დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3729-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/11/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 220020000.05.001.102022 |
|
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-20 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ფასეულობათა (ფასიანი ქაღალდების ჩათვლით) შენახვა და აღრიცხვა, მათ შორის, ანგარიშის მწარმოებლის ფუნქციის შესრულება;“; ა.ბ) „ი1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი1) სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების განხორციელება წესრიგდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“. 2. 3712 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ ლიკვიდაციის პროცესში მყოფი კომერციული ბანკი საგადახდო სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი იყო, კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნისთანავე უზრუნველყოს მის მიერ ფუნქციების შესრულების დაწყებამდე საგადახდო სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების შესრულება, საგადახდო სისტემის მონაწილეთა ანგარიშსწორების პოზიციების დადგენა ან/და ანგარიშსწორების განხორციელება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. თუ ლიკვიდაციის პროცესში მყოფი კომერციული ბანკი „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშის მწარმოებელი იყო, ლიკვიდატორი ვალდებულია იმოქმედოს იმავე კანონის მე-7 მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.“. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3715 მუხლი: „მუხლი 3715. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კლიენტების ფასიანი ქაღალდები 1. თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშის მწარმოებელი იყო, სპეციალური მმართველი ვალდებულია იმოქმედოს იმავე კანონის მე-7 მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედების განხორციელება: ა) დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რესტიტუცია მათი სხვა ანგარიშის მწარმოებელთან გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე გადატანით; ბ) ანგარიშის მფლობელთა დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სხვა ანგარიშის მწარმოებელთან გადატანა ამ კანონის 377 მუხლით გათვალისწინებული კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან 378 მუხლით გათვალისწინებული დროებითი ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენების ფარგლებში; გ) ანგარიშის მფლობელთათვის დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გამოყენებისას ანგარიშის მფლობელთა თანხმობა არ მოითხოვება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან. |
თბილისი, 16 ნოემბერი 2023 წ. N3729-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები