„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2830
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 13/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.05.001.003.966
  • Word
2830
23/03/2010
სსმ, 19, 13/04/2010
220.020.000.05.001.003.966
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

      მუხლი 1.

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) მიიღოს წილი მის მიერ გაცემული კრედიტის თანხის ასანაზღაურებლად. ასეთ შემთხვევაში, თუ დაირღვა ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, იგი ვალდებულია გაასხვისოს ნამეტი წილი ამ უფლების შეძენიდან არა უგვიანეს 6 თვისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეუძლია გააგრძელოს ეს ვადა;“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი  შინაარსის 101 მუხლი:

     მუხლი 101. მოთხოვნები კომერციული ბანკის შვილობილი საწარმოს მიმართ, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ახორციელებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქმიანობას

1. კომერციულმა ბანკმა საქართველოს ფარგლებს გარეთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების მიზნით შვილობილი საწარმოს შექმნიდან ან შეძენიდან 14 დღის ვადაში ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ბანკის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF-ის) რეკომენდაციების შესრულების მიზნით შვილობილმა საწარმომ ფუნქციონირების დაწყებისთანავე შეიმუშავა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა.

2. თუ შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით არ არის გათვალისწინებული შვილობილი საწარმოს მიერ FATF-ის რეკომენდაციების შესრულება ან ამ ქვეყანაში არ ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა და საერთოდ ან საკმარისად არ სრულდება FATF-ის რეკომენდაციები:

ა) ბანკმა უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება, რომ იგი უზრუნველყოფს თავისი შვილობილი საწარმოს მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დადგენილი ღონისძიებების განხორციელებას ბანკისადმი საქართველოში არსებული მოთხოვნებისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად;

ბ) ბანკი უზრუნველყოფს ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის მიწოდებას იმის თაობაზე, რომ მისი შვილობილი საწარმო ვერ ახორციელებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას იმის გამო, რომ ამას კრძალავს ან ზღუდავს შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა.“.

3. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „მუხლი 23. გარიგებებისა და ვალდებულებების რეგისტრაცია

1. კომერციული ბანკი ვალდებულია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვადით შეინახოს ყველა საბუთი, რომელიც მის თითოეულ გარიგებას შეეხება, კერძოდ:

ა) შუამდგომლობები და ყველა სახელშეკრულებო საბუთი, რომლებიც გარიგებას შეეხება (კრედიტთან, გარანტიასთან და გირაოსთან დაკავშირებული შეთანხმებების ჩათვლით);

ბ) ბანკის პარტნიორების (მსესხებლებისა და გარანტორების ჩათვლით) ფინანსური ჩანაწერები და სხვა დოკუმენტური მოწმობები, რომლებსაც ეყრდნობა ბანკი გარიგების დამტკიცებისას;

გ) გარიგების დამტკიცების შესახებ ბანკის გადაწყვეტილების ხელმოწერილი ჩანაწერი;

დ) ეროვნული ბანკის ნორმატივებით გათვალისწინებული სხვა საბუთები.

2. კომერციული ბანკი ვალდებულია კლიენტებისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეინახოს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.“.

4. 37-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ხდება კომერციული ბანკის ლიკვიდაცია. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით. დაუშვებელია ამ კომერციულ ბანკთან დაკავშირებული პირის ლიკვიდატორად დანიშვნა. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება იძულებითი აღსრულება.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია საჯარო აუქციონზე გაყიდოს ბანკის აქტივები ან აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, სხვა ბანკს გადასცეს სესხებზე ან სხვა საფინანსო აქტივებზე მოთხოვნის უფლება და ორგანიზება გაუწიოს ამ ბანკებისათვის ვალდებულებათა გადაცემას.“;

გ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები, რომელთა საფუძველია გირაო, დაკმაყოფილდება შესაბამისი შეთანხმების პირობების თანახმად (გირაოს ღირებულების ფარგლებში), ხოლო ყველა სხვა კანონიერი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) ეროვნული ბანკი და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც კომერციულ ბანკს წარმოეშვა ვალდებულება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;

ბ) ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხა არა უმეტეს 1500 ლარისა;

გ) ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხა, რომელიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

დ) იურიდიულ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხა;

ე) საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;

ვ) კომერციული ბანკის მიმართ დანარჩენი მოთხოვნები.

8. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მოთხოვნების სრულად დასაფარავად, მაშინ ყველა შესაბამისი მოთხოვნა უნდა დაიფაროს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.“;

დ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

9. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 39-ე მუხლი:

     მუხლი 39. მოთხოვნები კომერციული ბანკის შექმნილი ან შეძენილი შვილობილი საწარმოს მიმართ

იმ კომერციულმა ბანკმა, რომელმაც ამ კანონის 101 მუხლის ამოქმედებამდე შექმნა ან შეიძინა შვილობილი საწარმო, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ახორციელებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქმიანობას, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ამ კანონის 101 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.“.

     მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 23 მარტი.

№2830–Iს