„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თობაზე

  • Word
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თობაზე
დოკუმენტის ნომერი 1617
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/07/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 24/07/2002
სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.05.001.001.121
  • Word
1617
04/07/2002
სსმ, 23, 24/07/2002
220.020.000.05.001.001.121
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველ მუხლს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:

„მნიშვნელოვანი წილი“ – კომერციული ბანკის განცხადებული ან განაღდებული საწესდებო კაპიტალის 5 - და 5-ზე მეტპროცენტიანი წილი.“.

2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კომერციული ბანკის ადმინისტრატორებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერების შესაფერისობის კრიტერიუმებთან კომერციული ბანკის ადმინისტრატორებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერების შესაბამისობის შესახებ.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიებს გასცემს მხოლოდ დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა განაღდებული საწესდებო კაპიტალის ოდენობა, სამოქმედო ბიზნესგეგმა, საბანკო საქმიანობა და მის განსახორციელებლად დაკავებული ფართობი აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ადმინისტრატორები და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერები შეესაბამებიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კომერციული ბანკის ადმინისტრატორებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერების შესაფერისობის კრიტერიუმებს.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომერციული ბანკის ადმინისტრატორები და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერები შეესაბამებიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კომერციული ბანკის ადმინისტრატორებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერების შესაფერისობის კრიტერიუმებს და აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით მათთვის დადგენილ სხვა მოთხოვნებს. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერების შესაფერისობის კრიტერიუმები განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო დირექტორებისა და სხვა ადმინისტრატორების შესაფერისობის კრიტერიუმები დგინდება აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ნორმატიული აქტებით;“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირს ეკრძალება იყოს კომერციული ბანკის ადმინისტრატორი, ხოლო მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი კარგავს ხმის უფლებას კომერციული ბანკის აქციონერთა საერთო კრებაზე, თუ:

ა) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას – საკრედიტო კავშირს და შელახა კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის დეპოზიტორთა ან სხვა კრედიტორთა უფლებები, ან გამოიწვია კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;

ბ) კომერციულ ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში – საკრედიტო კავშირში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება;

გ) წარსულში იყო კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად კომერციული ბანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი გადახდისუუნარო გახდა;

დ) კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის მიმართ არ შეასრულა ერთი ან ერთზე მეტი ფინანსური ვალდებულება;

ე) გამოცხადებულია გაკოტრებულად, ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის და არ აქვს გაქარწყლებული ნასამართლობა ან მასზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა აკრძალვები.“;

დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები დადასტურებული უნდა იქნეს სასამართლოს გადაწყვეტილებით.“.

4. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვები „დაუყოვნებლივ, მაგრამ“ ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 4 ივლისი

№1617–რს