„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 112/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 02/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017018
112/ნ
02/09/2015
ვებგვერდი, 02/09/2015
430030000.22.022.017018
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №112/ნ

2015 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის  საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში (სსმ III, 01.10.2010წ., №126, მუხ.1840) და ბრძანების:

1. პირველი პუნქტით დამტკიცებულისაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“:

 ა) 22-ე მუხლის:

ა.ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება ავტორიზაციის მაძიებლის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა ვიზიტის შემდეგ, გარდა ამ მუხლის 111 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

 ა.ბ) მე-11 პუნქტის  შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111  პუნქტი:

„111. ავტორიზებული დაწესებულების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შემთხვევაში საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას უფლებამოსილია განიხილოს ექსპერტთა ვიზიტის შემდგომ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შექმნილი დოკუმენტი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად საჭირო მატერიალური რესურსის სტანდარტის დაკმაყოფილების შესახებ. წარმოდგენილ დოკუმენტს საბჭო მხედველობაში იღებს იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტის დაკმაყოფილების დადასტურება შესაძლებელია ზეპირ მოსმენაზე ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის განხორციელების გარეშე და აღნიშნული დოკუმენტი ადასტურებს ექსპერტთა ვიზიტის დამთავრებამდე დაწყებული პროცესის დასრულებას, რაც ასახულია ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში და/ან ცენტრში წარმოდგენილ თვითშეფასების ანგარიშში.“ ;

ბ) 301 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი.“;

2. მე-2 პუნქტით დამტკიცებულისაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურისპირველი მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ან ამ სტატუსის მფლობელი, რომელსაც ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარდა სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, იხდის 1 000 ლარს, შესაბამისად, ავტორიზაციაზე განაცხადის ან თვითშეფასების წარდგენის დროს.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ან ამ სტატუსის მფლობელი, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გარდა სურს  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, იხდის 3 000 ლარს, შესაბამისად, ავტორიზაციაზე განაცხადის ან თვითშეფასების წარდგენის დროს.“.

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საფასური გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით. ავტორიზაციის საფასური, გარდა ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურისა, სრულად ბრუნდება, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება  ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას მოითხოვს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნამდე.“ .

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე