კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 121
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/02/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 003, 23/03/1996
სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.05.001.000.126
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
121
23/02/1996
პარლამენტის უწყებანი, 003, 23/03/1996
220.020.000.05.001.000.126
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (03/09/2015 - 28/10/2015)

საქართველოს კანონი

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ადმინისტრატორი – კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის (გამგეობის) წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან ერთ ანდა ერთზე მეტ პირთან ერთად ბანკის სახელით აიღოს ვალდებულებები;

ბ) ბანკის ფილიალი – ბანკის ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება საბანკო საქმიანობა ან მისი ნაწილი;

გ) ბანკთან დაკავშირებული პირები – ბანკის ადმინისტრატორები, აქციონერები, მათთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან, ან მათთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირები;

დ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ გააჩნია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი;

ე) განვითარებული ქვეყნები – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ განვითარებული ქვეყნების ნუსხაში შეტანილი ქვეყნები;

ვ) ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი – ახლონათესაურ კავშირში მყოფ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი, ან პარტნიორები (აქციონერები), რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, გარდა ბანკისა, სხვა კომერციული ინტერესებით;

ზ) კომერციული ბანკი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;

თ) კრედიტი – დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება;

ი) ოპციონი – ვალდებულების შესრულების საშუალების, ფორმის, მოცულობის ამორჩევის უფლება, რომელიც ხელშეკრულების (კონტრაქტის) პირობებით ენიჭება ერთ-ერთ მონაწილე მხარეს, ან ხელშეკრულებით (კონტრაქტით) განპირობებულ გარემოებათა გამო ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის უფლება;

კ) საბანკო საქმიანობის ლიცენზია – სააგენტოს მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის ნებართვა;

1) (ამოღებულია) ;

2) სააგენტო – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად შექმნილი ორგანო, რომელიც ზედამხედველობს საფინანსო სექტორს;

ლ) საბანკო საქმიანობა – ამ კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული საქმიანობის სახეობები;

1) საოპერაციო დღე − კომერციული ბანკის მიერ დადგენილი საბანკო დღის დროის გარკვეული მონაკვეთი, რომლის შემდგომ ბანკის მიერ კლიენტისგან მიღებული დავალებები ითვლება მეორე საბანკო დღეს მიღებულად;

2) საბანკო დღე − კალენდარული დღე, როდესაც ხორციელდება გადარიცხვის ოპერაციები სააგენტოს საგადახდო სისტემის საშუალებით;

მ) საბლანკო კრედიტი – კრედიტი, რომელიც გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე;

ნ) სავალო ინსტრუმენტი – ნებისმიერი მიმოქცევადი სავალო საბუთის და ამ საბუთის ეკვივალენტური სხვა ნებისმიერი ინსტრუმენტი, აგრეთვე ნებისმიერი მიმოქცევადი საბუთი, რომელიც იძლევა სხვა სავალო ინსტრუმენტის შეძენის უფლებას ხელმოწერის ან გაცვლის გზით; მიმოქცევად სავალო ინსტრუმენტს შეიძლება ჰქონდეს სერტიფიკატების ან საბუღალტრო ჩანაწერების ფორმა;

ო) ტრასტი – ნდობითი ფუნქცია;

პ) უცხოური სანდო ბანკი – განვითარებული ქვეყნის ბანკი, რომელსაც აქვს კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული, გარკვეული დონის ან მასზე მაღალი რეიტინგი; სააგენტო ადგენს კომპეტენტურ საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციათა ნუსხას და თითოეული კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიხედვით განსაზღვრავს რეიტინგის დონეს;

ჟ) ფაქტორინგი – სავაჭრო-საკომისიო ოპერაციის სახეობა, რომელიც შეხამებულია კლიენტის საბრუნავი კაპიტალის დაკრედიტებასთან, მოიცავს კლიენტის დებიტორული დავალიანების ინკასირებას, დაკრედიტებას და საკრედიტო და სავალუტო რისკის გარანტიებს;

რ) ფიდუციარული ოპერაცია – ნდობითი ოპერაცია, რომელსაც ბანკი ან სატრასტო კომპანია აწარმოებს თავისი სახელით, მაგრამ კლიენტის დავალებით და მისი ხარჯით (როგორც წესი, ინვესტიციების სამართავად); მთელი რისკისათვის კლიენტი თავადაა პასუხისმგებელი, ხოლო ბანკი მიიღებს საკომისიოს;

ს) ფინანსური ინსტიტუტები – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირები;

ტ) ფორფეტირება – საგარეო ვაჭრობის გარიგებების დროს ექსპორტის დაკრედიტება მიმწოდებლის მიერ ბრუნვის გარეშე კომერციული თამასუქების, სხვა სავალო ვალდებულებების შეძენის გზით; ამ ოპერაციის შესრულებისას გარანტია იმპორტიორი ქვეყნის ბანკი;

უ) ფიუჩერსული ოპერაციები – ნედლეულის, ოქროს, საფინანსო და საკრედიტო ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვის სწრაფი გარიგებები ბირჟებზე გარიგების დადების მომენტისათვის ფიქსირებული ფასით, ოპერაციის გარკვეული დროის შემდეგ შესრულების პირობით. გარიგების შესრულებამდე გარანტიის სახით შეიტანება გარკვეული თანხა;

ფ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი ან იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც აკონტროლებს სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია), ან იურიდიული პირი, რომელშიც სათავო საწარმო ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 ან 50-ზე მეტ პროცენტს;

1 ) სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ერთი ან ერთზე მეტი შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია);

ქ) საზედამხედველო კაპიტალი – კაპიტალის სახეობა, რომელიც იქმნება საბანკო საქმიანობის განხორციელებისათვის, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების/ზარალის განეიტრალებისათვის და სხვადასხვა სახის რისკისაგან დასაცავად;

ღ) სააქციო კაპიტალი – კომერციული ბანკის აქციონერთა კაპიტალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა ბანკის მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის;

ყ) განცხადებული საწესდებო კაპიტალი – საზოგადოების აქციონერთა მიერ დათქმული და წესდებით გათვალისწინებული საწესდებო კაპიტალი;

შ) განაღდებული საწესდებო კაპიტალი – განცხადებული საწესდებო კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი;

ჩ) გადახდისუუნარო ბანკი – ბანკი, რომლის აქტივები ვეღარ ფარავს მისსავე ვალდებულებებს;

ც) კონტროლი – საწარმოს (ორგანიზაციის) ფინანსური და სამეურნეო პოლიტიკის მართვის უფლებამოსილება, ამ საქმიანობიდან ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით;

ძ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;

წ) მონათესავე საწარმო – იურიდიული პირის შვილობილი ან/და კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმო, აგრეთვე მისი მაკონტროლებელი პირები და მათი შვილობილი და კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმოები;

ჭ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;

ხ) მნიშვნელოვანი წილი – კომერციული ბანკის განცხადებული თუ განაღდებული საწესდებო კაპიტალის წილის 10 პროცენტზე მეტი, რომელსაც პირი ფლობს საწესდებო კაპიტალში პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობით;

ჯ) არაპირდაპირი მონაწილეობა (ფლობა) – იურიდიული პირის კაპიტალში წილის ფლობა შესაბამისი მესამე პირის მეშვეობით.

საქართველო 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I , 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1617 - სსმ I, №23 24.07.2002 წ., მუხ.108

საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1938 - სსმ I, №3 17.01.2003 წ., მუხ.19

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4519 - სსმ I, №9 31.03.2007 წ., მუხ.84

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1924 - სსმ I, №35 19.11.2009 წ., მუხ.234

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5002 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

1. კომერციული ბანკი შეიძლება შეიქმნას სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით. კომერციული ბანკების საქმიანობა რეგლამენტირდება ამ კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

2. არავის არა აქვს უფლება, მოიზიდოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით თავისი სახელით გასცეს კრედიტები სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიის გარეშე.

3. არავის აქვს უფლება გამოიყენოს ტერმინი „ბანკი“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინის გამოყენებით ამ კანონის შესაბამისად გაცემული საბანკო ლიცენზიის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია კანონით ან საერთაშორისო შეთანხმებით, ან როცა კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია ტერმინი „ბანკი“ ჩანს, რომ იგი არ აწარმოებს ამ კანონით და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას.

4. (ამოღებულია – 01.07.2011, №5002).

41. (ამოღებულია – 01.07.2011, №5002).

42. (ამოღებულია – 01.07.2011, №5002).

43. (ამოღებულია – 01.07.2011, №5002).

5. კომერციულ ბანკებთან დაკავშირებულ ურთიერთობებში ამ კანონსა და სხვა კანონებს შორის კოლიზიის წარმოშობისას გამოიყენება ამ კანონის დებულებანი.

საქართველოს 1998 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1636 - სსმ I, №2 26.10.1998 წ., მუხ.27

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1742 - სსმ I, №7 31.12.1998 წ., მუხ.60

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4519 - სსმ I, №9 31.03.2007 წ., მუხ.84

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5002 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

თავი II

ლიცენზირება

    მუხლი 3. შუამდგომლობა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად სააგენტოს მიმართავენ წერილობით (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უცხოური სანდო ბანკის ფილიალისა (წარმომადგენლობისა)), მის მიერ განსაზღვრული წესებისა და ფორმის მიხედვით. შუამდგომლობას უნდა დაერთოს:

ა) დამფუძნებელი დოკუმენტების დედნები ან მათი სანოტარო წესით ან აპოსტილით დამოწმებული ანდა ლეგალიზებული ასლები;

ბ) ინფორმაცია ადმინისტრატორების ამ კანონით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ;

გ) კომერციული ბანკის ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც შეიცავს მონაცემებს შესაბამისი კომერციული ბანკის განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ. უცხოეთის ბანკის ფილიალი წარმოადგენს ინფორმაციას სათავო ბანკის მიერ მისთვის გამოყოფილი რესურსის ოდენობის შესახებ;

დ) ამ კანონის 81 მუხლით გათვალისწინებული შესაფერისობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ;

ე) სააგენტოს წესებით გათვალისწინებული დამატებითი ინფორმაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს საწესდებო კაპიტალისა და სხვა ფინანსური რესურსების, კომერციული ბანკის სათავო დაწესებულებისა და ფილიალების ადგილსამყოფლის შესახებ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც სააგენტო დასაბუთებულად მოითხოვს კონკრეტულ შემთხვევაში;

ვ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც მომავალში განთავსდება კომერციული ბანკი ან მისი ფილიალი.

2. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის კანონი №1115 - სსმ I, №32 07.11.2001 წ., მუხ.125

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1617 - სსმ I, №23 24.07.2002 წ., მუხ.108

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4519 - სსმ I, №9 31.03.2007 წ., მუხ.84

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

    მუხლი 4. გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ შუამდგომლობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა სააგენტო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს.

2. სააგენტო საბანკო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირზე, რომლის განაღდებული საწესდებო კაპიტალის ოდენობა და საბანკო საქმიანობის განსახორციელებლად დაკავებული ფართობი აკმაყოფილებს სააგენტოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ადმინისტრატორი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი შეესაბამებიან ამ კანონით განსაზღვრულ კომერციული ბანკის ადმინისტრატორისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის შესაფერისობის კრიტერიუმებს. სათავო ბანკის მიერ აღნიშნული ფილიალისათვის გამოყოფილი რესურსის ოდენობა უნდა აკმაყოფილებდეს სააგენტოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

3. უცხოეთის ბანკის ფილიალზე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უცხოური სანდო ბანკის ფილიალისა) საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავად ბანკი უფლებამოსილია სათავო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიიზიდოს დეპოზიტები. ასეთ შემთხვევაში მასზე ლიცენზია გაიცემა, თუ წარმოდგენილი იქნება იმ ქვეყნის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს თანხმობა საქართველოში ფილიალის გახსნაზე, სადაც აღნიშნული ბანკია რეგისტრირებული.

4. სააგენტო უცხოური სანდო ბანკის ფილიალზე შესაბამისი სახეობის ლიცენზიას გასცემს მხოლოდ შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე:

ა) დამფუძნებელი ბანკის განცხადება;

ბ) იმ ქვეყნის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს თანხმობა საქართველოში ფილიალის გახსნაზე, სადაც აღნიშნული ბანკია რეგისტრირებული;

გ) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ დამფუძნებელ ბანკს, მინიჭებული რეიტინგის თანახმად, ამ კანონიდან გამომდინარე, უცხოური სანდო ბანკის სტატუსი ენიჭება;

დ) ფილიალის ადმინისტრატორების დანიშვნის აქტი;

ე) იმ პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც წარადგენს ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.

5. უცხოური სანდო ბანკის ფილიალზე ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკისათვის დადგენილი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1617 - სსმ I, №23 24.07.2002 წ., მუხ.108

საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1938 - სსმ I, №3 17.01.2003 წ., მუხ.19

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4519 - სსმ I, №9 31.03.2007 წ., მუხ.84

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5002 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

      მუხლი 41. კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები

1. პირს ეკრძალება იყოს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.

2. პირი შეიძლება იყოს კომერციული ბანკის ადმინისტრატორი, თუ:

ა) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად არ ცნო და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ბ) იგი არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;

გ) აქვს სათანადო განათლება ან/და გამოცდილება;

დ) იგი ამავე დროს არ არის სხვა კომერციული ბანკის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას უკავია ადმინისტრატორის თანამდებობა ამ ბანკის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ბანკში ან ბანკში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება მოცემული კომერციული ბანკი;

ე) ( ამოღებულია – 20.12.2011, №5528).

3. სააგენტო უფლებამოსილია ნორმატიული აქტით განსაზღვროს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის დამატებითი კრიტერიუმები.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6019 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

საქართველოს  2015  წლის  20  მარტის   კანონი  №3392 –  ვებგვერდი , 31.03.2015წ.

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

    მუხლი 5. ლიცენზირების პირობები

1. საბანკო ლიცენზიები გაიცემა განუსაზღვრელი ვადით, მათი სხვისთვის გადაცემა აკრძალულია.

2. სააგენტო უფლებამოსილია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემისას მას გარკვეული პირობები და შეზღუდვები დაურთოს, თუ სრულად არ არის დაკმაყოფილებული ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. შემდგომ პირობები და შეზღუდვები საბანკო საქმიანობის ლიცენზიას შეიძლება დაერთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი სისტემატურად არღვევს საბანკო კანონმდებლობას, ეროვნული ბანკის/სააგენტოს ინსტრუქციებს, დებულებებს, წესებს, დადგენილებებს, მოთხოვნებს, და მხოლოდ დარღვევათა აღმოსაფხვრელად საჭირო ფარგლებში.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

    მუხლი 6. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ სააგენტოს გადაწყვეტილებით:

ა) კომერციული ბანკის თხოვნის საფუძველზე, ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად;

ბ) ამ კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის გამო;

გ) ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე გარემოების გამო:

გ.ა) ლიცენზია გაცემულია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ შუამდგომლობაში ყალბი განცხადების ან სხვა უზუსტობების საფუძველზე;

გ.ბ) კომერციულმა ბანკმა არ გამოიყენა ლიცენზია მისი ძალაში შესვლის თარიღიდან 6 თვის განმავლობაში;

გ.გ) კომერციული ბანკის სხვა ბანკთან შერწყმის, მიერთების ან გამოყოფის შემთხვევაში;

გ.დ) კომერციულ ბანკს აღარ აქვს სააგენტოს მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საწესდებო კაპიტალის ან საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა, ან მან დაკარგა კრედიტორების ნდობა მათ წინაშე თავისი ვალდებულებების შესრულების ნაწილში, ან ბანკს აღარ შეუძლია მისთვის მინდობილი აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ.ე) კომერციული ბანკის პარტნიორებმა (აქციონერებმა) გადაწყვიტეს ბანკის გაუქმება ან ლიკვიდაცია, ან ბანკმა შეწყვიტა არსებობა, როგორც იურიდიულმა პირმა;

გ.ვ) კომერციული ბანკი ეწევა ან ეწეოდა ბანკის ფინანსური მდგომარეობისათვის საფრთხის შემქმნელ ან არაჯანსაღ საბანკო პრაქტიკას, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მის დეპოზიტორებს;

გ.ზ) აქციონერთა გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკი ლიკვიდაციის პროცესში იმყოფება;

გ.თ) კომერციული ბანკი გადახდისუუნაროა.

2. სააგენტო ვალდებულია გაუუქმოს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მოქმედება უცხოეთის ბანკის ფილიალს და შვილობილ ბანკს, თუ ბანკის სათავო დაწესებულებას ჩამოერთვა მის ადგილსამყოფელ ქვეყანაში სათანადო ოპერაციების წარმოების უფლება.

3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისთანავე სავალდებულოა სააგენტოს მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება ამ კანონის 37-ე მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2015 - სსმ I, №20(27) 09.06.1999 წ., მუხ.88

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4519 - სსმ I, №9 31.03.2007 წ., მუხ.84

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

    მუხლი 7. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება თხოვნით

1. კომერციულ ბანკს შეუძლია წერილობით სთხოვოს სააგენტოს, გაუუქმოს მას ლიცენზია.

2. სააგენტო აღნიშნული თხოვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას თხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვისა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობებს კომერციულ ბანკს (უარის შემთხვევაში – მისი საფუძვლის მითითებით).

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2015 - სსმ I, №20(27) 09.06.1999 წ., მუხ.88

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

    მუხლი 8. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება სააგენტოსა და სხვა ბეჭდვით ორგანოებში. ეს გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღების დღიდან ან თვით ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა თარიღიდან.

2. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან კომერციულ ბანკს ეკრძალება ამ ლიცენზიით მინიჭებული ყოველგვარი საქმიანობა და ამ კანონის 37-ე მუხლით დადგენილი წესით უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან კომერციული ბანკი მოვალეა უმოკლეს ვადაში გაანაღდოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველგვარი ვალდებულება. საქმიანობის შეწყვეტის პერიოდში ყველა ვალდებულების განაღდებამდე კომერციული ბანკი ემორჩილება ამ კანონის დებულებებს ისევე, როგორც ლიცენზირებული ბანკი.

3. კომერციული ბანკის გადახდისუუნარობასა და გაკოტრებაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სააგენტო.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2015 - სსმ I, №20(27) 09.06.1999 წ., მუხ.88

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

თავი II1

კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენა

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

     მუხლი 81. შესაფერისობის დეკლარაცია

1. პირი (შემდგომ – დეკლარანტი), რომელიც აპირებს შეიძინოს კომერციული ბანკის წილი იმ ოდენობით, რომ ამ ბანკის კაპიტალში მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) მონაწილეობა 10, 25 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს შესაფერისობის დეკლარაცია (შემდგომ – დეკლარაცია).

2. დეკლარაციაში დეკლარანტი მიუთითებს:

ა) მის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ბ) ინფორმაციას, რომ იგი არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ან აღნიშნავს, რომ, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ოპერაციის შედეგად ასეთი ბენეფიციარი მესაკუთრე (მესაკუთრეები) არ იქნება;

დ) ინფორმაციას, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრე არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;

ე) მის საკუთრებაში არსებული წილის რაოდენობას ამ ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში;

ვ) მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში, იმ ბენეფიციარი მესაკუთრის საკუთრებაში აღმოჩენილი წილის რაოდენობას, რომლის წილიც აჭარბებს 10, 25 ან 50 პროცენტს;

ზ) დასკვნას ბენეფიციარი მესაკუთრის დეკლარაციაზე (მისი წარმოდგენის შემთხვევაში), რომელშიც აისახება, ადასტურებს თუ არა იგი ბენეფიციარი მესაკუთრის დეკლარაციაში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტეს.

21. შესაძლებლობის შემთხვევაში დეკლარანტი თავის დეკლარაციას დაურთავს ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) მიერ შევსებულ დეკლარაციას (დეკლარაციებს).

3. თუ დეკლარანტის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრე არ არსებობს, იგი ამის შესახებ მიუთითებს დეკლარაციაში და არ ავსებს დეკლარაციის იმ ნაწილებს, რომლებიც შეეხება ბენეფიციარ მესაკუთრეს.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

      მუხლი 82. დეკლარაციის განხილვა

1. სააგენტო დეკლარაციას განიხილავს მისი წარმოდგენიდან 1 თვის ვადაში და დეკლარანტს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება.

2. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ არასაკმარისი ან არაზუსტი ინფორმაციაა წარმოდგენილი, მას უფლება აქვს, აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმოს ან უშუალოდ ბენეფიციარ მესაკუთრესთან დააზუსტოს. ამ შემთხვევაში პასუხის გაცემის ვადა 3 თვემდე გრძელდება. ამის შესახებ უნდა ეცნობოს დეკლარანტს.

3. დეკლარაციის წარმოდგენიდან 1 თვის ვადაში სააგენტოს მიერ პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას.

4. მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე გარიგება ბათილია, თუ დეკლარანტმა სააგენტოს დეკლარაცია არ წარუდგინა ან სააგენტოსაგან დასაბუთებული უარი მიიღო, მაგრამ მაინც შეიძინა კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილი.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

    მუხლი 83. სააგენტოსთვის წარსადგენი ინფორმაცია

1. კომერციული ბანკი სააგენტოს წლიურ ანგარიშთან ერთად, მის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით აწვდის ინფორმაციას მისი 10 პროცენტზე მეტი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ და აღნიშნავს, ადასტურებს თუ არა ამ ინფორმაციის სიზუსტეს.

2. ბენეფიციარი მესაკუთრე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს კომერციული ბანკის წილის 10 პროცენტზე მეტს, ვალდებულია ყოველი წლის აპრილში სააგენტოს წარუდგინოს დეკლარაცია წინა წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით.

3. კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ სააგენტოსთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში დადგება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

     მუხლი 84. სანქცია და გასაჩივრება

1. საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია კომერციული ბანკისაგან მოითხოვოს მისი მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ დეკლარაციის წარდგენა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია შესაბამის პირს:

ა) გარკვეული ვადით შეუჩეროს ხმის უფლება და მოსთხოვოს 60 დღის ვადაში მის საკუთრებაში არსებული წილის 10 პროცენტამდე შემცირება;

ბ) უვადოდ შეუჩეროს ხმის უფლება.

3. შესაბამის პირს უფლება აქვს, კომერციული ბანკის წილის შეძენაზე უარის თქმის, ხმის უფლების შეჩერების ან/და მის საკუთრებაში არსებული წილის 10 პროცენტამდე შემცირების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

4. ხმის უფლების შეჩერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში პირს უფლება აქვს, ისარგებლოს მხოლოდ წილის 10 პროცენტის შესაბამისი ხმის უფლებით.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

თავი III

საკუთრების უფლება და მართვა

    მუხლი 9. მოთხოვნები კომერციული ბანკის კაპიტალისა და რეზერვების მიმართ

1. სააგენტო კომერციულ ბანკს პერიოდულად განუსაზღვრავს რეზერვების, განაღდებული საწესდებო კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ ოდენობებს და მათი შექმნის წესებს. კომერციულ ბანკს ეკრძალება საწესდებო კაპიტალის არაფულადი ფორმით შევსება (ფორმირება).

2. კომერციულ ბანკს არა აქვს უფლება, შეამციროს თავისი საწესდებო კაპიტალი აქციების გამოსყიდვით ან შეამციროს საზედამხედველო კაპიტალი რეზერვების გამოყენებით სააგენტოს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე და საწესდებო კაპიტალის ცვლილების შესახებ წესდებაში სათანადო შესწორების შეუტანლად.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

    მუხლი 10. კომერციული ბანკის საკუთრების უფლებისა და აქტივების სტრუქტურის შეზღუდვა

1. კომერციული ბანკი უფლებამოსილია:

ა) სააგენტოს ნებართვის გარეშე პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობდეს იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის წილის არაუმეტეს 20 პროცენტისა, თუ ბანკის წილი მისი სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ აღემატება;

ბ) შეუზღუდავი ოდენობით ფლობდეს წილს გარკვეულ საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ საბანკო საქმიანობასთან. სააგენტოს წერილობითი ნებართვის გარეშე ეს წილი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს;

გ) სააგენტოს წერილობითი ნებართვის საფუძველზე შექმნას და შეიძინოს შვილობილი საწარმოები, რომლებიც ეწევიან სხვა სახის საქმიანობას. ნებართვაში თითოეული შვილობილი საწარმოს მიხედვით დათქმული უნდა იყოს საქმიანობის სახეობა, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. ამ შემთხვევაში შვილობილი საწარმოების საქმიანობა შეზღუდულია ნებართვაში დათქმული საქმიანობის სახეობით;

დ) მიიღოს წილი მის მიერ გაცემული კრედიტის თანხის ასანაზღაურებლად. ასეთ შემთხვევაში, თუ დაირღვა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, იგი ვალდებულია გაასხვისოს ნამეტი წილი ამ უფლების შეძენიდან არაუგვიანეს 6 თვისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია ეს ვადა გააგრძელოს;

ე) შექმნას ან შეიძინოს შვილობილი საწარმო – საბროკერო კომპანია, რომელიც მონაწილეობს მხოლოდ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საბროკერო კომპანიის საქმიანობაში, და შეუზღუდავი ოდენობით ფლობდეს მასში წილს, თუ სააგენტოს ნებართვის გარეშე ეს წილი მისი სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ აღემატება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებში მითითებული წილების ერთობლივი ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის 50 პროცენტს.

3. კომერციული ბანკი ვალდებულია ჰქონდეს სრული ინფორმაცია ბანკის თითოეული ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის შესახებ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილის 10 პროცენტზე მეტს (მისი ოდენობის მითითებით), აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს, ისევე, როგორც ინფორმაცია ბენეფიციარ მესაკუთრესთან დაკავშირებული ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების თაობაზე, და საჯაროდ გამოაქვეყნოს ეს ინფორმაცია თავის წლიურ ანგარიშში. სააგენტო განსაზღვრავს ასეთი ინფორმაციის მიწოდებისა და გამოქვეყნების წესს, რომელიც ეფუძნება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ შეეხება კომერციული ბანკის იმ ბენეფიციარ მესაკუთრეს, რომლის ვინაობის დადგენაც ბანკს არ შეუძლია, ვინაიდან მის სასარგებლოდ ნომინალური მფლობელობა ხორციელდება განვითარებულ ქვეყნებში განთავსებული და იქ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საკლირინგო ორგანიზაციების ან საერთაშორისო დეპოზიტარების მიერ.

5. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე მოთხოვნები, რომლებიც შეეხება კომერციული ბანკის პარტნიორს (აქციონერს), აგრეთვე ვრცელდება ბენეფიციარ მესაკუთრეზე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს კომერციული ბანკის აქციებს (წილს) .

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1751 - სსმ I, №1(8) 14.01.1999 წ., მუხ.4

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1617 - სსმ I, №23 24.07.2002 წ., მუხ.108

საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1938 - სსმ I, №3 17.01.2003 წ., მუხ.19

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2787 - სსმ I, №8 24.03.2006 წ., მუხ.59

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4519 - სსმ I, №9 31.03.2007 წ., მუხ.84

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2830 - სსმ I, №19 13.04.2010 წ., მუხ.104

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

    მუხლი 101. მოთხოვნები კომერციული ბანკის შვილობილი საწარმოს მიმართ, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ახორციელებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქმიანობას

1. კომერციულმა ბანკმა საქართველოს ფარგლების გარეთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განსახორციელებლად შვილობილი საწარმოს შექმნიდან ან შეძენიდან 14 დღის ვადაში სააგენტოს უნდა წარუდგინოს ბანკის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF-ის) რეკომენდაციების შესასრულებლად შვილობილმა საწარმომ ფუნქციონირების დაწყებისთანავე შეიმუშავა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა.

2. თუ შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით არ არის გათვალისწინებული შვილობილი საწარმოს მიერ FATF-ის რეკომენდაციების შესრულება ან ამ ქვეყანაში არ ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა და საერთოდ ან საკმარისად არ სრულდება FATF-ის რეკომენდაციები:

ა) ბანკმა უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება, რომ იგი უზრუნველყოფს თავისი შვილობილი საწარმოს მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დადგენილი ღონისძიებების განხორციელებას ბანკისადმი საქართველოში არსებული მოთხოვნებისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად;

ბ) ბანკი უზრუნველყოფს სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდებას იმის თაობაზე, რომ მისი შვილობილი საწარმო ვერ ახორციელებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას იმის გამო, რომ ამას კრძალავს ან ზღუდავს შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა.

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2830 - სსმ I, №19 13.04.2010 წ., მუხ.104

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

    მუხლი 11. კომერციული ბანკების შერწყმა, მიერთება ან გაყოფა

კომერციული ბანკების შერწყმა, მიერთება ან გაყოფა შეიძლება მხოლოდ სააგენტოს წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ. დაუშვებელია ისეთი შერწყმა, მიერთება ან გაყოფა, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონის მე-10 მუხლის დებულებებს.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

    მუხლი 12. კომერციული ბანკის წესდება

1. თითოეულ კომერციულ ბანკს აქვს წესდება, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ წერილობით, დაუყოვნებლივ ეცნობება სააგენტოს.

2. თითოეული კომერციული ბანკის მართვა ხორციელდება შინაგანაწესით, რომელმაც მისი წესდების შესაბამისად უნდა განსაზღვროს:

ა) ბანკისა და მისი საოპერაციო და ადმინისტრაციული ქვედანაყოფების ორგანიზაციული და მართვის სტრუქტურა, შემადგენელი ერთეულები და ფუნქციები, მმართველობითი თანამდებობები და ანგარიშვალდებულებები;

ბ) თითოეული დეპარტამენტის დირექტორისა და მის დაქვემდებარებაში და კონტროლის ქვეშ მყოფი განყოფილების მოვალეობანი;

გ) აუდიტის კომიტეტის ფუნქციები;

დ) ადმინისტრატორებისა და ბანკის სხვა თანამშრომელთა უფლებამოსილება, აწარმოონ საბანკო ოპერაციები ბანკის სახელით და მის ხარჯზე.

3. თითოეული კომერციული ბანკი სააგენტოს წარუდგენს წესდებას, შინაგანაწესს და იმ თანამდებობის პირთა სიებს, რომლებსაც აქვთ ბანკის წარმომადგენლის უფლებამოსილება. სიებს უნდა დაერთოს აღნიშნულ პირთა ხელმოწერის ნიმუშები. ამ სიებში მითითებული უნდა იყოს მათი უფლებამოსილების ფარგლები.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

    მუხლი 13. კომერციული ბანკის ხელმძღვანელი ორგანოები

კომერციული ბანკის ხელმძღვანელ ორგანოთა ფორმირება და ფუნქციონირება ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. კომერციული ბანკის მმართველობის უმაღლესი ორგანოა აქციონერთა საერთო კრება, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და საზოგადოების წესდების შესაბამისად. იგი ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს. ინფორმაცია აქციონერთა საერთო კრების ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის მითითებით, კრებაში შესაძლო მონაწილეობის მისაღებად აქციონერებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში უნდა მიეწოდოს სააგენტოს.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

    მუხლი 14. სამეთვალყურეო საბჭო

1. სამეთვალყურეო საბჭო უზრუნველყოფს ზედამხედველობას კომერციული ბანკის საქმიანობაზე. იგი შედგება სულ მცირე 3 და არა უმეტეს 21 წევრისაგან, ამასთან, წევრთა რაოდენობა კენტი უნდა იყოს.

1 1 . კომერციული ბანკის დირექტორი (დირექტორები) შეიძლება იყოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (წევრები). დირექტორი (დირექტორები) არ შეიძლება წარმოადგენდეს უმრავლესობას სამეთვალყურეო საბჭოს სრულ შემადგენლობაში. დირექტორი არ უნდა მონაწილეობდეს საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც შეეხება დირექტორატის (აღმასრულებელი ორგანოების) საქმიანობის ზედამხედველობას, მათი ანგარიშების დამტკიცებასა და შეფასებას.

2. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველ წევრს აქციონერთა საერთო კრება ირჩევს 4 წლის ვადით. მათი განმეორებითი არჩევა შეუზღუდავია.

3. აქციონერთა საერთო კრება განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურების საკითხს. აკრძალულია სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიმართ რაიმე სახის წახალისების ზომების გამოყენება კომერციული ბანკის ხარჯებიდან.

4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს და აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით საბჭოდან გამოყვანილ უნდა იქნეს პირი, რომელიც:

ა) არის სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი საქართველოში რეგისტრირებულ შვიდზე მეტ საწარმოში;

ბ) არის საქართველოში რეგისტრირებული სხვა კომერციული ბანკის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას უკავია ადმინისტრატორის თანამდებობა ამ ბანკის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ბანკში ან ბანკში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება მოცემული კომერციული ბანკი;

გ) კანონის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი, დაიკავოს ადგილი სამეთვალყურეო საბჭოში;

დ) გამოცხადებულია გაკოტრებულად.

5. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს:

ა) ახალი სახის საბანკო საქმიანობის დაწყება ან არსებული სახის საქმიანობის შეწყვეტა;

ბ) საკრედიტო, საინვესტიციო, სავალუტო, აქტივებისა და ვალდებულებების მართვის, აქტივების შეფასების, მათი კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების ადეკვატური რეზერვის შექმნის შიდა პოლიტიკისა და პროცედურების განსაზღვრა და დამტკიცება;

გ) ბანკის მიერ საკრედიტო რესურსებზე და დეპოზიტებზე გამოსაყენებელი მინიმალური და მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთების ოდენობის განსაზღვრა და დამტკიცება;

დ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული აქციების გამოსყიდვა.

6. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კომერციული ბანკის საქმეებს უნდა უძღვებოდნენ კეთილსინდისიერად, ბანკზე უნდა ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ პირობებში მყოფი კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე პირი და უნდა მოქმედებდნენ ბანკის სტაბილურობის ინტერესების შესაბამისად. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობებს, წარმოშობილი ზიანისათვის სოლიდარულად აგებენ პასუხს ბანკის წინაშე. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად და ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე. რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნაზე ბანკის უარი ან კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია ბანკის კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. ეს წესი არ მოქმედებს, თუ ანაზღაურებისათვის ვალდებული პირი გადახდისუნარიანია ან გაკოტრების თავიდან აცილების ანდა საბანკო საქმიანობის შეწყვეტის მიზნით მოურიგდება თავის კრედიტორებს. თუ ანაზღაურება აუცილებელია ბანკის კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად, ბანკის ადმინისტრატორთა ვალდებულება არ წყდება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ისინი მოქმედებენ აქციონერთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

7. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეული წევრის გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს კომერციული ბანკის ინტერესებს. ისინი საქმეს უნდა მიუდგნენ გონივრულად და დამოუკიდებლად. მათ უნდა უზრუნველყონ კომპეტენტური დირექტორების შერჩევა და შენარჩუნება, კომერციული ბანკის საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრა და საბანკო საქმიანობის პოლიტიკის წერილობით ჩამოყალიბება.

8. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ან მის წევრებს აქციონერთა საერთო კრების თანხმობის გარეშე არ შეუძლიათ სხვებისათვის თავიანთი უფლებების დელეგირება.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

    მუხლი 15. დირექტორატი

1. საზოგადოების ხელმძღვანელობა და მისი წარმომადგენლობა ევალებათ კომერციული ბანკის დირექტორებს. ისინი პასუხისმგებელი არიან ბანკის საქმეების მართვასა და მისი ფუნქციების შესრულებაზე. დირექტორატი შედგება 3 დირექტორისაგან მაინც, რომელთაც ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო არა უმეტეს 4 წლის ვადით. მათი განმეორებით დანიშვნა შეუზღუდავია.

2. კომერციული ბანკის დირექტორატის წევრად არ შეიძლება დაინიშნოს ან სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით დირექტორატის წევრის თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელიც:

ა) ვერ აკმაყოფილებს ბანკის დირექტორის შესაფერისობის კრიტერიუმებს;

ბ) (ამოღებულია);

გ) კანონის შესაბამისად არ აქვს უფლება დაიკავოს ადგილი დირექტორატში;

დ) გამოცხადებულია გაკოტრებულად;

ე) (ამოღებულია);

ვ) არის ამ ბანკის დირექტორატის წევრის მეუღლე, შვილი ან ახლო ნათესავი.

3. კომერციული ბანკის დირექტორატს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ცალკეულ კონკრეტულ შემთხვევაში აქვს თავისი უფლებამოსილების სხვებისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ დელეგირების უფლება.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

    მუხლი 16. აუდიტის კომიტეტი

1. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოსთან იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელიც შედგება დამოუკიდებელი წევრებისაგან. წევრი ჩაითვლება დამოუკიდებლად, თუ ის არ არის კომერციულ ბანკთან დაკავშირებული პირი და მას ან/და მასთან ნათესაური კავშირის მქონე იმ პირებს, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან, არ აქვთ კომერციული ბანკის მიმართ ფინანსური ვალდებულება.

2. აუდიტის კომიტეტი სამეთვალყურეო საბჭოს პერიოდულად აბარებს ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ.

3. აუდიტის კომიტეტის ძირითადი ფუნქციაა შიდა აუდიტისა და ბანკის გარე აუდიტორების ფუნქციონირების ხელშეწყობა.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5002 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

    მუხლი 17. საბანკო საიდუმლოება

1. არავის არა აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან გამოიყენოს პირადი სარგებლობისათვის. ასეთი ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ ეროვნულ ბანკს, მისი კომპეტენციის ფარგლებში.

2. ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშების, ამ ანგარიშებიდან განხორციელებული ოპერაციებისა და ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ შეიძლება მიეცეს შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეებს, შესაბამისი ანგარიშების მფლობელებს და მათ წარმომადგენლებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული აქტები, მათი აღსრულების პროცესში, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს − საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს, აგრეთვე საგადასახადო სამსახურებს ეკრძალებათ სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა ორგანოებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის გამოყენება საჯარო გამოსვლებში.

საქართველოს 1996 წლის 21 მარტის კანონი №163 - გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ 03.04.1996 წ.,

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2474 - სსმ I, №20 11.07.2003 წ., მუხ.140

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №213 - სსმ I, №17 28.07.2008 წ., მუხ.129

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2948 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

     მუხლი 171. ინფორმაციის გადამოწმების უფლება

1. ბანკს უფლება აქვს , პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიიღოს ამ პირის პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.

2. ბანკი ვალდებულია არ დაუშვას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული პირის პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5978 - სსმ I, №9 04.04.2008 წ., მუხ.65

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 18. კომერციული ბანკის ფილიალები

კომერციული ბანკის ფილიალები, წარმომადგენლობები და სხვა, ანალოგიური ქვედანაყოფები იქმნება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

თავი IV

საოპერაციო მოთხოვნები

    მუხლი 19. საბანკო საქმიანობის ზოგადი პრინციპები

1. კომერციული ბანკის მართვა და მისი საოპერაციო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დასაბუთებული ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პროცედურების, საბანკო საქმიანობის ლიცენზიისათვის დართული პირობებისა და შეზღუდვების, აგრეთვე ეროვნული ბანკის/სააგენტოს დადგენილებების, წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად. ეროვნული ბანკის/სააგენტოს წესები, ნორმატივები და ინსტრუქციები, რომლებიც შეეხება ერთზე მეტ კომერციულ ბანკს, ექვემდებარება აუცილებელ გამოქვეყნებას და ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან ან ამ წესებში, ნორმატივებსა და ინსტრუქციებში მითითებული თარიღიდან. თუ არ არსებობს ამა თუ იმ მიმართულების საბანკო საქმიანობის სააგენტოს მიერ დადგენილი წესი, კომერციული ბანკი მოქმედებს საერთაშორისო საბანკო ნორმებისა და ჩვევების შესაბამისად.

2. კომერციული ბანკი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდური რესურსების სათანადო დონეს და ახდენს თავისი აქტივების დივერსიფიკაციას დანაკარგების რისკის გათვალისწინებით, სააგენტოს მოთხოვნათა შესაბამისად.

3. საბანკო მომსახურების თაობაზე კლიენტსა და ბანკს შორის ურთიერთობის პირობები რეგულირდება ხელშეკრულების საფუძველზე. ფულადი გადარიცხვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევისას, ბანკი ვალდებულია კლიენტს გადაუხადოს დაგვიანებული თანხის არანაკლებ 0.5 პროცენტისა ყოველ ვადაგადაცილებულ საბანკო დღეზე.

4. კომერციულ ბანკს უფლება აქვს, შეიმუშაოს და ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს მის მიერ კონკრეტული საბანკო მომსახურების გაწევისას ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკა. კომერციული ბანკის მიერ ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული კონკრეტული საბანკო მომსახურების გაწევისას ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე კონკრეტული საბანკო მომსახურების გაწევის დროს გამოყენებულ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5002 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6019 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

    მუხლი 20. საბანკო საქმიანობა

1. კომერციული ბანკებისათვის ნებადართულია საქმიანობის მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი სახეობანი:

ა) პროცენტიანი და უპროცენტო დეპოზიტების (მოთხოვნამდე, ვადიანი და სხვა სახის) და სხვა დაბრუნებადი გადახდის საშუალებების მოზიდვა;

ბ) სესხების გაცემა სამომხმარებლო, საიპოთეკო, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით, ფაქტორინგული ოპერაციები რეგრესის უფლებით და ამ უფლების გარეშე, კომერციულ გარიგებათა დაფინანსება, გარანტიების, აკრედიტივებისა და აქცეპტების გამოცემა ფორფეტირების ჩათვლით;

გ) საკუთარი და კლიენტთა სახსრებით ფულადი საბუთების (ჩეკების, თამასუქებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატების ჩათვლით, ფასიანი ქაღალდების, ფიუჩერსებისა და ოფციონების სავალო ინსტრუმენტებით ან საპროცენტო განაკვეთებით, სავალუტო და საპროცენტო ინსტრუმენტების, სავალო საბუთების, უცხოური ვალუტის, ძვირფასი ლითონების და ძვირფასი ქვების ყიდვა-გაყიდვა;

დ) ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების და საკასო-საინკასაციო მომსახურების განხორციელება;

ე) გადახდის საშუალებების გამოშვება და მათი მიმოქცევის ორგანიზება (საგადახდო ბარათების, ჩეკებისა და საბანკო ტრატების ჩათვლით);

1) უპროცენტო საბანკო მომსახურება;

ვ) საშუამავლო მომსახურება საფინანსო ბაზარზე;

ზ) კლიენტების დავალებით ნდობით (სატრასტო) ოპერაციების განხორციელება, სახსრების მოზიდვა და განთავსება;

თ) ფასეულობათა შენახვა და აღრიცხვა ფასიანი ქაღალდების ჩათვლით;

ი) საკრედიტო-საცნობარო მომსახურება;

1) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობა;

2) ქონების იჯარით გაცემა;

3 საგადახდო მომსახურების განხორციელება, საგადახდო სისტემის ოპერირება, ანგარიშსწორების აგენტის ფუნქციების შესრულება;

კ) ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი უფლებების განხორციელება ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებზე რეგულირდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბანკო მომსახურების განხორციელებამდე კომერციული ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს შესაბამისი საბანკო პროდუქტის აღწერა.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1751 - სსმ I, №1(8) 14.01.1999 წ., მუხ.4

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5002 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6019 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6306 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 21. ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები

1. კომერციული ბანკი ვალდებულია დაიცვას სააგენტოს მიერ დაწესებული, ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ლიმიტები:

ა) საწესდებო კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობები;

ბ) ბანკის სხვადასხვა სახეობის კაპიტალის კლასიფიცირებულ აქტივებთან თანაფარდობა – სააგენტოს წესების შესაბამისად;

გ) ბანკის მიერ მოზიდული ანაბრების ზღვრული თანაფარდობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალთან;

დ) ბანკის მიერ ერთ მსესხებელზე (ინსაიდერსა და აუტსაიდერზე) გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის თანაფარდობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალთან;

ე) ბანკის მიერ ყველა ინსაიდერზე (ბანკთან, აგრეთვე ერთმანეთთან დაკავშირებულ პირებზე) გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის თანაფარდობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალთან;

ვ) ყველა გაცემული კრედიტისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის მაქსიმალურად დასაშვები მთლიანი მოცულობა, რომელიც გამოიხატება პროცენტულად, ბანკის მიერ გაცემულ ყველა კრედიტთან მიმართებით, რომლებიც შეიძლება გასცეს ბანკმა 10 ყველაზე მსხვილ მსესხებელზე (მათ შორის, ინსაიდერებსა და ურთიერთდაკავშირებულ პირებზე).

2. კომერციული ბანკი ვალდებულია დაიცვას სააგენტოს მიერ დადგენილი, ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ნორმატივები:

ა) ლიკვიდური სახსრების მინიმალური ერთობლივი თანხის ან ასეთი სახსრების კონკრეტულ სახეობათა თანაფარდობა აქტივების (მიღებული გარანტიებისა და გირაოს ჩათვლით) ღირებულებასთან ან მათი ღირებულების ცვლილებასთან. ასეთი თანაფარდობა შეიძლება დაწესდეს ზოგადად აქტივებთან ან ვალდებულებებთან (გარესაბალანსო ვალდებულებების ჩათვლით) ან მათ კონკრეტულ სახეობებთან. ბანკს აქვს ლიკვიდურობის დაცვის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად საქართველოს ეროვნულ ბანკში შესაბამისი სახსრების განთავსების უფლება;

ბ) კრედიტებისა და ინვესტიციების ან მათი განსაკუთრებული სახეების მაქსიმალური ერთობლივი თანხის შესახებ;

გ) აქტივებისა და გარესაბალანსო ვალდებულებების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირება და გამოყენება, აგრეთვე ის ვადები და პირობები, რომლებითაც აქტივების მიხედვით მისაღები თანხები აღარ აღირიცხება შემოსავალში, გარდა ნაღდად მიღებულისა;

დ) აკრძალვების, შეზღუდვების ან პირობების შესახებ, რომლებიც შეეხება:

დ.ა) გაცემული კრედიტებისა და განხორციელებული ინვესტიციების სახეობებსა და ფორმებს;

დ.ბ) აქტივებისა და ვალდებულებების (გარესაბალანსო და სხვა ვალდებულებების) მიხედვით დაბრუნების ვადებისა და პროცენტების შესაბამისობას;

დ.გ) დადგენილი ლიმიტების გადამეტებით წარმოქმნილ ღია პოზიციებს უცხოურ ვალუტაში, ძვირფას ლითონებში ან ძვირფას ქვებში.

3. სააგენტო უფლებამოსილია, რისკზე დამყარებული ზედამხედველობის პრინციპებიდან გამომდინარე, თითოეული კომერციული ბანკის მიმართ დაადგინოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ეკონომიკური ლიმიტებისა და ნორმატივების ინდივიდუალური მაჩვენებლები და მოთხოვნები.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

      მუხლი 211. ანგარიშის გახსნა

1. კომერციული ბანკები ანგარიშის გახსნის პროცედურას ახორციელებენ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. კომერციულმა ბანკებმა თავიანთი მომსახურების მომხმარებლებთან საქმიანი ურთიერთობის პერიოდში და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შემოწმებისას უნდა იცოდნენ თავიანთი მომსახურების მომხმარებელთა ვინაობა, საქმიანობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით ამ საქმიანობის რისკის დონე.

3. საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ და მოითხოვონ სხვა დამატებითი ინფორმაცია.

4. საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადონ ანგარიშის გახსნაზე.

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4519 - სსმ I, №9 31.03.2007 წ., მუხ.84

    მუხლი 22. აკრძალული გარიგებები და მუშაობის მეთოდები

1. კომერციულ ბანკს ეკრძალება ისეთი გარიგებები და ქმედებები, რომელთა შედეგადაც იგი დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად აღმოჩნდება დომინირებულ მდგომარეობაში ფულად, საფინანსო ან საკრედიტო ბაზარზე, აგრეთვე ყოველგვარი მანიპულაცია, რომელიც დაუმსახურებელ უპირატესობას მიანიჭებს მას ან მესამე პირებს, შექმნის საბანკო საქმიანობის კონკურენციის შეზღუდვის, საპროცენტო განაკვეთებისა და საკომისიო გასამრჯელოს ფიქსაციის შესაძლებლობას ან საშიშროებას. საბანკო საქმიანობაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კონკურენციის პოლიტიკას ახორციელებს სააგენტო, რომელიც განსაზღვრავს ამ სფეროში საბანკო საქმიანობის დასაშვებ პარამეტრებს, შეფასების კრიტერიუმებსა და ზემოქმედების ზომებს.

2. კომერციულ ბანკს არ აქვს უფლება, რომელიმე კლიენტთან დადოს ისეთი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სესხის გაცემის ან რაიმე საბანკო მომსახურების გაწევის პირობაა ამ ბანკის ან მისი რომელიმე მონათესავე საწარმოს არასაბანკო მომსახურების შესყიდვა ან გამოყენება, თუ კლიენტს არ მიეცა აღნიშნული არასაბანკო მომსახურების სხვა მომწოდებლისგან მიღების შესაძლებლობა.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5002 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6150 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

      მუხლი 23. გარიგებებისა და ვალდებულებების რეგისტრაცია

1. კომერციული ბანკი ვალდებულია სააგენტოს მიერ დადგენილი ვადით შეინახოს ყველა საბუთი, რომლებიც მის თითოეულ გარიგებას შეეხება, კერძოდ:

ა) შუამდგომლობები და ყველა სახელშეკრულებო საბუთი, რომლებიც გარიგებას შეეხება (კრედიტთან, გარანტიასთან და გირაოსთან დაკავშირებული შეთანხმებების ჩათვლით);

ბ) ბანკის პარტნიორების (მსესხებლებისა და გარანტორების ჩათვლით) ფინანსური ჩანაწერები და სხვა დოკუმენტური მოწმობები, რომლებსაც ეყრდნობა ბანკი გარიგების დამტკიცებისას;

გ) გარიგების დამტკიცების შესახებ ბანკის გადაწყვეტილების ხელმოწერილი ჩანაწერი;

დ) სააგენტოს ნორმატივებით გათვალისწინებული სხვა საბუთები.

2. კომერციული ბანკი ვალდებულია კლიენტებისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეინახოს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2830 - სსმ I, №19 13.04.2010 წ., მუხ.104

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

    მუხლი 24. (ამოღებულია)

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

    მუხლი 25. გარიგებები დაინტერესებულ პირებთან

კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ შეღავათიანი პირობებით ნებისმიერი ადმინისტრატორისათვის, მაკონტროლებელი პირისათვის, მონათესავე საწარმოსათვის ან მათთან დაკავშირებულ პირთათვის საბანკო საქმიანობაში შემავალი ნებისმიერი პროდუქტის მიცემა ან ნებისმიერი საბანკო მომსახურების გაწევა სესხის სახეობის, საპროცენტო განაკვეთის, დაფარვის ვადის, უზრუნველყოფის საშუალების, ღირებულების ან რაიმე სხვა პირობების მიუხედავად.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

თავი IV1

(ამოღებულია)

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4519 - სსმ I, №9 31.03.2007 წ., მუხ.84

     მუხლი 251. (ამოღებულია)

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4220 - სსმ I, №2 04.01.2007 წ., მუხ.27

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4519 - სსმ I, №9 31.03.2007 წ., მუხ.84

თავი V

ანგარიშები, აუდიტი, ანგარიშგება და ინსპექცია

    მუხლი 26. ანგარიშები და საფინანსო ანგარიშგება

1. ბანკები და მათი შვილობილი ორგანიზაციები სისტემატურად აწარმოებენ ანგარიშებსა და ჩანაწერებს და ადგენენ წლიურ საფინანსო ანგარიშგებას, რომლებიც საერთაშორისო საბუღალტრო მეთოდების საფუძველზე ზუსტად ასახავს მათ ოპერაციებს და ფინანსურ მდგომარეობას, ამასთანავე, იცავენ საქართველოს ეროვნული ბანკის/სააგენტოს წესების შესაბამის ფორმას, დეტალურობის დონეს და სააღრიცხვო ნორმებს.

2. ბანკების ანგარიშები, ჩანაწერები და საფინანსო ანგარიშგება კრებსით საფუძველზე ასახავს მათი შვილობილი ორგანიზაციების ოპერაციებსა და ფინანსურ მდგომარეობას.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

    მუხლი 27. გარე აუდიტი

1. თითოეული კომერციული ბანკი, მისი შვილობილი საწარმო ვალდებულია ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტორი და სააგენტოს მიერ დადგენილი წესით ჩაატაროს გარეაუდიტორული შემოწმება.

2. თითოეული კომერციული ბანკი ვალდებულია გარეაუდიტორული შემოწმების დასრულებისთანავე სააგენტოს წარუდგინოს შემოწმების სრული ანგარიში და გამოაქვეყნოს სააგენტოს წესებით განსაზღვრული საფინანსო ანგარიშგება და გარეაუდიტორული დასკვნა.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

    მუხლი 28. უცხოეთის ბანკის ფილიალი

ამ კანონის 26-ე, 27-ე და 29-ე მუხლების დებულებები ვრცელდება უცხოეთის ბანკის ფილიალზე და შვილობილ ორგანიზაციაზე, რომლებიც საქართველოში საქმიანობას ეწევიან სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიებით. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ბანკის ფილიალის საფინანსო-საანგარიშგებო საბუთები შეიძლება წარდგენილ იქნეს გამარტივებული საფინანსო ანგარიშების სახით, რაც გულისხმობს, რომ ბანკის ფილიალის აუდიტის კომიტეტად შეიძლება ჩაითვალოს მოცემული უცხოეთის ბანკის აუდიტის კომიტეტი ან სხვა შესაბამისი ორგანო.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

    მუხლი 29. ანგარიშგება და ინსპექციები

1. კომერციული ბანკი ამზადებს და სააგენტოს წარუდგენს ანგარიშგებებს, რომლებშიც ასახავს (როგორც თვით ბანკის, ისე მისი შვილობილი ორგანიზაციების) ორგანიზაციულ-საგანმკარგულებლო და საოპერაციო საქმიანობას, ლიკვიდურობას, გადახდისუნარიანობას და მოგებიანობას თვით ბანკის და მისი შვილობილი ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობის ერთობლივად და ცალ-ცალკე შეფასების მიზნით. ანგარიშგების ფორმა, ხარისხი და წარდგენის ვადები განისაზღვრება სააგენტოს ნორმატივებით.

2. თითოეული კომერციული ბანკი და მისი შვილობილი ორგანიზაცია ექვემდებარება ინსპექტირებას, რომელსაც ახორციელებენ სააგენტოს ინსპექტორები ან სააგენტოს მიერ დანიშნული აუდიტორები. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირება უცხოეთის ბანკის ფილიალში ან შვილობილ ორგანიზაციაში ხორციელდება, აუდიტორები შეიძლება იყვნენ შესაბამის ქვეყანაში მოქმედი საფინანსო ან საკონტროლო ორგანოს მოსამსახურეები.

3. კომერციული ბანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციის ინსპექტირებისას სააგენტოს და მის აუდიტორებს უფლება აქვთ:

ა) შეამოწმონ კომერციული ბანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციის ანგარიშები, სახსრები, დავთრები, საბუთები და სხვა აუცილებელი ჩანაწერები;

ბ) მოსთხოვონ კომერციული ბანკის ადმინისტრატორებს, თანამშრომლებს, ასევე მათი მონათესავე საწარმოების ადმინისტრატორებსა და თანამშრომლებს, მიაწოდონ ინფორმაცია კომერციული ბანკის აქციონერების, მაკონტროლებელი პირებისა და ადმინისტრატორების შესახებ, აგრეთვე ოპერაციებთან და გარიგებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

თავი VI

დარღვევები და სანქციები

    მუხლი 30. დარღვევები და სანქციები

1. ამ მუხლში მითითებული დარღვევებისათვის განსაზღვრულ სანქციებს თითოეულ შემთხვევაში უფარდებს სააგენტო. მხარეს, რომლის მიმართაც სანქცია გამოიყენება, აქვს მისი სასამართლოში გასაჩივრების უფლება.

2. სააგენტოს უფლება აქვს, კომერციული ბანკის, მისი ადმინისტრატორებისა და მაკონტროლებელი პირების მიმართ გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი სანქციები, თუ ბანკმა ან მისმა რომელიმე ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა:

ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან სააგენტოს ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა, წერილობითი მითითება;

ბ) დაარღვია ნებისმიერი პირობა ან შეზღუდვა, რომელიც დართული აქვს საბანკო საქმიანობის ლიცენზიას ან სააგენტოს შესაბამის დებულებას;

გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;

დ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;

ე) დაარღვია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას სააგენტოს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და კომერციული ბანკის აქტივების არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) კომერციულ ბანკს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ კომერციულმა ბანკმა შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს დარღვევის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები;

გ) კომერციულ ბანკს დააკისროს ფულადი ჯარიმა სააგენტოს მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ბანკის საკუთარი სახსრებისა;

დ) კომერციულ ბანკს გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა სააგენტოს მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ ადმინისტრატორის ქმედებამ ფინანსური ზარალი მიაყენა ბანკს ან დაუშვა სააგენტოს მიერ დადგენილი საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა;

ე) ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან განთავისუფლება;

ვ) სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატს მოსთხოვოს კომერციული ბანკის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა დარღვევათა განსახილველად და მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღება;

ზ) კომერციულ ბანკს შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა და დეპოზიტების მოზიდვა;

თ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საფრთხე ემუქრება კომერციული ბანკის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს, შეუჩეროს მას აქტიური ოპერაციები, შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;

ი) მოითხოვოს კომერციული ბანკის მაკონტროლებელი პირისაგან კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა სააგენტოსათვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. ასეთ გაუქმებას ან შეზღუდვას უნდა ახლდეს პირობები და ვადები, რომლებსაც სააგენტო საჭიროდ მიიჩნევს არსებული გარემოებიდან გამომდინარე;

კ) კომერციულ ბანკს გაუუქმოს საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

4. სანქცია უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობას და კომერციული ბანკის აქტივებისათვის მიყენებულ ზარალს ანდა შესაძლო საფრთხეს.

5. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2474 - სსმ I, №20 11.07.2003 წ., მუხ.140

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6306 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

თავი VII

დროებითი ადმინისტრაცია და ლიკვიდაცია

    მუხლი 31. (ამოღებულია)

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

    მუხლი 32. დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის წესი

დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში აღინიშნება:

ა) დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის საფუძვლები;

ბ) დროებითი ადმინისტრატორის (ადმინისტრატორების) სახელი და გვარი;

გ) დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადა;

დ) გაფრთხილება ბანკის კლიენტთა ანაბრებისა და სხვა სახსრების შესაძლო გაყინვის შესახებ;

ე) ზომები, რომლებიც გამოიყენება ბანკის ადმინისტრატორების მიმართ.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

    მუხლი 33. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი

1. დროებითი ადმინისტრაცია მოვალეობათა შესრულებას იწყებს დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული დღიდან. გადაწყვეტილება ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში.

11 . დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის დღისა, აცნობოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღების შესახებ იმ საგადახდო სისტემის ოპერატორს, რომლის სისტემის მონაწილეც არის კომერციული ბანკი, რომელსაც დროებითი ადმინისტრაცია მართავს.

2. დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დღიდან დაუშვებელია ნებისმიერი ქმედების განხორციელება კომერციული ბანკის სახელით და მის ხარჯზე დროებითი ადმინისტრაციის წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა .

3. დროებით ადმინისტრატორზე გადადის კომერციული ბანკის ყველა ორგანოს (მათ შორის აქციონერთა საერთო კრებისა და ადმინისტრატორების) სრული უფლებამოსილება.

4. დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია უმოკლეს ვადაში აღძრას შუამდგომლობა სააგენტოში წარდგენილ თანამდებობის პირთა სიაში აუცილებელი ცვლილებების შეტანის შესახებ.

5. (ამოღებულია – 01.07.2011, №5002).

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5002 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6306 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

    მუხლი 34. დროებითი ადმინისტრაციის უფლებამოსილებანი

1. სააგენტოს მიერ დანიშნულ დროებით ადმინისტრატორს უფლება აქვს, მიიღოს აუცილებელი ზომები კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის, მისი ფილიალების, წარმომადგენლობებისა და სხვა ქვედანაყოფების გაყიდვის ან დახურვის, ბანკის მოსამსახურეთა თანამდებობიდან განთავისუფლების, სახსრების გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების ჩათვლით. დროებითი ადმინისტრატორი ასევე უფლებამოსილია მოახდინოს კომერციული ბანკის სხვა კომერციულ ბანკთან შერწყმა, მისი კაპიტალის განახლება ან მისი აქტივებისა და ვალდებულებების ან მათი ნაწილის სხვა კომერციულ ბანკზე გასხვისება. დროებითი ადმინისტრატორის მიერ სახსრების გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

2. კომერციული ბანკის დროებით ადმინისტრატორს უფლება აქვს, კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის ნებისმიერ მომენტში მთლიანად ან ნაწილობრივ მოახდინოს ბანკში ფიზიკური და იურიდიული პირების ნებისმიერი ფულადი სახსრების ბლოკირება დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადით, იმ პირობით, რომ მიიღებს აუცილებელ ზომებს მათი სტაბილიზაციის შესანარჩუნებლად, თუ ეს არ ეწინააღმდეგება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6306 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

    მუხლი 35. დროებითი ადმინისტრაციის გაუქმება

დროებითი ადმინისტრაცია უქმდება:

ა) მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, რის შესახებაც ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში;

ბ) სააგენტოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით;

გ) ბანკისათვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

    მუხლი 36. (ამოღებულია)

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

      მუხლი 37. ლიკვიდაცია

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ხდება კომერციული ბანკის ლიკვიდაცია. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს სააგენტოს მიერ დანიშნული პირი სააგენტოს მიერვე დადგენილი წესით. დაუშვებელია ამ კომერციულ ბანკთან დაკავშირებული პირის ლიკვიდატორად დანიშვნა. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება იძულებითი აღსრულება.

11 . თუ ლიკვიდირებული კომერციული ბანკი იყო საგადახდო სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი, ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნისთანავე უზრუნველყოს მის მიერ ფუნქციების შესრულების დაწყებამდე სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების შესრულება, სისტემის მონაწილეთა ანგარიშსწორების პოზიციების დადგენა ან/და ანგარიშსწორების განხორციელება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნიდან 3 თვის განმავლობაში შეადგინოს აქტივებისა და პასივების ნუსხა და მისი ასლი გადასცეს სააგენტოს გამოსაქვეყნებლად. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია სააგენტოს წინაშე, სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით.

3. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია საჯარო აუქციონზე გაყიდოს ბანკის აქტივები ან აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, სხვა ბანკს გადასცეს სესხებზე ან სხვა საფინანსო აქტივებზე მოთხოვნის უფლება და ორგანიზება გაუწიოს ამ ბანკებისათვის ვალდებულებათა გადაცემას.

4. ლიკვიდატორს დანიშვნის დღიდან სამი თვის განმალობაში შეუძლია შეწყვიტოს:

ა) გარიგება ბანკის თანამშრომლის დაქირავების შესახებ;

ბ) კონტრაქტები მომსახურების შესახებ, რომლის განხორციელებაშიც ბანკი იღებდა მონაწილეობას;

გ) ბანკის ნებისმიერი ვალდებულება როგორც უძრავი ქონების მოიჯარისა, თუ მეიჯარეს (რომელიც 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ ბანკი აპირებს გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება), არა აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც დაირიცხა შეთანხმების გაუქმების თარიღისათვის და არ მოითხოვს ასეთი გაუქმების შედეგად წარმოქმნილი ზარალის ანაზღაურებას.

4 1 . კომერციული ბანკის დროებითი ადმინისტრატორი და ლიკვიდატორი უფლებამოსილნი არიან სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადონ კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ დროებითი ადმინისტრატორის ან ლიკვიდატორის დანიშვნამდე ერთი წლით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვონ მათი ბათილობა თუ ამის შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირებმა ამ ბანკის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია ბანკისათვის (მისი კრედიტორებისათვის) ზიანის მიყენება.

5. ლიკვიდატორმა დანიშვნიდან ორი თვის ვადაში უნდა:

ა) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რწმუნებული პირის ყველა იმ ფუნქციის შეწყვეტისათვის, რომელსაც ასრულებდა დაწესებულება, დაუბრუნოს დაწესებულების, როგორც რწმუნებული პირის, კუთვნილი ყველა აქტივი და ქონება მათ მესაკუთრეს და განახორციელოს ყველა ანაგრიშსწორება რწმუნებული პირის ანგარიშების მიხედვით;

ბ) გაუგზავნოს დაზღვეული წერილით ამონაწერები მოთხოვნათა ხასიათისა და თანხის შესახებ ბანკის სააღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად ყველა მეანაბრეს, დანარჩენ კრედიტორებს, კლიენტებს, რომლებიც ბანკის სეიფებში ინახავენ ფასეულობას, აგრეთვე იმ ქონების დეპონენტებს, რომელსაც განაგებს დაწესებულება.

ამონაწერში აღინიშნება, რომ ლიკვიდატორისათვის პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია წერილის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში, აგრეთვე ის, რომ კლიენტებს შეუძლიათ თავიანთი ფასეულობის მიღება.

6. კომერციული ბანკის ტერიტორიაზე შენახული ქონება, რომელიც ამონაწერში მითითებულ ვადებში არ არის გამოთხოვილი, მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება, რომლებიც ბანკზე ირიცხება ხელშეკრულების საფუძველზე, ითვლება მოუკითხავ რესურსად და გადადის სააგენტოს მფლობელობაში, მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.

7. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს ფინანსური გირაოს მოგირავნეს აქვს ფინანსური გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები, რომელთა საფუძველია გირაო, დაკმაყოფილდება შესაბამისი შეთანხმების პირობების თანახმად (გირაოს ღირებულების ფარგლებში), ხოლო ყველა სხვა კანონიერი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) სააგენტო და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც კომერციულ ბანკს წარმოეშვა ვალდებულება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;

ბ) ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები არაუმეტეს 1500 ლარისა;

გ) ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

დ) იურიდიულ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები;

ე) საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;

ვ) კომერციული ბანკის მიმართ დანარჩენი მოთხოვნები.

8. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მოთხოვნების სრულად დასაფარავად, მაშინ ყველა შესაბამისი მოთხოვნა უნდა დაიფაროს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.

9. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ.

10. ისეთი აქტივის ამოღების შემთხვევაში, რომელიც ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე კომერციული ბანკის აქტივი იყო, ის ავტომატურად ჩაითვლება ლიკვიდირებული ბანკის აქტივად, რომლის განკარგვის უფლებასაც იძენს სააგენტო. თუ ლიკვიდირებული ბანკის ამოღებული აქტივი არის ფულადი სახსრები, ისინი უნდა გადაირიცხოს სააგენტოში გახსნილ ლიკვიდირებული ბანკების მოუკითხავი თანხების ანგარიშზე და განაწილდეს ლიკვიდატორის მიერ საბოლოოდ წარმოდგენილი ვალდებულებების დაზუსტებული რიგითობის მიხედვით, სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. არაფულადი სახის მატერიალური აქტივის ამოღების შემთხვევაში, მისი განკარგვის მიზნით სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც განსაზღვრავს ამოღებული აქტივის განკარგვის წესს ლიკვიდირებული ბანკის ვალდებულებათა დასაკმაყოფილებლად.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 ., მუხ . 125

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2787 - სსმ I, №8 24.03.2006 წ., მუხ.59

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2830 - სსმ I, №19 13.04.2010 წ., მუხ.104

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5002 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6306 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4189  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

თავი VIII

გარდამავალი ხასიათის დებულებები

    მუხლი 38. (ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160  

    მუხლი 381. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

პირი შეიძლება იყოს კომერციული ბანკის ადმინისტრატორი, თუ:

ა) იგი არ არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი;

ბ) იგი ნასამართლევი არ არის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;

გ) მას აქვს სათანადო განათლება ან/და გამოცდილება;

დ) იგი ამავე დროს არ არის სხვა კომერციული ბანკის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას უკავია ადმინისტრატორის თანამდებობა ამ კომერციული ბანკის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ბანკში ან ბანკში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება ეს კომერციული ბანკი.

საქართველოს  2015  წლის  20  მარტის   კანონი  №3392 –  ვებგვერდი , 31.03.2015წ.

    მუხლი 39. მოთხოვნები კომერციული ბანკის შექმნილი ან შეძენილი შვილობილი საწარმოს მიმართ

იმ კომერციულმა ბანკმა, რომელმაც ამ კანონის 101 მუხლის ამოქმედებამდე შექმნა ან შეიძინა შვილობილი საწარმო, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ახორციელებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქმიანობას, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ამ კანონის 101 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2830 - სსმ I, №19 13.04.2010 წ., მუხ.104

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1996 წლის 23 თებერვალი.

№121-IIს

39. 02/08/2021 - საქართველოს კანონი - 880-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 04/08/2021 38. 16/09/2020 - საქართველოს კანონი - 7130-Iს - ვებგვერდი, 21/09/2020 37. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5682-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 36. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5655-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 35. 30/10/2019 - საქართველოს კანონი - 5228-Iს - ვებგვერდი, 30/10/2019 34. 08/05/2019 - საქართველოს კანონი - 4593-რს - ვებგვერდი, 08/05/2019 33. 27/12/2018 - საქართველოს კანონი - 4246-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 32. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3294-რს - ვებგვერდი, 09/08/2018 31. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1895-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 30. 17/05/2017 - საქართველოს კანონი - 853-IIს - ვებგვერდი, 02/06/2017 29. 10/03/2017 - საქართველოს კანონი - 439-IIს - ვებგვერდი, 22/03/2017 28. 28/10/2015 - საქართველოს კანონი - 4459-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 27. 03/09/2015 - საქართველოს კანონი - 4189-Iს - ვებგვერდი, 10/09/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3392-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 25. 12/12/2014 - საქართველოს კანონი - 2948-Iს - ვებგვერდი, 24/12/2014 24. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6317-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 23. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6306-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 22. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6150-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 21. 10/04/2012 - საქართველოს კანონი - 6019-Iს - ვებგვერდი, 30/04/2012 20. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5528-რს - ვებგვერდი, 111228086, 28/12/2011 19. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 5002-რს - ვებგვერდი, 110715005, 15/07/2011 18. 23/03/2010 - საქართველოს კანონი - 2830 - სსმ, 19, 13/04/2010 17. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1924 - სსმ, 35, 19/11/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1677 - სსმ, 29, 12/10/2009 15. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 213 - სსმ, 17, 28/07/2008 14. 21/03/2008 - საქართველოს კანონი - 5978 - სსმ, 9, 04/04/2008 13. 14/03/2008 - საქართველოს კანონი - 5909 - სსმ, 7, 26/03/2008 12. 27/03/2007 - საქართველოს კანონი - 4519 - სსმ, 9, 31/03/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4220 - სსმ, 2, 04/01/2007 10. 17/03/2006 - საქართველოს კანონი - 2787 - სსმ, 8, 24/03/2006 9. 20/06/2003 - საქართველოს კანონი - 2474 - სსმ, 20, 11/07/2003 8. 28/12/2002 - საქართველოს კანონი - 1938 - სსმ, 3, 17/01/2003 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 04/07/2002 - საქართველოს კანონი - 1617 - სსმ, 23, 24/07/2002 6. 23/10/2001 - საქართველოს კანონი - 1115 - სსმ, 32, 07/11/2001 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 2015 - სსმ, 20(27), 09/06/1999 4. 24/12/1998 - საქართველოს კანონი - 1751 - სსმ, 1(8), 14/01/1999 3. 24/12/1998 - საქართველოს კანონი - 1742 - სსმ, 7, 31/12/1998 2. 13/10/1998 - საქართველოს კანონი - 1636 - სსმ, 2, 26/10/1998 1. 21/03/1996 - საქართველოს კანონი - 163 - ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, 163, 03/04/1996
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.