„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5682-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 220020000.05.001.019741
5682-რს
20/12/2019
ვებგვერდი, 31/12/2019
220020000.05.001.019741
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან ან აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა თარიღიდან.“.

3. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„გ) დერივატივის დადება, საკუთარი და კლიენტთა სახსრებით ფულადი საბუთების (ჩეკების, თამასუქებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატების ჩათვლით), ფასიანი ქაღალდების, სავალუტო და საპროცენტო ინსტრუმენტების, სავალო საბუთების, უცხოური ვალუტის, ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ყიდვა-გაყიდვა;“.

4. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ლიკვიდური სახსრების მინიმალური ერთობლივი თანხის ან ასეთი სახსრების კონკრეტულ სახეობათა თანაფარდობა აქტივების (მიღებული გარანტიებისა და გირავნობის ჩათვლით) ღირებულებასთან ან მათი ღირებულების ცვლილებასთან. ასეთი თანაფარდობა შეიძლება დაწესდეს ზოგადად აქტივებთან ან ვალდებულებებთან (გარესაბალანსო ვალდებულებების ჩათვლით) ან მათ კონკრეტულ სახეობებთან დაკავშირებით. ბანკს აქვს ლიკვიდურობის დაცვის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ეროვნულ ბანკში შესაბამისი სახსრების განთავსების უფლება;“.

5. 301 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობისას საზედამხედველო ზომების გამოყენებამ შედეგი არ გამოიღო ან თუ, ეროვნული ბანკის შეფასებით, ამ ზომების მიღება შესაბამისი შედეგის მისაღწევად საკმარისი არ იქნება, კომერციული ბანკისა და საფინანსო სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშესაწყობად და კომერციული ბანკის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა ინტერესების დასაცავად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომების მიღების გარეშე ან ამ ზომების მიღებასთან ერთად დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი. დროებითი ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს, ამასთანავე, არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი. ეროვნული ბანკი გამოსცემს კომერციულ ბანკში დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ეს აქტი სხვა საკითხებთან ერთად უნდა განსაზღვრავდეს დროებითი ადმინისტრატორის ვალდებულებებსა და უფლებამოსილებებს. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან. კომერციულ ბანკში დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება აგრეთვე ბეჭდვით ორგანოში. დროებითი  ადმინისტრატორი მოვალეობათა შესრულებას იწყებს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული დღიდან.

2. დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილია დროებით იმუშაოს კომერციული ბანკის არსებულ ადმინისტრატორებთან ერთად ან ჩაანაცვლოს ისინი. თუ დროებითი ადმინისტრატორი თავის უფლებამოსილებებს კომერციული ბანკის ადმინისტრატორებთან ერთად ახორციელებს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკის ადმინისტრატორებს გარკვეული გადაწყვეტილებების მისაღებად განუსაზღვროს დროებითი ადმინისტრატორის თანხმობის მიღების ვალდებულება. დროებით ადმინისტრატორზე არ გადადის კომერციული ბანკის აქციონერთა საერთო კრების უფლებამოსილებები. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, დროებითი ადმინისტრატორის ზოგიერთი გადაწყვეტილება შეიძლება ეროვნული ბანკისგან წინასწარი თანხმობის მიღებას საჭიროებდეს. ეროვნული ბანკისგან წინასწარი თანხმობის მიღების ვალდებულება შეიძლება განისაზღვროს როგორც დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისას, ისე მის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების სხვა ეტაპზე. თანხმობა არ მოითხოვება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დროებითი ადმინისტრატორი თანამდებობიდან გაათავისუფლოს ნებისმიერ დროს ნებისმიერი საფუძვლით.“.

6. 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომერციული ბანკის სპეციალური მმართველი უფლებამოსილია, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედების გარდა, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს სპეციალური მმართველის დანიშვნის თარიღამდე 1 წლის განმავლობაში კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამ ქმედების/გარიგების შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირმა ამ კომერციული ბანკის ხარჯზე ქონებრივი სარგებელი მიიღო ან რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით ისარგებლა, რამაც კომერციულ ბანკს ან მის კრედიტორებს ზიანი მიაყენა.“.

7. 371 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისთანავე დაუშვებელია კომერციული ბანკის სახელით ნებისმიერი ქმედების განხორციელება სპეციალური მმართველის ან/და ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე, გარდა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

8. 372 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეზოლუციის რეჟიმის შემოღება და რომელიმე სარეზოლუციო უფლებამოსილების გამოყენება არ შეიძლება გახდეს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კონტრაჰენტის მიერ სახელშეკრულებო უფლების ან ვალდებულების შეწყვეტის, შეცვლის ან/და დაჩქარების საფუძველი. რეზოლუციის რეჟიმის შემოღება და რომელიმე სარეზოლუციო უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა გახდეს „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ფინანსური გირავნობის ამოქმედების საფუძველი, თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი ჯეროვნად ასრულებს ვალდებულებებს.“.

9. 3712 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედების გარდა, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ლიკვიდატორის დანიშვნის თარიღამდე 1 წლის განმავლობაში კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამ ქმედების/გარიგების შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირმა ამ კომერციული ბანკის ხარჯზე ქონებრივი სარგებელი მიიღო ან რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით ისარგებლა, რამაც კომერციულ ბანკს ან მის კრედიტორებს ზიანი მიაყენა.“.

10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3713 მუხლი:

„მუხლი 3713. ურთიერთგაქვითვა და საბოლოო ურთიერთგაქვითვა

„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მხარეთა შორის დადებული ურთიერთგაქვითვის შეთანხმების საფუძველზე განხორციელებულ ურთიერთგაქვითვას ან საბოლოო ურთიერთგაქვითვას და მის შედეგად განხორციელებულ ოპერაციებს სადავოდ ვერ გახდიან მესამე პირები, ადმინისტრაციული და მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოები, კომერციული ბანკის ლიკვიდატორი, მეურვე, გაკოტრების მმართველი/რეაბილიტაციის მმართველი, დროებითი ადმინისტრატორი, კომერციული ბანკის სპეციალური მმართველი, მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი ნებისმიერი სხვა პირი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 დეკემბერი 2019 წ.

N5682-რს