„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 16/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018000
19/ნ
16/03/2021
ვებგვერდი, 16/03/2021
430030000.22.022.018000
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №19/ნ

2021 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

 

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში (სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №126, 01/10/2010, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016012) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ (დანართი №1):

ა)  64-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლით გათვალისწინებული ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საავტორიზაციო განაცხადში მითითების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით, განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის ცენტრთან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი და შეთანხმებული პროექტის გათვალისწინებით, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება.“;

ბ) 66-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრში ერთჯერადად წარადგინოს ცვლილებები თვითშეფასების ფორმაში ასახულ ინფორმაციასთან ან/და თანდართულ დოკუმენტებთან დაკავშირებით.  თუ ცვლილება ითვალისწინებს რომელიმე დოკუმენტის ჩანაცვლების აუცილებლობას, აღნიშნულ დოკუმენტთან ერთად უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა წარადგინოს ცვლილებების წერილობითი აღწერა/განმარტება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ დაუშვებელია თვითშეფასების ფორმასა და თანდართულ დოკუმენტაციაში ასახული ინფორმაციის ცვლილება.

42. ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ თვითშეფასების ფორმასა და თანდართულ დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილება მხედველობაში არ მიიღება.“;

გ) 69-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი საავტორიზაციო ვიზიტამდე გამართული მოსამზადებელი შეხვედრის ფარგლებში დასკვნის შესადგენად ადგენს ვიზიტის ფარგლებში დამატებით შესასწავლ საკითხებს.“;

დ) 70-ე მუხლის:

დ.ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფისათვის დაწესებულების მიერ მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.“;

ე) 73-ე მუხლის მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული დასკვნა მოიცავს ინფორმაციას ექსპერტთა ჯგუფის მიერ არგუმენტირებული პოზიციის გაზიარების ან არ გაზიარების არგუმენტაციის თაობაზე.“;

ვ) 75-ე მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ორი წლით. საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. საბჭოს წევრის საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბჭოს წევრებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“;

ვ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას მხედველობაში მიიღება საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნები და კრიტერიუმები.“;

ვ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მონაწილეობდეს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული არაუმეტეს 2 პირი.“;

ვ.დ) მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ცენტრის შუამდგომლობის გათვალისწინებით/საკუთარი ინიციატივით სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.“;

ზ) 76-ე მუხლის:

ზ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბჭოს წევრი ვალდებულია, საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან არსებული ინტერესთა კონფლიქტისა და თვითაცილების შესახებ. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოების არსებობა.“;

ზ.ბ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები:

„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას,  საბჭოს წევრი არ მონაწილეობს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და კენჭისყრის პროცესებში.

52. ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, საბჭოს სხდომაზე წარმოადგინოს დაინტერესებული მხარის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პოზიცია.“;

თ) 77-ე მუხლის:

თ.ა) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საბჭო იღებს ფარული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, საბჭოს სხდომის ოქმით უზრუნველყოფილია კენჭისყრის შედეგების საჯაროობა.“;

თ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებასთან ერთად ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი თვითშეფასების შევსებული ფორმა და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა.“;

ი) 79-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

კ) 79-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 791 მუხლი:

,,მუხლი 791. გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის წარმოდგენის შესახებ

1. საბჭოს მიერ 79-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ანგარიშის წარდგენის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. ანგარიშის წარდგენის ვადის ათვლა იწყება გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან.

2. საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

4. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრს არ წარუდგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამის ანგარიშს ან მასზე დასართავ დოკუმენტაციას, ცენტრი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრავს  არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი ანგარიშის შესწავლის მიზნით ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის თაობაზე.

6. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები – სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი, ასევე შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს სტუდენტი, დამსაქმებელი და სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები.

7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე.

8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ექსპერტთა ჯგუფის მოთხოვნის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

9. ანგარიშის, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, ექსპერტთა ჯგუფი ადგენს დასკვნას.

10. რეკომენდაციების შესრულების თაობაზე დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შესახებ დასკვნის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

11. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნის ფორმალურ შესაბამისობას ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ ფორმასთან. საჭიროების შემთხვევაში, ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნა.

12. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნა წარედგინება საბჭოს და, ასევე, გასაცნობად შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

13. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი ანგარიში და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა განიხილება საბჭოს სხდომაზე. საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს ანგარიში ცნობად ან მიმართოს ცენტრს ავტორიზაციის პირობების შესრულების შესამოწმებლად, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების შესახებ შუამდგომლობით, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან  90 კალენდარული დღის ვადაში.“;

ლ) მე-80 მუხლის მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

მ) 85-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 85. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენისა და შეფასების წესი

1. ავტორიზაციის პირობების შემოწმების მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ცენტრს არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

2. თვითშეფასების ანგარიში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით ან მატერიალური სახით, რა დროსაც თვითშეფასების ანგარიში და მასზე დასართავი დოკუმენტაცია ცენტრს წარედგინება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მეშვეობით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენა არ არის სავალდებულო შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის:

ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელსაც ავტორიზაცია მიენიჭა ამ დებულების 79-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე;

ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელსაც მიენიჭა ავტორიზაცია და რომელზეც საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე ამ დებულების 88-ე მუხლის საფუძველზე განხორციელდა ავტორიზაციის პირობების შემოწმება;

გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელსაც ავტორიზაცია მიენიჭა „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის №77/ნ ბრძანებით გათვალისწინებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების“ ძალაში შესვლამდე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების საფუძველზე;

დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელზეც ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის პერიოდში, მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება საავტორიზაციო განაცხადთან დაკავშირებით.

4. თვითშეფასების ანგარიშის ფორმას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

5. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს დაწესებულების მიერ წარმოდგენილი თვითშეფასების ანგარიშის შესაბამისობას ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

6. თვითშეფასების ანგარიშის შესწავლის მიზნით, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და თვითშეფასების ანგარიშის შეფასების თაობაზე.

7. თვითშეფასების ანგარიშის შესწავლის მიზნით შექმნილ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები – სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური/სამეცნიერო/მოწვეული პერსონალის წევრები, ასევე შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს სტუდენტი, დამსაქმებელი. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს რეგულირებად უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას – ასევე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს ან/და პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები.

8. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე.

9. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მოთხოვნის საფუძველზე, ცენტრი უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

10. თვითშეფასების ანგარიშის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ადგენს დასკვნის პროექტს.

11. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების 67-ე მუხლის მე-3 და ამ მუხლის მე-19 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

12. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.

13. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს.

14.  ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.

15. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში,  ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული დასკვნა  მოიცავს ინფორმაციას ექსპერტთა ჯგუფის მიერ არგუმენტირებული პოზიციის გაზიარების ან არ გაზიარების არგუმენტაციის თაობაზე.

16. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უგზავნის ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

17. ამ მუხლით გათვალისწინებული თვითშეფასების ანგარიშის შეფასების შედეგები ცენტრის მიერ გამოიყენება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფარგლებში სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრების, ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების განვითარებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებებზე დაფუძნებული განმავითარებელი და მხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით.

18. ამ მუხლით გათვალისწინებული თვითშეფასების ანგარიშის დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა შესაძლებელია საფუძვლად დაედოს ამ დებულების 88-ე მუხლის შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებას.

19. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმა და მისთვის დადგენილი მოთხოვნები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ნ) 86-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარსადგენი განაცხადი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ პერსონალსა და შესაბამის რესურსებთან დაკავშირებით, ასევე ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამაზე ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების თაობაზე. განაცხადს უნდა ერთოდეს, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები და სილაბუსები.“;

ო) 87-ე მუხლის:

ო.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის მინიჭების მომენტიდან აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის საერთო რაოდენობის ცვლილებამ მიაღწია 20%-ს, დაწესებულება ვალდებულია ცვლილებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობოს ცენტრს აღნიშნულის შესახებ.“;

ო.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელების, ასევე ამავე პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია ამ დებულების 88-ე მუხლის შესაბამისად განახორციელოს ავტორიზაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით.“;

პ) 88-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 88.  ავტორიზაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება ხორციელდება გეგმური და/ან არაგეგმური მონიტორინგის გზით.

2. გეგმური მონიტორინგი ხორციელდება საბჭოს შუამდგომლობით და/ან ცენტრის ინიციატივით.

3. გეგმური მონიტორინგის გეგმის შედგენის მეთოდოლოგია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შერჩევის კრიტერიუმები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გეგმური მონიტორინგის წლიური გეგმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც გამოცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას

5. არაგეგმური მონიტორინგი ხორციელდება საბჭოს შუამდგომლობით, ცენტრში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების შესრულებასთან დაკავშირებით  წარდგენილი საჩივრის საფუძველზე  და/ან ცენტრის ინიციატივით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული საჩივარი შესაძლოა ცენტრში წარმოდგენილი იქნეს იმ დაინტერესებული პირის (სტუდენტი, აკადემიური, მოწვეული, სამეცნიერო ან/და ადმინისტრაციული პერსონალი და სხვა) მიერ, რომელიც მიიჩნევს, რომ ირღვევა ამ დებულებით განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები. ამასთან, საჩივრის ფორმა, საჩივრის შედგენისა და განხილვის მეთოდოლოგია მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7. ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით, გეგმური ან/და არაგეგმური მონიტორინგის განხორციელებისას ცენტრი უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და/ან გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში გეგმური და/ან არაგეგმური მონიტორინგის ვიზიტის შესახებ.

8. ცენტრის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციის/ინფორმაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების დამატებითი საჭიროება, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში გეგმური ან/და არაგეგმური მონიტორინგის განხორციელების შესახებ ვიზიტით ან/და დოკუმენტაციის შესწავლით, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრის შუამდგომლობის საფუძველზე საბჭო წყვეტს მონიტორინგის თაობაზე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებას.

9. გეგმური და/ან არაგეგმური მონიტორინგის გზით ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შემთხვევაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები – სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური/სამეცნიერო/მოწვეული პერსონალის წევრები, ასევე შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს სტუდენტი, დამსაქმებელი. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს რეგულირებად უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას – ასევე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს ან/და პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები.

10. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე.

11. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გეგმური მონიტორინგის განხორციელების შესახებ ვიზიტით ან/და დოკუმენტაციის შესწავლით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარედგინება  ვიზიტის/შეფასების პროცესის დაწყებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე.

12. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში არაგეგმური მონიტორინგის განხორციელების შესახებ ვიზიტით ან/და დოკუმენტაციის შესწავლით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაწესებულებას წარედგინება უშუალოდ ვიზიტის/შეფასების პროცესის დაწყებისას, ან ვიზიტის/შეფასების პროცესის დაწყებამდე არანაკლებ  5 კალენდარული დღით ადრე.

13. ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების თვითაცილების ან/და აცილების საკითხები რეგულირდება ამ დებულების 68-ე მუხლის მე-5-მე-10 პუნქტების შესაბამისად. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აცილების გამოყენების უფლება არ აბრკოლებს ვიზიტის განხორციელებას.

14. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შემთხვევაში დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.

15. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების 67-ე მუხლის მე-3 და 73-ე მუხლის მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.

16. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის საბჭოს.

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.

18.  ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში,  ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული დასკვნა მოიცავს ინფორმაციას ექსპერტთა ჯგუფის მიერ არგუმენტირებული პოზიციის გაზიარების ან არ გაზიარების არგუმენტაციის თაობაზე.

19. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.

20.  ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ საბჭოს მიერ ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით დაწესებულება შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, ან დაწესებულება არღვევს საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.

21. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.  

22. ამ მუხლის 21-ე პუნქტით განსაზღვრულ ვადაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი რეკომენდაციების შეუსრულებლობის  შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით.

23. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად, ამ დებულების 79-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით, ასევე იმავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შემთხვევებში, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ამ დებულების მე-80 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.

24. ამ მუხლის 21-ე პუნქტით განსაზღვრულ ვადაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი ხარვეზების 50%-ზე მეტი ნაწილის გამოსწორების შემთხვევაში და იმ პირობით, რომ არცერთი სტანდარტი არ ფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო უფლებამოსილია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვროს ვადა დარჩენილი რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის წარმოსადგენად ან მიმართავს ცენტრს შუამდგომლობით მონიტორინგის განხორციელების თაობაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის წარმოდგენისა და განხილვის წესი განისაზღვრება ამ დებულების 791 მუხლის შესაბამისად.

25. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ დაწესებულების მიერ ყველა რეკომენდაცია შესრულებულია, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მონიტორინგთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

26. ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების თაობაზე ცენტრისათვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, საბჭო განსაზღვრავს მონიტორინგის განხორციელების პერიოდს, მონიტორინგის განხორციელების ფორმას და მონიტორინგის ფარგლებს.

27. საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ავტორიზაციის საბჭოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.“;

ჟ) 95-ე მუხლის:

ჟ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააპელაციო საბჭოს წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ორი წლით. სააპელაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, ავტორიზაციის საბჭოს წევრი ან აკრედიტაციის საბჭოს წევრი.“;

ჟ.ბ) მე-5 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ცენტრის შუამდგომლობის გათვალისწინებით/საკუთარი ინიციატივით სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.“;

რ) 96-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები:

„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას,  სააპელაციო საბჭოს წევრი არ მონაწილეობს სააპელაციო საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და კენჭისყრის პროცესებში.

52. ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული სააპელაციო საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, სააპელაციო საბჭოს სხდომაზე წარმოადგინოს დაინტერესებული მხარის – დაწესებულების პოზიცია.“;         

ს) 101-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო საბჭო იღებს ფარული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, სააპელაციო საბჭოს სხდომის ოქმით უზრუნველყოფილია კენჭისყრის შედეგების საჯაროობა.“;

ტ) 102-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1021 მუხლი:

,,მუხლი 1021. ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის წესი

1. ავტორიზაციის მაძიებელი, საგანმანათლებლო დაწესებულება ან/და ავტორიზაციის პროცესში მონაწილე სხვა დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია ცენტრში ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით, აღნიშნული პროცესის მიმდინარეობისას კონკრეტული გარემოების დადგომიდან ან პროცესის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს საჩივარი, თუკი, ცენტრის თანამშრომლის/თანამშრომლების ან/და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრის/წევრების მიერ დაირღვევა ამ დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ,,ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსით“ ან/და ცენტრის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები.  

2. საჩივარი, რომელიც წარდგენილია ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრის/წევრების მიმართ, განიხილება ამ დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. საჩივარი, რომელიც წარდგენილია ცენტრის თანამშრომლის/თანამშრომლების მიმართ, განიხილება ცენტრის შინაგანაწესით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრის ფორმა, საჩივრის შედგენისა და განხილვის მეთოდოლოგია მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

უ) 103-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. გარდამავალ პერიოდში  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტების ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები შესაძლებელია განხორციელდეს ნახევრად დისტანციურად, რაც გულისხმობს ავტორიზაციის ექსპერტების (გარდა საერთაშორისო ექსპერტის/ექსპერტების) მიერ დაწესებულების მატერიალური რესურსების, კლინიკური ბაზებისა და ლაბორატორიების შეფასებას ადგილზე ვიზიტის განხორციელებით. ამასთან, აღნიშნული ასევე გულისხმობს საერთაშორისო ექსპერტის/ექსპერტების მიერ დაწესებულების მატერიალური რესურსების, კლინიკური ბაზებისა და ლაბორატორიების დათვალიერებას დისტანციურად კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, რაც ტექნიკურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტორიზაციის მაძიებლის მიერ.“.

მუხლი 2
ამ ბრძანებით განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოსა და სააპელაციო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა გავრცელდეს 2022 წლიდან დანიშნულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოსა და სააპელაციო საბჭოს წევრებზე.
მუხლი 3
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ და „დ“ პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული რეგულაციები ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი