კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • Word
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 121
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/02/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 003, 23/03/1996
სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.05.001.000.126
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
121
23/02/1996
პარლამენტის უწყებანი, 003, 23/03/1996
220.020.000.05.001.000.126
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (27/03/2007 - 14/03/2008)

საქართველოს კანონი

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ადმინისტრატორი – ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის (გამგეობის) ან სარევიზიო კომისიის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან ერთ ანდა ერთზე მეტ პირთან ერთად უფლებამოსილია ბანკის სახელით აიღოს ვალდებულებები;

ბ) ბანკის ფილიალი – ბანკის ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება საბანკო საქმიანობა ან მისი ნაწილი;

გ) ბანკთან დაკავშირებული პირები – ბანკის ადმინისტრატორები, აქციონერები, მათთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან, ან მათთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირები;

დ) ბენეფიციარი – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია;

ე) განვითარებული ქვეყნები – საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ განვითარებული ქვეყნების ნუსხაში შეტანილი ქვეყნები;

ვ) ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი – ახლონათესაურ კავშირში მყოფ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი, ან პარტნიორები (აქციონერები), რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, გარდა ბანკისა, სხვა კომერციული ინტერესებით;

ზ) კომერციული ბანკი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;

თ) კრედიტი – დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება;

ი) ოპციონი – ვალდებულების შესრულების საშუალების, ფორმის, მოცულობის ამორჩევის უფლება, რომელიც ხელშეკრულების (კონტრაქტის) პირობებით ენიჭება ერთ-ერთ მონაწილე მხარეს, ან ხელშეკრულებით (კონტრაქტით) განპირობებულ გარემოებათა გამო ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის უფლება;

კ) საბანკო საქმიანობის ლიცენზია – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის განხორციელების ნებართვა;

ლ) საბანკო საქმიანობა – ამ კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული საქმიანობის სახეობები;

მ) საბლანკო კრედიტი – კრედიტი, რომელიც გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე;

ნ) სავალო ინსტრუმენტი – ნებისმიერი მიმოქცევადი სავალო საბუთის და ამ საბუთის ეკვივალენტური სხვა ნებისმიერი ინსტრუმენტი, აგრეთვე ნებისმიერი მიმოქცევადი საბუთი, რომელიც იძლევა სხვა სავალო ინსტრუმენტის შეძენის უფლებას ხელმოწერის ან გაცვლის გზით; მიმოქცევად სავალო ინსტრუმენტს შეიძლება ჰქონდეს სერტიფიკატების ან საბუღალტრო ჩანაწერების ფორმა;

ო) ტრასტი – ნდობითი ფუნქცია;

პ) უცხოური სანდო ბანკი – განვითარებული ქვეყნის ბანკი, რომელსაც აქვს კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული, გარკვეული დონის ან მასზე მაღალი რეიტინგი; საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს კომპეტენტურ საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციათა ნუსხას და თითოეული კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიხედვით განსაზღვრავს რეიტინგის დონეს;

ჟ) ფაქტორინგი – სავაჭრო-საკომისიო ოპერაციის სახეობა, რომელიც შეხამებულია კლიენტის საბრუნავი კაპიტალის დაკრედიტებასთან, მოიცავს კლიენტის დებიტორული დავალიანების ინკასირებას, დაკრედიტებას და საკრედიტო და სავალუტო რისკის გარანტიებს;

რ) ფიდუციარული ოპერაცია – ნდობითი ოპერაცია, რომელსაც ბანკი ან სატრასტო კომპანია აწარმოებს თავისი სახელით, მაგრამ კლიენტის დავალებით და მისი ხარჯით (როგორც წესი, ინვესტიციების სამართავად); მთელი რისკისათვის კლიენტი თავადაა პასუხისმგებელი, ხოლო ბანკი მიიღებს საკომისიოს;

ს) ფინანსური ინსტიტუტები – იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომლებიც მოქმედებენ კომერციული ბანკის, სადაზღვევო კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, ფასიანი ქაღალდების საბროკერო კომპანიის, საინვესტიციო ფონდის ან/და ფინანსური მომსახურების განმახორციელებელი სხვა ორგანიზაციის სახით;

ტ) ფორფეტირება – საგარეო ვაჭრობის გარიგებების დროს ექსპორტის დაკრედიტება მიმწოდებლის მიერ ბრუნვის გარეშე კომერციული თამასუქების, სხვა სავალო ვალდებულებების შეძენის გზით; ამ ოპერაციის შესრულებისას გარანტია იმპორტიორი ქვეყნის ბანკი;

უ) ფიუჩერსული ოპერაციები – ნედლეულის, ოქროს, საფინანსო და საკრედიტო ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვის სწრაფი გარიგებები ბირჟებზე გარიგების დადების მომენტისათვის ფიქსირებული ფასით, ოპერაციის გარკვეული დროის შემდეგ შესრულების პირობით. გარიგების შესრულებამდე გარანტიის სახით შეიტანება გარკვეული თანხა;

ფ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელშიც სხვა იურიდიული პირი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 ან 50-ზე მეტ პროცენტს;

ქ) საზედამხედველო კაპიტალი – კაპიტალის სახეობა, რომელიც იქმნება საბანკო საქმიანობის განხორციელებისათვის, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების/ზარალის განეიტრალებისათვის და სხვადასხვა სახის რისკისაგან დასაცავად;

ღ) სააქციო კაპიტალი – კომერციული ბანკის აქციონერთა კაპიტალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა ბანკის მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის;

ყ) განცხადებული საწესდებო კაპიტალი – საზოგადოების აქციონერთა მიერ დათქმული და წესდებით გათვალისწინებული საწესდებო კაპიტალი;

შ) განაღდებული საწესდებო კაპიტალი – განცხადებული საწესდებო კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი;

ჩ) გადახდისუუნარო ბანკი – ბანკი, რომლის აქტივები ვეღარ ფარავს მისსავე ვალდებულებებს;

ც) კონტროლი – კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის საქმიანობაზე და ამ საქმიანობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაზე პირდაპირ თუ არაპირდაპირ, დამოუკიდებლად თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით გავლენის მოხდენა;

ძ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;

წ) მონათესავე საწარმო – იურიდიული პირის შვილობილი ან/და კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმო, აგრეთვე მისი მაკონტროლებელი პირები და მათი შვილობილი და კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმოები;

ჭ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;

ხ) მნიშვნელოვანი წილი – კომერციული ბანკის განცხადებული თუ განაღდებული საწესდებო კაპიტალის წილის 10 და 10-ზე მეტი პროცენტი, რომელსაც პირი ფლობს საწესდებო კაპიტალში პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობით;

ჯ) არაპირდაპირი მონაწილეობა – კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალში წილის ფლობა შესაბამისი მესამე პირის მეშვეობით.

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1617 - სსმ I, №23 24.07.2002 წ., მუხ.108

საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1938 - სსმ I, №3 17.01.2003 წ., მუხ.19

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4519 - სსმ I, №9 31.03.2007 წ., მუხ.84

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი გამოიყენება კომერციული ბანკების მიმართ.

კომერციული ბანკი შეიძლება შეიქმნას სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმით.

კომერციული ბანკების საქმიანობა რეგლამენტირდება ამ კანონით, „ეროვნული ბანკის შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“ კანონებითა და სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით.

2. არავის არ აქვს უფლება მოიზიდოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით თავისი სახელით გასცეს კრედიტები ეროვნული ბანკის ლიცენზიის გარეშე.

3. არავის აქვს უფლება გამოიყენოს ტერმინი „ბანკი“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინის გამოყენებით ამ კანონის შესაბამისად გაცემული საბანკო ლიცენზიის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია კანონით ან საერთაშორისო შეთანხმებით, ან როცა კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია ტერმინი „ბანკი“ ჩანს, რომ იგი არ აწარმოებს ამ კანონით და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას.

4. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგულირებას ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრული წესით.

41. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგულირებას ახორციელებს მათი რეგისტრაციის, შემოწმებისა და მათ მიმართ მინიმალური მოთხოვნების დადგენის გზით, რომლებიც დაკავშირებულია მხოლოდ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ყალბი ფულის მიმოქცევის აღკვეთის ხელშეწყობასთან. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა პირის იდენტიფიკაციისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით უნდა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება. ვალუტის გადამცვლელ პუნქტს უნდა ჰქონდეს ყალბი ფულის ამომცნობი ტექნიკური საშუალება და საოპერაციო ფართობი, რომელიც უნდა აღემატებოდეს 4 კვადრატულ მეტრს.

42. პირი, რომელსაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტი მოწყობილი აქვს ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, საქმიანობის დაწყებამდე 7 კალენდარული დღით ადრე საქართველოს ეროვნულ ბანკში აგზავნის შევსებულ სარეგისტრაციო ფორმას, რომელსაც ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.

43. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი დაადგენს, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი არ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს დააჯარიმოს იგი ან შეუწყვიტოს მას საქმიანობა.

5. კომერციულ ბანკებთან დაკავშირებულ ურთიერთობებში ამ კანონსა და სხვა კანონებს შორის კოლიზიის წარმოშობისას გამოიყენება ამ კანონის დებულებანი.

საქართველო ს 1998 წლის 13 ოქტომბრის კანონი 1636 - სსმ I , 2 26.10.1999 წ., მუხ. 27

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1742 - სსმ I, №7 31.12.1998 წ., მუხ.60

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4519 - სსმ I, №9 31.03.2007 წ., მუხ.84

თავი II

ლიცენზირება

    მუხლი 3. შუამდგომლობა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავენ წერილობით (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უცხოური სანდო ბანკის ფილიალისა (წარმომადგენლობისა)), ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული წესებისა და ფორმის მიხედვით. შუამდგომლობას უნდა დაერთოს:

ა) დამფუძნებელი დოკუმენტების დედნები ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლები;

ბ) ინფორმაცია კომერციული ბანკის დირექტორების კვალიფიკაციისა და საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილების შესახებ;

გ) ბანკის ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც შეიცავს მონაცემებს შესაბამისი კომერციული ბანკის განცხადებული საწესდებო კაპიტალის და საზედამხედველო კაპიტალის საკუთრებისა და მათი წარმოშობის შესახებ;

დ) ბანკის ბიზნესგეგმა, რომელშიც სხვა ასპექტებთან ერთად უნდა აღინიშნოს მისი საქმიანობის სახეობა და ორგანიზაციული სტრუქტურა;

ე) ბანკის იმ თითოეული პარტნიორის (აქციონერის) სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი (იურიდიული პირის ადგილსამყოფელი) და საქმიანობა ან პროფესია, რომელიც ფლობს აქციების (წილის) 5 და 5-ზე მეტ პროცენტს (მისი ოდენობის მითითებით);

ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის წესებით გათვალისწინებული დამატებითი ინფორმაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საწესდებო კაპიტალისა და სხვა ფინანსური რესურსების, ბანკის სათავო დაწესებულებისა და ფილიალების ადგილსამყოფლის შესახებ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც ეროვნული ბანკი დასაბუთებულად მოითხოვს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში;

ზ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც მომავალში განთავსდება კომერციული ბანკი ან მისი ფილიალი;

თ) ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კომერციული ბანკის ადმინისტრატორებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერების შესაფერისობის კრიტერიუმებთან კომერციული ბანკის ადმინისტრატორებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერების შესაბამისობის შესახებ.

2. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1617 - სსმ I, №23 24.07.2002 წ., მუხ.108

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4519 - სსმ I, №9 31.03.2007 წ., მუხ.84

    მუხლი 4. გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ

1. ლიცენზირების შესახებ შუამდგომლობის მიღების დღიდან არა უგვიანეს 3 თვისა საქართველოს ეროვნული ბანკი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიებს გასცემს მხოლოდ დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა განაღდებული საწესდებო კაპიტალის ოდენობა, სამოქმედო ბიზნესგეგმა, საბანკო საქმიანობა და მის განსახორციელებლად დაკავებული ფართობი აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ადმინისტრატორები და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერები შეესაბამებიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კომერციული ბანკის ადმინისტრატორებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერების შესაფერისობის კრიტერიუმებს.

3. კომერციულ ბანკებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიები მიეცემათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა შევსებულია სრულად, ფულადი შენატანის სახით;

ბ) კომერციული ბანკის ადმინისტრატორები და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერები შეესაბამებიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კომერციული ბანკის ადმინისტრატორებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერების შესაფერისობის კრიტერიუმებს და აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით მათთვის დადგენილ სხვა მოთხოვნებს. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერების შესაფერისობის კრიტერიუმები განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო დირექტორებისა და სხვა ადმინისტრატორების შესაფერისობის კრიტერიუმები დგინდება აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ნორმატიული აქტებით;

გ) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების მიზნით წარდგენილი დოკუმენტები და ინფორმაცია სრულყოფილი და სანდოა და წარმოადგენს კომერციული ბანკის მომგებიანობისა და ფინანსური მდგომარეობის სტაბილურობის რეალურ წინაპირობებს.

4. პირს ეკრძალება იყოს კომერციული ბანკის ადმინისტრატორი ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ:

ა) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას – საკრედიტო კავშირს და შელახა კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის დეპოზიტორთა ან სხვა კრედიტორთა უფლებები, ან გამოიწვია კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;

ბ) კომერციულ ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში – საკრედიტო კავშირში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება;

გ) წარსულში იყო კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად კომერციული ბანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი გადახდისუუნარო გახდა;

დ) კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის მიმართ არ შეასრულა ერთი ან ერთზე მეტი ფინანსური ვალდებულება;

ე) გამოცხადებულია გაკოტრებულად, ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის და არ აქვს გაქარწყლებული ნასამართლობა ან მასზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა აკრძალვები.

5. უცხოეთის ბანკის ფილიალზე (გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უცხოური სანდო ბანკის ფილიალისა (წარმომადგენლობისა)) საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავად ბანკი სათავო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში უფლებამოსილია მიიზიდოს დეპოზიტები. ასეთ შემთხვევაში მასზე ლიცენზია გაიცემა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და უცხო სახელმწიფოს იმ საზედამხედველო ორგანოს კომპეტენტურ ხელისუფალთა შორის საქართველოს ეროვნული ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი კონსულტაციების გამართვის შემდეგ, რომლებიც ახორციელებენ შესაბამისი ბანკის საქმიანობის ზედამხედველობას.

6. საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოური სანდო ბანკის ფილიალზე (წარმომადგენლობაზე) შესაბამისი სახეობის ლიცენზიას გასცემს მხოლოდ შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე:

ა) დამფუძნებელი ბანკის განცხადება;

ბ) იმ ქვეყნის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს თანხმობა, სადაც აღნიშნული ბანკია რეგისტრირებული, საქართველოში ფილიალის (წარმომადგენლობის) გახსნაზე;

გ) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ დამფუძნებელ ბანკს, მინიჭებული რეიტინგის თანახმად, ამ კანონიდან გამომდინარე, ენიჭება უცხოური სანდო ბანკის სტატუსი;

დ) ფილიალის (წარმომადგენლობის) ადმინისტრატორების დანიშვნის აქტი;

ე) იმ პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც წარადგენს ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.

7. უცხოური სანდო ბანკის ფილიალზე (წარმომადგენლობაზე) ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისათვის დადგენილი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები.

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1617 - სსმ I, №23 24.07.2002 წ., მუხ.108

საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1938 - სსმ I, №3 17.01.2003 წ., მუხ.19

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4519 - სსმ I, №9 31.03.2007 წ., მუხ.84

    მუხლი 5. ლიცენზირების პირობები

1. საბანკო ლიცენზიები გაიცემა განუსაზღვრელი ვადით, მათი სხვისთვის გადაცემა აკრძალულია.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საბანკო ლიცენზიების გაცემისას დაურთოს მათ გარკვეული პირობები და შეზღუდვები, თუ სრულად არ არის დაკმაყოფილებული ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. შემდგომში პირობები და შეზღუდვები საბანკო ლიცენზიებს შეიძლება თან დაერთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბანკი სისტემატურად არღვევს საბანკო კანონმდებლობას, ეროვნული ბანკის ინსტრუქციებს, დებულებებს, წესებს, დადგენილებებს, მოთხოვნებს და მხოლოდ დარღვევათა აღმოსაფხვრელად საჭირო ფარგლებში.

    მუხლი 6. საბანკო ლიცენზიების გაუქმება

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით:

ა) ბანკის თხოვნის საფუძველზე ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად

ბ) ამ კანონის 21 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით;

გ) ერთ ან რამოდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილ გარემოებათა გამო:

– ლიცენზია გაცემულია საბანკო ლიცენზიის მიღების შესახებ შუამდგომლობაში ყალბი განცხადებების ან სხვა უზუსტობების საფუძველზე;

– ბანკმა არ გამოიყენა ლიცენზია მისი ძალაში შესვლის თარიღიდან 6 თვის განმავლობაში;

– ბანკის შერწყმის, მიერთების ან გამოყოფის შემთხვევაში;

– კომერციულ ბანკს აღარ აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საწესდებო კაპიტალის ან საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა, ან მან დაკარგა კრედიტორების ნდობა მათ წინაშე თავისი ვალდებულებების შესრულების ნაწილში და, განსაკუთრებით, თუ ბანკს აღარ შეუძლია მისთვის მინდობილი აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

– ბანკის პარტნიორებმა (აქციონერებმა) გადაწყვიტეს ბანკის გაუქმება ან ლიკვიდაცია, ან ბანკმა შეწყვიტა არსებობა, როგორც იურიდიულმა პირმა;

–კომერციული ბანკი ეწევა ან ეწეოდა ბანკის ფინანსური მდგომარეობისათვის საფრთხის შემქმნელ ან არაჯანსაღ საბანკო პრაქტიკას, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მის დეპოზიტორებს;

– კომერციული ბანკი აქციონერთა გადაწყვეტილებით ლიკვიდაციის პროცესში იმყოფება;

– კომერციული ბანკის გადახდისუუნარობის შემთხვევაში.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია გაუუქმოს ლიცენზიების მოქმედება უცხოეთის ბანკის შვილობილ ბანკებსა და ფილიალებს, თუ ბანკის სათავო დაწესებულებას ჩამოერთმევა მის ადგილსამყოფელ ქვეყანაში სათანადო ოპერაციების წარმოების უფლება.

3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისთანავე სავალდებულოა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება ამ კანონის 37-ე მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2015 - სსმ I, №20(27) 09.06.1999 წ., მუხ.88

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4519 - სსმ I, №9 31.03.2007 წ., მუხ.84

    მუხლი 7. საბანკო ლიცენზიების გაუქმება მოთხოვნით

1. ბანკს შეუძლია წერილობით სთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს გააუქმოს მისი ლიცენზია. აღნიშნული განცხადება დასაბუთებულად უნდა ასახავდეს საბანკო საქმიანობის ლიცენზიაზე უარის თქმის მიზეზებს.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნული თხოვნის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას არა უგვიანეს თხოვნის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება ბანკს (უარის შემთხვევაში მისი საფუძვლის მითითებით).

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2015 - სსმ I, №20(27) 09.06.1999 წ., მუხ.88

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

    მუხლი 8. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები

1. გადაწყვეტილება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკისა და სხვა ბეჭდვით ორგანოში. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღების დღიდან ან თვით ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა თარიღიდან.

2. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან კომერციულ ბანკს ეკრძალება ამ ლიცენზიით მინიჭებული ყოველგვარი საქმიანობა და ამ კანონის 37-ე მუხლით დადგენილი წესით უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან კომერციული ბანკი მოვალეა უმოკლეს ვადაში გაანაღდოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველგვარი ვალდებულება. საქმიანობის შეწყვეტის პერიოდში ყველა ვალდებულების განაღდებამდე კომერციული ბანკი ემორჩილება ამ კანონის დებულებებს ისევე, როგორც ლიცენზირებული ბანკი.

3. კომერციული ბანკის გადახდისუუნარობაზე და გაკოტრებაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2015 - სსმ I, №20(27) 09.06.1999 წ., მუხ.88

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

თავი III

საკუთრების უფლება და მართვა

    მუხლი 9. მოთხოვნები კომერციული ბანკების კაპიტალისა და რეზერვების მიმართ

1. საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს პერიოდულად განუსაზღვრავს რეზერვების, განაღდებული საწესდებო კაპიტალის და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ ოდენობას და მათი შექმნის წესებს. კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ საწესდებო კაპიტალის შევსება (ფორმირება) არაფულადი ფორმით.

2. არც ერთ კომერციულ ბანკს არ აქვს უფლება შეამციროს თავისი საწესდებო კაპიტალი აქციების უკუგამოსყიდვით ან შეამციროს საზედამხედველო კაპიტალი რეზერვების გამოყენებით საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობისა და საწესდებო კაპიტალის ცვლილების შესახებ წესდებაში სათანადო შესწორებების შეუტანლად.

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

    მუხლი 10. კომერციული ბანკების საკუთრების უფლებისა და აქტივების სტრუქტურის შეზღუდვა

1. (ამოღებულია) .

2. კომერციული ბანკი უფლებამოსილია:

ა) ფლობდეს იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის წილის არა უმეტეს 20 პროცენტს, თუ ბანკის წილი არ აღემატება თვით ამ ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს;

ბ) შეუზღუდავი ოდენობით ფლობდეს წილს გარკვეულ საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ საბანკო საქმიანობასთან. საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვის გარეშე ეს წილი არ უნდა აღემატებოდეს ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვით შექმნას და შეიძინოს შვილობილი საწარმოები, რომლებიც ეწევიან სხვა სახის საქმიანობას. ნებართვაში თითოეული შვილობილი საწარმოს მიხედვით დათქმული უნდა იყოს საქმიანობის სახეობა, რომლის შესრულებაც მას შეუძლია. ამ შემთხვევაში შვილობილი საწარმოების საქმიანობა შეზღუდულია ნებართვაში დათქმული საქმიანობის სახეობით;

დ) მიიღოს წილი მის მიერ გაცემული კრედიტის თანხის ასანაზღაურებლად. ასეთ შემთხვევაში, თუ დარღვეულ იქნა ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტის მოთხოვნები, იგი ვალდებულია გაასხვისოს ნამეტი წილი ამ უფლების შეძენიდან არა უგვიანეს 6 თვისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეუძლია გააგრძელოს აღნიშნული ვადა;

ე) შექმნას ან შეიძინოს შვილობილი საწარმოები – საბროკერო კომპანიები, რომლებიც მონაწილეობენ მხოლოდ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საბროკერო კომპანიის საქმიანობაში და ფლობდეს მასში წილს შეუზღუდავი ოდენობით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე ეს წილი არ აღემატება მისი სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს.

3. მე-2 პუნქტის „ა–ე“ ქვეპუნქტებში მითითებული წილის ერთობლივი ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის 50 პროცენტს.

4. ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არც ერთ პირს არ აქვს უფლება, შეიძინოს და გაასხვისოს კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალის მნიშვნელოვანი წილი. ეროვნული ბანკის მიერ წინასწარი წერილობითი თანხმობა უნდა გაიცეს კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალის მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე წერილობითი განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი შეესაბამება კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალის მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა მიმართ ამ კანონით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს. თუ ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე პირის მფლობელობაში აღმოჩნდა კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალის მნიშვნელოვანი წილი, ასეთ გარიგებას არ აქვს იურიდიული ძალა და იგი ბათილია. ამასთან, თუ კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს, იგი კარგავს ხმის უფლებას და წილის სხვა პირისათვის სამართავად გადაცემის უფლებას.

5. კომერციული ბანკი ვალდებულია ჰქონდეს სრული ინფორმაცია ბანკის თითოეული ბენეფიციარის ვინაობის შესახებ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს აქციების (წილის) 5 ან 5-ზე მეტ პროცენტს (მისი ოდენობის მითითებით), და საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია ისევე, როგორც ინფორმაცია ბენეფიციარებთან დაკავშირებული ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების თაობაზე და საჯაროდ გამოაქვეყნოს ეს ინფორმაცია თავის წლიურ ანგარიშში. საქართველოს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ასეთი ინფორმაციის მიწოდებისა და გამოქვეყნების წესს, რომელიც ეფუძნება საფინანსო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

6. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე მოთხოვნები, რომლებიც შეეხება კომერციული ბანკის პარტნიორებს (აქციონერებს), აგრეთვე ვრცელდება ბენეფიციარებზე, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობენ კომერციული ბანკის აქციებს (წილს).

საქართველო ს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი 1751 - სსმ I , 1(8) 14.01.1999 წ., მუხ. 4

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1617 - სსმ I, №23 24.07.2002 წ., მუხ.108

საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1938 - სსმ I, №3 17.01.2003 წ., მუხ.19

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2787 - სსმ I, №8 2 4 .0 3 .2006 წ., მუხ.59

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4519 - სსმ I, №9 31.03.2007 წ., მუხ.84

    მუხლი 11. ბანკების შერწყმა, მიერთება, გაყოფა

ბანკების შერწყმა, მიერთება ან გაყოფა შეიძლება მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ. დაუშვებელია ისეთი შერწყმა, მიერთება ან გაყოფა, რომლებიც არ შეესაბამება ამ კანონის მე-10 მუხლის დებულებებს.

    მუხლი 12. წესდება და შინაგანაწესი

1. თითოეულ ბანკს აქვს წესდება, რომელიც შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. წესდებაში ცვლილებების შესახებ წერილობით დაუყოვნებლივ ეცნობება ეროვნულ ბანკს.

2. თითოეული ბანკის მართვა ხორციელდება შინაგანაწესით, რომელმაც მისი წესდების შესაბამისად უნდა განსაზღვროს:

ა) ბანკში ხელმძღვანელ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ასარჩევი და დასანიშნი პირების შესაბამისობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კვალიფიკაციისა და გამოცდილების თვალსაზრისით დადგენილ კრიტერიუმებთან;

ბ) ბანკისა და მისი საოპერაციო და ადმინისტრაციული ქვედანაყოფების ორგანიზაციული და მართვის სტრუქტურა, მათი შემადგენელი ერთეულები და ფუნქციები, მმართველობითი თანამდებობები და ანგარიშვალდებულებები;

გ) თითოეული დეპარტამენტის დირექტორისა და მის დაქვემდებარებაში და კონტროლის ქვეშ მყოფი განყოფილების მოვალეობანი;

დ) სარევიზიო და სხვა მუდმივმოქმედი შიდა კომისიების ფუნქციები;

ე) ადმინისტრატორებისა და ბანკის სხვა თანამშრომელთა უფლებამოსილება აწარმოონ საბანკო ოპერაციები ბანკის სახელით და მის ხარჯზე.

3. თითოეული ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს წესდებას, შინაგანაწესს და იმ თანამდებობის პირთა სიებს, რომელთაც აქვთ ბანკის წარმომადგენლის უფლებამოსილება, ამ უკანასკნელთა ხელის მოწერის ნიმუშებთან ერთად და მათი უფლებამოსილების ფარგლების აღნიშვნით.

    მუხლი 13. კომერციული ბანკის ხელმძღვანელი ორგანოები

კომერციული ბანკის ხელმძღვანელ ორგანოთა ფორმირება და ფუნქციონირება ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. კომერციული ბანკის მმართველობის უმაღლესი ორგანოა აქციონერთა საერთო კრება, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და საზოგადოების წესდების შესაბამისად. იგი ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს და სარევიზიო კომისიას. ინფორმაცია აქციონერთა საერთო კრების ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის მითითებით კრებაში შესაძლო მონაწილეობის მისაღებად აქციონერებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში უნდა მიეწოდოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

    მუხლი 14. სამეთვალყურეო საბჭო

1. სამეთვალყურეო საბჭო უზრუნველყოფს ზედამხედველობას კომერციული ბანკის საქმიანობაზე. იგი შედგება სულ მცირე 3 და არა უმეტეს 21 წევრისაგან, ამასთან, წევრთა რაოდენობა კენტი უნდა იყოს.

2. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველ წევრს აქციონერთა საერთო კრება ირჩევს 4 წლის ვადით. მათი განმეორებითი არჩევა შეუზღუდავია.

3. კომერციული ბანკის აქციონერთა საერთო კრება უფლებამოსილია სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს დაუნიშნოს ხელფასი, რომელიც გაიცემა მხოლოდ ბანკის წმინდა მოგებიდან.

4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს და აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით საბჭოდან უნდა გამოყვანილ იქნეს პირი, რომელიც:

ა) არის სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი საქართველოში რეგისტრირებულ სამზე მეტ საწარმოში;

ბ) არის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის ან სარევიზიო კომისიის წევრი საქართველოში რეგისტრირებულ სხვა რომელიმე კომერციულ ბანკში, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში;

გ) არის ბანკის მოსამსახურე;

დ) კანონის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი დაიკავოს ადგილი სამეთვალყურეო საბჭოში;

ე) გამოცხადებულია გაკოტრებულად.

5. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს:

ა) ახალი სახის საბანკო საქმიანობის დაწყება ან არსებული სახის საქმიანობის შეწყვეტა;

ბ) საკრედიტო, საინვესტიციო, სავალუტო, აქტივებისა და ვალდებულებების მართვის, აქტივების შეფასების, მათი კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების ადეკვატური რეზერვის შექმნის შიდა პოლიტიკისა და პროცედურების განსაზღვრა და დამტკიცება;

გ) ბანკის მიერ საკრედიტო რესურსებზე და დეპოზიტებზე გამოსაყენებელი მინიმალური და მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთების ოდენობის განსაზღვრა და დამტკიცება;

დ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული აქციების გამოსყიდვა.

6. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კომერციული ბანკის საქმეებს უნდა უძღვებოდნენ კეთილსინდისიერად, ბანკზე უნდა ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ პირობებში მყოფი კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე პირი და უნდა მოქმედებდნენ ბანკის სტაბილურობის ინტერესების შესაბამისად. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობებს, წარმოშობილი ზიანისათვის სოლიდარულად აგებენ პასუხს ბანკის წინაშე. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად და ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე. რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნაზე ბანკის უარი ან კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია ბანკის კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. ეს წესი არ მოქმედებს, თუ ანაზღაურებისათვის ვალდებული პირი გადახდისუნარიანია ან გაკოტრების თავიდან აცილების ანდა საბანკო საქმიანობის შეწყვეტის მიზნით მოურიგდება თავის კრედიტორებს. თუ ანაზღაურება აუცილებელია ბანკის კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად, ბანკის ადმინისტრატორთა ვალდებულება არ წყდება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ისინი მოქმედებენ აქციონერთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

7. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეული წევრის გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს კომერციული ბანკის ინტერესებს. ისინი საქმეს უნდა მიუდგნენ გონივრულად და დამოუკიდებლად, უზრუნველყონ კომპეტენტური დირექტორების შერჩევა და შენარჩუნება, კომერციული ბანკის საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრა და ბანკის დირექტორატისათვის სახელმძღვანელოდ საბანკო საქმიანობის პოლიტიკის წერილობით ჩამოყალიბება.

8. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ან მის წევრებს აქციონერთა საერთო კრების თანხმობის გარეშე არ შეუძლიათ სხვებისათვის თავიანთი უფლებების დელეგირება.

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

    მუხლი 15. დირექტორატი

1. საზოგადოების ხელმძღვანელობა და მისი წარმომადგენლობა ევალებათ კომერციული ბანკის დირექტორებს. ისინი პასუხისმგებელი არიან ბანკის საქმეების მართვასა და მისი ფუნქციების შესრულებაზე. დირექტორატი შედგება 3 დირექტორისაგან მაინც, რომელთაც ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო არა უმეტეს 4 წლის ვადით. მათი განმეორებით დანიშვნა შეუზღუდავია.

2. კომერციული ბანკის დირექტორატის წევრად არ შეიძლება დაინიშნოს ან სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით დირექტორატის წევრის თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელიც:

ა) ვერ აკმაყოფილებს ბანკის დირექტორის შესაფერისობის კრიტერიუმებს;

ბ) არის ამ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან სხვა კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ანდა სხვა საწარმოს დირექტორატის წევრი;

გ) კანონის შესაბამისად არ აქვს უფლება დაიკავოს ადგილი დირექტორატში;

დ) გამოცხადებულია გაკოტრებულად;

ე) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის და არ აქვს გაქარწყლებული ნასამართლობა;

ვ) არის ამ ბანკის დირექტორატის წევრის მეუღლე, შვილი ან ახლო ნათესავი.

3. კომერციული ბანკის დირექტორატს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ცალკეულ კონკრეტულ შემთხვევაში აქვს თავისი უფლებამოსილების სხვებისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ დელეგირების უფლება.

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

    მუხლი 16. სარევიზიო კომისია და შიდა კონტროლი

1. კომერციულ ბანკს უნდა ჰყავდეს სარევიზიო კომისია, რომელიც უნდა შედგებოდეს 3 წევრისაგან მაინც და რომლებსაც ირჩევს აქციონერთა საერთო კრება 4 წლის ვადით. მათი განმეორებით არჩევა შეუზღუდავია.

2. სარევიზიო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს ამ ან სხვა კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც კანონის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი დაიკავოს ადგილი სამეთვალყურეო საბჭოში.

3. სარევიზიო კომისიის უფლება-მოვალეობანია:

ა) დაუწესოს კომერციულ ბანკს აღრიცხვისა და სააღრიცხვო კონტროლის შესაბამისი წესები, განახორციელოს მათი დაცვის ზედამხედველობა და შიდა აუდიტის სამსახურის მეშვეობით ჩაატაროს ბანკის ანგარიშგებისა და საბუღალტრო ჩანაწერების რევიზია;

ბ) თვალყური ადევნოს ბანკის მიერ მოქმედი კანონმდებლობის დაცვას;

გ) დაამტკიცოს ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება და ორგანიზება გაუკეთოს ბანკში შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციონირებას;

დ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის სამსახურის ობიექტურობა და დამოუკიდებლობა სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატისაგან;

ე) დაამტკიცოს შიდა აუდიტის სამსახურის სამუშაო გეგმა მომავალი ფისკალური წლისათვის, რომელიც, როგორც წესი, უნდა მოიცავდეს ბანკის შესაბამისი სტრუქტურების მიერ საკრედიტო, საინვესტიციო, სავალუტო, საანგარიშსწორებო, სააღრიცხვო და სხვა სახის საქმიანობის რისკების მართვისათვის გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების კონტროლს;

ვ) განიხილოს შიდა აუდიტის სამსახურის კვარტალური მოხსენებები, დაამტკიცოს და სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატს წარუდგინოს აუდიტორული გამოკვლევები და რეკომენდაციები;

ზ) ზედამხედველობა გაუწიოს შიდა აუდიტის სამსახურის მუშაობას, მისი საქმიანობის კვარტალურ და წლიურ სამუშაო გეგმასთან შესაბამისობას;

თ) შეაფასოს შიდა აუდიტის სამსახურის დირექტორის და ცალკეული აუდიტორების მიერ გაწეული მუშაობა.

4. სარევიზიო კომისია იკრიბება კვარტალში ერთხელ მაინც, ხოლო საგანგებო შემთხვევებში – ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თხოვნით. სარევიზიო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, რომლებსაც კენჭისყრის დროს თავის შეკავების უფლება არ აქვთ.

5. კომერციული ბანკის აქციონერთა საერთო კრება უფლებამოსილია სარევიზიო კომისიის წევრებს დაუნიშნოს ხელფასი, რომელიც გაიცემა მხოლოდ ბანკის წმინდა მოგებიდან.

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

    მუხლი 17. საბანკო საიდუმლოება

1. არავის აქვს უფლება დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან გამოიყენოს პირადი სარგებლობისათვის. ასეთი ინფორმაცია შეიძლება მიეცეს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს, მისი კომპეტენციის ფარგლებში.

2. ცნობები ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების, ამ ანგარიშებიდან განხორციელებული ოპერაციებისა და ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ შეიძლება მიეცეს შესაბამისი ანგარიშების მფლობელებს და მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მიეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის საფუძველზე.

3. სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს, აგრეთვე საგადასახადო სამსახურებს ეკრძალებათ სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა ორგანოებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის გამოყენება საჯარო გამოსვლებში.

საქართველოს 1996  წლის 21 მარტი ს კანონი № 1 63 - გაზეთი „ საქართველოს რესპუბლიკა“ 03 .04.1996 წ.,

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2474 - სსმ I, №20 11.07.2003 წ., მუხ.140

    მუხლი 18. ბანკის ფილიალები

ბანკის ფილიალები, წარმომადგენლობა და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფები იქმნება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესით და პირობებით.

თავი IV

საოპერაციო მოთხოვნები

    მუხლი 19. საბანკო საქმიანობის ზოგადი პრინციპები

1. ბანკებისა მართვა და მათი საოპერაციო საქმიანობა ხორციელდება კანონმდებლობის, დასაბუთებული ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პროცედურების, საბანკო ლიცენზიებზე თანდართული პირობებისა და შეზღუდვების, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული დადგენილებების, წესების და ინსტრუქციების შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული წესი, ნორმატივი და ინსტრუქცია, რომლებიც შეეხება ერთზე მეტ ბანკს, ექვემდებარება აუცილებელ გამოქვეყნებას და ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან ან ამ წესებში, ნორმატივებსა და ინსტრუქციებში დათქმული უფრო გვიანი თარიღიდან.

იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ამა თუ იმ მიმართულების საბანკო საქმიანობის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესი, ბანკები მოქმედებენ საერთაშორისო საბანკო ნორმებისა და ჩვევების შესაბამისად.

2. ბანკები ინარჩუნებენ კაპიტალისა და ლიკვიდური რესურსების სათანადო დონეს და ახდენენ თავიანთი აქტივების დივერსიფიკაციას დანაკარგების რისკის გათვალისწინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნათა შესაბამისად.

3. საბანკო მომსახურების თაობაზე კლიენტსა და ბანკს შორის ურთიერთობის პირობები რეგულირდება ხელშეკრულების საფუძველზე. ფულადი გადარიცხვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევისას, ბანკი ვალდებულია კლიენტს გადაუხადოს დაგვიანებული თანხის არანაკლებ 0.5 პროცენტისა ყოველ ვადაგადაცილებულ საბანკო დღეზე.

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

    მუხლი 20. საბანკო საქმიანობა

1. კომერციული ბანკებისათვის ნებადართულია საქმიანობის მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი სახეობანი:

ა) პროცენტიანი და უპროცენტო დეპოზიტების (მოთხოვნამდე, ვადიანი და სხვა სახის) და სხვა დაბრუნებადი გადახდის საშუალებების მოზიდვა;

ბ) სესხების გაცემა სამომხმარებლო, საიპოთეკო, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით, ფაქტორინგული ოპერაციები რეგრესის უფლებით და ამ უფლების გარეშე, კომერციულ გარიგებათა დაფინანსება, გარანტიების, აკრედიტივებისა და აქცეპტების გამოცემა ფორფეტირების ჩათვლით;

გ) საკუთარი და კლიენტთა სახსრებით ფულადი საბუთების (ჩეკების, თამასუქებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატების ჩათვლით, ფასიანი ქაღალდების, ფიუჩერსებისა და ოფციონების სავალო ინსტრუმენტებით ან საპროცენტო განაკვეთებით, სავალუტო და საპროცენტო ინსტრუმენტების, სავალო საბუთების, უცხოური ვალუტის, ძვირფასი ლითონების და ძვირფასი ქვების ყიდვა-გაყიდვა;

დ) ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების და საკასო-საინკასაციო მომსახურების განხორციელება;

ე) გადახდის საშუალებების გამოშვება და მათი მიმოქცევის ორგანიზება (საგადახდო ბარათების, ჩეკებისა და საბანკო ტრატების ჩათვლით);

ვ) საშუამავლო მომსახურება საფინანსო ბაზარზე;

ზ) კლიენტების დავალებით ნდობით (სატრასტო) ოპერაციების განხორციელება, სახსრების მოზიდვა და განთავსება;

თ) ფასეულობათა შენახვა და აღრიცხვა ფასიანი ქაღალდების ჩათვლით;

ი) საკრედიტო-საცნობარო მომსახურება;

კ) ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი უფლებების განხორციელება ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებზე რეგულირდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველო ს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი 1751 - სსმ I , 1(8) 14.01.1999 წ., მუხ. 4

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

    მუხლი 21. ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები

1. ბანკები ვალდებული არიან დაიცვან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ლიმიტები:

ა) საწესდებო და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა;

ბ) კომერციული ბანკის სხვადასხვა სახეობის კაპიტალის კლასიფიცირებულ აქტივებთან თანაფარდობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;

გ)ბანკის მიერ მოზიდული ანაბრების ზღვრული თანაფარდობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალთან;

დ) ბანკის მიერ ერთი მსესხებლისათვის (ინსაიდერისათვის და აუტსაიდერისათვის) გაცემული კრედიტების და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის თანაფარდობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალთან;

ე) ბანკის მიერ ყველა ინსაიდერისათვის (ბანკთან, ასევე ერთმანეთთან დაკავშირებული პირებისათვის) გაცემული კრედიტების და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის თანაფარდობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალთან;

ვ) ყველა კრედიტის მაქსიმალურად დასაშვები მთლიანი მოცულობა, რაც გამოიხატება პროცენტულად ბანკის ყველა იმ გაცემულ კრედიტთან მიმართებაში, რომლებიც შეიძლება გასცეს ბანკმა ათ ყველაზე მსხვილ მსესხებელზე (მათ შორის, ინსაიდერებსა და ურთიერთდაკავშირებულ პირებზე).

2. ბანკები ვალდებული არიან დაიცვან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ნორმატივების მოთხოვნები:

ა) ლიკვიდური სახსრების მინიმალური ერთობლივი თანხის ან ასეთი სახსრების კონკრეტულ სახეობათა თანაფარდობა აქტივების (მიღებული გარანტიებისა და გირაოს ჩათვლით) ღირებულებასთან ან მათი ღირებულების ცვლილებასთან. ასეთი თანაფარდობა შეიძლება დაწესდეს ზოგადად აქტივებთან ან ვალდებულებებთან (გარესაბალანსო ვალდებულებების ჩათვლით) ან მათ კონკრეტულ სახეობასთან, ამასთან, ყველა შემთხვევაში ბანკები ინარჩუნებენ ლიკვიდურობის დაცვის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკში შესაბამისი სახსრების განთავსების უფლებას;

ბ) კრედიტების და ინვესტიციების, ან მათი განსაკუთრებული სახეების მაქსიმალური ერთობლივი თანხის შესახებ;

გ) აქტივების და გარესაბალანსო ვალდებულებების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირება და გამოყენება, ასევე ის ვადები და პირობები, რომლითაც აქტივების მიხედვით მისაღები თანხები აღარ აღირიცხება შემოსავალში, გარდა ნაღდად მიღებულისა;

დ) აკრძალვების, შეზღუდვების ან პირობების შესახებ, რომლებიც შეეხება:

დ.ა) გაცემული კრედიტების და განხორციელებული ინვესტიციების სახეობებსა და ფორმებს;

დ.ბ) აქტივებისა და ვალდებულებების (გარებალანსური და სხვების) მიხედვით დაბრუნების ვადებისა და პროცენტების შესაბამისობას;

დ.გ) დადგენილი ლიმიტების გადამეტებით წარმოქმნილ ღია პოზიციებს უცხოურ ვალუტაში, ძვირფას ლითონებსა ან ძვირფას ქვებში.

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

     მუხლი 211. ანგარიშის გახსნა

1. კომერციული ბანკები ანგარიშის გახსნის პროცედურას ახორციელებენ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. კომერციულმა ბანკებმა თავიანთი მომსახურების მომხმარებლებთან საქმიანი ურთიერთობის პერიოდში და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შემოწმებისას უნდა იცოდნენ თავიანთი მომსახურების მომხმარებელთა ვინაობა, საქმიანობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით ამ საქმიანობის რისკის დონე.

3. საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ და მოითხოვონ სხვა დამატებითი ინფორმაცია.

4. საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადონ ანგარიშის გახსნაზე.

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4519 - სსმ I, №9 31.03.2007 წ., მუხ.84

    მუხლი 22. აკრძალული გარიგებები და მუშაობის მეთოდები

1. ბანკებს ეკრძალებათ ისეთი გარიგებები და ქმედებები, რომელთა შედეგად ისინი დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად აღმოჩნდებიან დომინირებულ მდგომარეობაში ფულის, საფინანსო ან საკრედიტო ბაზარზე, აგრეთვე ყოველგვარი მანიპულაციები, რომლებიც დაუმსახურებელ უპირატესობას მიანიჭებს მათ ან მესამე პირებს, შექმნის საბანკო საქმიანობის კონკურენციის შეზღუდვის, საპროცენტო განაკვეთებისა და საკომისიო გასამრჯელოს ფიქსაციის შესაძლებლობას ან საშიშროებას.

საბანკო საქმიანობაში კანონმდებლობის შესაბამისად ანტიმონოპოლიურ პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც განსაზღვრავს ამ სფეროში საბანკო საქმიანობის დასაშვებ პარამეტრებს, შეფასების კრიტერიუმებსა და ზემოქმედების ზომებს.

2. კომერციული ბანკს არ აქვს უფლება რომელიმე კლიენტთან დადოს ისეთი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სესხის გაცემის ან რაიმე საბანკო მომსახურების გაწევის პირობაა ამ ბანკის ან მისი რომელიმე მონათესავე საწარმოს არასაბანკო მომსახურების შესყიდვა ან გამოყენება.

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

    მუხლი 23. გარიგებებისა და ვალდებულებების რეგისტრაცია

ბანკები ვალდებული არიან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში შეინახონ ყველა საბუთი, რომლებიც მათ თითოეულ გარიგებას შეეხება, კერძოდ:

ა) შუამდგომლობები და ყველა სახელშეკრულებო საბუთი, რომელიც გარიგებას შეეხება (კრედიტთან, გარანტიასთან და გირაოსთან დაკავშირებული შეთანხმებების ჩათვლით);

ბ) ბანკის პარტნიორების (მსესხებლებისა და გარანტორების ჩათვლით) ფინანსური ჩანაწერები და ნებისმიერი სხვა დოკუმენტური მოწმობები, რომლებსაც ეყრდნობა ბანკი გარიგების დამტკიცებისას;

გ) გარიგების დამტკიცების შესახებ ბანკის გადაწყვეტილების ხელმოწერილი ჩანაწერი;

დ) საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატივებით გათვალისწინებული სხვა საბუთები.

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

    მუხლი 24. (ამოღებულია)

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

    მუხლი 25. გარიგებები დაინტერესებულ პირებთან

კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ შეღავათიანი პირობებით ნებისმიერი ადმინისტრატორისათვის, მაკონტროლებელი პირისათვის, მონათესავე საწარმოს ან მათთან დაკავშირებულ პირთათვის სესხის მიცემა ან ნებისმიერი საბანკო მომსახურების გაწევა სესხის სახეობის, საპროცენტო განაკვეთის, დაფარვის ვადის, უზრუნველყოფის საშუალების, ღირებულების ან რაიმე სხვა პირობების მიუხედავად.

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

თავი IV1

(ამოღებულია)

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4519 - სსმ I, №9 31.03.2007 წ., მუხ.84

     მუხლი 251. (ამოღებულია)

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4220 - სსმ I, №2 04.01.2007 წ., მუხ.27

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4519 - სსმ I, №9 31.03.2007 წ., მუხ.84

თავი V

ანგარიშები, აუდიტი, ანგარიშგება და ინსპექცია

    მუხლი 26. ანგარიშები და საფინანსო ანგარიშგება

1. ბანკები, აგრეთვე მათი შვილობილი ორგანიზაციები, სისტემატურად აწარმოებენ ანგარიშებსა და ჩანაწერებს და ადგენენ წლიურ საფინანსო ანგარიშგებას, რომლებიც საერთაშორისო საბუ ალტრო მეთოდების საფუძველზე ზუსტად ასახავს მათ ოპერაციებს და ფინანსურ მდგომარეობას, ამასთან იცავენ საქართველოს ეროვნული ბანკის წესების შესაბამის ფორმას, დეტალურობის დონეს და სააღრიცხვო ნორმებს.

2. ბანკების ანგარიშები, ჩანაწერები და საფინანსო ანგარიშგება კრებსით საფუძველზე ასახავს მათი შვილობილი ორგანიზაციების ოპერაციებსა და ფინანსურ მდგომარეობას.

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

    მუხლი 27. გარე აუდიტი

1. თითოეული კომერციული ბანკი და მისი შვილობილი საწარმო ვალდებულია ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტორი და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ჩაატაროს გარე აუდიტორული შემოწმება.

2. ყოველი კომერციული ბანკი ვალდებულია გარე აუდიტორული შემოწმების დასრულებისთანავე საქართველოს ეროვნულ ბანკში წარადგინოს შემოწმების სრული ანგარიში და ბეჭდვით ორგანოში გამოაქვეყნოს საქართველოს ეროვნული ბანკის წესებით განსაზღვრული საფინანსო ანგარიშგება და გარე აუდიტორული დასკვნა.

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

    მუხლი 28. უცხოეთის ბანკების ფილიალები

26, 27 და 29-ე მუხლების დებულებები ვრცელდება უცხოეთის ბანკების ფილიალებსა და შვილობილ ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოში საქმიანობას ეწევიან საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზიებით. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ბანკების ფილიალების საფინანსო-საანგარიშგებო საბუთები შეიძლება წარდგენილ იქნეს გამარტივებული საფინანსო ანგარიშების სახით, რაც გულისხმობს, რომ ბანკის ფილიალის სარევიზიო კომისიად შეიძლება გამოდიოდეს მოცემული უცხოეთის ბანკის სარევიზიო კომისია ან სხვა შესაბამისი ორგანო.

    მუხლი 29. ანგარიშგება და ინსპექციები

1. ბანკი ამზადებს და საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს ანგარიშგებას, რომელშიც ასახავს (როგორც თვით ბანკის, ისე მისი შვილობილი ორგანიზაციების) ორგანიზაციულ-საგანმკარგულებლო და საოპერაციო საქმიანობას, ლიკვიდურობას, გადახდისუნარიანობას და მომგებიანობას, თვით ბანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობის ერთობლივი და ცალ-ცალკე შეფასების მიზნით. ანგარიშების ფორმა, ხარისხი და მათი წარდგენის ვადები განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატივებით.

2. თითოეული ბანკი და მისი შვილობილი ორგანიზაცია ექვემდებარება ინსპექტირებას, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს ეროვნული ბანკის ინსპექტორები ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული აუდიტორები. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირება ხორციელდება უცხოეთის ბანკის ფილიალში ან შვილობილ ორგანიზაციაში, აუდიტორები შეიძლება იყვნენ ამ ქვეყანაში მოქმედი საფინანსო ან საკონტროლო ორგანოს მოსამსახურენი.

3. ბანკებისა და მათი შვილობილი ორგანიზაციების ინსპექტირებისას საქართველოს ეროვნულ ბანკს და მის აუდიტორებს აქვთ უფლება:

ა) შეამოწმონ ბანკებისა და მათი შვილობილი ორგანიზაციების ანგარიშები, სახსრები, დავთრები, საბუთები და სხვა აუცილებელი ჩანაწერები;

ბ) მოსთხოვონ კომერციული ბანკის ადმინისტრატორებს, თანამშრომლებს, ასევე მათი მონათესავე საწარმოების ადმინისტრატორებსა და თანამშრომლებს მიაწოდონ ინფორმაცია კომერციული ბანკების აქციონერების, მაკონტროლებელი პირების და ადმინისტრატორების შესახებ, ასევე ოპერაციებთან და გარიგებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.

4. (ამოღებულია).

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

თავი VI

დარღვევები და სანქციები

    მუხლი 30. დარღვევები და სანქციები

1. ამ მუხლში მითითებული დარღვევებისათვის განსაზღვრულ სანქციებს თითოეულ შემთხვევაში უფარდებს საქართველოს ეროვნული ბანკი. მხარეს, რომლის მიმართაც სანქცია გამოიყენება, აქვს სასამართლოში გასაჩივრების უფლება.

2. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს კომერციული ბანკების, მათი ადმინისტრატორების და მაკონტროლებელი პირების მიმართ გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი ზომები და სანქციები, თუ ბანკმა ან მისმა რომელიმე ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაუშვა ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი დარღვევათაგანი:

ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან საქართველოს ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესები, დადგენილებები, მოთხოვნები, წერილობითი მითითებები ;

ბ) დაარღვია ნებისმიერი პირობა ან შეზღუდვა, რომელიც დართული აქვს საბანკო ლიცენზიას ან საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამის დებულებას;

გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;

დ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

3. ზემოთ აღნიშნული დარღვევების გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევის და აქტივების არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ ბანკმა შეწყვიტოს და შემდგომში არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა (ქმედება) და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადებში მიიღოს ზომები დარღვევების (ქმედებების) აღმოსაფხვრელად;

გ) დაადოს ჯარიმა მის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს ბანკის საკუთარი სახსრებისა;

დ) გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა კომერციულ ბანკს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ ადმინისტრატორთა ქმედებამ ფინანსური ზარალი მიაყენა კომერციულ ბანკს ან დაუშვა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა;

ე) ბანკის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და მოსთხოვოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან გათავისუფლება;

ვ) მოსთხოვოს სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატს ბანკის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა დარღვევათა განსახილველად და მათი აღმოფხვრისათვის აუცილებელი ზომების მისაღებად;

ზ) შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასის გაზრდა და დეპოზიტების მოზიდვა;

თ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საფრთხე ემუქრება კომერციული ბანკის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს, შეუჩეროს მას აქტიური ოპერაციები, შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;

ი) მოითხოვოს კომერციული ბანკის მაკონტროლებელი პირებისაგან კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა საქართველოს ეროვნული ბანკისათვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. ასეთ გაუქმებას ან შეზღუდვას თან უნდა ახლდეს პირობები და ვადები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ბანკი არსებული გარემოებებიდან გამომდინარე საჭიროდ მიიჩნევს;

კ) გაუუქმოს საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

4. (ამოღებულია) .

5. (ამოღებულია) .

6. სანქციები უნდა შეეფარდებოდეს დარღვევის სერიოზულობას და კომერციული ბანკის აქტივებისათვის მიყენებულ ზარალს ანდა შესაძლო საფრთხეს.

7. ამ მუხლის შესაბამისად გამოყენებული ჯარიმების თანხები შეიტანება ეროვნული ბანკის შემოსავალში.

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2474 - სსმ I, №20 11.07.2003 წ., მუხ.140

თავი VII

დროებითი ადმინისტრაცია და ლიკვიდაცია

    მუხლი 31. (ამოღებულია)

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

    მუხლი 32. დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის წესი

დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში აღინიშნება:

ა) დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის საფუძვლები;

ბ) დროებითი ადმინისტრატორის (ადმინისტრატორები ს) სახელი და გვარი;

გ) დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადა;

დ) გაფრთხილება ბანკის კლიენტთა ანაბრებისა და სხვა სახსრების შესაძლო გაყინვის შესახებ;

ე) ზომები, რომლებიც გამოიყენება ბანკის ადმინისტრატორების მიმართ.

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

    მუხლი 33. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი

1. დროებითი ადმინისტრაცია მოვალეობათა შესრულებას იწყებს დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული დღიდან. გადაწყვეტილება ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში.

2. დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება ბანკის სახელით და მის ხარჯზე დროებითი ადმინისტრაციის წერილობითი თანხმობის გარეშე.

3. დროებით ადმინისტრატორზე გადადის კომერციული ბანკის ყველა ორგანოს (მათ შორის აქციონერთა საერთო კრებისა და ადმინისტრატორების) სრული უფლებამოსილება.

4. დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია უმოკლეს ვადაში აღძრას შუამდგომლობა საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი თანამდებობის პირთა სიაში აუცილებელი ცვლილებების შეტანის შესახებ.

5. დროებითი ადმინისტრაციის ბრალეული ქმედებით კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

    მუხლი 34. დროებითი ადმინისტრაციის უფლებამოსილებანი

1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნულ დროებით ადმინისტრატორს უფლება აქვს მიიღოს აუცილებელი ზომები კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის ფილიალების, წარმომადგენლობებისა და სხვა ქვედანაყოფების გაყიდვის ან დახურვის, სახსრების გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების, ბანკის მოსამსახურეთა გათავისუფლების ჩათვლით. აგრეთვე დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებაა მოახდინოს დროებითი ადმინისტრაციის მართვის ქვეშ მყოფი ბანკის სხვა კომერციულ ბანკთან შერწყმა, ბანკის კაპიტალის განახლება ან მისი აქტივებისა და ვალდებულებების ან მათი ნაწილის გასხვისება სხვა ბანკზე.

2. კომერციული ბანკის დროებით ადმინისტრატორს უფლება აქვს ბანკის გაჯანსაღების მიზნით ნებისმიერ მომენტში მთლიანად ან ნაწილობრივ მოახდინოს ბანკში ფიზიკური და იურიდიული პირების ნებისმიერი ფულადი სახსრების ბლოკირება დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადით, იმ პირობით, რომ მიიღებს აუცილებელ ზომებს მათი სტაბილიზაციის შესანარჩუნებლად.

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

    მუხლი 35. დროებითი ადმინისტრაციის გაუქმება

დროებითი ადმინისტრაცია უქმდება:

ა) მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, რის შესახებაც ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის დასაბუთებული გადაწყვეტილებით;

გ) ბანკისათვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში.

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

    მუხლი 36. (ამოღებულია)

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

    მუხლი 37. ლიკვიდაცია

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ხდება ბანკის ლიკვიდაცია. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. დაუშვებელია ამ კომერციულ ბანკთან დაკავშირებული პირის ლიკვიდატორად დანიშვნა.

2. ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნიდან 3 თვის განმავლობაში შეადგინოს აქტივებისა და პასივების ნუსხა და ასლი გადასცეს საქართველოს ეროვნულ ბანკს გამოსაქვეყნებლად. ბანკის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესით.

3. ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია საჯარო აუქციონზე გაყიდოს ბანკის აქტივები, სხვა ბანკს გადასცეს სესხებზე ან სხვა საფინანსო აქტივებზე მოთხოვნის უფლება და ორგანიზება გაუკეთოს ასეთი ბანკებისათვის ვალდებულებათა გადაცემას.

4. ლიკვიდატორს დანიშვნის დღიდან სამი თვის განმალობაში შეუძლია შეწყვიტოს:

ა) გარიგება ბანკის თანამშრომლის დაქირავების შესახებ;

ბ) კონტრაქტები მომსახურების შესახებ, რომლის განხორციელებაშიც ბანკი იღებდა მონაწილეობას;

გ) ბანკის ნებისმიერი ვალდებულება როგორც უძრავი ქონების მოიჯარისა, თუ მეიჯარეს (რომელიც 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ ბანკი აპირებს გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება), არა აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც დაირიცხა შეთანხმების გაუქმების თარიღისათვის და არ მოითხოვს ასეთი გაუქმების შედეგად წარმოქმნილი ზარალის ანაზღაურებას.

41. კომერციული ბანკის დროებითი ადმინისტრატორი და ლიკვიდატორი უფლებამოსილნი არიან სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადონ კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ დროებითი ადმინისტრატორის ან ლიკვიდატორის დანიშვნამდე ერთი წლით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვონ მათი ბათილობა თუ ამის შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირებმა ამ ბანკის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია ბანკისათვის (მისი კრედიტორებისათვის) ზიანის მიყენება.

5. ლიკვიდატორმა დანიშვნიდან ორი თვის ვადაში უნდა:

ა) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რწმუნებული პირის ყველა იმ ფუნქციის შეწყვეტისათვის, რომელსაც ასრულებდა დაწესებულება, დაუბრუნოს დაწესებულების, როგორც რწმუნებული პირის, კუთვნილი ყველა აქტივი და ქონება მათ მესაკუთრეს და განახორციელოს ყველა ანაგრიშსწორება რწმუნებული პირის ანგარიშების მიხედვით;

ბ) გაუგზავნოს დაზღვეული წერილით ამონაწერები მოთხოვნათა ხასიათისა და თანხის შესახებ ბანკის სააღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად ყველა მეანაბრეს, დანარჩენ კრედიტორებს, კლიენტებს, რომლებიც ბანკის სეიფებში ინახავენ ფასეულობას, აგრეთვე იმ ქონების დეპონენტებს, რომელსაც განაგებს დაწესებულება.

ამონაწერში აღინიშნება, რომ ლიკვიდატორისათვის პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია წერილის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში, აგრეთვე ის, რომ კლიენტებს შეუძლიათ თავიანთი ფასეულობის მიღება.

6. ბანკის ტერიტორიაზე შენახული ქონება, რომელიც ამონაწერში მითითებულ ვადებში არ არის გამოთხოვილი, მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება, რომელიც ირიცხება ბანკებზე ხელშეკრულების საფუძველზე, ითვლება მოუკითხავ რესურსად და გადადის ეროვნული ბანკის მფლობელობაში მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.

7. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები, რომელთა საფუძველია გირაო, დაკმაყოფილდება შესაბამისი შეთანხმებების პირობების თანახმად (გირაოს ღირებულების ფარგლებში), ხოლო ყველა სხვა კანონიერი მოთხოვნა უნდა დაიფაროს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკი და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართ კომერციულ ბანკს წარმოეშვა ვალდებულება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;

ბ) ფიზიკურ პირთა ანაბრები არა უმეტეს 1500 ლარის ოდენობისა;

გ) ფიზიკურ პირთა ანაბრები, რომლებიც არ არის გადახდილი „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

დ) სხვა ნებისმიერი სახის დეპოზიტი;

ე) დანარჩენი მოთხოვნები ბანკის მიმართ;

ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაწეული აუცილებელი და მიზნობრივი ხარჯები.

8. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის მე-7 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და “ე” ქვეპუნქტებში აღნიშნული მოთხოვნების სრულად დაფარვისათვის, მაშინ ყველა შესაბამისი მოთხოვნა უნდა დაიფაროს თანაბარი პროპორციით.

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2787 - სსმ I, №8 2 4 .0 3 .2006 წ., მუხ.59

თავი VIII

გარდამავალი ხასიათის დებულებები

    მუხლი 38. მოქმედი ბანკების ლიცენზიები

1. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკი თითოეულ დაწესებულებას, რომელიც უკვე ახორციელებს საბანკო საქმიანობას წერილობით აცნობებს იმ შეზღუდვების შესახებ (თუკი ასეთი შეზღუდვები აუცილებელი იქნება), რომლებიც დაწესდება მისი საოპერაციო საქმიანობისათვის, რის შემდეგაც აღნიშნული შეზღუდვები ჩაითვლება მოცემული დაწესებულების საბანკო ლიცენზიის დანართებად.

2. დაწესებულებები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის ახორციელებენ საბანკო საქმიანობას საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად ჩაითვლებიან საბანკო ლიცენზიის მქონე დაწესებულებებად ერთი წლის ვადით. ამ ვადებში ბანკები ვალდებული არიან მოიყვანონ თავიანთი საქმიანობა ამ კანონთან შესაბამისობაში.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1996 წლის 23 თებერვალი.

№121-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1996  წლის 21 მარტის კანონი №163 - გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ 03.04.1996 წ.,

2. საქართველოს 1998 წლის 13 ოქტომბრის კანონი 1636 - სსმ I, 2 26.10.1998 წ., მუხ.27

3. საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი 1742 - სსმ I, 7 31.12.1998 წ., მუხ.60

4. საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი 1751 - სსმ I, 1(8) 14.01.1999 წ., მუხ.4

5. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი 2015 - სსმ I, 20(27) 09.06.1999 წ., მუხ.88

6. საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრის კანონი 1115 - სსმ I, 32 07.11.2001 ., მუხ.125

7. საქართველო 2002 წლის 4 ივლისის კანონი 1617 - სსმ I, 23 24.07.2002 ., მუხ.108

8. საქართველო 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი 1938 - სსმ I, 3 17.01.2003 ., მუხ.19

9. საქართველო 2003 წლის 20 ივნისის კანონი 2474 - სსმ I, 20 11.07.2003 ., მუხ.140

10. საქართველო 2006 წლის 17 მარტის კანონი 2787 - სსმ I, 8 24.03.2006 ., მუხ.59

11. საქართველო 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი 4220 - სსმ I, 2 04.01.2007 ., მუხ.27

12. საქართველო 2007 წლის 27 მარტის კანონი 4519 - სსმ I, 9 31.03.2007 ., მუხ.84

 

 

 

 

 

 

50. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3950-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 49. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3932-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2023 48. 29/11/2023 - საქართველოს კანონი - 3769-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/12/2023 47. 16/11/2023 - საქართველოს კანონი - 3729-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 07/12/2023 46. 22/02/2023 - საქართველოს კანონი - 2603-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 10/03/2023 45. 29/11/2022 - საქართველოს კანონი - 2115-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 16/12/2022 44. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2144-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 43. 09/09/2022 - საქართველოს კანონი - 1802-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2022 42. 09/09/2022 - საქართველოს კანონი - 1796-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 41. 09/09/2022 - საქართველოს კანონი - 1792-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2022 40. 30/12/2021 - საქართველოს კანონი - 1332-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 13/01/2022 39. 02/08/2021 - საქართველოს კანონი - 880-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 04/08/2021 38. 16/09/2020 - საქართველოს კანონი - 7130-Iს - ვებგვერდი, 21/09/2020 37. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5682-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 36. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5655-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 35. 30/10/2019 - საქართველოს კანონი - 5228-Iს - ვებგვერდი, 30/10/2019 34. 08/05/2019 - საქართველოს კანონი - 4593-რს - ვებგვერდი, 08/05/2019 33. 27/12/2018 - საქართველოს კანონი - 4246-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 32. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3294-რს - ვებგვერდი, 09/08/2018 31. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1895-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 30. 17/05/2017 - საქართველოს კანონი - 853-IIს - ვებგვერდი, 02/06/2017 29. 10/03/2017 - საქართველოს კანონი - 439-IIს - ვებგვერდი, 22/03/2017 28. 28/10/2015 - საქართველოს კანონი - 4459-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 27. 03/09/2015 - საქართველოს კანონი - 4189-Iს - ვებგვერდი, 10/09/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3392-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 25. 12/12/2014 - საქართველოს კანონი - 2948-Iს - ვებგვერდი, 24/12/2014 24. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6317-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 23. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6306-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 22. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6150-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 21. 10/04/2012 - საქართველოს კანონი - 6019-Iს - ვებგვერდი, 30/04/2012 20. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5528-რს - ვებგვერდი, 111228086, 28/12/2011 19. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 5002-რს - ვებგვერდი, 110715005, 15/07/2011 18. 23/03/2010 - საქართველოს კანონი - 2830 - სსმ, 19, 13/04/2010 17. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1924 - სსმ, 35, 19/11/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1677 - სსმ, 29, 12/10/2009 15. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 213 - სსმ, 17, 28/07/2008 14. 21/03/2008 - საქართველოს კანონი - 5978 - სსმ, 9, 04/04/2008 13. 14/03/2008 - საქართველოს კანონი - 5909 - სსმ, 7, 26/03/2008 12. 27/03/2007 - საქართველოს კანონი - 4519 - სსმ, 9, 31/03/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4220 - სსმ, 2, 04/01/2007 10. 17/03/2006 - საქართველოს კანონი - 2787 - სსმ, 8, 24/03/2006 9. 20/06/2003 - საქართველოს კანონი - 2474 - სსმ, 20, 11/07/2003 8. 28/12/2002 - საქართველოს კანონი - 1938 - სსმ, 3, 17/01/2003 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 04/07/2002 - საქართველოს კანონი - 1617 - სსმ, 23, 24/07/2002 6. 23/10/2001 - საქართველოს კანონი - 1115 - სსმ, 32, 07/11/2001 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 2015 - სსმ, 20(27), 09/06/1999 4. 24/12/1998 - საქართველოს კანონი - 1751 - სსმ, 1(8), 14/01/1999 3. 24/12/1998 - საქართველოს კანონი - 1742 - სსმ, 7, 31/12/1998 2. 13/10/1998 - საქართველოს კანონი - 1636 - სსმ, 2, 26/10/1998 1. 21/03/1996 - საქართველოს კანონი - 163 - ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, 163, 03/04/1996