„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 14/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018783
4/ნ
14/01/2026
ვებგვერდი, 14/01/2026
430030000.22.022.018783
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №4/ნ 

2026 წლის 14 იანვარი

ქ. თბილისი

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში (სსმ, 126, 01/10/2010, სარეგისტრაციო კოდი:  430030000.22.022.016012) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ (დანართი №1):

ა) 58- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 58. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის თავისებურება

1. ამ დებულების 52-ე მუხლით, 54-ე, 56-ე, 61-ე და 62-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებების შემთხვევაში ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება იმ სტანდარტების/კომპონენტების ჩამონათვალი, რომლის ფარგლებშიც ექსპერტთა ჯგუფის მიერ უნდა განხორციელდეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან/კომპონენტებთან შესაბამისობის შემოწმება და დასკვნის მომზადება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებების დროს საკითხები, რომლებიც არ არის დარეგულირებული ამავე მუხლებით, წესრიგდება ამ დებულების 34-ე-42-ე მუხლებით დადგენილი პირობების შესაბამისად.“;

ბ) 61- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ დებულების მე-60 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების სურვილის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრში წარადგენს ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების თვითშეფასების ანგარიშის ფორმას, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ცენტრში წარადგენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ანგარიშის ფორმას. ცენტრს ასევე წარედგინება თვითშეფასების ანგარიშის ფორმაზე დასართავი დოკუმენტაცია და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“;

გ) 104- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცეთ ამ დებულების 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყოველწლიური თვითშეფასება განახორციელონ 2027 წლის 1 იანვრის შემდგომ. ამასთან, თვითშეფასების განხორციელების კონკრეტული პერიოდი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. 23 პუნქტით დამტკიცებული ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების“ (დანართი №5) 3.4.1 კომპონენტის/კრიტერიუმის პირველი ინდიკატორის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სკოლა უზრუნველყოფს სკოლის ტერიტორიაზე ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას, რისთვისაც არსებობს: ფიზიკური უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმი, უფლებამოსილ ორგანოსთან/პირთან შეთანხმებული საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა, სკოლის მიმართვა უფლებამოსილ უწყებასთან შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შენობის ექსპლუატაციის უსაფრთხოების შესახებ დასკვნა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე