დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 118/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 10/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 162, 13/12/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.016033 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №118/ნ
2010 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით (სსმ III, 01.10.2010წ., №126, მუხ.1840) დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების” (დანართი №1) 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდისას მხედველობაში მიიღოს დაწესებულების ის ფართი, რომელშიც ექსპერტთა ვიზიტის დროს მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. თუ მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ჩარიცხვის მომენტისთვის სარემონტო სამუშაოები დასრულებული არ იქნება, დაწესებულებას ეს ფართი არ ჩაეთვლება რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის, ხოლო ამ ფართის გათვალისწინებით გამოტანილი გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული ადგილების რაოდენობის გადაჭარბება არის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი ამ დებულების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.”.
მუხლი 2
ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურის”(დანართი №2) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაწესებულება, რომელმაც სსიპ – განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში წარადგინა 2010 წლის თვითშეფასების ანგარიში, უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად 2011 წლის 1 თებერვლამდე დამატებით წარადგინოს ახალი საგანმანათლებლო პროგრამები ან მოახდინოს არსებული პროგრამების მოდიფიცირება. დაწესებულება ვალდებულია გადაიხადოს ამ დანართის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფასური.”.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
დოკუმენტის კომენტარები