„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 82/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 26/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016602
82/ნ
26/06/2013
ვებგვერდი, 28/06/2013
430030000.22.022.016602
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №82/ნ

2013 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანების (სსმ III, 01.10.2010წ., №126, მუხ.1840) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისთვის იქმნება შემდეგი სახის ავტორიზაციის საბჭოები:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და დაწესებულების მიერ პროფესიული განათლების პირველი სამი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების თაობაზე;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და დაწესებულების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების თაობაზე.“.

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) ერთ მისამართზე 250 კვ.მ ფართი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას 50 მოსწავლეზე ნაკლებკონტინგენტიანი სკოლის ავტორიზაციის შესახებ. ფართზე უფლება უნდა დასტურდებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.

3.    მე-7 მუხლის.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) ერთ მისამართზე 400 კვ.მ შენობა-ნაგებობათა საერთო ფართი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს 100 პროფესიულ სტუდენტზე ნაკლებ კონტინგენტიანი დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ;“.

4.    მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პირობა

ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მხოლოდ ამ დებულების III თავით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში.“.

5. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შემდეგ ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის გათვალისწინებით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფების (შემდგომში - ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი) შექმნისა და ავტორიზაციის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.“.

6. მე-19 მუხლის მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს ცენტრის თანამშრომელი. ამ დებულების მე-13 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება დაწესებულების სტატუსის შესაბამისად, ჯგუფის შემადგენლობაში ერთი წევრი აუცილებლად უნდა იყოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტი.“.

7. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოები (შემდგომში – საბჭო) ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებენ საავტორიზაციო დოკუმენტაციის, ავტორიზაციის ექსპერტების დასკვნის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.“.

8. 23-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თითოეული საბჭო შედგება 9 წევრისაგან, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 1 წლით. საბჭოს წევრთა საქმიანობა ანაზღაურებადია საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ)პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. შესაბამისი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს დარგის, სპეციფიკიდან გამომდინარე, სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მონაწილეობდეს ცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრული 2 პირი.

12. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების თაობაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია ასევე მონაწილეობდეს ცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრული 2 პირი.“.

9. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ავტორიზაციის შემთხვევაში, შესაბამისი საბჭო დაწესებულებას განუსაზღვრავს მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას ავტორიზაციის ვადის განმავლობაში.“.

10. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავტორიზებული დაწესებულებების შერწყმის შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული დაწესებულება ითვლება ავტორიზებულად რეორგანიზებული დაწესებულებებისათვის განსაზღვრული ავტორიზაციის ვადებიდან დარჩენილი უმცირესი ვადით. თუ ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადის გასვლა ემთხვევა რეორგანიზაციის პერიოდს, ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული დაწესებულების სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა/მოსწავლეთა ადგილების რაოდენობა შეადგენს რეორგანიზაციამდე არსებული რაოდენობების ჯამს.“.

11. 301 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამა შეესაბამება ავტორიზაციის სტანდარტებს, ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით.“.

12. 33-ე მუხლის:

ა) პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობებს ამ წესის შესაბამისად განსაზღვრავს  ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოს მიერ განსაზღვრულ მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა მიღება შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე.“.

13. 331 მუხლის

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის საფუძველია საგანმანათლებლო დაწესებულების განაცხადი ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოს წინაშე.”

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადს და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და სხვა დაინტერესებული პირების მოსაზრებების გათვალისწინებით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო უფლებამოსილია დაეთანხმოს საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნას ან შეამციროს მის მიერ მოთხოვნილი მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობა. ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.“.

14. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო უფლებამოსილია მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდისას მხედველობაში მიიღოს დაწესებულების ის ფართი, რომელშიც ექსპერტთა ვიზიტის დროს მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, ასევე სხვა მატერიალური რესურსის შეძენასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებები. თუ მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ჩარიცხვის მომენტისთვის არ იარსებებს შესაბამისი გარემოებები, ამ გარემოებების გათვალისწინებით გამოტანილი გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული ადგილების რაოდენობის გადაჭარბება არის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი ამ დებულების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.“.

15. 38-ე მუხლის

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოს მიერ დადგენილ მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში  დაწესებულება განსაზღვრავს და ცენტრს  წარუდგენს მისაღებ მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობას.“

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3.  იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების მიერ მისაღებ მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობის შესახებ წარმოდგენილი მონაცემები არ შეესაბამება ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოს მიერ დადგენილი მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობას, ცენტრი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს შესაბამის დაწესებულებას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი