„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2115-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 220020000.05.001.020717
2115-IXმს-Xმპ
29/11/2022
ვებგვერდი, 16/12/2022
220020000.05.001.020717
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 30-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ვ1“ ქვეპუნქტი:

„ა.ვ1) „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;“.

2. 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომერციული ბანკის სპეციალური მმართველი უფლებამოსილია, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედების/გარიგების და „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამასთან დაკავშირებული ქმედების/გარიგების გარდა, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს სპეციალური მმართველის დანიშვნის თარიღამდე 1 წლის განმავლობაში კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამ ქმედების/გარიგების შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირმა ამ კომერციული ბანკის ხარჯზე ქონებრივი სარგებელი მიიღო ან რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით ისარგებლა, რამაც კომერციულ ბანკს ან მის კრედიტორებს ზიანი მიაყენა.“.

3. 371 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისთანავე დაუშვებელია კომერციული ბანკის სახელით ნებისმიერი ქმედების განხორციელება სპეციალური მმართველის ან/და ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე, გარდა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

4. 372 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შემოიღოს მორატორიუმი კომერციული ბანკის ვადამოსული გადახდების ან მათი ნაწილის მიმართ, გარდა დაზღვეულ დეპოზიტებთან დაკავშირებული, აგრეთვე საგადახდო და ანგარიშსწორების სისტემების ან ამ სისტემების მონაწილეთა მიმართ გადახდებისა, საგადახდო სისტემაში მონაწილეობიდან გამომდინარე გადახდებისა, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იპოთეკური ობლიგაციებიდან და რეფინანსირების ინსტრუმენტიდან  გამომდინარე გადახდებისა და ეროვნული ბანკის მიმართ არსებული გადახდებისა. მორატორიუმის ვადა 90 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.“.

5. 3710 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სანივთო უფლებით უზრუნველყოფილი ვალდებულებების (მათ შორის, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უზრუნველყოფილი, პროგრამის კრედიტორების წინაშე არსებული ვალდებულებების) მიმართ, მათ უზრუნველსაყოფად გამოყენებული შესაბამისი აქტივების ღირებულების ფარგლებში;“.

6. 3711 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ვალდებულების გადაცემის შემთხვევაში დაუშვებელია ვალდებულებისა და მისი უზრუნველყოფის (მათ შორის, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უზრუნველყოფილი, პროგრამის კრედიტორების წინაშე არსებული ვალდებულებებისა და შესაბამისი უზრუნველყოფის აქტივების) განცალკევება. განსაკუთრებულ შემთხვევაში რეზოლუციის ეფექტურად განსახორციელებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააცალკევოს ვალდებულება და მისი უზრუნველყოფა იმ პირობით, რომ უზრუნველყოფა მსგავსი სახისა და ღირებულების უზრუნველყოფით ჩანაცვლდება ან/და გადახდილი იქნება ფინანსური კომპენსაცია. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება და ურთიერთგაქვითვის შეთანხმება, რომლებსაც ერთი და იგივე კონტრაჰენტი ჰყავს და ურთიერთგაქვითვის ერთი და იმავე ვალდებულების საგანია, არ შეიძლება განცალკევდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია რეზოლუციის მიზნების მისაღწევად.“.

7. 3712 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედების/გარიგების და „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამასთან დაკავშირებული ქმედების/გარიგების გარდა, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ლიკვიდატორის დანიშვნის თარიღამდე 1 წლის განმავლობაში კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამ ქმედების/გარიგების შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირმა ამ კომერციული ბანკის ხარჯზე ქონებრივი სარგებელი მიიღო ან რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით ისარგებლა, რამაც კომერციულ ბანკს ან მის კრედიტორებს ზიანი მიაყენა.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება, აგრეთვე „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამის კრედიტორებს აქვთ უზრუნველყოფის აქტივებიდან იმავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს სხვა მოთხოვნები შემდეგი თანამიმდევრობით უნდა დაკმაყოფილდეს:

ა) სარეზოლუციო ფონდი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, გარდა ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა დაფინანსების ფარგლებში (გარდა სარეზოლუციო ფონდის საშუალებით განხორციელებული დროებითი სახელმწიფო დაფინანსებისა), ეროვნული ბანკი და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართ ვალდებულება კომერციულ ბანკს მისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა, გარდა კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პერიოდში სხვა კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხებისა. ამასთანავე, საგადასახადო ვალდებულებები, რომლებიც კომერციული ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოიშვა, დაკმაყოფილდება ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რიგითობით;

ბ) დაზღვეული დეპოზიტები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებში ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მოთხოვნები, მათ შორის, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები;

გ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა;

დ) იურიდიული პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა;

ე) ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა;

ვ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად;

ზ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;

თ) იურიდიული პირების ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ი) იურიდიული პირების ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;

კ) კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პერიოდში სხვა კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები;

ლ) საბიუჯეტო ვალდებულებები და დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;      

მ) კომერციული ბანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები (მათ შორის, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამის კრედიტორების არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები), გარდა ამ პუნქტის „ნ“−„ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ნ) კომერციული ბანკის სასესხო ვალდებულება კომერციული ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ, გარდა ამ პუნქტის „ო“−„ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ო) კომერციული ბანკის სუბორდინირებული ვალი, რომელიც საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი არ არის;

პ) კომერციული ბანკის ისეთი ვალდებულებები, რომელთა ჩამოწერა ან საზედამხედველო კაპიტალში კონვერტაცია ხელშეკრულებით არის განსაზღვრული, გარდა ამ პუნქტის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ჟ) კომერციული ბანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტები;

რ) კომერციული ბანკის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები;

ს) კომერციული ბანკის სხვა ვალდებულებები კომერციული ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3714 მუხლი:

„მუხლი 3714. რეზოლუციის/ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი, იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტი კომერციული ბანკი

თუ რეზოლუციის/ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი იმავდროულად არის „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტი ან რეფინანსირების ბანკის მოვალე, ამ კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის/ლიკვიდაციის პროცესი წარიმართება იმავე კანონით დადგენილი სპეციალური დებულებების გათვალისწინებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 ნოემბერი 2022 წ.

N2115-IXმს-Xმპ