საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5528-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111228086, 28/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 290000000.05.001.016563
  • Word
5528-რს
20/12/2011
ვებგვერდი, 111228086, 28/12/2011
290000000.05.001.016563
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ.15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის:

ა) „ვ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ)  „ვ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.გ) არ არიან ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;“;

გ) „ვ.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.ე“ ქვეპუნქტი:

„ვ.ე) არიან სათანადო განათლების ან/და გამოცდილების მქონე;“.

2. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29. კომერციული და დაზღვევის საიდუმლოებების დაცვა  

1. ინფორმაცია დამზღვევის/დაზღვეულის/მოსარგებლის მიერ განხორციელებული სადაზღვევო ოპერაციებისა და ტრანზაქციების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში) შესახებ შეიძლება მიეცეს მხოლოდ შესაბამის დამზღვევს/დაზღვეულს/მოსარგებლეს და მის წარმომადგენელს, ეროვნულ ბანკს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.

2. ეროვნული ბანკის თანამშრომელს უფლება არა აქვს, ამა თუ იმ ფორმით გასცეს მონაცემები, რომლებიც მიეკუთვნება მზღვეველის კომერციულ საიდუმლოებას, აგრეთვე დამზღვევის/დაზღვეულის/ მოსარგებლის შესახებ მონაცემები, რომლებიც მიეკუთვნება დაზღვევის საიდუმლოებას, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას. ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, მიმდინარე პერიოდში უკავია თუ არა ამ პირს ზემოაღნიშნული თანამდებობა.

3. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევისათვის ეროვნული ბანკის თანამშრომელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 41 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირს ეკრძალება იყოს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იგი არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;“;

ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 81 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ინფორმაციას, რომ იგი არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ინფორმაციას, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრე არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;“.

3. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშების, ამ ანგარიშებიდან განხორციელებული ოპერაციებისა და ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ შეიძლება მიეცეს შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეებს, შესაბამისი ანგარიშების მფლობელებს და მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული აქტები, მათი აღსრულების პროცესში.“.

მუხლი 3. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 27.07.2006, მუხ. 238) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) მნიშვნელოვანი წილი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განცხადებული ან შევსებული კაპიტალის 10 პროცენტი ან 10 პროცენტზე მეტი წილი, რომელსაც პირი ფლობს პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობით.“.

2. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)  ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;“;

ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) არა აქვს სათანადო განათლება ან/და გამოცდილება.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. პირს ეკრძალება იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.“.

 მუხლი 4. „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 24.07.2002, მუხ. 104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინფორმაცია საკრედიტო კავშირის წევრის ანაბრისა და სასესხო ოპერაციის შესახებ კონფიდენციალურია და  იგი შეიძლება მიეცეს მხოლოდ საკრედიტო კავშირის შესაბამის წევრსა და მის წარმომადგენელს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მიეცემათ მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.“.

2. 23-ე მუხლის:

ა)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) სადამფუძნებლო დოკუმენტების (მათ შორის, წესდების) დედნები ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლები;

ბ) ცნობა განცხადებული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

დ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე საკუთრებას ან სხვა უფლებას, რომელშიც განთავსებული იქნება საკრედიტო კავშირი;

ე) ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკრედიტო კავშირის მმართველი ორგანოს არც ერთი წევრი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა  ეკონომიკური დანაშაულისათვის;

ვ) ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკრედიტო კავშირის მმართველი ორგანოს წევრებს აქვთ სათანადო განათლება ან/და გამოცდილება;

ზ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი დასაბუთებულად მოითხოვს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების მოთხოვნებისა და წერილობითი მითითებების, აგრეთვე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, საკრედიტო კავშირის ან მისი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება), რომ საკრედიტო კავშირმა შეაჩეროს ან შეწყვიტოს ესა თუ ის საქმიანობა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადებში მიიღოს ზომები დარღვევების აღმოსაფხვრელად;

გ) დააჯარიმოს საკრედიტო კავშირი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;

დ) გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა აღმასრულებელ დირექტორს ან გამგეობის წევრს, თუ მისმა ქმედებამ ფინანსური ზარალი მიაყენა საკრედიტო კავშირს;

ე) საკრედიტო კავშირის აღმასრულებელ დირექტორს და ბუღალტერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეუჩეროს ხელმოწერის უფლება;

ვ) მოსთხოვოს სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა დარღვევათა განსახილველად, მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად ან ხელმძღვანელ ორგანოთა შემადგენლობის განსაახლებლად;

ზ) შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდების გაცემა, ხელფასების გაზრდა და ანაბრების მოზიდვა, პრემიებისა და სხვა ჯილდოების გაცემა;

თ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საფრთხე ემუქრება საკრედიტო კავშირის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს, შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;

ი) გააუქმოს საკრედიტო კავშირის ლიცენზია.“.

 

მუხლი 5. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 24-ე მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არც ერთი წევრი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს წევრებს აქვთ სათანადო განათლება ან/და გამოცდილება.“.

2. 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არც ერთი წევრი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;“.

3. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არც ერთი წევრი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;“.

4. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არც ერთი წევრი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს წევრებს აქვთ სათანადო განათლება ან/და გამოცდილება.“.

5. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშების, ამ ანგარიშებიდან განხორციელებული ოპერაციებისა და ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ შეიძლება მიეცეს შესაბამისი ანგარიშების მფლობელებსა და მათ წარმომადგენლებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მიეცემათ მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.“.

მუხლი 6. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                              . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 დეკემბერი.

№5528-რს