დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1751 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/12/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1(8), 14/01/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 220.020.000.0.001.000.470 |
საქართველოს კანონი
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:
1. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) შექმნას ან შეიძინოს შვილობილი ორგანიზაციები – საბროკერო კომპანიები, – რომლებიც მონაწილეობენ მხოლოდ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საბროკერო კომპანიის საქმიანობაში და ფლობდეს მასში წილს შეუზღუდავი ოდენობით, თუ ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე ეს წილი არ აღემატება ბანკის ხელუხლებელი კაპიტალისა და რეზერვების ჯამური ოდენობის 15 პროცენტს“.
2. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი უფლებების განხორციელება ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებზე რეგულირდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით.“, ხოლო პირველი აბზაცი ჩაითვალოს პირველ პუნქტად.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 24 დეკემბერი.
№1751–რს
დოკუმენტის კომენტარები