„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 65/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 22/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017923
65/ნ
22/06/2020
ვებგვერდი, 22/06/2020
430030000.22.022.017923
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №65/ნ

2020 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში (სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 01/10/2010; სსმ, 126) და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურის“ (დანართი N2) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ცენტრი უფლებამოსილია ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურის“ (დანართი N2) 115 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში, 2020 წლის 13 თებერვლიდან 2020 წლის 12 ივნისის ჩათვლით, წარმოდგენილი განაცხადების საფუძველზე შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება განახორციელოს 45 სამუშაო დღის ვადაში, დაჩქარებული მომსახურებისთვის დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე, ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურით“ (დანართი N2) გათვალისწინებული სტანდარტული საფასურის გადახდის საფუძველზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე  და გავრცელდეს 2020 წლის 13 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი