლის  მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ეფექტიანად წარმართვისა და შეფასების ერთიანი მიდგომის დაცვის მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტზე მიავლინოს ცენტრის თანამშრომელი. სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შეფასების შემთხვევაში, ცენტრის მიმართვის საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტს, ცენტრის თანამშრომლის ნაცვლად შესაძლებელია დაესწროს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) თანამშრომელი.“;

გ) მე-15 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის  საგნობრივმა ექსპერტებმა  ამ დებულების ამ თავით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები შესაძლებელია განახორციელონ დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამ შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარემ უნდა უზრუნველყოს ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტების მიერ ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით“ განსაზღვრული ფუნქციების ჯეროვანი შესრულება.“;

დ) მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებით მტკიცდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის წესი. საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. საბჭოს წევრის საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ე) 252 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 252. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იმავე მუნიციპალიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო საქმიანობის მისამართის/ფართის ცვლილების წესი

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იმავე მუნიციპალიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო საქმიანობის  მისამართის/ფართის ცვლილების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება განაცხადით მიმართავს ცენტრს.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იმავე მუნიციპალიტეტის ფარგლებში  საგანმანათლებლო საქმიანობის მისამართის/ფართის ცვლილების თაობაზე ცენტრში წარსადგენი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია განაცხადთან ერთად ცენტრში წარადგინოს საგანმანათლებლო საქმიანობის  მისამართის/ფართის ცვლილებისთვის განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ. ამავე აქტით განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იმავე მუნიციპალიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო საქმიანობის  მისამართის/ფართის  ცვლილების ადმინისტრაციული წარმოებისას შემოწმების ფარგლები.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და ვიზიტის შედეგად დგება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.

5. ცენტრი ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-12 მუხლის მე-3 და მე-16 მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.

6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტში ასახული შეფასება კონკრეტულ სტანდარტთან/სტანდარტებთან მიმართებით განსხვავდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასებისაგან და დაწესებულება იზიარებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტის შეფასებას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია არგუმენტირებულ პოზიციასთან ერთად წარმოადგინოს სტანდარტთან/სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს საბოლოო დასკვნის ჩამოყალიბებისას.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული დასკვნა მოიცავს ინფორმაციას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის გაზიარების ან არგაზიარების არგუმენტაციის თაობაზე.

8. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.

9. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ამავე მუხლის მე-3 პუნქტით  გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სტანდარტთან/კომპონენტთან მიმართებით მიიღებს ამ დებულების 21-ე მუხლის 11  და/ან 12 პუნქტებით გათვალისწინებულ შეფასებას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით იღებს გადაწყვეტილებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იმავე მუნიციპალიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო საქმიანობის  მისამართის/ფართის ცვლილებასთან დაკავშირებით.

10. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იმავე მუნიციპალიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო საქმიანობის   მისამართის/ფართის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრავს რეკომენდაციებს და ცენტრს მიმართავს შუამდგომლობით რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მონიტორინგის განხორციელების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაწესებულება შეფასდა როგორც „შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“.

11. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იმავე მუნიციპალიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო საქმიანობის მისამართის/ფართის ცვლილების ან ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

12. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იმავე მუნიციპალიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო საქმიანობის მისამართის/ფართის  ცვლილებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დროს მოქმედებს ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 – მე-17 მუხლებით დადგენილი პირობები, ამ მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით“.;

ვ) 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41, 42 და 43 პუნქტები:

,,41. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია მონიტორინგის ფორმად განსაზღვროს ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და/ან ექსპერტთა ჯგუფის მხრიდან დოკუმენტების შესწავლა და/ან ცენტრის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა.

42.  ცენტრის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის ფორმით მონიტორინგის განხორციელების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დადასტურების მიზნით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს.

43.  ცენტრის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შედეგი წარედგინება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს. ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, ცენტრს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის და/ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის განხორციელების თაობაზე.“;

ზ) 28-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში ან მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადში  მითითებული ადგილების რაოდენობა.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობების განსაზღვრა ხდება:

ა) ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – ავტორიზაციის ვადით;

ბ) მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში – ავტორიზაციის დარჩენილი ვადით.“;

თ) 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 32. საავტორიზაციო განაცხადი

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ცენტრში წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადს უნდა დაერთოს:

ა) ავტორიზაციის მაძიებლის მიერ შევსებული თვითშეფასების ფორმა;

ბ) საავტორიზაციო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) დამატებითი დანართები, რომლითაც დაწესებულება ადასტურებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებისა და შესაბამისი კომპონენტების შესრულებას.

2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენის წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ყოველი მომდევნო ავტორიზაციისას, საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის მიზნით, ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენისას უნდა გაითვალისწინოს ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლით დადგენილი ვადები.“;

ი) 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თითოეულ წევრს უგზავნის ამ დებულების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას, ავტორიზაციის ჯგუფის წევრის აცილებაზე უარის თქმის შესახებ ცენტრის ინფორმირებიდან ან ამ დებულების 36-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.“;

კ) 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მინისტრის ბრძანებით მტკიცდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის წესი. საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. საბჭოს წევრის საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.";

ლ) 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„მუხლი 50. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების განხორციელება

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია განახორციელოს ყოველწლიური თვითშეფასება.

2. თვითშეფასების ფორმასა და განხორციელების წესს განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

3. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით თვითშეფასების განუხორციელებლობა ან განხორციელებული თვითშეფასების შესწავლის შედეგები შესაძლოა გახდეს ცენტრის მიერ მონიტორინგის განხორციელების საფუძველი.“;

მ) 103-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 104 -  106 მუხლები:

„მუხლი 104. ზოგადსაგანმანათლებლო და  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ყოველწლიური თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვალდებულების წარმოშობის ვადები

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცეთ ამ დებულების 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყოველწლიური თვითშეფასება განახორციელონ 2025 წლის 1 იანვრის შემდგომ. ამასთან, თვითშეფასების განხორციელების კონკრეტული პერიოდი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცეთ ამ დებულების 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყოველწლიური თვითშეფასება განახორციელონ 2025 წლის 1 იანვრის შემდგომ. ამასთან, თვითშეფასების განხორციელების კონკრეტული პერიოდი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 105. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსვლის ვადები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომლებმაც ავტორიზაცია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების დამტკიცებამდე გაიარეს, 2024 წლის 1 სექტემბრისთვის უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2​​ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა (იმავე კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის პირობების შემოწმებისას) ამ დებულების შესაბამისად.

მუხლი 106. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ექსპერტთა ვიზიტის დისტანციურად განხორციელება

ამ დებულების მე-15 მუხლის 21 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2023 წელს  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმართებით დაწყებულ ყველა ადმინისტრაციულ წარმოებაზე.”.

2. ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურის“ (დანართი №2):

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ამ დანართით გათვალისწინებული საფასურის ოდენობები მოიცავს შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ საპროგნოზო ადმინისტრაციულ (სახელფასო, საოფისე და საბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებულ) ხარჯებს, ავტორიზაციის ექსპერტთა ანაზღაურებისა და მივლინების (საჭიროების შემთხვევაში) ხარჯებს, ავტორიზაციის პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯებსა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელ არანაკლებ 10%-ს.“;

ბ) 12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. ავტორიზაციის საფასურის უკან დაბრუნება

ამ დანართით გათვალისწინებული ყველა ადმინისტრაციული წარმოების საფასური, გარდა ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურისა, სრულად ბრუნდება, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას მოითხოვს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნამდე.”;

გ) 15 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იხდის ავტორიზაციის საფასურს, შემდეგი ოდენობით:

ა) მხოლოდ დაწყებითი  საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 5 384.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის  - 6 816.00 ლარს;

ბ) მხოლოდ საბაზო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის –  5 718.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 7 038.00 ლარს;

გ) მხოლოდ საშუალო  საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის –  5 496.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის  –  6 816.00 ლარს;

დ) მხოლოდ დაწყებითი და საბაზო ან მხოლოდ დაწყებითი და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის –  7 496.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის  –  9 038.00 ლარს;

ე) მხოლოდ საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 7 273.00 ლარს, ხოლო  საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის –  8 927.00 ლარს;

ვ) ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 9 162.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის  – 11 372.00 ლარს.“;

გ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 – 12 პუნქტები:

„11. თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი, რომელიც საავტორიზაციო განაცხადში მოსწავლეთა ადგილების ზღვრულ რაოდენობად მიუთითებს 170-ზე ნაკლებ ადგილს, სარგებლობს ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურით“ დადგენილი საფასურების 50%-იანი შეღავათით ერთჯერადად.

 12. თუ ამ მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზაციის მინიჭებიდან 2 წლის განმავლობაში ცენტრს მიმართავს მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადით და განაცხადში მიუთითებს 170 ან მეტ ადგილს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდისათვის დადგენილ საფასურთან ერთად, დამატებით გადაიხდის თანხის იმ ოდენობას, რაც პირველადი ავტორიზაციის ეტაპზე ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათიდან გამომდინარე მის მიერ არ იქნა გადახდილი. აღნიშნული პირობა არ გავრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება საბჭოს მიერ განსაზღვრულ მოსწავლეთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას გადააჭარბებს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.“;

დ) 17  მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდს შემდეგი რედაქციით:

,,7. საფასური ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ:

ა) დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შეადგენს 3 841.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში – 5 470.00 ლარს;

ბ) საბაზო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შეადგენს 4 175.00  ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში – 5 693.00 ლარს;

გ) საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შეადგენს 3 953.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში – 5 470.00 ლარს;

დ) დაწყებითი და საბაზო ან დაწყებითი და საშუალო  საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების დამატებისათვის თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შეადგენს 5953.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში – 7 693.00 ლარს;

ე) საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების დამატებისათვის თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შეადგენს 5 730.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში – 7581.00 ლარს;

ზ)  სხვა მუნიციპალიტეტში ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების დამატებისათვის შეადგენს:

ზ.ა) თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტში მდებარე დაწესებულებისათვის, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის ფარგლებში – 7 619.00 ლარს;

ზ.ბ) თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტში მდებარე დაწესებულებისათვის, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის გარეთ – 10 026.00 ლარს;

ზ.გ) საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე დაწესებულებებისათვის, მისი მუნიციპალიტეტის გარეთ, გარდა  თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტისა – 10 026.00 ლარს;

ზ.დ) საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე დაწესებულებებისათვის, მისი მუნიციპალიტეტის გარეთ, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის ფარგლებში – 7 619.00 ლარს.“;

ე) 18  მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის მიზნებისათვის, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა შეადგენს 3175.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში  განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის მიზნებისათვის - 4915.00 ლარს.“;

ე.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა გამოწვეულია ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დამატებით, შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იხდის მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დამატებისთვის განსაზღვრულ საფასურს.“;

ვ) 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 111. საფასური ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იმავე მუნიციპალიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო საქმიანობის  მისამართის/ფართის ცვლილებისთვის

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იმავე მუნიციპალიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო საქმიანობის  მისამართის/ფართის ცვლილებისთვის საფასური შეადგენს:

ა)  თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მოქმედი დაწესებულებებისათვის  – 3175.00 ლარს

ბ)  საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში  მოქმედი დაწესებულებებისათვის – 4915.00 ლარს.

2. იმ შემთხვევაში, თუ იმავე მუნიციპალიტეტის ფარგლებში  საგანმანათლებლო საქმიანობის  მისამართის/ფართის  ცვლილება გამოწვეულია მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდით, შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იხდის მხოლოდ მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდისთვის განსაზღვრულ საფასურს.“;

ზ) 112 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს საკუთარი ინიციატივით მონიტორინგის გზით ავტორიზაციის პირობების შემოწმება, იხდის საფასურს, რომლის ღირებულება შეადგენს:

ა) მხოლოდ დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ავტორიზაციის პირობების შემოწმების შემთხვევაში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის –  3 841.00 ლარს,  ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის –  5 470.00 ლარს;

ბ)   მხოლოდ საბაზო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში      თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 4 175.00 ლარს, ხოლო  საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 5 693.00 ლარს;

გ) მხოლოდ საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 3 953.00 ლარს, ხოლო  საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 5 470.00 ლარს;

დ) მხოლოდ დაწყებითი და საბაზო ან მხოლოდ დაწყებითი და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 5 953.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 7 693.00 ლარს;

ე) მხოლოდ საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 5 730.00 ლარს, ხოლო და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 7 581.00 ლარს.

ვ) ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 7 619.00 ლარს, ხოლო  საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – და 10 026.00 ლარს.“;

თ) 113 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე ხორციელდება მონიტორინგი, იხდის საფასურს, რომელიც  დაიანგარიშება შემდეგნაირად: თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში    2508.00 ლარს დამატებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის კაც/დღეების რაოდენობა გამრავლებული – ერთ კაც/დღის 111.00 ლარზე. საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში – 3693.00 ლარს დამატებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის კაც/დღეების რაოდენობა გამრავლებული – ერთ კაც/დღის 222.00 ლარზე. კაც-დღეების რაოდენობა განისაზღვრება მონიტორინგის სპეციფიკისა და შინაარსის შესაბამისად, მონიტორინგის განხორციელების შესახებ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ი) 113 მუხლს დაემატოს შემდეგი  შინაარსის მე-6 - მე-8 პუნქტები:

,,6.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მონიტორინგის ფორმად ექსპერტთა ჯგუფის მხრიდან დოკუმენტების შესწავლის განსაზღვრის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იხდის თბილისის, მცხეთის, რუსთავის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული მონიტორინგის საფასურს, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად.

7. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მონიტორინგის ფორმად ცენტრის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის განსაზღვრის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება გათავისუფლებულია მონიტორინგის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.

8.  მონიტორინგის ფარგლებში ცენტრის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს მიერ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის და/ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გადაიხადოს მონიტორინგის საფასური.“;

კ) მე-2 მუხლის შემდგომ დაემატოს მე-3 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ექსპერტთა ვიზიტის დისტანციურად განხორციელება

ამ დებულების 15 მუხლის პირველი, 11, 12 პუნქტებითა და 17 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული  საფასურები გავრცელდეს 2023 წლის 29 მარტიდან მაძიებლად ცნობილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ განხორციელებულ ადმინისტრაციულ წარმოებებზე.“.

3. ბრძანების 22 პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების (დანართი №4) მე-2 სტანდარტის 2.1 პუნქტის 2.2.1. კომპონენტი/კრიტერიუმის (პროგრამა უზრუნველყოფილია პროგრამის განსახორციელებლად საჭირო რესურსებით) მე-4 ინდიკატორი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,პროგრამას ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც იმავდროულად არის ამ პროგრამის პროფესიული მოდულის განმახორციელებელი და რომელსაც გააჩნია  დადასტურებული კომპეტენცია პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაციის მიმართულებით.“.

4. ბრძანების 23 პუნქტით დამტკიცებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები (დანართი №5) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის სახით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი