დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 35/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 27/03/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.017494 |
|
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში (სსმ III, 01.10.2010 წ., №126, მუხ. 1840) და ბრძანების:
1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ (დანართი №1): ა) მე-15 მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ცენტრში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით ან მატერიალური სახით, რა დროსაც თვითშეფასების შევსებულ ფორმაზე დასართავი დოკუმენტაცია ცენტრს წარედგინება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მეშვეობით.“; ა.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი უფლებამოსილია, ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენისას ან განაცხადის წარდგენის შემდგომ, ცენტრთან წერილობით შეთანხმებულ ვადაში, თავად წარადგინოს ცენტრში ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ინგლისურენოვანი თარგმანი, რა დროსაც არ გამოიყენება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი რეგულაციები.“; ბ) მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დაწესებულება უფლებამოსილია ამ დებულების მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრში ერთჯერადად წარადგინოს ცვლილებები თვითშეფასების ფორმაში ასახულ ინფორმაციასთან ან/და თანდართულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. ამასთან, თუ ცვლილება ითვალისწინებს რომელიმე დოკუმენტის ჩანაცვლების აუცილებლობას, აღნიშნულ დოკუმენტთან ერთად დაწესებულებამ უნდა წარადგინოს ცვლილებების წერილობითი აღწერა/განმარტება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ დაუშვებელია თვითშეფასების ფორმაში ასახული ინფორმაციის ცვლილება.“; გ) 201 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 201. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა ფასდება ოთხდონიანი სკალის საშუალებით: „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან”, „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ და „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულება ამ სტანდარტის არაუმეტეს ერთ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ხოლო დანარჩენ კომპონენტებთან მიმართებით, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“. 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან”, თუ დაწესებულება ამ სტანდარტის არაუმეტეს ერთ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ხოლო არცერთ სხვა კომპონენტთან მიმართებით არ არის შეფასებული, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“. 4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ორ შემთხვევაში, კერძოდ, თუ: ა) დაწესებულება ამ სტანდარტის ერთზე მეტ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ხოლო არცერთ სხვა კომპონენტთან მიმართებით არ არის შეფასებული, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“; ბ) დაწესებულება ამ სტანდარტის არაუმეტეს ერთ კომპონენტთან (გარდა ამ დებულების მე-2 მუხლის 41 პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტანდარტ(ებ)ის კომპონენტებისა) მიმართებით შეფასებულია, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“. 5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან”, თუ დაწესებულება ამ სტანდარტის ერთზე მეტ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტი არ გამოიყენება ამ დებულების მე-2 მუხლის 41 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტანდარტებთან მიმართებით, რა დროსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან”, თუ დაწესებულება ამ სტანდარტების ერთ-ერთ კომპონენტთან მიმართებით მაინც შეფასებულია, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.“; დ) 201 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 202 მუხლი: „მუხლი 202. ოთხდონიანი შეფასების სკალის განმარტება 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულებაში არსებული რესურსები, დამკვიდრებული პრაქტიკა/სისტემა და მიღწეული შედეგები (ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში – მიღწევადი მოსალოდნელი შედეგები) სრულად უზრუნველყოფს სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულებაში არსებული რესურსები და დამკვიდრებული პრაქტიკა/სისტემა მეტწილად უზრუნველყოფს კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და დაწესებულებას შეუძლია შესაბამისი შედეგების დემონსტრირება. თუმცა, დაწესებულებას აქვს სუსტი მხარეები, რომელთა მოკლევადიან პერიოდში (არაუმეტეს 1 წელი) დასაძლევად მას აქვს მზაობა და შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი გეგმა. 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულება საბაზო დონეზე უზრუნველყოფს კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და მას აქვს ისეთი სუსტი მხარეები, რომელთა დასაძლევადაც საჭიროა მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება. თუმცა, დაწესებულებას აქვს მზაობა და საშუალოვადიან პერიოდში (1 წელზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 3 წელი) სუსტი მხარეების დასაძლევად შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი გეგმა. 4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულება არსებული რესურსებითა ან/და პრაქტიკით ვერ უზრუნველყოფს მინიმუმ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დონეზე სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.“; ე) 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების მონაწილეობის შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ მოწვეული წევრების ¾-ისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ რაოდენობაში არ ჩაითვლება საბჭოს ის წევრი, რომელსაც განსახილველ საკითხთან მიმართებით აქვს თვითაცილება და/ან აცილება.“; ვ) 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შედგება მუდმივი წევრებისა და მოწვეული წევრებისაგან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობაში მოწვეული წევრები მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს აქვთ ხმის უფლება. 12. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით.“; ზ) 24-ე მუხლის: ზ.ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების პროცესის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ.“; ზ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით. ამასთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების მონაწილეობის შემთხვევაში, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით, საიდანაც მოწვეულ წევრთა ხმები უნდა შეადგენდეს დამსწრე მოწვეულ წევრთა არანაკლებ ¾-ს.“; თ) 25-ე მუხლის: თ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, თითოეული სტანდარტი დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ საბჭო მიიჩნევს, რომ ამ დებულების 201 და 202 მუხლებით დადგენილი წესით, ოთხდონიანი სკალის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ან „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“.“; თ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, თუ საბჭოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისას: ა) ყველა სტანდარტთან მიმართებით შეფასდა, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ან ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან” და ყველა სხვა სტანდარტთან მიმართებით, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ; ბ) ერთზე მეტ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ და ყველა სხვა სტანდარტთან მიმართებით, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ან ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ (გარდა ამ დებულების მე-2 მუხლის 41 პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტანდარტ(ებ)ისა) ამ დებულების 201 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ და დაწესებულებას განუსაზღვრავს ვადას მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის წარსადგენად, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში; გ) ერთზე მეტ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ (გარდა ამ დებულების მე-2 მუხლის 41 პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტანდარტ(ებ)ისა) ამ დებულების 201 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ და მიმართავს ცენტრს დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების შესახებ (2 წლის ვადაში) შუამდგომლობით, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში; დ) ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ამ დებულების 201 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და სხვა არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და მისთვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ; ე) ამ დებულების მე-2 მუხლის 41 პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტანდარტ(ებ)თან მიმართებით შეფასდება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ამ დებულების 201 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და მისთვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ.“; თ.გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები: „61. საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი ანგარიში განიხილება შესაბამის საბჭოს სხდომაზე. ამ განხილვის შედეგად, საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს ანგარიში ცნობად ან მიმართოს ცენტრს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების შესახებ შუამდგომლობით, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში. 62. საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მონიტორინგის შედეგად, თუ ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კვლავ შეფასდა, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ.“; თ.დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში – თუ საბჭოს მიერ ერთ-ერთი სტანდარტთან მიმართებით დაწესებულება შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.“; ი) 25-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი: „მუხლი 251. გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ 1. საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების (მონიტორინგის) პროცესის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების ერთჯერზე არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 3 წლის ვადით შეზღუდვის შესახებ, ამ დებულების 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით, ასევე იმავე მუხლის 62 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შემთხვევებში. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მისთვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებით, ამ შეზღუდვისათვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე არანაკლებ 6 თვით ადრე ცენტრში წარადგენს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასა და საბჭოს სხდომის ოქმში დაფიქსირებული რეკომენდაციების გამოსწორების შესახებ ანგარიშს. ამ ანგარიშის წარდგენა დაწესებულებას შეუძლია საკუთარი სურვილისამებრ ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაზე ადრეც, მაგრამ სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან მინიმუმ ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე, ასევე ამ ანგარიშის ცენტრში წარუდგენლობის შემთხვევაში ცენტრის ინიციატივით, დაწესებულებაში ხორციელდება მონიტორინგი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის შედეგად, შესაძლებელია საბჭოს გადაწყვეტილებით: ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მოეხსნას სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების შეზღუდვა; ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ხელახლა შეეზღუდოს სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლება; გ) გაუქმდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია.“; კ) 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგები ავტორიზაციის შედეგად დაწესებულებას უფლება აქვს მიიღოს მოსწავლეები, პროფესიული სტუდენტები და სტუდენტები კანონმდებლობით დადგენილი წესით და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ დებულების 251 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; ლ) 31-ე მუხლის: ლ.ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ცენტრის მიერ დაწესებულებისგან შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების დამატებითი საჭიროება, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრი წყვეტს მონიტორინგის თაობაზე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებას.“; ლ.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად შესაბამისი საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში – თუ საბჭოს მიერ ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით დაწესებულება შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, ან დაწესებულება არღვევს საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის, პროფესიული სტუდენტის ან სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.“; ლ.გ) 91 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 პუნქტი: „92. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ამ დებულების 251 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.“. 2. 21 პუნქტით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები“ (დანართი №3) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები